ტელეკომპანია "იმედის" პატარკაციშვილების ოჯახისთვის გადაცემა კარგი მაგალითია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გიორგი არველაძემ გმირული აქტი ჩაიდინა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა "მე-9 არხის" ეთერში, ეკა ბერიძის გადაცემა "მთავარ კითხვაში" სტუმრობისას განაცხადა.
ხიდაშელის თქმით, ძალიან კარგია ოჯახს რომ საკუთრება დაუბრუნდა, "თუმცა აღფთოვანების შეძახილები არ აქვს".
"ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ამის გამო ჩვენ გიორგი არველაძეს ტაში უნდა დავუკრათ და ყველაფერი უნდა ვაპატიოთ. ჩვენი ამოცანა არის ის, ზუსტად ისე, როგორც "იმედის" შემთხვევაში მოხდა, ქონება დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, მაგრამ იქნება ეს ნებაყოფლობითი თუ სასამართლოს განაჩენის შესაბამისი, იმ ადამიანებმა, რომლებიც ძალადობით იყვნენ დაკავებულები, პასუხი უნდა აგონ. ეს არ ნიშნავს, რომ გიორგი არველაძე გასუფთავდა და მასთან დაკავშირებით პრობლემა არავის ექნება", - დასძინა ხიდაშელმა.