რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა სოციალური ქსელით მეტად საინტერესო დოკუმენტი გაავრცელა - საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი საბუთი, საიდანაც ირკვევა, რომ გადარიცხვა ს.ს. "თი-ბი-სი ბანკის" პარლამენტის სერვის-ცენტრიდან არის განხორციელებული, გადამხდელი ილია ყურაშვილია, ხოლო საკმაოდ სოლიდური თანხის, 5760 აშშ დოლარის მიმღები - სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში მდებარე "სამხრეთ აფრიკის გოლფისა და საფარის ტური", გადარიცხვის დანიშნულება კი სასტუმროს ხარჯების დაფარვაა... შალვა რამიშვილი აღნიშნავს, რომ ეს არის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის დაცვის ორი წევრის - ილია ყურაშვილისა და ალექსანდრე სიხარულიძის მიერ განხორციელებული საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი საბუთი და რომ სამხრეთ აფრიკაში, საფარიზე დროის გასატარებლად დავით ბაქრაძე და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად. ამ ეგზოტიკური გრიალის ფული კი არც მეტი, არც ნაკლები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)