მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლედი გაგა და მადონა ქართველი დიჯეის მოსასმენად დადიან
ლედი გაგა და მადონა ქართველი დიჯეის მოსასმენად დადიან

ნიუ-იორ­კის ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ღა­მის კლუბ­ში მისი მუ­სი­კის მო­სას­მე­ნად ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იყ­რის თავს. ამ კლუ­ბის ხში­რი სტუ­მა­რი გახ­ლდნენ მა­დო­ნა და ლედი გაგა. მუ­სი­კა, სა­თა­ნა­დო გა­ნა­თე­ბა, გარ­თო­ბა და "თუხ­თუ­ხი" - "ვებსტერ­ჰოლ­ში" თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი ისეა, რო­გორც ღა­მის კლუბ­ში უნდა იყოს, მაგ­რამ ერთი უჩ­ვე­უ­ლო შტრი­ხი უმალ იპყრობს ყუ­რა­დღე­ბას: "დი­ჯე­ის" პულტთან, ამე­რი­კის დრო­შას­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შაც ფრი­ა­ლებს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ იქ ქარ­თვე­ლი დი­ჯეი უკ­რავს.

დი­ჯეი ნი­კას ამე­რი­კე­ლი პუბ­ლი­კა კარ­გად იც­ნობს. თვით­ნას­წავ­ლი მუ­სი­კო­სის დე­ბი­უ­ტი ნიუ-იორ­კის ყვე­ლა­ზე ძველ და ლე­გენ­და­რულ კლუბ­ში შედ­გა...

ნიკა გე­ლაშ­ვი­ლი, მუ­სი­კო­სი და დი­ჯეი: - "სკო­ლას ვამ­თავ­რებ­დი, როცა პირ­ვე­ლად სცე­ნა­ზე გა­ვე­დი და ვიმ­ღე­რე. ჩემი დე­ბი­უ­ტი სკო­ლა­ში შედ­გა. იმ დროს ჰიპ-ჰოპი მომ­წონ­და. შემ­დეგ მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­დავ­წყვი­ტე, სე­რი­ო­ზუ­ლად მო­მე­კი­და ხელი ამ საქ­მის­თვის და გა­მო­ვუშ­ვით ალ­ბო­მე­ბი, გა­და­ვი­ღეთ რამ­დე­ნი­მე კლი­პი. კარ­გი დრო იყო... ბევ­რი გა­მოს­ვლა გვქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში. იმ დროს რეპი, ის-ის იყო, ვი­თარ­დე­ბო­და ჩვენ­ში და მსმე­ნე­ლიც აქ­ტი­უ­რად მოგ­ვყვე­ბო­და.

- ამე­რი­კა­ში რო­დის წახ­ვე­დი?

- 21 წლის ვი­ყა­ვი... ამე­რი­კა­ში მა­მა­ჩე­მი მე­ლო­დე­ბო­და. რო­გორც ყვე­ლას, მეც მე­გო­ნა, რომ იქ რომ ჩა­ვი­დო­დი, ყვე­ლა ჩემი ოც­ნე­ბა ას­რულ­დე­ბო­და, მაგ­რამ ასე მხო­ლოდ ზღაპ­რებ­ში ხდე­ბა. მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ძა­ლი­ან რთუ­ლი გზა გა­ვი­ა­რე. დღე-ღა­მე­ში, სულ ცოტა, 17 სა­ათს ვმუ­შა­ობ­დი, თან ვსწავ­ლობ­დი. ჩემი შვი­ლი ლილუ ამე­რი­კა­ში და­ი­ბა­და. მე­უღ­ლე ქარ­თვე­ლი მყავს და ძა­ლი­ან მიდ­გას გვერ­დში; ის, ამავდრო­უ­ლად, ჩემი მე­ნე­ჯე­რიც გახ­ლავთ.

ამე­რი­კა­ში ჩას­ვლი­სას ვფიქ­რობ­დი, რომ ისევ ჰიპ-ჰო­პის შეს­რუ­ლე­ბას გა­ვაგ­რძე­ლებ­დი, თუმ­ცა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­და ის, რა­საც ამ­დე­ნი წელი ვე­ლო­დი: ვი­პო­ვე ის, რის­თვი­საც დავ­ბა­დე­ბულ­ვარ - ელექტრო­ნუ­ლი სა­ცეკ­ვაო მუ­სი­კა.

თა­ვი­დან პრო­მო­უ­ტე­რად ვმუ­შა­ობ­დი სხვა­დას­ხვა კლუბ­ში: ვა­წყობ­დი სა­ღა­მო­ებს, ვიწ­ვევ­დი დი­ჯე­ებს და პრო­დი­უ­სე­რებს. შემ­დეგ თვი­თო­ნაც და­ვინ­ტე­რეს­დი ამ მუ­სი­კა­ლუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით. 2009 წლის ნო­ემ­ბერ­ში გავ­ხდი დი­ჯეი და პრო­დი­უ­სე­რი. ვქმნი კომ­პო­ზი­ცი­ებ­საც, რომ­ლე­ბიც ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ებ­ში იყი­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ერთ მსხვილ კომ­პა­ნი­ას­თან ხელი მო­ვა­წე­რე კონ­ტრაქტს, რო­მე­ლიც გა­მო­უშ­ვებს ჩემს ორი­გი­ნა­ლურ მიქ­სებს ცხრა სხვა ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სის რე­მიქ­სებ­თან ერ­თად.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ლედი გაგა და მადონა ქართველი დიჯეის მოსასმენად დადიან

ლედი გაგა და მადონა ქართველი დიჯეის მოსასმენად დადიან

ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილ ღამის კლუბში მისი მუსიკის მოსასმენად ათასობით ადამიანი იყრის თავს. ამ კლუბის ხშირი სტუმარი გახლდნენ მადონა და ლედი გაგა. მუსიკა, სათანადო განათება, გართობა და "თუხთუხი" - "ვებსტერჰოლში" თითქოს ყველაფერი ისეა, როგორც ღამის კლუბში უნდა იყოს, მაგრამ ერთი უჩვეულო შტრიხი უმალ იპყრობს ყურადღებას: "დიჯეის" პულტთან, ამერიკის დროშასთან ერთად, საქართველოს დროშაც ფრიალებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ ქართველი დიჯეი უკრავს.

დიჯეი ნიკას ამერიკელი პუბლიკა კარგად იცნობს. თვითნასწავლი მუსიკოსის დებიუტი ნიუ-იორკის ყველაზე ძველ და ლეგენდარულ კლუბში შედგა...

ნიკა გელაშვილი, მუსიკოსი და დიჯეი: - "სკოლას ვამთავრებდი, როცა პირველად სცენაზე გავედი და ვიმღერე. ჩემი დებიუტი სკოლაში შედგა. იმ დროს ჰიპ-ჰოპი მომწონდა. შემდეგ მეგობრებთან ერთად გადავწყვიტე, სერიოზულად მომეკიდა ხელი ამ საქმისთვის და გამოვუშვით ალბომები, გადავიღეთ რამდენიმე კლიპი. კარგი დრო იყო... ბევრი გამოსვლა გვქონდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. იმ დროს რეპი, ის-ის იყო, ვითარდებოდა ჩვენში და მსმენელიც აქტიურად მოგვყვებოდა.

- ამერიკაში როდის წახვედი?

- 21 წლის ვიყავი... ამერიკაში მამაჩემი მელოდებოდა. როგორც ყველას, მეც მეგონა, რომ იქ რომ ჩავიდოდი, ყველა ჩემი ოცნება ასრულდებოდა, მაგრამ ასე მხოლოდ ზღაპრებში ხდება. მიზნის მისაღწევად ძალიან რთული გზა გავიარე. დღე-ღამეში, სულ ცოტა, 17 საათს ვმუშაობდი, თან ვსწავლობდი. ჩემი შვილი ლილუ ამერიკაში დაიბადა. მეუღლე ქართველი მყავს და ძალიან მიდგას გვერდში; ის, ამავდროულად, ჩემი მენეჯერიც გახლავთ.

ამერიკაში ჩასვლისას ვფიქრობდი, რომ ისევ ჰიპ-ჰოპის შესრულებას გავაგრძელებდი, თუმცა ჩემს ცხოვრებაში მოხდა ის, რასაც ამდენი წელი ველოდი: ვიპოვე ის, რისთვისაც დავბადებულვარ - ელექტრონული საცეკვაო მუსიკა.

თავიდან პრომოუტერად ვმუშაობდი სხვადასხვა კლუბში: ვაწყობდი საღამოებს, ვიწვევდი დიჯეებს და პროდიუსერებს. შემდეგ თვითონაც დავინტერესდი ამ მუსიკალური მიმდინარეობით. 2009 წლის ნოემბერში გავხდი დიჯეი და პროდიუსერი. ვქმნი კომპოზიციებსაც, რომლებიც ონლაინ მაღაზიებში იყიდება. რამდენიმე დღის წინ ერთ მსხვილ კომპანიასთან ხელი მოვაწერე კონტრაქტს, რომელიც გამოუშვებს ჩემს ორიგინალურ მიქსებს ცხრა სხვა ცნობილი მუსიკოსის რემიქსებთან ერთად.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება