პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰილარი მენტელმა ბუკერის პრემია მეორედ მოიპოვა
ჰილარი მენტელმა ბუკერის პრემია მეორედ მოიპოვა

მწერ­ლი ჰი­ლა­რი მენ­ტე­ლი 2012 წლის ბუ­კე­რის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი გახ­და. მენ­ტე­ლი ბრი­ტა­ნე­თის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ავ­ტო­რია, რო­მელ­მაც ეს ჯილ­დო მე­ო­რედ მო­ი­პო­ვა.

ბუ­კე­რის პრე­მია მენ­ტე­ლის რო­მან­მა - "აღ­ზარ­დე სხე­უ­ლე­ბი" (Bring Up the Bodies) მი­ი­ღო. ნა­წარ­მო­ე­ბი მისი რო­მა­ნის, "მგლე­ბის დარ­ბა­ზის" (Wolf Hall) გაგ­რძე­ლე­ბაა. "მგლე­ბის დარ­ბა­ზი" მეფე ჰენ­რიხ VIII მრჩევ­ლის, ტო­მას კრომ­ვე­ლის შე­თხზუ­ლი ბი­ოგ­რა­ფი­აა. სწო­რედ ამ წიგ­ნის წყა­ლო­ბით მო­ი­პო­ვა მენ­ტალ­მა 2009 წელს ბუ­კე­რის პრე­მია. ახალ რო­მან­ში მწე­რა­ლი მეფე ჰენ­რი­ხის მე­ო­რე მე­უღ­ლის, ანა ბო­ლე­ი­ნის და­ცე­მას გვა­ნა­ხებს.

ბუ­კე­რის პრე­მია ყო­ველ­წლი­უ­რად ინ­გლი­სურ ენა­ზე და­წე­რი­ლი სა­უ­კე­თე­სო პრო­ზა­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის­თვის დიდი ბრი­ტა­ნე­თის, ირ­ლან­დი­ის ან ბრი­ტა­ნე­თის თა­ნა­მე­გობ­რო­ბის ერთ-ერთი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს გა­და­ე­ცე­მა. გა­მარ­ჯვე­ბულს ჯილ­დოდ 50 000 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი ერ­გე­ბა.

მენ­ტე­ლამ­დე ბუ­კე­რის ორი პრე­მი­ის მფლო­ბე­ლე­ბი მხო­ლოდ კე­იპ­ტა­უ­ნე­ლი მწე­რა­ლი ჯო­ზეფ კუტ­ზე და ავ­სტრა­ლი­ე­ლი ავ­ტო­რი პი­ტერ კერი იყ­ვნენ. ამას­თან, მენ­ტა­ლი არა მხო­ლოდ პირ­ვე­ლი ბრი­ტა­ნე­ლი ავ­ტო­რია, რო­მე­ლიც პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი ორ­ჯერ გახ­და, არა­მედ პირ­ვე­ლი ქალი, რო­მელ­მაც ბუ­კე­რი ორ­ჯერ მო­ი­გო.

"თა­ვი­დან ბუ­კე­რის პრე­მი­ას 20 წელი ელო­დე­ბი, შემ­დეგ კი ერ­თბა­შად ორს იღებ",- იხუმ­რა მენ­ტელ­მა გილდჰო­ლის სცე­ნა­ზე, სა­დაც პრე­მი­ის გა­და­ცე­მის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა.

ბუ­კე­რის პრე­მია 1968 წელს მწერ­ლის სამ­შობ­ლო­ში და­არ­სდა. შარ­შან ბუ­კე­რის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი ჯუ­ლი­ან ბარნ­სი გახ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია focus.ua-ს მი­ხედ­ვით.

ჰილარი მენტელმა ბუკერის პრემია მეორედ მოიპოვა

ჰილარი მენტელმა ბუკერის პრემია მეორედ მოიპოვა

მწერლი ჰილარი მენტელი 2012 წლის ბუკერის პრემიის ლაურეატი გახდა. მენტელი ბრიტანეთის ისტორიაში პირველი ავტორია, რომელმაც ეს ჯილდო მეორედ მოიპოვა.

ბუკერის პრემია მენტელის რომანმა - "აღზარდე სხეულები" (Bring Up the Bodies) მიიღო. ნაწარმოები მისი რომანის, "მგლების დარბაზის" (Wolf Hall) გაგრძელებაა. "მგლების დარბაზი" მეფე ჰენრიხ VIII მრჩევლის, ტომას კრომველის შეთხზული ბიოგრაფიაა. სწორედ ამ წიგნის წყალობით მოიპოვა მენტალმა 2009 წელს ბუკერის პრემია. ახალ რომანში მწერალი მეფე ჰენრიხის მეორე მეუღლის, ანა ბოლეინის დაცემას გვანახებს.

ბუკერის პრემია ყოველწლიურად ინგლისურ ენაზე დაწერილი საუკეთესო პროზაული ნაწარმოებისთვის დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის ან ბრიტანეთის თანამეგობრობის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეს გადაეცემა. გამარჯვებულს ჯილდოდ 50 000 ფუნტი სტერლინგი ერგება.

მენტელამდე ბუკერის ორი პრემიის მფლობელები მხოლოდ კეიპტაუნელი მწერალი ჯოზეფ კუტზე და ავსტრალიელი ავტორი პიტერ კერი იყვნენ. ამასთან, მენტალი არა მხოლოდ პირველი ბრიტანელი ავტორია, რომელიც პრემიის ლაურეატი ორჯერ გახდა, არამედ პირველი ქალი, რომელმაც ბუკერი ორჯერ მოიგო.

"თავიდან ბუკერის პრემიას 20 წელი ელოდები, შემდეგ კი ერთბაშად ორს იღებ",- იხუმრა მენტელმა გილდჰოლის სცენაზე, სადაც პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ბუკერის პრემია 1968 წელს მწერლის სამშობლოში დაარსდა. შარშან ბუკერის პრემიის ლაურეატი ჯულიან ბარნსი გახდა.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს