მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედიდან" "იმედამდე"
"იმედიდან" "იმედამდე"

ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედს" ჰუ­მა­ნი­ტა­რულ პრო­ექტს უწო­დებ­და. არა იმი­ტომ, რომ ამ ტე­ლე­კომ­პა­ნია მას შე­მო­სა­ვალს არ აძ­ლევ­და, არა­მედ რო­გორც ბიზ­ნეს­მე­ნი აცხა­დებ­და, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია სწო­რედ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბა­სა­ვით სჭირ­დე­ბო­და.

"იმე­დი" ეთერ­ში 2003 წლის 15 მარტს გა­ვი­და და არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. ეს ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და და ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა გა­დამ­წყვეტ ფა­ზა­ში შე­დი­ო­და. შე­სა­ბა­მი­სად, ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა "იმედს" ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის ნაკ­ლე­ბად მწვა­ვედ გა­შუ­ქე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი მი­იჩ­ნევ­და, რომ "იმე­დი" ოპო­ზი­ცი­ის წის­ქვილ­ზე ას­ხამ­და წყალს.

მოკ­ლედ, ასეა თუ ისე, "იმე­დი" მა­შინ­დე­ლი "რუს­თა­ვი 2"-ის ფონ­ზე, რომ­ლის ეთერ­შიც "დარ­დუ­ბა­ლა" და "60 წუთი" გა­დი­ო­და, მარ­თლაც ზო­მი­ე­რად მო­ჩან­და.

მალე "იმედ­ში" პარ­ლა­მენ­ტი­დან წა­სუ­ლი გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე მი­ვი­და. მისი ხელი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას ნამ­დვი­ლად და­ე­ტყო - პირ­ველ რიგ­ში, სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხურს. გარ­და ამი­სა, გა­და­ცე­მა "დრო­ე­ბა" ნამ­დვი­ლად იყო ქარ­თუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ნი­მუ­ში. თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი არ იქ­ნე­ბო­და, რომ არა ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი. მა­გა­ლი­თად, მა­შინ­დე­ლი "დრო­ე­ბის" ბი­უ­ჯე­ტი მარ­თლაც სარ­ე­კორ­დო იყო. გარ­და ამი­სა, ბიზ­ნეს­მე­ნი ცდი­ლობ­და, ნაკ­ლე­ბად ჩა­რე­უ­ლი­ყო სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა­ში.

თუმ­ცა რა გა­საკ­ვი­რია, ასე­თე­ბიც ხდე­ბო­და. მა­ყუ­რე­ბელ­მა ეს ერთხელ პირ­და­პი­რი ეთე­რი­თაც გა­ი­გო - კერ­ძოდ, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძემ ერთ-ერთ "დრო­ე­ბა­ში" გა­ნა­ცხა­და, რომ ერთ-ერთი სი­უ­ჟე­ტი უკვე მზად იყო გა­საშ­ვე­ბად, თუმ­ცა დამ­ფუძ­ნებ­ლის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნით ეთერ­ში ვერ გა­ვი­და. თუმ­ცა ამ გან­ცხა­დე­ბამ უკ­ვა­ლოდ ჩა­ი­ა­რა რო­გორც თარ­გა­მა­ძის­თვის, ისე "დრო­ე­ბის" ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის - პა­ტარ­კა­ციშ­ვილს ეს რა­ღაც დიდ ტრა­გე­დი­ად არ აღუქ­ვამს.

შემ­დეგ მოხ­და "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია". "იმე­დი", ისე­ვე რო­გორც "რუს­თა­ვი 2" თუ სხვა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბი, 2003 წლის ნო­ემ­ბრის მოვ­ლე­ნებს პირ­და­პირ ეთერ­ში გა­დას­ცემ­და.

ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის პირ­ველ თვე­ებ­ში "იმედს", ისე­ვე რო­გორც მა­შინ­დე­ლი მე­დი­ის დიდ ნა­წილს, ნე­იტ­რა­ლუ­რი, ზოგ­ჯერ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ტო­ნიც ჰქონ­და. პა­რა­ლე­ლუ­რად, ტე­ლე­კომ­პა­ნია გაძ­ლი­ერ­და და "გამ­დიდ­რდა" რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლი თოქ-შო­უ­თი.

შემ­დეგ კი იყო 2006 წლის 12 თე­ბერ­ვა­ლი, რა­მაც ბიძ­გი მის­ცა მოვ­ლე­ნა­თა შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბას არა მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლად "იმედ­თან", არა­მედ ზო­გად­პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. 12 თე­ბერ­ვალს "დრო­ე­ბა­ში" სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ სი­უ­ჟე­ტი გა­ვი­და, რა­მაც ქვე­ყა­ნა­ში ქა­რიშ­ხა­ლი გა­მო­იწ­ვია.

თუ რა ხდე­ბო­და მომ­დევ­ნო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "იმე­დის" გარ­შე­მო, ამის შე­სა­ხებ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა ბიზ­ნეს­მენ­თა ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­კე­თე­ბულ ცნო­ბილ გან­ცხა­დე­ბა­ში ისა­უბ­რა, რო­დე­საც პირ­ვე­ლად გა­ე­მიჯ­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.

"ძა­ლო­ვა­ნი და სა­ფი­ნან­სო სტრუქ­ტუ­რე­ბი აქ­ტი­უ­რად სწავ­ლო­ბენ ჩემს კომ­პა­ნი­ებს, რათა შექ­მნან მო­ტი­ვა­ცია, რომ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო ზე­წო­ლა "იმე­დის" ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე და ხელი შე­ვუ­წყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის სა­სურ­ვე­ლი სუ­რა­თის შექ­მნას", - გა­ნა­ცხა­და ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა 2006 წლის 29 მარტს.

შემ­დეგ "იმე­დის" გარ­შე­მო წრის შეკ­ვრა და­ი­წყო. ნელ-ნელა ტე­ლე­არ­ხის თოქ-შო­უ­ებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­დეს.

2007 წლის 2 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი და­ი­წყო, რო­მელ­ზეც სი­ტყვით ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლიც გა­მო­ვი­და. აქ­ცი­ე­ბი პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ი­ცე­მო­და, ოპო­ზი­ცი­ას ტრი­ბუ­ნა ეთ­მო­ბო­და, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სე­რი­ო­ზულ დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნი­და.

7 ნო­ემ­ბერს, აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის შემ­დეგ სპეც­რაზ­მი "იმედ­ში" შე­იჭ­რა, ტე­ლე­კომ­პა­ნია და­არ­ბია, თა­ნამ­შრომ­ლებს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, და­ლე­წა აპა­რა­ტუ­რა. "იმე­დი" ეთერ­ში რომ ყო­ფი­ლი­ყო, ყვე­ლა­ფერს დავ­კარ­გავ­დით", - გა­ნუ­ცხა­და მა­შინ­დელ­მა შს მი­ნის­ტრმა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა რუს ჟურ­ნა­ლისტს იუ­ლია ლა­ტი­ნი­ნას.

სწო­რედ 7 ნო­ემ­ბერს "მოკ­ვდა" ძვე­ლი "იმე­დი". ჯერ ერთი, აღ­ნიშ­ნუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი გახ­და და სურ­და თუ არა, მისი ტე­ლე­კომ­პა­ნია მხა­რე გა­მო­დი­ო­და. თუმ­ცა მთა­ვა­რი ის არის, რომ "იმედ­მა" 7 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე წე­სი­ე­რად ვერც შეძ­ლო ეთერ­ში გას­ვლა.

2007 წლის 25 დე­კემ­ბერს "იმე­დის" თა­ნამ­შრომ­ლებს ბო­ლო­ჯერ მი­მარ­თა ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა:"ჩემი რე­კო­მენ­და­ცია იქ­ნე­ბა: იყა­ვით ისე­თი­ვე ლა­ღე­ბი, რო­გო­რიც იყა­ვით და ნუ­რა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ნუ შე­ი­ზღუ­დე­ბით, ნუ შე­გა­ში­ნებთ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ამ დროს უკვე აგო­რე­ბუ­ლი იყო "კო­დუა-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის" სკან­და­ლი. 2007 წლის 26 დე­კემ­ბერს "იმე­დი" "დრო­ე­ბის" წამ­ყვან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და­ტო­ვეს. "სწო­რედ იმის გამო, რომ ჩვე­ნი არ­ხის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის მთა­ვა­რი მოქ­მე­დი პი­რია, ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" დარ­ჩე­ნა, ვი­ნა­ი­დან ვფიქ­რობთ, რომ ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბაც კი არას­წო­რად იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ძვე­ლი "იმე­დი" სა­ბო­ლო­ოდ ალ­ბათ, ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­თან ერ­თად გარ­და­იც­ვა­ლა. ბიზ­ნეს­მე­ნი 2008 წლის თე­ბერ­ვალ­ში და­ი­ღუ­პა. იმა­ვე წლის მარ­ტში კი, სა­სა­მარ­თლომ ტე­ლე­კომ­პა­ნია სას­წრა­ფოდ პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბულ "მემ­კვიდ­რე" ჯო­ზეფ ქე­ი­ზე გა­და­ა­ფორ­მა.

და­ვამ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტმა, პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯა­ხის სა­ჩივ­რებ­მა შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო. "იმედ­მა" "რუს­თა­ვი 2"-თან და "საზ­მა­უ­წყე­ბელ­თან" ერ­თად ტე­ლე­ტყუ­პი შექ­მნა, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბას "ნა­ცი­ო­ნა­ლურ" ალ­ტერ­ნა­ტი­ულ რე­ა­ლო­ბას აჩ­ვე­ნებ­და.

ერ­თა­დერ­თი, რი­თიც "იმე­დი" ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ირ­ჩა თა­ნა­მოძ­მე­ბის­გან, 2010 წლის 13 მარ­ტის მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი "ქრო­ნი­კა" და მო­სახ­ლე­ო­ბის და­ზაფვ­რა იყო. თუმ­ცა ზოგ­ჯერ "ობი­ექ­ტუ­რო­ბით" "რუს­თა­ვი 2"-სა და "საზ­მა­უ­წყე­ბელს" უს­წრებ­და კი­დეც. პა­რა­ლე­ლუ­რად, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას ახალ-ახალ მე­პატ­რო­ნე­ებს უნიშ­ნავ­დნენ - ჯო­ზეფ ქეის შემ­დეგ "იმედს" "რა­კი­ი­ნი" ფლობ­და. დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის 100%-იან წილს "ჯორ­ჯი­ან მე­დია ფრა­დაქ­შენ გრუ­პი" ფლობს, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე იყო.

2011 წლის ივ­ლის­ში პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯახ­მა "იმედ­თან" და­კავ­ში­რე­ბით დავა ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­წყვი­ტა (თუ შე­ა­წყვე­ტი­ნეს).

თუმ­ცა 1-ელ ოქ­ტომ­ბერს ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა და უკუპ­რო­ცე­სე­ბი და­ი­წყო ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­დან ორი კვი­რის შემ­დეგ, 16 ოქ­ტომ­ბერს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ცხად­და, რომ "იმე­დი" პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლებს უბ­რუნ­დე­ბა.

"ჩვენ არ და­ვი­შუ­რებთ ძა­ლის­ხმე­ვას, რომ "იმე­დი" იყოს მა­ღალპრო­ფე­სი­უ­ლი და ობი­ექ­ტუ­რი ტე­ლე­კომ­პა­ნია", - ნათ­ქვა­მია ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ვნა­ხოთ, "გა­ცო­ცხლდე­ბა" თუ არა ძვე­ლი "იმე­დი" და შეძ­ლებს თუ არა ტე­ლე­კომ­პა­ნია იმ მა­ყუ­რებ­ლის დაბ­რუ­ნე­ბას, რო­მე­ლიც 2008-2012 წლებ­ში და­კარ­გა.

გი­ორ­გი კვი­ტაშ­ვი­ლი

იხი­ლეთ ვი­დე­ო­რე­პორ­ტა­ჟე­ბი:

- "იმე­დი­დან" "იმე­დამ­დე" - ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ხმა­უ­რი­ა­ნი ცხრა წელი

- შე­წყვე­ტი­ლი პირ­და­პი­რი ეთე­რი და სპეც­რაზ­მი "იმედ­ში" - 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის კად­რე­ბი

- რო­გორ გა­მოჰ­ყავთ სპეც­რაზ­მე­ლებს "იმე­დის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი - 2007 წლის 7 ნო­ემ­ბე­რი

- "მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი ქრო­ნი­კა" - 2010 წლის 13 მარ­ტი

- სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა - "დრო­ე­ბის" სი­უ­ჟე­ტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"იმედიდან" "იმედამდე"

"იმედიდან" "იმედამდე"

ბადრი პატარკაციშვილი ტელეკომპანია "იმედს" ჰუმანიტარულ პროექტს უწოდებდა. არა იმიტომ, რომ ამ ტელეკომპანია მას შემოსავალს არ აძლევდა, არამედ როგორც ბიზნესმენი აცხადებდა, საქართველოს მოსახლეობას ობიექტური ინფორმაცია სწორედ ჰუმანიტარულ დახმარებასავით სჭირდებოდა.

"იმედი" ეთერში 2003 წლის 15 მარტს გავიდა და არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა. ეს ის პერიოდია, როდესაც ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა და ძალაუფლებისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედიოდა. შესაბამისად, ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება "იმედს" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ნაკლებად მწვავედ გაშუქებაში ადანაშაულებდა. ხელისუფლება კი მიიჩნევდა, რომ "იმედი" ოპოზიციის წისქვილზე ასხამდა წყალს.

მოკლედ, ასეა თუ ისე, "იმედი" მაშინდელი "რუსთავი 2"-ის ფონზე, რომლის ეთერშიც "დარდუბალა" და "60 წუთი" გადიოდა, მართლაც ზომიერად მოჩანდა.

მალე "იმედში" პარლამენტიდან წასული გიორგი თარგამაძე მივიდა. მისი ხელი ტელეკომპანიას ნამდვილად დაეტყო - პირველ რიგში, საინფორმაციო სამსახურს. გარდა ამისა, გადაცემა "დროება" ნამდვილად იყო ქართული ჟურნალისტიკის პროფესიონალიზმის ნიმუში. თუმცა ეს ყველაფერი არ იქნებოდა, რომ არა ბადრი პატარკაციშვილი. მაგალითად, მაშინდელი "დროების" ბიუჯეტი მართლაც სარეკორდო იყო. გარდა ამისა, ბიზნესმენი ცდილობდა, ნაკლებად ჩარეულიყო სარედაქციო პოლიტიკაში.

თუმცა რა გასაკვირია, ასეთებიც ხდებოდა. მაყურებელმა ეს ერთხელ პირდაპირი ეთერითაც გაიგო - კერძოდ, გიორგი თარგამაძემ ერთ-ერთ "დროებაში" განაცხადა, რომ ერთ-ერთი სიუჟეტი უკვე მზად იყო გასაშვებად, თუმცა დამფუძნებლის დაჟინებული მოთხოვნით ეთერში ვერ გავიდა. თუმცა ამ განცხადებამ უკვალოდ ჩაიარა როგორც თარგამაძისთვის, ისე "დროების" ყველა ჟურნალისტისთვის - პატარკაციშვილს ეს რაღაც დიდ ტრაგედიად არ აღუქვამს.

შემდეგ მოხდა "ვარდების რევოლუცია". "იმედი", ისევე როგორც "რუსთავი 2" თუ სხვა ტელეკომპანიები, 2003 წლის ნოემბრის მოვლენებს პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

ახალი ხელისუფლების საქმიანობის პირველ თვეებში "იმედს", ისევე როგორც მაშინდელი მედიის დიდ ნაწილს, ნეიტრალური, ზოგჯერ კეთილგანწყობილი ტონიც ჰქონდა. პარალელურად, ტელეკომპანია გაძლიერდა და "გამდიდრდა" რამდენიმე მაღალრეიტინგული თოქ-შოუთი.

შემდეგ კი იყო 2006 წლის 12 თებერვალი, რამაც ბიძგი მისცა მოვლენათა შემდგომ განვითარებას არა მხოლოდ კონკრეტულად "იმედთან", არამედ ზოგადპოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებითაც. 12 თებერვალს "დროებაში" სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შესახებ სიუჟეტი გავიდა, რამაც ქვეყანაში ქარიშხალი გამოიწვია.

თუ რა ხდებოდა მომდევნო თვეების განმავლობაში "იმედის" გარშემო, ამის შესახებ ბადრი პატარკაციშვილმა ბიზნესმენთა ფედერაციაში გაკეთებულ ცნობილ განცხადებაში ისაუბრა, როდესაც პირველად გაემიჯნა ხელისუფლებას.

"ძალოვანი და საფინანსო სტრუქტურები აქტიურად სწავლობენ ჩემს კომპანიებს, რათა შექმნან მოტივაცია, რომ განვახორციელო ზეწოლა "იმედის" ჟურნალისტებზე და ხელი შევუწყო ხელისუფლებისათვის სასურველი სურათის შექმნას", - განაცხადა ბადრი პატარკაციშვილმა 2006 წლის 29 მარტს.

შემდეგ "იმედის" გარშემო წრის შეკვრა დაიწყო. ნელ-ნელა ტელეარხის თოქ-შოუებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.

2007 წლის 2 ნოემბერს საქართველოში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელზეც სიტყვით ბადრი პატარკაციშვილიც გამოვიდა. აქციები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ოპოზიციას ტრიბუნა ეთმობოდა, რაც ხელისუფლებას სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა.

7 ნოემბერს, აქციის დარბევის შემდეგ სპეცრაზმი "იმედში" შეიჭრა, ტელეკომპანია დაარბია, თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დალეწა აპარატურა. "იმედი" ეთერში რომ ყოფილიყო, ყველაფერს დავკარგავდით", - განუცხადა მაშინდელმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა რუს ჟურნალისტს იულია ლატინინას.

სწორედ 7 ნოემბერს "მოკვდა" ძველი "იმედი". ჯერ ერთი, აღნიშნული მოვლენების შემდეგ ბადრი პატარკაციშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა და სურდა თუ არა, მისი ტელეკომპანია მხარე გამოდიოდა. თუმცა მთავარი ის არის, რომ "იმედმა" 7 ნოემბრის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებამდე წესიერად ვერც შეძლო ეთერში გასვლა.

2007 წლის 25 დეკემბერს "იმედის" თანამშრომლებს ბოლოჯერ მიმართა ბადრი პატარკაციშვილმა:"ჩემი რეკომენდაცია იქნება: იყავით ისეთივე ლაღები, როგორიც იყავით და ნურავითარ შემთხვევაში ნუ შეიზღუდებით, ნუ შეგაშინებთ ეს ხელისუფლება. ამ დროს უკვე აგორებული იყო "კოდუა-პატარკაციშვილის" სკანდალი. 2007 წლის 26 დეკემბერს "იმედი" "დროების" წამყვანმა ჟურნალისტებმა დატოვეს. "სწორედ იმის გამო, რომ ჩვენი არხის დამფუძნებელი და პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მთავარი მოქმედი პირია, ჩვენთვის მიუღებელია ტელეკომპანია "იმედში" დარჩენა, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ ჩვენი ჟურნალისტური თავისუფლებაც კი არასწორად იქნას გამოყენებული", - აღნიშნული იყო ჟურნალისტების განცხადებაში.

ძველი "იმედი" საბოლოოდ ალბათ, ბადრი პატარკაციშვილთან ერთად გარდაიცვალა. ბიზნესმენი 2008 წლის თებერვალში დაიღუპა. იმავე წლის მარტში კი, სასამართლომ ტელეკომპანია სასწრაფოდ პატარკაციშვილის თვითგამოცხადებულ "მემკვიდრე" ჯოზეფ ქეიზე გადააფორმა.

დავამ, საზოგადოების პროტესტმა, პატარკაციშვილის ოჯახის საჩივრებმა შედეგი არ გამოიღო. "იმედმა" "რუსთავი 2"-თან და "საზმაუწყებელთან" ერთად ტელეტყუპი შექმნა, რომელიც მოსახლეობას "ნაციონალურ" ალტერნატიულ რეალობას აჩვენებდა.

ერთადერთი, რითიც "იმედი" ბოლო წლების განმავლობაში გამოირჩა თანამოძმებისგან, 2010 წლის 13 მარტის მოდელირებული "ქრონიკა" და მოსახლეობის დაზაფვრა იყო. თუმცა ზოგჯერ "ობიექტურობით" "რუსთავი 2"-სა და "საზმაუწყებელს" უსწრებდა კიდეც. პარალელურად, ტელეკომპანიას ახალ-ახალ მეპატრონეებს უნიშნავდნენ - ჯოზეფ ქეის შემდეგ "იმედს" "რაკიინი" ფლობდა. დღევანდელი მდგომარეობით, ტელეკომპანიის 100%-იან წილს "ჯორჯიან მედია ფრადაქშენ გრუპი" ფლობს, რომლის ხელმძღვანელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი არველაძე იყო.

2011 წლის ივლისში პატარკაციშვილის ოჯახმა "იმედთან" დაკავშირებით დავა ოფიციალურად შეწყვიტა (თუ შეაწყვეტინეს).

თუმცა 1-ელ ოქტომბერს ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა და უკუპროცესები დაიწყო ყველა მიმართულებით. საპარლამენტო არჩევნებიდან ორი კვირის შემდეგ, 16 ოქტომბერს ოფიციალურად გაცხადდა, რომ "იმედი" პატარკაციშვილებს უბრუნდება.

"ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ "იმედი" იყოს მაღალპროფესიული და ობიექტური ტელეკომპანია", - ნათქვამია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრების განცხადებაში.

ვნახოთ, "გაცოცხლდება" თუ არა ძველი "იმედი" და შეძლებს თუ არა ტელეკომპანია იმ მაყურებლის დაბრუნებას, რომელიც 2008-2012 წლებში დაკარგა.

გიორგი კვიტაშვილი

იხილეთ ვიდეორეპორტაჟები:

- "იმედიდან" "იმედამდე" - ტელეკომპანიის ხმაურიანი ცხრა წელი

- შეწყვეტილი პირდაპირი ეთერი და სპეცრაზმი "იმედში" - 2007 წლის 7 ნოემბრის კადრები

- როგორ გამოჰყავთ სპეცრაზმელებს "იმედის" თანამშრომლები - 2007 წლის 7 ნოემბერი

- "მოდელირებული ქრონიკა" - 2010 წლის 13 მარტი

- სანდრო გირგვლიანის მკვლელობა - "დროების" სიუჟეტი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა