პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული მართლმსაჯულების ფენომენი, ანუ არის თუ არა შავი და თეთრი განსხვავებული ფერები
ქართული მართლმსაჯულების ფენომენი, ანუ არის თუ არა შავი და თეთრი განსხვავებული ფერები

"არა­ერ­თი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მახ­სოვს, როცა მო­სა­მარ­თლე პირ­და­პირ მიმ­ტკი­ცებ­და შავ­ზე, რომ თეთ­რი იყო. ოღონდ გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით კი არა, ნამ­დვი­ლად, - ამოც­ნო­ბის ოქ­მში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ფო­ტო­სუ­რა­თი, სა­დაც სამ ფო­ტო­სუ­რათ­ში ამო­საც­ნობ პირს ეცვა შავი, ერთს კი თეთ­რი პე­რან­გი. და­ნა­შა­ულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილს თეთ­რი ეცვა და მოწ­მე­ებს მისი ამოც­ნო­ბა არ გას­ჭირ­ვე­ბი­ათ, თუმ­ცა როცა სა­სა­მარ­თლო ამოც­ნო­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა­ზე მსჯე­ლობ­და, მო­სა­მარ­თლემ გა­ნა­ცხა­და, რომ თეთ­რი და შავი მკვეთ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფე­რე­ბი არ არის... მქო­ნია შემ­თხვე­ვა, როცა მო­სა­მარ­თლე მთე­ლი პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­დახ­რი­ლი იჯდა, რად­გან შეგ­ნე­ბუ­ლად უწევ­და უსა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა", - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ად­ვო­კა­ტი შალ­ვა თა­დუ­მა­ძე, რო­მე­ლიც მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე, ად­ვო­კა­ტის შე­ზღუ­დულ უფ­ლე­ბებ­სა და პო­ლი­ტი­ზე­ბულ სა­სა­მარ­თლო­ზე სა­უბ­რობს.

- წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვეს­მის, რომ ად­ვო­კა­ტი თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში შე­ზღუ­დუ­ლია. რა იყო ამის მი­ზე­ზი და რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მო­სას­წო­რებ­ლად?

- ყვე­ლა­ფე­რი უნდა და­ი­წყოს პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან. ეს სის­ტე­მა უნდა გახ­დეს სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებს კა­ნო­ნით და სა­მარ­თლის ჰუ­მა­ნუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. დღე­ვან­დე­ლი შე­დე­გე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი არის პრო­კუ­რო­რი, რო­მელ­საც პო­ლი­ტი­კუ­რი მი­თი­თე­ბა აქვს, თით­ქმის ყვე­ლა ეჭ­ვმი­ტა­ნილს სას­ჯე­ლის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უნდა მი­ე­სა­ჯოს. ამას ემა­ტე­ბა სა­სა­მარ­თლო, რო­მე­ლიც ყო­ველ­გვა­რი გა­და­ხედ­ვის გა­რე­შე ეთან­ხმე­ბა პრო­კუ­რორს. ამ ნა­წილ­ში, პა­ტიმ­რო­ბის ნა­წილს ვგუ­ლის­ხმობ, პრო­კუ­რო­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას, უფრო დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. თუ პრო­კუ­რო­რი აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით მო­ი­თხოვს არა­სა­პა­ტიმ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბას და ამას ად­ვო­კა­ტიც და­ე­თან­ხმე­ბა, მა­შინ მო­სა­მარ­თლეს აღარ რჩე­ბა კა­ნო­ნი­ე­რი სა­ფუძ­ვე­ლი, უარი თქვას. შე­სა­ბა­მი­სად, როცა მო­სა­მარ­თლე მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლია, პრო­კუ­რორს შე­უძ­ლია, წვრილ­მან და მსუ­ბუქ და­ნა­შა­ულ­ზე, და­ა­ყე­ნოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არა­სა­პა­ტიმ­რო სას­ჯელ­ზე. დღეს ასე­თი რამ რომ არ ხდე­ბა, იზ­რდე­ბა პა­ტიმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ასე­თი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ხვდე­ბი­ან იმ წნეხ­ში, რაც ქარ­თულ ცი­ხე­ებ­ში ხდე­ბა. ცხა­დია, სას­ჯე­ლის მოხ­დის შემ­დეგ ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას ძა­ლი­ან ცოტა უბ­რუნ­დე­ბა. არა­და, პრო­კუ­რო­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა მო­ი­თხო­ვოს რაც შე­იძ­ლე­ბა ჰუ­მა­ნუ­რი სას­ჯე­ლი, მა­შინ, როცა სის­ხლის სა­მარ­თლის მუხ­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს ჯა­რი­მას, არა­სა­პა­ტიმ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბას, პი­რო­ბით მსჯავრს. თუმ­ცა პრო­კუ­რო­რი დღეს პი­რი­ქით იქ­ცე­ვა, მო­სა­მარ­თლე კი მას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ცხა­დია, არ ვლა­პა­რა­კობ რე­ცი­დი­ვის­ტებ­ზე ან მსგავს კა­ტე­გო­რი­ა­ზე. ასე­თი ფაქ­ტე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არაჰუ­მა­ნუ­რო­ბის პრინ­ცი­პით მოქ­მე­დებს.

- თქვე­ნი აზ­რით, რა გახ­და ასე­თი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის შექ­მნის სა­ფუძ­ვე­ლი?

- შიში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნ­დო­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჰქო­ნო­და შიში, რომ ყვე­ლას და­ი­ჭერ­დნენ და ვი­საც არ და­ი­ჭერ­დნენ, იმას მუდ­მი­ვად უნდა ჰქო­ნო­და შიში, არი­ქა, არ და­მი­ჭი­რო­ნო... ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ყვე­ლა დე­ტალ­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა და ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია სას­ჯე­ლის შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პი. მყო­ლია არა­ერ­თი კლი­ენ­ტი, რო­მელ­მაც სხვა­დას­ხვა ოდე­ნო­ბის თან­ხით, სა­ერ­თო ჯამ­ში 20 ათა­სი დო­ლა­რით რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი "გა­და­აგ­დო" და 21-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა, ამავდრო­უ­ლად, მე­ო­რე კლი­ენტს გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის გამო 9 წელი მი­უ­სა­ჯეს. იყო სხვა შემ­თხვე­ვაც, როცა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბით გა­სა­მარ­თლე­ბულ ადა­მი­ანს 15 წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი. მა­შინ, როცა, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე, თაღ­ლი­თი 21 წელს იხ­დი­და. გარ­და ამი­სა, როცა 30 წლის ადა­მი­ანს 30 წელს მი­უს­ჯი, ეს ნიშ­ნავს, რომ მას ანად­გუ­რებ. ანუ, მთე­ლი სის­ტე­მაა შე­საც­ვლე­ლი, რათა ნორ­მა­ლურ სა­ხელ­მწი­ფოს და­ვემ­სგავ­სოთ. პირ­ველ რიგ­ში, სა­ჭი­როა პრო­კუ­რა­ტუ­რის ქმე­დე­ბე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და პლუს სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა.

- ეს უკა­ნას­კნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­უგ­ვა­რე­ბელ სა­კი­თხად რჩე­ბა, რა­საც ნაც­ნო­ბო­ბის ინ­სტი­ტუ­ტით ხსნი­ან...

- დიახ, არა­და, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, არ უნდა და­ურ­ე­კონ მო­სა­მარ­თლეს. მან უნდა იცო­დეს, რომ მისი ოჯა­ხის წევ­რს ნარ­კო­ტიკს არ ჩა­უ­დე­ბენ, სამ­სა­ხუ­რი­დან არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ. ანუ მას გა­რან­ტი­ე­ბი უნდა ჰქონ­დეს, რომ მა­საც არ და­ი­ჭე­რენ...

- თქვენ ბოლო დროს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ყო­ფი­ლი პა­ტიმ­რის თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ხართ. მისი და­კა­ვე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვერ­სი­ად ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვი­სა და ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბა გავ­რცელ­და. რაც, ცხა­დია, არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლია. რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში?

- სი­ნამ­დვი­ლე­ში მისი და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ტი­უ­რი წევ­რი გახ­ლავთ. მას და­უ­კავ­შირ­დნენ და უთხრეს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ახ­ლობ­ლო­ბა კარ­გს არა­ფერს მო­უ­ტან­და და მის­გან წა­სუ­ლი­ყო. მას­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის ერთ-ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბად კი სი­მამ­რის და­კა­ვე­ბა გა­მო­ი­ყე­ნეს. როცა თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს, ისევ და­უ­კავ­შირ­დნენ ირაკ­ლის და უთხრეს, - ხომ გი­თხა­რით, რომ პრობ­ლე­მე­ბი შე­გექ­მნე­ბო­და და შე­გის­რუ­ლეთ კი­დეც, ახლა თუ გინ­და ეს მოგ­ვარ­დეს, უარი თქვი ბი­ძი­ნას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე და გა­მო­ვუშ­ვებ­თო. მან თა­ვი­დან­ვე თქვა უარი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე და საქ­მის კურ­სში ჩა­ა­ყე­ნა პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი, შე­უთ­ვა­ლა, რომ ასე­თი შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღო, რა­ზეც პა­ტი­მარ­მა უპა­სუ­ხა, - ნუ გე­ში­ნია, მე აქ რო­გორ­ღაც გავძლებ, შენ იქ იდე­ქი, სა­დაც სი­მარ­თლეა და სა­დაც სა­ჭი­როდ მი­გაჩ­ნი­აო. ამ დროს ის უკვე ჩემი დაც­ვის ქვეშ იყო. პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან თა­მა­ზაშ­ვი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რად პა­ტიმ­რად ით­ვლე­ბო­და და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­ზე მუდ­მი­ვად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ზე­წო­ლა.

- რა ტი­პის ზე­წო­ლა?

- ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი. ამ­ბობ­დნენ, რომ ის ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რობ­და და ამით დიდი ფული იშო­ვა შსს-ში მუ­შა­ო­ბის დროს. არა­და, ასე­თი "და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი წარ­სუ­ლის" მქო­ნე ადა­მი­ა­ნი ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ტა­რე­ბის გამო და­ა­კა­ვეს. ანუ ბრალ­დე­ბე­ბი, რო­მელ­საც უყე­ნებ­დნენ, იუ­რი­დი­უ­ლად ვერ შე­ფუ­თეს. როცა გლ­და­ნის ცი­ხე­ში გა­და­ღე­ბუ­ლი სა­ზა­რე­ლი კად­რე­ბი გავ­რცელ­და, სა­ხელ­მწი­ფო ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­და, ეს და­ნა­შა­უ­ლი ვინ­მეს­თვის უნდა გა­და­ებ­რა­ლე­ბი­ნათ, თუმ­ცა სიჩ­ქა­რე­ში ძა­ლი­ან არა­და­მა­ჯე­რებ­ლად გა­მო­უ­ვი­დათ, - პა­ტიმ­რებს თურ­მე იმი­ტომ აწა­მებ­დნენ, რომ ამას თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი უკ­ვეთ­და. ის რომ არა, ცი­ხე­ში ყვე­ლა­ფე­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ყო­ფი­ლა. როცა ის კად­რე­ბი გავ­რცელ­და, რომ­ლი­თაც ცხა­დი გახ­და, რომ იმ სა­ში­ნე­ლე­ბა­ში ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცია და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მო­ნა­წი­ლე­ობ­და, თა­მა­ზაშ­ვი­ლის ხსე­ნე­ბა შე­წყვი­ტეს და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა მის­ცეს, მაგ­რამ მა­ინც არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­დათ.

- იმ კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის დღე­ებში თქვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყოფ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა თუ გქონ­დათ?

- დიახ, მო­რა­ლუ­რად მარ­თლაც ცუ­დად იყო, როცა რა­დი­ო­ში უს­მენ­და, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბა­სა და ნარ­კო­ტი­კე­ბის ვაჭ­რო­ბა­ში მისი გვა­რი ფი­გუ­რი­რებ­და, რომ თურ­მე ცი­ხის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალს ფულს უხ­დი­და პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბა­ში. არა­და, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ის საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლად ებ­რძო­და კრი­მი­ნალ­სა და "მხედ­რი­ონს", იმ რე­გი­ონ­ში, სა­დაც მუ­შა­ობ­და... მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლა­ში რი­ხი­ა­ნად მოგ­ვახ­სე­ნა, რომ ყვე­ლა­ფერ­ში დამ­ნა­შა­ვე თურ­მე თა­მა­ზაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ მას­თან სა­კან­შიც კი არა­ვინ შე­სუ­ლა და სიმ­ბო­ლუ­რა­დაც არ უკი­თხავთ, რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ამ­ხე­ლა თან­ხის მი­ღე­ბა ცი­ხე­ში და შემ­დგომ ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მოს­ყიდ­ვა.

- ჩვე­უ­ლებ­რივ სა­კან­ში ჰყავ­დათ თუ ცალ­კე?..

- ჩვე­უ­ლებ­რივ სა­კან­ში იყო. რო­გორც გი­თხა­რით, იმ დღე­ებ­ში მის მი­მართ არა­თუ ძა­ლა­დო­ბა არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა ვი­თომ გა­მო­სა­ტე­ხად, სა­კან­შიც არა­ვინ შე­სუ­ლა, რად­გან ამ გან­ცხა­დე­ბის გამ­კე­თე­ბელ­მა იცო­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ უნდა ეთ­ქვა, რომ პო­ლი­ტი­კას სჭირ­დე­ბო­და ასე.

როცა თა­მა­ზაშ­ვი­ლი მო­რიგ შე­თხზულ ზღა­პარს რა­დი­ო­დან ის­მენ­და, მო­რა­ლუ­რად საკ­მა­ოდ მძი­მედ გრძნობ­და თავს, რად­გან კრი­მი­ნა­ლებ­თან ბრძო­ლი­სას არა­ერ­თხელ დაჭ­რი­ლა და სა­ხელ­მწი­ფოს­გან ჯილ­დოც მი­უ­ღია. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა კრი­მი­ნა­ლურ ჯგუ­ფებს მის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად ფუ­ლა­დი ჯილო ჰქონ­დათ და­წე­სე­ბუ­ლი... ასეთ ადა­მი­ანს, ცხა­დია, არ ჰქონ­და პა­ტიმ­რო­ბი­სას იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის თა­ვი­სი სათ­ქმე­ლი ეთ­ქვა. ასეთ დროს ად­ვო­კა­ტი პა­ტიმ­რის პი­რა­დი მე­გო­ბა­რიც ხდე­ბა და მე ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვილ­თან კარ­გი მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. პა­ტიმ­რო­ბი­სას ის მუდ­მი­ვად უს­მენ­და რა­დი­ოს და იქი­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბით იგებ­და, რომ მე­გობ­რე­ბი სულ მის გვერ­დით იყ­ვნენ... მა­გა­ლი­თად, როცა ეროვ­ნუ­ლი ტე­ლეპ­რო­ექტ "ეტა­ლო­ნის" ავ­ტორ­მა გოჩა ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი­დან" წა­მოს­ვლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, მან ცი­ხის კად­რე­ბის "ავ­ტო­რად" წარ­მოდ­გე­ნილ თა­მა­ზაშ­ვილ­ზე სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი მე­გო­ბა­რია და შე­უძ­ლე­ბე­ლია თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი იყოს კრი­მი­ნა­ლებ­თან შეკ­რუ­ლი. ამ დროს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჯერ კი­დევ ცი­ხის კად­რე­ბით იყო შოკ­ში... ასეთ დროს პა­ტიმ­რის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი უდა­ნა­შა­უ­ლოდ და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის მე­გობ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის თა­ნად­გო­მა ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს. თა­მა­ზაშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბაა, რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ისე ში­ნა­გა­ნად, მაგ­რამ მა­ინც ძნე­ლია, როცა ჩა­კე­ტი­ლი ხარ და შენ გარ­შე­მო რა­ღა­ცებს უნი­ჭოდ, მაგ­რამ მა­ინც ხლარ­თა­ვენ.

- გლ­და­ნის ცი­ხის ამ­ბებ­ზეც გკი­თხავთ. იმ შემ­ზა­რა­ვი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე პა­ტი­მარს სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა ჰქონ­და. ეს ხომ არ ნიშ­ნავს, რომ მათი უსაფრ­თხო­ე­ბა შემ­დე­გაც კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ იდგა?

- პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან გულ­გრი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გუ­შინ და გუ­შინ­წინ არ და­წყე­ბუ­ლა, ასე იყო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ეს ერთ დღე­ში ვერ შე­იც­ვლე­ბა. თუმ­ცა მათ მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მო­პყრო­ბის თვალ­საზ­რი­სით, შე­და­რე­ბით გა­მოს­წორ­და. მე არა­ერ­თი პა­ტიმ­რის ად­ვო­კა­ტი ვი­ყა­ვი, ვინც კა­რან­ტი­ნის დაშ­ლა­ში მოჰ­ყვა და ის ძა­ლა­დო­ბა, დუ­ბინ­კე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბად­რა­გის კო­რი­დორ­ში გავ­ლა და შემ­დგომ­ში სხვა დამ­ცი­რე­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და, მაგ­რამ სხვა­დას­ხვა მო­საზ­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა არ უნ­დო­დათ. შე­სა­ბა­მი­სად, მეც კლი­ენ­ტის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვმოქ­მე­დებ­დი და მათი ვი­ნა­ო­ბა ვერ და­ვა­კონ­კრე­ტე, თუმ­ცა კი ცი­ხე­ში არ­სე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ზე მუდ­მი­ვად ვსა­უბ­რობ­დი. თით­ქმის ყვე­ლა ჩემი კლი­ენ­ტი, ვინც კა­რან­ტი­ნის დაშ­ლა­ში ხვდე­ბო­და, ნა­ცე­მი იყო და მძი­მე ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. რად­გან უფრო ხში­რად სწო­რედ გლ­და­ნის სა­პყრო­ბი­ლე­ში მყოფ პა­ტიმ­რებ­თან მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, მათ შე­სა­ხებ ვიცი. თუმ­ცა ისიც ვიცი, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვნენ ე.წ. ზო­ნა­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი პა­ტიმ­რე­ბი. ამ­ბო­ბენ, რომ გლ­დან­თან შე­და­რე­ბით იქ სა­მო­თხე იყო. დე­ტა­ლუ­რად არ ვიცი, რა ხდე­ბო­და სხვა ცი­ხე­ებ­ში, მაგ­რამ პა­ტიმ­რე­ბის­გან მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ კა­რან­ტი­ნის დაშ­ლის ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, თით­ქმის ყვე­ლა ცი­ხე­ში პა­ტიმ­რებს ძა­ლა­დო­ბის კო­რი­დო­რი უნდა გა­ევ­ლოთ.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქართული მართლმსაჯულების ფენომენი, ანუ არის თუ არა შავი და თეთრი განსხვავებული ფერები

ქართული მართლმსაჯულების ფენომენი, ანუ არის თუ არა შავი და თეთრი განსხვავებული ფერები

"არაერთი სასამართლო პროცესი მახსოვს, როცა მოსამართლე პირდაპირ მიმტკიცებდა შავზე, რომ თეთრი იყო. ოღონდ გადატანითი მნიშვნელობით კი არა, ნამდვილად, - ამოცნობის ოქმში წარმოდგენილი იყო ფოტოსურათი, სადაც სამ ფოტოსურათში ამოსაცნობ პირს ეცვა შავი, ერთს კი თეთრი პერანგი. დანაშაულში ეჭვმიტანილს თეთრი ეცვა და მოწმეებს მისი ამოცნობა არ გასჭირვებიათ, თუმცა როცა სასამართლო ამოცნობის კანონიერებაზე მსჯელობდა, მოსამართლემ განაცხადა, რომ თეთრი და შავი მკვეთრად განსხვავებული ფერები არ არის... მქონია შემთხვევა, როცა მოსამართლე მთელი პროცესის განმავლობაში თავდახრილი იჯდა, რადგან შეგნებულად უწევდა უსამართლო გადაწყვეტილების მიღება", - ამბობს ჩვენთან საუბარში ადვოკატი შალვა თადუმაძე, რომელიც მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემებზე, ადვოკატის შეზღუდულ უფლებებსა და პოლიტიზებულ სასამართლოზე საუბრობს.

- წლების განმავლობაში გვესმის, რომ ადვოკატი თავისი საქმიანობის განხორციელებაში შეზღუდულია. რა იყო ამის მიზეზი და რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს სიტუაციის გამოსასწორებლად?

- ყველაფერი უნდა დაიწყოს პროკურატურიდან. ეს სისტემა უნდა გახდეს სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი ორგანო, რომელიც მოქმედებს კანონით და სამართლის ჰუმანურობიდან გამომდინარე. დღევანდელი შედეგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის პროკურორი, რომელსაც პოლიტიკური მითითება აქვს, თითქმის ყველა ეჭვმიტანილს სასჯელის სახით პატიმრობა უნდა მიესაჯოს. ამას ემატება სასამართლო, რომელიც ყოველგვარი გადახედვის გარეშე ეთანხმება პროკურორს. ამ ნაწილში, პატიმრობის ნაწილს ვგულისხმობ, პროკურორის შუამდგომლობას, უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ პროკურორი აღმკვეთი ღონისძიების სახით მოითხოვს არასაპატიმრო ღონისძიებას და ამას ადვოკატიც დაეთანხმება, მაშინ მოსამართლეს აღარ რჩება კანონიერი საფუძველი, უარი თქვას. შესაბამისად, როცა მოსამართლე მეტ-ნაკლებად გაწონასწორებულია, პროკურორს შეუძლია, წვრილმან და მსუბუქ დანაშაულზე, დააყენოს შუამდგომლობა არასაპატიმრო სასჯელზე. დღეს ასეთი რამ რომ არ ხდება, იზრდება პატიმრების რაოდენობა და ასეთი დანაშაულის ჩამდენი ადამიანები ხვდებიან იმ წნეხში, რაც ქართულ ციხეებში ხდება. ცხადია, სასჯელის მოხდის შემდეგ ნორმალურ ცხოვრებას ძალიან ცოტა უბრუნდება. არადა, პროკურორის ვალდებულებაა მოითხოვოს რაც შეიძლება ჰუმანური სასჯელი, მაშინ, როცა სისხლის სამართლის მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, არასაპატიმრო ღონისძიებას, პირობით მსჯავრს. თუმცა პროკურორი დღეს პირიქით იქცევა, მოსამართლე კი მას ექვემდებარება. ცხადია, არ ვლაპარაკობ რეციდივისტებზე ან მსგავს კატეგორიაზე. ასეთი ფაქტები მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება წლების განმავლობაში არაჰუმანურობის პრინციპით მოქმედებს.

- თქვენი აზრით, რა გახდა ასეთი მართლმსაჯულების შექმნის საფუძველი?

- შიში, ხელისუფლებას უნდოდა, საზოგადოებას ჰქონოდა შიში, რომ ყველას დაიჭერდნენ და ვისაც არ დაიჭერდნენ, იმას მუდმივად უნდა ჰქონოდა შიში, არიქა, არ დამიჭირონო... ეს დამოკიდებულება ყველა დეტალში გამოიხატება და ამის ნათელი მაგალითია სასჯელის შეკრებითობის პრინციპი. მყოლია არაერთი კლიენტი, რომელმაც სხვადასხვა ოდენობის თანხით, საერთო ჯამში 20 ათასი დოლარით რამდენიმე ადამიანი "გადააგდო" და 21-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ამავდროულად, მეორე კლიენტს გაუფრთხილებლობით მკვლელობის ჩადენის გამო 9 წელი მიუსაჯეს. იყო სხვა შემთხვევაც, როცა განზრახ მკვლელობით გასამართლებულ ადამიანს 15 წელი ჰქონდა მისჯილი. მაშინ, როცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, თაღლითი 21 წელს იხდიდა. გარდა ამისა, როცა 30 წლის ადამიანს 30 წელს მიუსჯი, ეს ნიშნავს, რომ მას ანადგურებ. ანუ, მთელი სისტემაა შესაცვლელი, რათა ნორმალურ სახელმწიფოს დავემსგავსოთ. პირველ რიგში, საჭიროა პროკურატურის ქმედებების პოლიტიკური ნების ჩამოყალიბება და პლუს სასამართლოს დამოუკიდებლობა.

- ეს უკანასკნელი საქართველოში წლების განმავლობაში მოუგვარებელ საკითხად რჩება, რასაც ნაცნობობის ინსტიტუტით ხსნიან...

- დიახ, არადა, ძალიან მარტივია, არ უნდა დაურეკონ მოსამართლეს. მან უნდა იცოდეს, რომ მისი ოჯახის წევრს ნარკოტიკს არ ჩაუდებენ, სამსახურიდან არ გაათავისუფლებენ. ანუ მას გარანტიები უნდა ჰქონდეს, რომ მასაც არ დაიჭერენ...

- თქვენ ბოლო დროს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ყოფილი პატიმრის თამაზ თამაზაშვილის ადვოკატი ხართ. მისი დაკავების ოფიციალურ ვერსიად იარაღის უკანონო შენახვისა და ტარების ბრალდება გავრცელდა. რაც, ცხადია, არადამაჯერებელია. რა მოხდა სინამდვილეში?

- სინამდვილეში მისი დაკავების მიზეზი ირაკლი ღარიბაშვილია, რომელიც "ქართული ოცნების" აქტიური წევრი გახლავთ. მას დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ახლობლობა კარგს არაფერს მოუტანდა და მისგან წასულიყო. მასზე ზემოქმედების ერთ-ერთ ღონისძიებად კი სიმამრის დაკავება გამოიყენეს. როცა თამაზ თამაზაშვილი დააკავეს, ისევ დაუკავშირდნენ ირაკლის და უთხრეს, - ხომ გითხარით, რომ პრობლემები შეგექმნებოდა და შეგისრულეთ კიდეც, ახლა თუ გინდა ეს მოგვარდეს, უარი თქვი ბიძინასთან თანამშრომლობაზე და გამოვუშვებთო. მან თავიდანვე თქვა უარი ხელისუფლების შეთავაზებაზე და საქმის კურსში ჩააყენა პატიმრობაში მყოფი თამაზ თამაზაშვილი, შეუთვალა, რომ ასეთი შეთავაზება მიიღო, რაზეც პატიმარმა უპასუხა, - ნუ გეშინია, მე აქ როგორღაც გავძლებ, შენ იქ იდექი, სადაც სიმართლეა და სადაც საჭიროდ მიგაჩნიაო. ამ დროს ის უკვე ჩემი დაცვის ქვეშ იყო. პირველივე დღიდან თამაზაშვილი მიხეილ სააკაშვილის პირად პატიმრად ითვლებოდა და ამ ხნის განმავლობაში მასზე მუდმივად ხორციელდებოდა ზეწოლა.

- რა ტიპის ზეწოლა?

- ფსიქოლოგიური. ამბობდნენ, რომ ის ნარკოტიკებით ვაჭრობდა და ამით დიდი ფული იშოვა შსს-ში მუშაობის დროს. არადა, ასეთი "დანაშაულებრივი წარსულის" მქონე ადამიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ტარების გამო დააკავეს. ანუ ბრალდებები, რომელსაც უყენებდნენ, იურიდიულად ვერ შეფუთეს. როცა გლდანის ციხეში გადაღებული საზარელი კადრები გავრცელდა, სახელმწიფო ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა, ეს დანაშაული ვინმესთვის უნდა გადაებრალებინათ, თუმცა სიჩქარეში ძალიან არადამაჯერებლად გამოუვიდათ, - პატიმრებს თურმე იმიტომ აწამებდნენ, რომ ამას თამაზ თამაზაშვილი უკვეთდა. ის რომ არა, ციხეში ყველაფერი დემოკრატიულად ყოფილა. როცა ის კადრები გავრცელდა, რომლითაც ცხადი გახდა, რომ იმ საშინელებაში ციხის ადმინისტრაცია და ხელმძღვანელობა მონაწილეობდა, თამაზაშვილის ხსენება შეწყვიტეს და სხვა მიმართულება მისცეს, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდათ.

- იმ კადრების გავრცელების დღე­ებში თქვენი დაცვის ქვეშ მყოფთან ურთიერთობის საშუალება თუ გქონდათ?

- დიახ, მორალურად მართლაც ცუდად იყო, როცა რადიოში უსმენდა, რომ ადამიანების გატაცებასა და ნარკოტიკების ვაჭრობაში მისი გვარი ფიგურირებდა, რომ თურმე ციხის მომსახურე პერსონალს ფულს უხდიდა პატიმრების წამებაში. არადა, წლების განმავლობაში ის საკმაოდ წარმატებულად ებრძოდა კრიმინალსა და "მხედრიონს", იმ რეგიონში, სადაც მუშაობდა... მთავარმა პროკურორმა ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში რიხიანად მოგვახსენა, რომ ყველაფერში დამნაშავე თურმე თამაზაშვილი ყოფილა, მაგრამ მასთან საკანშიც კი არავინ შესულა და სიმბოლურადაც არ უკითხავთ, როგორ მოახერხა ამხელა თანხის მიღება ციხეში და შემდგომ ციხის თანამშრომლების მოსყიდვა.

- ჩვეულებრივ საკანში ჰყავდათ თუ ცალკე?..

- ჩვეულებრივ საკანში იყო. როგორც გითხარით, იმ დღეებში მის მიმართ არათუ ძალადობა არ განხორციელებულა ვითომ გამოსატეხად, საკანშიც არავინ შესულა, რადგან ამ განცხადების გამკეთებელმა იცოდა, ეს ყველაფერი იმიტომ უნდა ეთქვა, რომ პოლიტიკას სჭირდებოდა ასე.

როცა თამაზაშვილი მორიგ შეთხზულ ზღაპარს რადიოდან ისმენდა, მორალურად საკმაოდ მძიმედ გრძნობდა თავს, რადგან კრიმინალებთან ბრძოლისას არაერთხელ დაჭრილა და სახელმწიფოსგან ჯილდოც მიუღია. იყო შემთხვევები, როცა კრიმინალურ ჯგუფებს მის გასანადგურებლად ფულადი ჯილო ჰქონდათ დაწესებული... ასეთ ადამიანს, ცხადია, არ ჰქონდა პატიმრობისას იმის საშუალება, რომ საზოგადოებისთვის თავისი სათქმელი ეთქვა. ასეთ დროს ადვოკატი პატიმრის პირადი მეგობარიც ხდება და მე ბედნიერი ვარ, რომ თამაზ თამაზაშვილთან კარგი მეგობრული ურთიერთობა მაქვს. პატიმრობისას ის მუდმივად უსმენდა რადიოს და იქიდან მიღებული ინფორმაციებით იგებდა, რომ მეგობრები სულ მის გვერდით იყვნენ... მაგალითად, როცა ეროვნული ტელეპროექტ "ეტალონის" ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა ტელეკომპანია "იმედიდან" წამოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა, მან ციხის კადრების "ავტორად" წარმოდგენილ თამაზაშვილზე საჯაროდ განაცხადა, რომ მისი მეგობარია და შეუძლებელია თამაზ თამაზაშვილი იყოს კრიმინალებთან შეკრული. ამ დროს საზოგადოება ჯერ კიდევ ციხის კადრებით იყო შოკში... ასეთ დროს პატიმრისთვის, განსაკუთრებით კი უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანისთვის მეგობრებისა და ახლობლების თანადგომა ძალიან ბევრს ნიშნავს. თამაზაშვილი საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა, როგორც ფიზიკურად, ისე შინაგანად, მაგრამ მაინც ძნელია, როცა ჩაკეტილი ხარ და შენ გარშემო რაღაცებს უნიჭოდ, მაგრამ მაინც ხლართავენ.

- გლდანის ციხის ამბებზეც გკითხავთ. იმ შემზარავი კადრების გავრცელების შემდეგ რამდენიმე პატიმარს სუიციდის მცდელობა ჰქონდა. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მათი უსაფრთხოება შემდეგაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა?

- პატიმრების მიმართ ადმინისტრაციის მხრიდან გულგრილი დამოკიდებულება გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა, ასე იყო წლების განმავლობაში და ეს ერთ დღეში ვერ შეიცვლება. თუმცა მათ მიმართ დამოკიდებულება, მოპყრობის თვალსაზრისით, შედარებით გამოსწორდა. მე არაერთი პატიმრის ადვოკატი ვიყავი, ვინც კარანტინის დაშლაში მოჰყვა და ის ძალადობა, დუბინკებით შეიარაღებული ბადრაგის კორიდორში გავლა და შემდგომში სხვა დამცირება საკუთარ თავზე გამოსცადა, მაგრამ სხვადასხვა მოსაზრებიდან გამომდინარე, ამის შესახებ განცხადების გაკეთება არ უნდოდათ. შესაბამისად, მეც კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებდი და მათი ვინაობა ვერ დავაკონკრეტე, თუმცა კი ციხეში არსებულ ძალადობაზე მუდმივად ვსაუბრობდი. თითქმის ყველა ჩემი კლიენტი, ვინც კარანტინის დაშლაში ხვდებოდა, ნაცემი იყო და მძიმე ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა მიღებული. რადგან უფრო ხშირად სწორედ გლდანის საპყრობილეში მყოფ პატიმრებთან მქონდა ურთიერთობა, მათ შესახებ ვიცი. თუმცა ისიც ვიცი, რა მდგომარეობაში იყვნენ ე.წ. ზონაში გადაყვანილი პატიმრები. ამბობენ, რომ გლდანთან შედარებით იქ სამოთხე იყო. დეტალურად არ ვიცი, რა ხდებოდა სხვა ციხეებში, მაგრამ პატიმრებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ კარანტინის დაშლის ტრადიციის თანახმად, თითქმის ყველა ციხეში პატიმრებს ძალადობის კორიდორი უნდა გაევლოთ.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ