პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სერგეი უდალცოვს "სააკაშვილის მთავრობის დაფინანსებით" არეულობის ორგანიზებას ედავებიან
სერგეი უდალცოვს "სააკაშვილის მთავრობის დაფინანსებით" არეულობის ორგანიზებას ედავებიან

რუ­სე­თის ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რის, სერ­გეი უდალ­ცო­ვის წი­ნა­აღ­მდეგ, "სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის" ბრალ­დე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა.

"რო­ი­ტე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უდალ­ცოვს 10 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

რო­გორც სა­ა­გენ­ტო წერს, ბრალ­დე­ბა სკან­და­ლურ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერს ეფუძ­ნე­ბა, სა­დაც "მე­მარ­ცხე­ნე ფრონ­ტის" ლი­დე­რი პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ გივი თარ­გა­მა­ძეს ხვდე­ბა.

"მინ­სკში ფა­რუ­ლად ჩა­წე­რილ ვი­დე­ო­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია, რო­გორ მსჯე­ლო­ბენ თარ­გა­მა­ძე, უდალ­ცო­ვი და ოპო­ზი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის გეგ­მა­ზე. კერ­ძოდ, ვი­დე­ო­ში ლა­პა­რა­კია რუ­სე­თის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ზე, მათ შო­რის კა­ლი­ნინ­გრად­ზე ოპო­ზი­ცი­უ­რი კონ­ტრო­ლის და­წე­სე­ბა­ზე. რო­დე­საც ვი­დეო რუ­სულ მე­დი­ა­ში, კერ­ძოდ არხ НТВ-ზე გავ­რცელ­და, უდალ­ცოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ჩა­ნა­წე­რი ყალ­ბი იყო. ანა­ლო­გი­უ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა გივი თარ­გა­მა­ძე­მაც და ჩა­ნა­წერს პრო­პა­გან­და უწო­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ამ და­ას­კვნა, რომ НТВ-ს მიერ მო­პო­ვე­ბულ ჩა­ნა­წერ­ში რა­ი­მე სა­ხის მონ­ტაჟს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია", - წერს "რო­ი­ტე­რი".

უდალ­ცოვ­მა თარ­გა­მა­ძეს­თან ნაც­ნო­ბო­ბაც უარ­ყო, თუმ­ცა გა­ნა­ცხა­და, რომ "მე­მარ­ცხე­ნე ფრონ­ტის" ლე­გა­ლუ­რი და­ფი­ნან­სე­ბის სა­კი­თხე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად აგ­ვის­ტო­ში მარ­თლაც შეხ­ვდა რამ­დე­ნი­მე ქარ­თველს, მათ შო­რის ვინ­მე გი­ორ­გი ვა­სი­ლის ძეს.

"უკა­ნას­კნე­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე ათო­ბით ადა­მი­ანს შევ­ხვდი - მათ შო­რის ქარ­თვე­ლებს, ბე­ლო­რუ­სებ­სა და უკ­რა­ი­ნე­ლებს, ასე­ვე ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებს. პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რის­თვის ეს სავ­სე­ბით ნორ­მა­ლუ­რია. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ ვე­ძებ­დით ბიზ­ნეს­მე­ნებს, რომ­ლე­ბიც "მე­მარ­ცხე­ნე ფრონტს" და­ა­ფი­ნან­სებ­დნენ, მაგ­რამ არა­სო­დეს გან­გვი­ხი­ლავს რა­ი­მე ტი­პის ძა­ლა­დობ­რი­ვი აქ­ცი­ე­ბი და არ მიგ­ვი­ღია ინ­სტრუქ­ცია ან და­ფი­ნან­სე­ბა რო­მე­ლი­მე უცხო­უ­რი სპეც­სამ­სა­ხუ­რი­სა­გან", - აცხა­დებს უდალ­ცო­ვი.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ენ-ტე-ვემ" გივი თარ­გა­მა­ძი­სა და სერ­გეი უდალ­ცო­ვის შეხ­ვედ­რის ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­ავ­რცე­ლა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია reuters.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სერგეი უდალცოვს "სააკაშვილის მთავრობის დაფინანსებით" არეულობის ორგანიზებას ედავებიან

სერგეი უდალცოვს "სააკაშვილის მთავრობის დაფინანსებით" არეულობის ორგანიზებას ედავებიან

რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, სერგეი უდალცოვის წინააღმდეგ, "სააკაშვილის მთავრობიდან მიღებული დაფინანსებით მასობრივი არეულობის ორგანიზების" ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

"როიტერის" ინფორმაციით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უდალცოვს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

როგორც სააგენტო წერს, ბრალდება სკანდალურ ვიდეოჩანაწერს ეფუძნება, სადაც "მემარცხენე ფრონტის" ლიდერი პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებულ გივი თარგამაძეს ხვდება.

"მინსკში ფარულად ჩაწერილ ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ მსჯელობენ თარგამაძე, უდალცოვი და ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი სახელმწიფო გადატრიალების გეგმაზე. კერძოდ, ვიდეოში ლაპარაკია რუსეთის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის კალინინგრადზე ოპოზიციური კონტროლის დაწესებაზე. როდესაც ვიდეო რუსულ მედიაში, კერძოდ არხ НТВ-ზე გავრცელდა, უდალცოვმა განაცხადა, რომ ჩანაწერი ყალბი იყო. ანალოგიური განცხადება გააკეთა გივი თარგამაძემაც და ჩანაწერს პროპაგანდა უწოდა. მიუხედავად ამისა, საგამოძიებო კომისიამ დაასკვნა, რომ НТВ-ს მიერ მოპოვებულ ჩანაწერში რაიმე სახის მონტაჟს ადგილი არ ჰქონია", - წერს "როიტერი".

უდალცოვმა თარგამაძესთან ნაცნობობაც უარყო, თუმცა განაცხადა, რომ "მემარცხენე ფრონტის" ლეგალური დაფინანსების საკითხების განსახილველად აგვისტოში მართლაც შეხვდა რამდენიმე ქართველს, მათ შორის ვინმე გიორგი ვასილის ძეს.

"უკანასკნელი თვეების განმავლობაში მე ათობით ადამიანს შევხვდი - მათ შორის ქართველებს, ბელორუსებსა და უკრაინელებს, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს. პოლიტიკური ფიგურისთვის ეს სავსებით ნორმალურია. ზოგ შემთხვევაში, ჩვენ ვეძებდით ბიზნესმენებს, რომლებიც "მემარცხენე ფრონტს" დააფინანსებდნენ, მაგრამ არასოდეს განგვიხილავს რაიმე ტიპის ძალადობრივი აქციები და არ მიგვიღია ინსტრუქცია ან დაფინანსება რომელიმე უცხოური სპეცსამსახურისაგან", - აცხადებს უდალცოვი.

იხილეთ ვიდეო: "ენ-ტე-ვემ" გივი თარგამაძისა და სერგეი უდალცოვის შეხვედრის ფარული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა

მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა