მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეიტინგის" დამსახურებაა, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" რომ ვარ"
"რეიტინგის" დამსახურებაა, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" რომ ვარ"

რატი წი­თე­ლა­ძე აღ­მო­სავ­ლუ­რი ორ­თაბ­რძო­ლის თით­ქმის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბა­ში გახ­და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი, მაგ­რამ ორი წლის წინ სპორ­ტს თავი და­ა­ნე­ბა და მსა­ხი­ო­ბო­ბა გა­და­წყვი­ტა. "რე­ი­ტინ­გში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა ინ­ტერ­ვი­უმ მას პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა და ახლა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" ანი ჯა­ჯა­ნი­ძეს­თან ერ­თად ცდი­ლობს და­ამ­ტკი­ცოს, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლაფ­რის მიღ­წე­ვა შე­იძ­ლე­ბა, თუ, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მო­ინ­დო­მებ.

- რატი, რად­გან პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ობ, გა­მო­დის, ვარ­სკვლა­ვი ყო­ფილ­ხარ. რამ­დე­ნად მი­იჩ­ნევ თავს ვარ­სკვლა­ვად?

- ამ თე­მა­ზე სა­ერ­თოდ არ მი­ფიქ­რია და არც მა­დარ­დებს. ეს ჩემი გა­და­სა­წყვე­ტი არ იყო. ბო­დი­ში, მაგ­რამ თქვენს შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არ მაქვს. მინ­და "რე­ი­ტინგს" დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" რომ ვარ, ეს თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ახლა ვფიქ­რობ, მა­შინ ცუ­დად მო­ვი­ქე­ცი, გუ­ლახ­დი­ლი ინ­ტერ­ვიუ რომ მი­ვე­ცი თქვენს ჟურ­ნალს. არ უნდა მეთ­ქვა, რომ სექსში დიდ ფულს მთა­ვა­ზობ­დნენ, მაგ­რამ ამ სკან­და­ლის მერე გავ­ხდი პო­პუ­ლა­რუ­ლი. მა­შინ სი­მარ­თლე ვთქვი, მაგ­რამ ახლა ამ სი­მარ­თლეს აღარ ვი­ტყო­დი. ამის შემ­დეგ პი­რა­დულ­ზე აღარ ვლა­პა­რა­კობ.

- სკან­და­ლი შენ გარ­შე­მო გრძელ­დე­ბა. ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა თქვე­ნი ცეკ­ვის შემ­დეგ და­ი­ჟი­ნა, რომ შენ და ანის ერ­თმა­ნე­თი მოგ­წონთ...

რატი:

- ვუ­თხა­რი, მე­უღ­ლე ჰყავს-მეთ­ქი, მაგ­რამ ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი იყო, ვერ გა­ი­გო, რა ვთქვი და კი­დევ გა­ი­მე­ო­რა, ზუს­ტად ვიცი, ერ­თმა­ნე­თი მოგ­წონ­თო.

ანი:

- მერე ბო­დი­ში მო­ი­ხა­და. თქვა, აშ­კა­რად კარ­გად იცეკ­ვეთ, რაც ჩა­ნა­ფიქ­რი იყო, ჩვე­ნამ­დე მო­ი­ტა­ნეთ, რა­მაც მა­ფიქ­რე­ბი­ნა, რომ ერ­თმა­ნე­თი მოგ­წონ­თო.

რატი:

- ჩვე­ნი ცეკ­ვის შემ­დეგ მა­ლე­ვე სა­რეკ­ლა­მო პა­უ­ზა იყო. ნა­ნუ­კა მო­ვი­და და მი­თხრა, დე­და­ჩემ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ ანის ქმა­რი ჰყო­ლი­აო... ბოლო ექ­ვსი თვე ძა­ლი­ან შე­ვიც­ვა­ლე. ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი არ მი­მი­ცია. სა­კუ­თარ თავ­ზე ვმუ­შა­ობ­დი. ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც დავ­თან­ხმდე­ბო­დი, ეს იყო სა­ხალ­ხო შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სხვა შო­უ­ში არ მი­ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. სა­კუ­თარ თავ­ზე ბევ­რს ვმუ­შა­ობ და ძა­ლი­ან მე­წყი­ნა, რომ ჩვე­ნი ცეკ­ვა კი არა, ჩემი და ანის პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბა გახ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. თუმ­ცა ვი­ცო­დი, რომ პირ­ვე­ლად რო­გორ კარ­გა­დაც უნდა მე­ცეკ­ვა, ხალ­ხი ისე ვერ აღიქ­ვამ­და.

- ანი, შენ­მა მე­უღ­ლემ რა თქვა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე?

- (იცი­ნის) ჩემი მე­უღ­ლე გი­ორ­გი რუ­ხა­ძე მო­ცეკ­ვა­ვეა, ამი­ტომ ასეთ რა­მე­ზე რე­აქ­ცია არ აქვს. ეჭ­ვი­ა­ნი არაა. რა­ტის და გი­ორ­გის კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ჩემ­სა და რა­ტის შო­რის რა­ი­მე ხდე­ბო­დეს, ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვართ.

რატი:

- შე­ვე­ცა­დეთ, რაც შე­იძ­ლე­ბა, კარ­გად შეგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა ცეკ­ვა და არ გვე­ფიქ­რა იმა­ზე, მე­უღ­ლე ჰყავს თუ არა. ასე ვიქ­ნე­ბით მე და ანი ყვე­ლა ცეკ­ვა­ში.

ანი:

- მოკ­ლედ ვი­ტყვით, რომ ჩვენ შო­რის არა­ფე­რი ხდე­ბა. მყავს მე­უღ­ლე და სხვა და­ნარ­ჩენ­ზე ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია. ჩემი მე­უღ­ლე ეს­წრე­ბო­და "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებს". გა­და­ცე­მის მერე ვი­ლა­პა­რა­კეთ და ყვე­ლა­ფე­რი გა­ვარ­კვი­ეთ. ამ ამ­ბავ­ზე ვი­ცი­ნო­დით და ვმხი­ა­რუ­ლობ­დით.

რატი:

- ად­ვი­ლი არ ვარ სა­ურ­თი­ერ­თოდ. მე­უღ­ლე რომც არ ჰყო­ლო­და ანის, საქ­მეს და პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბას ერ­თმა­ნეთ­ში არ ავუ­რევ­დი. მე და ანი თით­ქმის მთე­ლი დღე ერ­თად ვართ და ცეკ­ვა­ში ვრე­პე­ტი­ცი­ობთ. ბევ­რს ვღა­და­ობთ. მარ­თლა კარ­გად ვართ ერ­თმა­ნეთ­თან. თუ ვინ­მე იტყვის, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქ­ვსო, ის გა­და­ამ­რავ­ლეთ ორ­მოც­და­ა­თი ათას­ზე და მიხ­ვდე­ბით, რო­გო­რი მე­გობ­რო­ბა გვაქვს მე და ანის. მას ეს­მის ჩემი და ჩემი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის. ცეკ­ვა­შიც კარ­გად ვუ­გებთ. თან ცოტა ეში­ნია ჩემი. თუ ვერ გა­მი­გებს, შე­იძ­ლე­ბა ჩა­ვარ­ტყა.

ანი:

- ხუმ­რობს. რატი, შე­იძ­ლე­ბა შენი ნათ­ქვა­მი ვინ­მემ და­ი­ჯე­როს.

რატი:

- მარ­თლა ვხუმ­რობ. პი­რი­ქით ხდე­ბა. ანი მაჩ­მო­რებს ხოლ­მე.

- ანი, შენ­ზე რას გვე­ტყვი?

- 21 წლის ვარ. 5 წლი­დან ვცეკ­ვავ. დე­დი­კო იყო ჩემი პირ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, შემ­დეგ სხვა­დას­ხვა პე­და­გო­გი მყავ­და. ჩემი მე­უღ­ლე ჩემი მე­წყვი­ლეა.

- ერ­თმა­ნე­თი ამ პრო­ექ­ტში გა­ი­ცანთ, რო­გორც ვიცი...

რატი:

- დიახ, პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რომ შე­მომ­თა­ვა­ზეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვი­ყა­ვი. ტე­ლე­ფო­ნი არ მაქვს და ყვე­ლა ჩემი მე­გობ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­კავ­შირ­დე­ბა. უკვე ორი წე­ლია, მო­ბი­ლუ­რი არ მაქვს. როცა საქ­მეს ვა­კე­თებ, არ მინ­და, რა­მემ ხელი შე­მი­შა­ლოს. მხო­ლოდ "ფე­ის­ბუ­ქით" ხერ­ხდე­ბა ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბა. მე­გო­ბარ­მა მომ­წე­რა, უნ­დათ, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბაო. დავ­რე­კე გა­და­ცე­მა­ში და ვუ­თხა­რი, თა­ნახ­მა ვარ, მხო­ლოდ ერთი თხოვ­ნა მაქვს, მე­უღ­ლე არ ჰყავ­დეს ჩემს მე­წყვი­ლეს-მეთ­ქი. ოღონდ და­თან­ხმდი და არ ეყო­ლე­ბაო. ჩა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში, კონ­ტრაქ­ტზე ხელი მო­ვა­წე­რე და ხუმ­რო­ბით ვთქვი, იმე­დია, მე­უღ­ლე არ ჰყავს-მეთ­ქი. კი, ჰყავ­სო, მი­თხრეს. თა­ვი­დან ვერ ვი­ჯე­რებ­დი, ბო­ლოს კი აღ­მოჩ­ნდა, რომ მხო­ლოდ ჩემს მე­წყვი­ლეს ჰყავს მე­უღ­ლე. შოკ­ში ჩავ­ვარ­დი. ვერ მო­ვით­მი­ნე, სა­ნამ ანის პი­რა­დად ვნა­ხავ­დი, ვუ­თხა­რი, სუ­რა­თი მაჩ­ვე­ნეთ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ჩემი პარტნი­ო­რი-მეთ­ქი, მაგ­რამ არ მაჩ­ვე­ნეს. ვი­ფიქ­რე, მა­ხინ­ჯი ხომ არ არის-მეთ­ქი. ვამ­ბობ­დი, ჩემ­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ვის­თან ვი­ცეკ­ვებ, თუ არ მო­მე­წო­ნე­ბო­და, გუ­ლით ვერ ვი­ცეკ­ვებ­დი. პირ­ვე­ლად რომ მო­ვი­და ანი პრო­ექ­ტში, მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ ის იყო ჩემი მე­წყვი­ლე. ხელ­ზე მა­შინ­ვე შევ­ნიშ­ნე სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭე­დი. თა­ნაც, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით და­აგ­ვი­ა­ნა მოს­ვლა და ვი­ფიქ­რე, ეს ვინ შემ­ხვდა, თან გა­თხო­ვი­ლია და თან აგ­ვი­ა­ნებს-მეთ­ქი.

ანი:

- თქვი, მას მერე რო­გორ ვიქ­ცე­ვი.

რატი:

- შემ­დეგ ერთხე­ლაც არ და­უგ­ვი­ა­ნია.

ანი:

- წინა დღე­ებ­ში რამ­დენ­ჯერ­მე დაგ­ვი­ბა­რეს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. ყო­ველ­თვის ადრე მივ­დი­ო­დი, სხვე­ბი აგ­ვი­ა­ნებ­დნენ. მერე ვი­ფიქ­რე, ახ­ლაც ასე იქ­ნე­ბა-მეთ­ქი და ამ­ჯე­რად უკვე მე და­ვიგ­ვი­ა­ნე და დამ­ხვდა პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი, რატი, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რი­სას მი­საყ­ვე­დუ­რა. ახლა რომ იგ­ვი­ა­ნებ, მერე რაღა იქ­ნე­ბაო.

- რატი, რა­ტომ არ გინ­დო­და, შენს მე­წყვი­ლეს ქმა­რი ჰყო­ლო­და?

- როცა ქმა­რი და შვი­ლე­ბი ჰყავს, რთუ­ლია, ცეკ­ვა პირ­ველ ად­გი­ლას და­ა­ყე­ნოს. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და ოჯა­ხი ხში­რად ერ­თმა­ნეთ­ში ერე­ვათ. ამი­ტო­მაც მინ­დო­და, ჩემი მე­წყვი­ლე თა­ვი­სუ­ფა­ლი ყო­ფი­ლი­ყო. თან მინ­დო­და, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდ­ხანს გვე­ვარ­ჯი­შა. თუმ­ცა გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც არის. ანი ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ნაკ­ლი­სია და ჩემი ეს მო­საზ­რე­ბა მას­ზე არ გავ­რცელ­და. სულ ერ­თად ვართ და სულ ვვარ­ჯი­შობთ.

- ანი, სა­ნამ პი­რა­დად შეხ­ვდე­ბო­დი რა­ტის, თუ იცო­დი, ვინ იყო. რა აზრი გქონ­და მას­ზე?

- "იმედ­ში" პირ­ვე­ლად რომ მი­ვე­დი, ჩვე­ნი მე­წყვი­ლე­ე­ბის ფო­ტო­ე­ბი გვაჩ­ვე­ნეს. ჩემი ფოტო შავ-თეთ­რი იყო, პას­პორ­ტი­დან ამო­ბეჭ­დი­ლი.

რატი:

- (იცი­ნის) რო­გორც ჩანს, ამი­ტო­მაც არ მაჩ­ვე­ნეს შენი ფოტო.

ანი:

- (იცი­ნის) ალ­ბათ. ჩემს ფო­ტო­ზე სტეპ­ლე­რით რა­ტის სუ­რა­თი იყო დაკ­რუ­ლი. რომ დავ­ხე­დე, რო­გო­რი ტანი ჰქონ­და, ვა­ი­მე-მეთ­ქი, ვთქვი. ასე­თი რე­აქ­ცია რა­ტომ გაქ­ვსო, მკი­თხეს. იმი­ტომ შე­ვი­ცხა­დე, რომ და­კუნ­თუ­ლი ბი­ჭე­ბი სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვებს, რო­გორც წესი, ვერ ცეკ­ვა­ვენ. და­მა­წყნა­რეს, ეს ბიჭი შპა­გატ­შიც ჯდე­ბა და რა­საც მიზ­ნად და­ი­სა­ხავს, აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევ­სო. სი­მარ­თლე თუ გინ­დათ, რატი წი­თე­ლა­ძის გვა­რი და სა­ხე­ლი გა­გო­ნი­ლი არ მქონ­და. სახ­ლში რომ მი­ვე­დი, ვთქვი, წი­თე­ლაშ­ვილ­თან ერ­თად ვი­ცეკ­ვებ-მეთ­ქი. სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დი, ვინ იყო რატი. მერე ინ­ტერ­ნეტ­ში "პრო­ფი­ლი" და "ასი გრა­დუ­სი ცელ­სი­უ­სი" ვნა­ხე, სა­დაც ის მო­ნა­წი­ლე­ობ­და და მე­ო­რე დღეს რა­ტი­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ით აღ­ჭურ­ვი­ლი გა­მოვ­ცხად­დი.

რატი:

- ვი­ცო­დი, ვინც უნდა ყო­ფი­ლი­ყო ჩემი მე­წყვი­ლე, ჩვენ­ზე ჭო­რა­ო­ბას მა­ინც და­ი­წყებ­დნენ, ერ­თმა­ნე­თი მოს­წონ­თო. არ ვამ­ბობ, რომ ძა­ლი­ან მა­გა­რი "როჟა" ვარ. უბ­რა­ლოდ, სულ ასე ხდე­ბა და ახ­ლაც ასე მოხ­და. ზუს­ტად ვი­ცო­დი, თუ ჩემს მე­წყვი­ლეს­თან კარ­გად ვი­ცეკ­ვებ­დი, ჩვენ­ზე ჭო­რე­ბი აგორ­დე­ბო­და და მარ­თლაც ასე მოხ­და.

- რატი, ცეკ­ვა ყო­ველ­თვის გე­ხერ­ხე­ბო­და?

- არა, ქორ­წი­ლებ­ში, კლუ­ბებ­ში და ქე­ი­ფებ­ზე სა­ერ­თოდ არ დავ­დი­ვარ. ია ფა­რუ­ლა­ვა მე­უბ­ნე­ბა, გა­მოქ­ვა­ბულ­ში ცხოვ­რო­ბო. ზოგს შე­იძ­ლე­ბა გა­რე­წა­რი ვე­გო­ნო, მაგ­რამ ასე ნამ­დვი­ლად არაა.

- ვინც კლუ­ბებ­ში ერ­თო­ბა, ან ქე­ი­ფი უყ­ვარს, გა­რე­წა­რი რა­ტომ უნდა ეგო­ნოთ?

- ჰგო­ნი­ათ, კლუ­ბებ­ში დავ­დი­ვარ და სექსში ფულს მთა­ვა­ზო­ბენ. ფუ­ლის გამო ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია. რა­ი­მე პრო­ექ­ტებ­ში რომ ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ფულს მა­ში­ნაც არ ვი­ღებ. არ მიყ­ვარს ფულ­თან შე­ხე­ბა. პი­რა­დად მე არა­ნა­ი­რი ხელ­ფა­სი არ მაქვს და არც ფული მაქვს.

- რო­გორ ცხოვ­რობ?

- მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვარ. ბინა არ მაქვს თბი­ლის­ში. არა­ვინ მყავს არც ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში, არც ჟურ­ნა­ლებ­ში და არც მთავ­რო­ბა­ში. და­ვი­ბა­დე თურ­ქე­თის სა­ზღვარ­ზე. ჩემი მშობ­ლე­ბი ახ­ლაც იქ ცხოვ­რო­ბენ. ჩემ­ზე ბევ­რი ცუ­დად იმი­ტომ ფიქ­რობს, რომ კარ­გად არ მიც­ნო­ბენ. "ცე­კა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" ყვე­ლა კარ­გა­დაა ჩემ­თან, ისე­თი გა­მიც­ნეს, რო­გო­რიც რე­ა­ლუ­რად ვარ.

- რო­გორც ია ფა­რუ­ლა­ვა ამ­ბობს, გა­მოქ­ვა­ბულ­ში ცხოვ­რე­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტე?

- ასე დიდი ხა­ნია ვცხოვ­რობ. მა­ნამ­დე კლუ­ბებ­ში დავ­დი­ო­დი. დიდი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს მი­ღე­ბუ­ლი. ბევ­რი შეც­დო­მა და­ვუშ­ვი ცხოვ­რე­ბა­ში. თუმ­ცა­ღა ამ შეც­დო­მებ­მა და არას­წორ­მა ნა­ბი­ჯებ­მა მო­მიყ­ვა­ნა დღემ­დე. შეც­დო­მას ყვე­ლა უშ­ვებს და ყვე­ლა ეცე­მა, მთა­ვა­რია, და­ცე­მუ­ლი რო­გორ ად­გე­ბი. ჩემს შეც­დო­მებს ყო­ველ­თვის ვა­ღი­ა­რებ. პი­რა­დულ­ზეც არ უნდა მე­ლა­პა­რა­კა. მაგ­რამ ასე მოხ­და და კარ­გი იყო თუ ცუდი, ახლა უფრო მა­ღალ დო­ნე­ზე ვდგა­ვარ და უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ღა­ცე­ბის გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია. ყვე­ლა­ფე­რი გა­დავ­ლა­ხე. დღე­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ვვარ­ჯი­შობ. სახ­ლში რომ მივ­დი­ვარ ცეკ­ვის რე­პე­ტი­ცი­ი­დან, კი­დევ ვვარ­ჯი­შობ, კუნ­თე­ბი ფორ­მა­ში რომ მქონ­დეს. ამის შემ­დეგ კი­დევ სად­მე რომ წა­ვი­დე, რო­ბო­ტი უნდა ვიყო. გარ­და ამი­სა, ფილ­მს ვი­ღებთ მე­გობ­რე­ბი და გარ­თო­ბის­თვის სა­ერ­თოდ ვერ ვიც­ლი. ამ ყვე­ლა­ფერს ფუ­ლის გამო არ ვა­კე­თებ. მიყ­ვარს ცეკ­ვა და ვცეკ­ვავ. ორი წე­ლია, სპორ­ტსმე­ნი აღარ ვარ. მივ­ხვდი, რომ სა­კუ­თარ თავს უნდა აჯო­ბო, არ უნდა გა­მოხ­ვი­დე და რინგზე ვი­ღა­ცე­ბი არ უნდა სცე­მო. არ ვამ­ბობ, რომ ეს ცუ­დია, უბ­რა­ლოდ, ეს ჩემს ბუ­ნე­ბა­ში არ ჯდე­ბო­და. ახლა მსა­ხი­ო­ბი ვარ, ერთ-ერთი ქარ­თუ­ლი სტუ­დი­ის სახე. ფილმზე და კლიპ­ზე ვმუ­შა­ობ. გარ­და ამი­სა, სულ ვამ­ბობ, რომ ჰო­ლი­ვუდ­ში მინ­და წა­ვი­დე. უბ­რა­ლოდ, დრო­ის ფაქ­ტო­რია ჩემი სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბა. 16 წელი დამ­ჭირ­და, რომ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი გავმხდა­რი­ყა­ვი. ვიცი, რომ ჰო­ლი­ვუ­დი და მსა­ხი­ო­ბო­ბა ბევ­რად მაღ­ლა დგას და რამ­დე­ნი წე­ლიც უნდა დამ­ჭირ­დეს, ამ მიზ­ნის­კენ სვლი­სას არ გავ­ჩერ­დე­ბი. გა­მო­მი­ვა თუ არ გა­მო­მი­ვა, ეს უკვე სხვა საქ­მეა. ვიცი, რომ თავს არ დავ­ზო­გავ. ახ­ლაც, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" თავს არ დავ­ზო­გავ და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ კარ­გად ვი­ცეკ­ვო.

- ია ფა­რუ­ლა­ვამ ერთხელ "დღის შო­უ­ში" მკლა­ვის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბა გა­გი­ზო­მა. შენ რა­ტომ­ღაც ამ დროს მო­რი­დე­ბუ­ლი იყა­ვი და თავი უხერ­ხუ­ლად იგ­რძე­ნი. რო­გორც ჩანს, არ გიყ­ვარს, როცა შენს და­კუნ­თულ სხე­ულ­ზე ამახ­ვი­ლე­ბენ ყუ­რა­დღე­ბას...

- გული მწყდე­ბა, რომ რაც უნდა გა­ვა­კე­თო, მა­ინც ჩემს გა­რეგ­ნო­ბა­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა­ზე ამახ­ვი­ლე­ბენ ყუ­რა­დღე­ბას.

- სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბით კმა­ყო­ფი­ლი ხარ? იამ თქვა, 50 სან­ტი­მეტ­რი აქვს მკლა­ვის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბაო.

- ცოტა შე­ე­შა­ლა, 50 არაა (იცი­ნის). თუმ­ცა არც იმას ვი­ტყვი, რამ­დე­ნია.

ანი:

- ნა­ხეთ, ჩემი ორი­ვე ხე­ლის მტე­ვა­ნი ვერ სწვდე­ბა (იცი­ნი­ან).

რატი:

- თუ მო­მინ­დე­ბა სხვა­ნა­ი­რი ტანი, სხვა ვარ­ჯი­შებს გა­ვა­კე­თებ. ახლა ვა­კე­თებ ისეთ ვარ­ჯი­შებს, რომ ასე­თი ტანი მქონ­დეს.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რო­მელ ტუ­რამ­დე მიხ­ვალთ?

- გუ­ლახ­დი­ლად გე­ტყვით, ამა­ზე არ მი­ფიქ­რია. არც ვიცი, რო­მელ ნო­მერ­ზე უნდა და­მი­მე­სი­ჯონ. ჩემ­თვის მთა­ვა­რია, ჩვენ ვი­სი­ა­მოვ­ნოთ ცეკ­ვით.

ანი:

- ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ხალ­ხს მო­ე­წო­ნოს ჩვე­ნი ცეკ­ვა და დაგ­ვი­მე­სი­ჯონ.

მერი კო­ბი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"რეიტინგის" დამსახურებაა, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" რომ ვარ"

"რეიტინგის" დამსახურებაა, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" რომ ვარ"

რატი წითელაძე აღმოსავლური ორთაბრძოლის თითქმის ყველა სახეობაში გახდა მსოფლიო ჩემპიონი, მაგრამ ორი წლის წინ სპორტს თავი დაანება და მსახიობობა გადაწყვიტა. "რეიტინგში" გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ მას პოპულარობა მოუტანა და ახლა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ანი ჯაჯანიძესთან ერთად ცდილობს დაამტკიცოს, რომ ცხოვრებაში ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ, რა თქმა უნდა, ძალიან მოინდომებ.

- რატი, რადგან პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობ, გამოდის, ვარსკვლავი ყოფილხარ. რამდენად მიიჩნევ თავს ვარსკვლავად?

- ამ თემაზე საერთოდ არ მიფიქრია და არც მადარდებს. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ იყო. ბოდიში, მაგრამ თქვენს შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს. მინდა "რეიტინგს" დიდი მადლობა გადავუხადო. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" რომ ვარ, ეს თქვენი ჟურნალის დამსახურებაა. ახლა ვფიქრობ, მაშინ ცუდად მოვიქეცი, გულახდილი ინტერვიუ რომ მივეცი თქვენს ჟურნალს. არ უნდა მეთქვა, რომ სექსში დიდ ფულს მთავაზობდნენ, მაგრამ ამ სკანდალის მერე გავხდი პოპულარული. მაშინ სიმართლე ვთქვი, მაგრამ ახლა ამ სიმართლეს აღარ ვიტყოდი. ამის შემდეგ პირადულზე აღარ ვლაპარაკობ.

- სკანდალი შენ გარშემო გრძელდება. ნანუკა ჟორჟოლიანმა თქვენი ცეკვის შემდეგ დაიჟინა, რომ შენ და ანის ერთმანეთი მოგწონთ...

რატი:

- ვუთხარი, მეუღლე ჰყავს-მეთქი, მაგრამ ტექნიკური ხარვეზი იყო, ვერ გაიგო, რა ვთქვი და კიდევ გაიმეორა, ზუსტად ვიცი, ერთმანეთი მოგწონთო.

ანი:

- მერე ბოდიში მოიხადა. თქვა, აშკარად კარგად იცეკვეთ, რაც ჩანაფიქრი იყო, ჩვენამდე მოიტანეთ, რამაც მაფიქრებინა, რომ ერთმანეთი მოგწონთო.

რატი:

- ჩვენი ცეკვის შემდეგ მალევე სარეკლამო პაუზა იყო. ნანუკა მოვიდა და მითხრა, დედაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ ანის ქმარი ჰყოლიაო... ბოლო ექვსი თვე ძალიან შევიცვალე. ინტერვიუები არ მიმიცია. საკუთარ თავზე ვმუშაობდი. ერთადერთი, რაზეც დავთანხმდებოდი, ეს იყო სახალხო შოუში მონაწილეობა. სხვა შოუში არ მივიღებდი მონაწილეობას. საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობ და ძალიან მეწყინა, რომ ჩვენი ცეკვა კი არა, ჩემი და ანის პირადი ურთიერთობა გახდა მნიშვნელოვანი. თუმცა ვიცოდი, რომ პირველად როგორ კარგადაც უნდა მეცეკვა, ხალხი ისე ვერ აღიქვამდა.

- ანი, შენმა მეუღლემ რა თქვა ამ ყველაფერზე?

- (იცინის) ჩემი მეუღლე გიორგი რუხაძე მოცეკვავეა, ამიტომ ასეთ რამეზე რეაქცია არ აქვს. ეჭვიანი არაა. რატის და გიორგის კარგი ურთიერთობა აქვთ. წარმოუდგენელია, ჩემსა და რატის შორის რაიმე ხდებოდეს, ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ.

რატი:

- შევეცადეთ, რაც შეიძლება, კარგად შეგვესრულებინა ცეკვა და არ გვეფიქრა იმაზე, მეუღლე ჰყავს თუ არა. ასე ვიქნებით მე და ანი ყველა ცეკვაში.

ანი:

- მოკლედ ვიტყვით, რომ ჩვენ შორის არაფერი ხდება. მყავს მეუღლე და სხვა დანარჩენზე ლაპარაკი ზედმეტია. ჩემი მეუღლე ესწრებოდა "ცეკვავენ ვარსკვლავებს". გადაცემის მერე ვილაპარაკეთ და ყველაფერი გავარკვიეთ. ამ ამბავზე ვიცინოდით და ვმხიარულობდით.

რატი:

- ადვილი არ ვარ საურთიერთოდ. მეუღლე რომც არ ჰყოლოდა ანის, საქმეს და პირად ურთიერთობას ერთმანეთში არ ავურევდი. მე და ანი თითქმის მთელი დღე ერთად ვართ და ცეკვაში ვრეპეტიციობთ. ბევრს ვღადაობთ. მართლა კარგად ვართ ერთმანეთთან. თუ ვინმე იტყვის, კარგი ურთიერთობა გვაქვსო, ის გადაამრავლეთ ორმოცდაათი ათასზე და მიხვდებით, როგორი მეგობრობა გვაქვს მე და ანის. მას ესმის ჩემი და ჩემი ცხოვრებისეული მსოფლმხედველობის. ცეკვაშიც კარგად ვუგებთ. თან ცოტა ეშინია ჩემი. თუ ვერ გამიგებს, შეიძლება ჩავარტყა.

ანი:

- ხუმრობს. რატი, შეიძლება შენი ნათქვამი ვინმემ დაიჯეროს.

რატი:

- მართლა ვხუმრობ. პირიქით ხდება. ანი მაჩმორებს ხოლმე.

- ანი, შენზე რას გვეტყვი?

- 21 წლის ვარ. 5 წლიდან ვცეკვავ. დედიკო იყო ჩემი პირველი მასწავლებელი, შემდეგ სხვადასხვა პედაგოგი მყავდა. ჩემი მეუღლე ჩემი მეწყვილეა.

- ერთმანეთი ამ პროექტში გაიცანთ, როგორც ვიცი...

რატი:

- დიახ, პროექტში მონაწილეობა რომ შემომთავაზეს, საქართველოში არ ვიყავი. ტელეფონი არ მაქვს და ყველა ჩემი მეგობრის საშუალებით მიკავშირდება. უკვე ორი წელია, მობილური არ მაქვს. როცა საქმეს ვაკეთებ, არ მინდა, რამემ ხელი შემიშალოს. მხოლოდ "ფეისბუქით" ხერხდება ჩემთან დაკავშირება. მეგობარმა მომწერა, უნდათ, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მიიღო მონაწილეობაო. დავრეკე გადაცემაში და ვუთხარი, თანახმა ვარ, მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს, მეუღლე არ ჰყავდეს ჩემს მეწყვილეს-მეთქი. ოღონდ დათანხმდი და არ ეყოლებაო. ჩამოვედი თბილისში, კონტრაქტზე ხელი მოვაწერე და ხუმრობით ვთქვი, იმედია, მეუღლე არ ჰყავს-მეთქი. კი, ჰყავსო, მითხრეს. თავიდან ვერ ვიჯერებდი, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ჩემს მეწყვილეს ჰყავს მეუღლე. შოკში ჩავვარდი. ვერ მოვითმინე, სანამ ანის პირადად ვნახავდი, ვუთხარი, სურათი მაჩვენეთ, როგორი იქნება ჩემი პარტნიორი-მეთქი, მაგრამ არ მაჩვენეს. ვიფიქრე, მახინჯი ხომ არ არის-მეთქი. ვამბობდი, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ვისთან ვიცეკვებ, თუ არ მომეწონებოდა, გულით ვერ ვიცეკვებდი. პირველად რომ მოვიდა ანი პროექტში, მაშინვე მივხვდი, რომ ის იყო ჩემი მეწყვილე. ხელზე მაშინვე შევნიშნე საქორწინო ბეჭედი. თანაც, ნახევარი საათით დააგვიანა მოსვლა და ვიფიქრე, ეს ვინ შემხვდა, თან გათხოვილია და თან აგვიანებს-მეთქი.

ანი:

- თქვი, მას მერე როგორ ვიქცევი.

რატი:

- შემდეგ ერთხელაც არ დაუგვიანია.

ანი:

- წინა დღეებში რამდენჯერმე დაგვიბარეს ტელევიზიაში. ყოველთვის ადრე მივდიოდი, სხვები აგვიანებდნენ. მერე ვიფიქრე, ახლაც ასე იქნება-მეთქი და ამჯერად უკვე მე დავიგვიანე და დამხვდა პუნქტუალური ადამიანი, რატი, რომელმაც პირველივე შეხვედრისას მისაყვედურა. ახლა რომ იგვიანებ, მერე რაღა იქნებაო.

- რატი, რატომ არ გინდოდა, შენს მეწყვილეს ქმარი ჰყოლოდა?

- როცა ქმარი და შვილები ჰყავს, რთულია, ცეკვა პირველ ადგილას დააყენოს. სამწუხაროდ, საქართველოში პროფესიონალიზმი და ოჯახი ხშირად ერთმანეთში ერევათ. ამიტომაც მინდოდა, ჩემი მეწყვილე თავისუფალი ყოფილიყო. თან მინდოდა, მთელი დღის განმავლობაში დიდხანს გვევარჯიშა. თუმცა გამონაკლისებიც არის. ანი ამ შემთხვევაში გამონაკლისია და ჩემი ეს მოსაზრება მასზე არ გავრცელდა. სულ ერთად ვართ და სულ ვვარჯიშობთ.

- ანი, სანამ პირადად შეხვდებოდი რატის, თუ იცოდი, ვინ იყო. რა აზრი გქონდა მასზე?

- "იმედში" პირველად რომ მივედი, ჩვენი მეწყვილეების ფოტოები გვაჩვენეს. ჩემი ფოტო შავ-თეთრი იყო, პასპორტიდან ამობეჭდილი.

რატი:

- (იცინის) როგორც ჩანს, ამიტომაც არ მაჩვენეს შენი ფოტო.

ანი:

- (იცინის) ალბათ. ჩემს ფოტოზე სტეპლერით რატის სურათი იყო დაკრული. რომ დავხედე, როგორი ტანი ჰქონდა, ვაიმე-მეთქი, ვთქვი. ასეთი რეაქცია რატომ გაქვსო, მკითხეს. იმიტომ შევიცხადე, რომ დაკუნთული ბიჭები სამეჯლისო ცეკვებს, როგორც წესი, ვერ ცეკვავენ. დამაწყნარეს, ეს ბიჭი შპაგატშიც ჯდება და რასაც მიზნად დაისახავს, აუცილებლად მიაღწევსო. სიმართლე თუ გინდათ, რატი წითელაძის გვარი და სახელი გაგონილი არ მქონდა. სახლში რომ მივედი, ვთქვი, წითელაშვილთან ერთად ვიცეკვებ-მეთქი. საერთოდ არ ვიცოდი, ვინ იყო რატი. მერე ინტერნეტში "პროფილი" და "ასი გრადუსი ცელსიუსი" ვნახე, სადაც ის მონაწილეობდა და მეორე დღეს რატიზე ინფორმაციით აღჭურვილი გამოვცხადდი.

რატი:

- ვიცოდი, ვინც უნდა ყოფილიყო ჩემი მეწყვილე, ჩვენზე ჭორაობას მაინც დაიწყებდნენ, ერთმანეთი მოსწონთო. არ ვამბობ, რომ ძალიან მაგარი "როჟა" ვარ. უბრალოდ, სულ ასე ხდება და ახლაც ასე მოხდა. ზუსტად ვიცოდი, თუ ჩემს მეწყვილესთან კარგად ვიცეკვებდი, ჩვენზე ჭორები აგორდებოდა და მართლაც ასე მოხდა.

- რატი, ცეკვა ყოველთვის გეხერხებოდა?

- არა, ქორწილებში, კლუბებში და ქეიფებზე საერთოდ არ დავდივარ. ია ფარულავა მეუბნება, გამოქვაბულში ცხოვრობო. ზოგს შეიძლება გარეწარი ვეგონო, მაგრამ ასე ნამდვილად არაა.

- ვინც კლუბებში ერთობა, ან ქეიფი უყვარს, გარეწარი რატომ უნდა ეგონოთ?

- ჰგონიათ, კლუბებში დავდივარ და სექსში ფულს მთავაზობენ. ფულის გამო ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებია. რაიმე პროექტებში რომ ვიღებ მონაწილეობას, ფულს მაშინაც არ ვიღებ. არ მიყვარს ფულთან შეხება. პირადად მე არანაირი ხელფასი არ მაქვს და არც ფული მაქვს.

- როგორ ცხოვრობ?

- მეგობრებთან ერთად ვარ. ბინა არ მაქვს თბილისში. არავინ მყავს არც ტელევიზიებში, არც ჟურნალებში და არც მთავრობაში. დავიბადე თურქეთის საზღვარზე. ჩემი მშობლები ახლაც იქ ცხოვრობენ. ჩემზე ბევრი ცუდად იმიტომ ფიქრობს, რომ კარგად არ მიცნობენ. "ცეკავენ ვარსკვლავებში" ყველა კარგადაა ჩემთან, ისეთი გამიცნეს, როგორიც რეალურად ვარ.

- როგორც ია ფარულავა ამბობს, გამოქვაბულში ცხოვრება რატომ გადაწყვიტე?

- ასე დიდი ხანია ვცხოვრობ. მანამდე კლუბებში დავდიოდი. დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს მიღებული. ბევრი შეცდომა დავუშვი ცხოვრებაში. თუმცაღა ამ შეცდომებმა და არასწორმა ნაბიჯებმა მომიყვანა დღემდე. შეცდომას ყველა უშვებს და ყველა ეცემა, მთავარია, დაცემული როგორ ადგები. ჩემს შეცდომებს ყოველთვის ვაღიარებ. პირადულზეც არ უნდა მელაპარაკა. მაგრამ ასე მოხდა და კარგი იყო თუ ცუდი, ახლა უფრო მაღალ დონეზე ვდგავარ და უფრო მნიშვნელოვანი რაღაცების გაკეთება შემიძლია. ყველაფერი გადავლახე. დღეში რამდენიმე საათი ვვარჯიშობ. სახლში რომ მივდივარ ცეკვის რეპეტიციიდან, კიდევ ვვარჯიშობ, კუნთები ფორმაში რომ მქონდეს. ამის შემდეგ კიდევ სადმე რომ წავიდე, რობოტი უნდა ვიყო. გარდა ამისა, ფილმს ვიღებთ მეგობრები და გართობისთვის საერთოდ ვერ ვიცლი. ამ ყველაფერს ფულის გამო არ ვაკეთებ. მიყვარს ცეკვა და ვცეკვავ. ორი წელია, სპორტსმენი აღარ ვარ. მივხვდი, რომ საკუთარ თავს უნდა აჯობო, არ უნდა გამოხვიდე და რინგზე ვიღაცები არ უნდა სცემო. არ ვამბობ, რომ ეს ცუდია, უბრალოდ, ეს ჩემს ბუნებაში არ ჯდებოდა. ახლა მსახიობი ვარ, ერთ-ერთი ქართული სტუდიის სახე. ფილმზე და კლიპზე ვმუშაობ. გარდა ამისა, სულ ვამბობ, რომ ჰოლივუდში მინდა წავიდე. უბრალოდ, დროის ფაქტორია ჩემი სურვილის ასრულება. 16 წელი დამჭირდა, რომ მსოფლიო ჩემპიონი გავმხდარიყავი. ვიცი, რომ ჰოლივუდი და მსახიობობა ბევრად მაღლა დგას და რამდენი წელიც უნდა დამჭირდეს, ამ მიზნისკენ სვლისას არ გავჩერდები. გამომივა თუ არ გამომივა, ეს უკვე სხვა საქმეა. ვიცი, რომ თავს არ დავზოგავ. ახლაც, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" თავს არ დავზოგავ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ კარგად ვიცეკვო.

- ია ფარულავამ ერთხელ "დღის შოუში" მკლავის გარშემოწერილობა გაგიზომა. შენ რატომღაც ამ დროს მორიდებული იყავი და თავი უხერხულად იგრძენი. როგორც ჩანს, არ გიყვარს, როცა შენს დაკუნთულ სხეულზე ამახვილებენ ყურადღებას...

- გული მწყდება, რომ რაც უნდა გავაკეთო, მაინც ჩემს გარეგნობასა და სექსუალურობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

- საკუთარი გარეგნობით კმაყოფილი ხარ? იამ თქვა, 50 სანტიმეტრი აქვს მკლავის გარშემოწერილობაო.

- ცოტა შეეშალა, 50 არაა (იცინის). თუმცა არც იმას ვიტყვი, რამდენია.

ანი:

- ნახეთ, ჩემი ორივე ხელის მტევანი ვერ სწვდება (იცინიან).

რატი:

- თუ მომინდება სხვანაირი ტანი, სხვა ვარჯიშებს გავაკეთებ. ახლა ვაკეთებ ისეთ ვარჯიშებს, რომ ასეთი ტანი მქონდეს.

- როგორ ფიქრობთ, რომელ ტურამდე მიხვალთ?

- გულახდილად გეტყვით, ამაზე არ მიფიქრია. არც ვიცი, რომელ ნომერზე უნდა დამიმესიჯონ. ჩემთვის მთავარია, ჩვენ ვისიამოვნოთ ცეკვით.

ანი:

- ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხალხს მოეწონოს ჩვენი ცეკვა და დაგვიმესიჯონ.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება