პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთვარის მოტაცება" -"სასტიკი სინამდვილის მართალი დოკუმენტი"
"მთვარის მოტაცება" -"სასტიკი სინამდვილის მართალი დოკუმენტი"

ჟურ­ნა­ლის ამ ნო­მერ­თან ერ­თად, მკი­თხვე­ლი, "ჩემი რჩე­უ­ლის" სე­რი­ი­დან კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას რო­მა­ნის, "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბის" სამ­ტო­მე­უ­ლის 1-ელ კარს მი­ი­ღებს. რა სა­ი­დუმ­ლო ჩადო მწე­რალ­მა რო­მან­ში იმის­თვის, რომ მას თან უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სურ­ნე­ლი ეტა­რე­ბი­ნა, თა­ნაც თა­ნა­მედ­რო­ვე რეპ­რე­სი­უ­ლი ეპო­ქა აე­სა­ხა, გამ­ხდა­რი­ყო ძვე­ლის ნგრე­ვი­სა და ახ­ლის და­ნერგვის მე­მა­ტი­ა­ნე; რო­გორ გა­ი­ა­რა კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ ბეწ­ვის ხიდი ისე, რომ რო­მა­ნი მწე­რალ­თან ერ­თად დრო­ის მსხვერ­პლი არ გამ­ხდა­რი­ყო, ამის შე­სა­ხებ მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის მკვლე­ვა­რი, პრო­ფე­სო­რი სოსო სი­გუა მოგ­ვი­თხრობს...

- სა­ო­ცა­რია, რო­გორ გა­უძ­ლო რო­მან­მა პე­რი­ოდს, როცა კულ­ტუ­რა და ეროვ­ნუ­ლი თვით­შეგ­ნე­ბა სა­ო­ცა­რი სის­წრა­ფით ინ­გრე­ო­და... ამ მხრივ, რო­მა­ნი თა­ვად ავ­ტორს ემ­სგავ­სე­ბა თით­ქოს...

- რო­მა­ნი იდე­ო­ლო­გი­უ­რად გა­მარ­თუ­ლი ჩან­და - ასა­ხავ­და კო­ლექ­ტი­ვი­ზა­ცი­ის პე­რი­ოდს, ძვე­ლი­სა და ახ­ლის ჭი­დილს, ძვე­ლი სამ­ყა­როს კვდო­მას, ბოლ­შე­ვი­კურ-ჩე­კის­ტუ­რი ძა­ლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბას. ამი­ტო­მაც აირ­ჩი­ეს "რე­აქ­ცი­ო­ნე­რი მწე­რა­ლი" 1934 წელს სა­ქარ­თვე­ლოს კომ­პარ­ტი­ის IX ყრი­ლო­ბის დე­ლე­გა­ტად. გან­ხილ­ვი­სას, რო­მე­ლიც მწე­რალ­თა კავ­შირ­ში 4 დღე გრძელ­დე­ბო­და, კო­ლე­გებ­მა ვრცლად ისა­უბ­რეს რო­მა­ნის ღირ­სე­ბებ­სა და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­ზე, ზოგი წვრილ­მა­ნებს ჩა­ე­ძია, ზოგ­მა ხაზი ავ­ტო­რის ნი­ჭი­ე­რე­ბას, ცოდ­ნას, ხატ­ვის უნარს გა­უს­ვა. მთა­ვა­რი მა­ინც იდე­ო­ლო­გი­უ­რი შე­ფა­სე­ბა იყო, რაც მრა­ვალ ეჭვს აღ­ძრავ­და. ბო­ლოს ერ­თხმად აღ­ნიშ­ნეს, რომ მწე­რა­ლი ძველ პო­ზი­ცი­ებს ტო­ვებ­და და საბ­ჭო­თა ცხოვ­რე­ბას უახ­ლოვ­დე­ბო­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­გორც ღია, ისე ფა­რუ­ლი ხერ­ხე­ბით გულ­დას­მით სწავ­ლობ­და რო­მანს. გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ში მწერ­ლე­ბი­სა და კრი­ტი­კო­სე­ბის გარ­და მკი­თხვე­ლე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი, მოს­წავ­ლე­ე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა ფენა ჩარ­თეს, რათა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არა­ფე­რი დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ამა­ვე დროს, ინ­ფორ­მა­ცი­ებს სუკი აგ­რო­ვებ­და და სა­ბო­ლოო აზრს ამუ­შა­ვებ­და. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყო.

- გარ­და იმი­სა, რომ რო­მანს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მხატ­ვრუ­ლი მხა­რე აქვს, იგი არ­სე­ბუ­ლი დრო­ე­ბის ახალ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და წარ­სუ­ლის ხა­ტე­ბის რღვე­ვას ასა­ხავს...

- "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა" არა მხო­ლოდ დიდი კულ­ტუ­რით, გე­მოვ­ნე­ბი­თა და ოს­ტა­ტო­ბით და­წე­რი­ლი რო­მა­ნია, არა­მედ ტრა­გი­კუ­ლი ეპო­ქის მა­ტი­ა­ნე­ცაა. წიგნ­ში ასა­ხულ მეგ­რულ და აფხა­ზურ გა­რე­მოს, სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს, სიმ­ღე­რებს, ლე­გენ­დებ­სა და ადათ-წე­სებს ლავ­რენ­ტი ბე­რი­აც იც­ნობ­და და იქ­ნებ ამ გულ­ქვა პი­როვ­ნე­ბა­საც ადა­მი­ა­ნუ­რი გრძნო­ბე­ბი სწო­რედ წიგნ­ში ასა­ხულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა და ბავ­შვო­ბის დღე­ე­ბის გახ­სე­ნე­ბამ გა­უღ­ვი­ძა. რო­მა­ნი გვიჩ­ვე­ნებს, რო­გორ ტო­ტა­ლუ­რად ით­რგუ­ნე­ბა არის­ტოკ­რა­ტია, ინ­ტე­ლი­გენ­ცია, სამ­ღვდე­ლო­ე­ბა, გლე­ხო­ბა; რო­გორ მზად­დე­ბა ატ­მოს­ფე­რო დიდი კა­ტას­ტრო­ფის - აპო­კა­ლიფ­სუ­რი წარ­ღვნის მო­სავ­ლე­ნად (რომ­ლის მხედ­რე­ბი ეზ­მა­ნე­ბათ თა­მარ­სა და თა­რაშს) და ვინ იქ­ნე­ბა მისი წარმ­მარ­თვე­ლი ძალა. 1933-1935 წლებ­ში, როცა რო­მა­ნი იწე­რე­ბო­და, არა­ვინ იცო­და, სა­ბო­ლო­ოდ, რა სა­ხეს მი­ი­ღებ­და რე­ვო­ლუ­ცია, მაგ­რამ ვე­ლუ­რი ბაკ­ქა­ნა­ლია, ფა­ნა­ტიზ­მი, ძვე­ლის ნგრე­ვა, გა­ნახ­ლე­ბის პა­თო­სი და სის­ხლი­ა­ნი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი თუ ერთი მხრივ, ჰე­რო­ი­კას აღ­ვი­ვებ­და, მე­ო­რე მხრივ, შიშ­სა და დეპ­რე­სი­ას იწ­ვევ­და. კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას შთა­გო­ნე­ბა ია­ნუ­სი­ვით ორ­სა­ხო­ვა­ნი დრო, სა­ქარ­თვე­ლოს ბედი, ეპო­ქის სუ­ლის გა­მოკ­ვე­თა იყო ადა­მი­ან­თა სა­ხე­ე­ბად. ამი­ტო­მაც არის "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა" არა მხო­ლოდ დიდი წიგ­ნი, არა­მედ სას­ტი­კი სი­ნამ­დვი­ლის მარ­თა­ლი დო­კუ­მენ­ტიც! ისე მოხ­და, რომ ოფი­ცი­ო­ზი და მკი­თხვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მეტი ინ­ტე­რე­სით ეკი­დე­ბო­და ჯერ "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნას", შემ­დეგ - "და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელს".

მაგ­რამ 70-იანი წლე­ბი­დან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბი­სად­მი" შე­იც­ვა­ლა. და­ი­წე­რა ეს­სე­ე­ბი და გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, და­იდ­გა სპექ­ტაკ­ლი, გა­და­ი­ღეს ორ­სე­რი­ი­ა­ნი ფილ­მი, შე­იქ­მნა ოპე­რა. მა­შინ, როცა "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა" სა­ზღვარ­გა­რეთ გა­მო­ი­ცე­მო­და, მწე­რა­ლი მთარ­გმნე­ლებს "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბას" სთა­ვა­ზობ­და. ოც­ნე­ბას ას­რუ­ლე­ბა არ ეწე­რა: რო­მა­ნი უცხო­უ­რად არ თარ­გმნი­ლა. საქ­მის გა­მოს­წო­რე­ბა უკვე გვი­ა­ნია - წიგ­ნი თა­ვი­სი ეპო­ქის შვი­ლია და ყო­ველ დრო­ში როდი ექ­ნე­ბა შე­სა­ფე­რი­სი რე­ზო­ნან­სი. დღე­ვან­დე­ლი მკი­თხვე­ლი სხვა ინ­ტე­რე­სე­ბით ცხოვ­რობს, სხვა იყო 30-იანი წლე­ბი, რომ­ლის სული მწე­რალ­მა ქარ­თულ მა­სა­ლა­ში მო­აქ­ცია, ქარ­თუ­ლი გან­წყო­ბი­ლე­ბი­თა და სევ­დით შე­მო­სა. ახლა ამ რო­მანს არა მხო­ლოდ ენობ­რი­ვი და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, არა­მედ - დრო­ის ბა­რი­ე­რის დაძ­ლე­ვაც უხ­დე­ბა. ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია იმ რუ­სუ­ლი თარ­გმა­ნით, რო­მე­ლიც ორი­გი­ნალს დი­დად შორ­დე­ბა და მის მშვე­ნი­ე­რე­ბას ოდ­ნა­ვაც ვერ გვაგ­რძნო­ბი­ნებს.

- ცნო­ბი­ლია, რომ მწე­რა­ლი უჩ­ვე­უ­ლოდ დიდ­ხანს მუ­შა­ობ­და რო­მან­ზე "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა", მა­შინ, როცა სხვა ნა­მუ­შევ­რე­ბი, მა­გა­ლი­თად, "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა", სულ რა­ღაც ექვს თვე­ში და­ას­რუ­ლა, თა­ნაც, მას სხვა საქ­მე­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად წერ­და...

- 1933 წელს, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბის" წერა და­ი­წყო, უკვე თარ­გმნი­ლი ჰქონ­და დან­ტეს "ჯო­ჯო­ხე­თი" და ამ­თავ­რებ­და "გო­ე­ტეს ცხოვ­რე­ბის რო­მანს". პო­ე­ტი ამ რო­მან­ზე 1926 წლი­დან ფიქ­რობ­და, მაგ­რამ არ იცო­და, რო­გო­რი სახე მი­ე­ცა. ჯერ ეს კონ­სტან­ტი­ნე სა­ვარ­სა­მი­ძის ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა იყო, შემ­დეგ იგი "უშანგ ურ­დო­ელ­მა" შეც­ვა­ლა. ბო­ლოს "ევ­რო­პა გა­ლი­ა­ში" და­არ­ქვა. ესეც არ მო­ე­წო­ნა და თავი მი­ა­ნე­ბა. ხან­გრძლივ მზა­დე­ბას, გა­და­ვა­დე­ბას, ყოყ­მანს წერ­ტი­ლი მწერ­ლის მე­უღ­ლის, რე­ბე­კა ვა­შა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ და­უს­ვა. ფან­ტა­ზი­ა­ში ცო­ცხალ ლან­დე­ბად ამოძ­რავ­დნენ გარ­და­სუ­ლი დღე­ე­ბი, მოხ­და ძალ­თა კონ­ცენ­ტრი­რე­ბა და აღ­წე­რა პირ­ვე­ლი თავი - "ერ­გე­აშ­ვა". რო­მა­ნი 2 წლის მან­ძილ­ზე ქვეყ­ნდე­ბო­და "მნა­თო­ბის" ფურ­ცლებ­ზე. სა­ერ­თოდ არც ერთი რო­მა­ნის დას­რუ­ლე­ბუ­ლი ტექ­სტი მწე­რალს რე­დაქ­ცი­ის­თვის არ წა­რუდ­გე­ნია. ასე რომ, მარ­თლა არ იცო­და, მისი ნა­მუ­შევ­რის გმი­რე­ბი ცხოვ­რე­ბას რო­გორ და­ას­რუ­ლებ­დნენ, როცა პირ­ველ კარს წერ­და. ქარ­თუ­ლი პრო­ზის ეს უდი­დე­სი ძეგლი მწე­რალს ოთხჯერ და­უ­წე­რია. პა­რა­ლე­ლუ­რად, ბეჭ­დავ­და ეს­სე­ებს, ნარ­კვე­ვებს, და­დი­ო­და მივ­ლი­ნე­ბებ­ში, გა­მო­დი­ო­და მწე­რალ­თა კავ­შირ­ში გა­მარ­თულ დის­კუ­სი­ებ­ზე, კი­თხუ­ლობ­და თა­ვი­სი წიგ­ნე­ბის კო­რექ­ტუ­რას.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რო­მა­ნი ძვე­ლი­სა და ახ­ლის ჭი­დილს და ამ ჭი­დილ­ში ახ­ლის და­წი­ნა­უ­რე­ბას ასა­ხავ­და, დავა "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბის" შე­სა­ხებ დიდ­ხანს არ წყდე­ბო­და, ოფი­ცი­ო­ზი რო­მა­ნის სა­ბო­ლოო აღი­ა­რე­ბას ვერ ბე­დავ­და...

- წიგ­ნი სა­ყო­ველ­თაო აღ­ტა­ცე­ბას იწ­ვევ­და. მას სულ­მო­უთ­ქმე­ლად კი­თხუ­ლობ­დნენ, იზე­პი­რებ­დნენ ცალ­კე­ულ მო­ნო­ლო­გებ­სა და ბა­რა­თებს. კონ­სტან­ტი­ნე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ახალ­გაზ­რდა მწე­რალ­თა წრემ მი­იწ­ვია, რო­მელ­საც ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. დარ­ბა­ზი აღ­ტა­ცე­ბით, ფეხ­ზე მდგა­რი შეხ­ვდა მწე­რალს. ტრი­ბუ­ნა­ზე ერ­თმა­ნეთს პრო­ფე­სო­რე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი ცვლიდ­ნენ, კი­თხუ­ლობ­დნენ ნა­წყვე­ტებს რო­მა­ნი­დან. შეხ­ვედ­რა, ქარ­თუ­ლი წე­სის მი­ხედ­ვით, ბან­კე­ტით დას­რულ­და. ეს ყო­ვე­ლი­ვე ცნო­ბი­ლი იყო ბე­რი­ა­სათ­ვის. მან იცო­და, რომ "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა" დიდი წიგ­ნი იყო, თუმ­ცა თა­ვად არ წა­უ­კი­თხავს და მხო­ლოდ მოს­მე­ნი­თა და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბით დაკ­მა­ყო­ფილ­და. მა­ინც ჰქონ­დათ რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭვი, რო­მელ­საც ვერ სძლევ­დნენ. არა­ვინ უარ­ყოფ­და, რომ "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა" დიდი მოვ­ლე­ნა იყო, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას იდე­ო­ლო­გი­უ­რი ახ­სნა აინ­ტე­რე­სებ­და - რამ­დე­ნად მი­ე­სა­და­გე­ბო­და იგი სო­ცი­ა­ლის­ტურ სი­ნამ­დვი­ლეს და შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა მისი ნი­მუ­შად და­სახ­ვა. ცხა­რე კა­მათს იწ­ვევ­და ის ფაქ­ტი, რომ ბოლ­შე­ვი­კი და ჩე­კის­ტი არ­ზა­ყან ზვამ­ბა­ია მა­მას კლავს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მწე­რა­ლი აი­ძუ­ლეს, ეს ეპი­ზო­დი შე­ეც­ვა­ლა. ოფი­ცი­ო­ზის სა­ბო­ლოო დას­კვნა ასე­თი გახ­ლდათ: მწე­რა­ლი კარ­გად იც­ნობს მა­სა­ლას, წერს ჩი­ნე­ბუ­ლად, სწო­რად აქვს შერ­ჩე­უ­ლი თემა და გა­რე­მო; მაგ­რამ სიმ­პა­თი­ით უყუ­რებს ძველ სამ­ყა­როს, ახალს კარ­გად ვერ გა­მო­ხა­ტავს, ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სახე მკრთა­ლია. თუმ­ცა, დის­პუ­ტე­ბი "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბის" გარ­შე­მო მა­ინც გრძელ­დე­ბო­და.

- მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა სიმ­ბო­ლუ­რად რას აღ­ნიშ­ნავს?

- მთვა­რის მო­ტა­ცე­ბის ერთ-ერთი ახ­სნა შემ­დე­გია: ენ­გურ­მა (ერთ-ერთი გა­გე­ბით, რე­ვო­ლუ­ცი­ამ) მთვა­რე - წმინ­და გი­ორ­გი ჩან­თქა, ე.ი. ემ­ხვარ­მა და­კარ­გა წარ­მარ­თულ-ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბით აღ­სავ­სე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო - სი­ცო­ცხლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"მთვარის მოტაცება" -"სასტიკი სინამდვილის მართალი დოკუმენტი"

"მთვარის მოტაცება" -"სასტიკი სინამდვილის მართალი დოკუმენტი"

ჟურნალის ამ ნომერთან ერთად, მკითხველი, "ჩემი რჩეულის" სერიიდან კონსტანტინე გამსახურდიას რომანის, "მთვარის მოტაცების" სამტომეულის 1-ელ კარს მიიღებს. რა საიდუმლო ჩადო მწერალმა რომანში იმისთვის, რომ მას თან უძველესი ქართული ეროვნული სურნელი ეტარებინა, თანაც თანამედროვე რეპრესიული ეპოქა აესახა, გამხდარიყო ძველის ნგრევისა და ახლის დანერგვის მემატიანე; როგორ გაიარა კონსტანტინე გამსახურდიამ ბეწვის ხიდი ისე, რომ რომანი მწერალთან ერთად დროის მსხვერპლი არ გამხდარიყო, ამის შესახებ მწერლის შემოქმედების მკვლევარი, პროფესორი სოსო სიგუა მოგვითხრობს...

- საოცარია, როგორ გაუძლო რომანმა პერიოდს, როცა კულტურა და ეროვნული თვითშეგნება საოცარი სისწრაფით ინგრეოდა... ამ მხრივ, რომანი თავად ავტორს ემსგავსება თითქოს...

- რომანი იდეოლოგიურად გამართული ჩანდა - ასახავდა კოლექტივიზაციის პერიოდს, ძველისა და ახლის ჭიდილს, ძველი სამყაროს კვდომას, ბოლშევიკურ-ჩეკისტური ძალების გამარჯვებას. ამიტომაც აირჩიეს "რეაქციონერი მწერალი" 1934 წელს საქართველოს კომპარტიის IX ყრილობის დელეგატად. განხილვისას, რომელიც მწერალთა კავშირში 4 დღე გრძელდებოდა, კოლეგებმა ვრცლად ისაუბრეს რომანის ღირსებებსა და ნაკლოვანებებზე, ზოგი წვრილმანებს ჩაეძია, ზოგმა ხაზი ავტორის ნიჭიერებას, ცოდნას, ხატვის უნარს გაუსვა. მთავარი მაინც იდეოლოგიური შეფასება იყო, რაც მრავალ ეჭვს აღძრავდა. ბოლოს ერთხმად აღნიშნეს, რომ მწერალი ძველ პოზიციებს ტოვებდა და საბჭოთა ცხოვრებას უახლოვდებოდა. ხელისუფლება, როგორც ღია, ისე ფარული ხერხებით გულდასმით სწავლობდა რომანს. განხილვის პროცესში მწერლებისა და კრიტიკოსების გარდა მკითხველები, სტუდენტები, მოსწავლეები, საზოგადოების სხვადასხვა ფენა ჩართეს, რათა შეუმჩნეველი არაფერი დარჩენილიყო. ამავე დროს, ინფორმაციებს სუკი აგროვებდა და საბოლოო აზრს ამუშავებდა. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო.

- გარდა იმისა, რომ რომანს არაჩვეულებრივი მხატვრული მხარე აქვს, იგი არსებული დროების ახალ ღირებულებებსა და წარსულის ხატების რღვევას ასახავს...

- "მთვარის მოტაცება" არა მხოლოდ დიდი კულტურით, გემოვნებითა და ოსტატობით დაწერილი რომანია, არამედ ტრაგიკული ეპოქის მატიანეცაა. წიგნში ასახულ მეგრულ და აფხაზურ გარემოს, სახელებსა და გვარებს, სიმღერებს, ლეგენდებსა და ადათ-წესებს ლავრენტი ბერიაც იცნობდა და იქნებ ამ გულქვა პიროვნებასაც ადამიანური გრძნობები სწორედ წიგნში ასახულმა მოვლენებმა და ბავშვობის დღეების გახსენებამ გაუღვიძა. რომანი გვიჩვენებს, როგორ ტოტალურად ითრგუნება არისტოკრატია, ინტელიგენცია, სამღვდელოება, გლეხობა; როგორ მზადდება ატმოსფერო დიდი კატასტროფის - აპოკალიფსური წარღვნის მოსავლენად (რომლის მხედრები ეზმანებათ თამარსა და თარაშს) და ვინ იქნება მისი წარმმართველი ძალა. 1933-1935 წლებში, როცა რომანი იწერებოდა, არავინ იცოდა, საბოლოოდ, რა სახეს მიიღებდა რევოლუცია, მაგრამ ველური ბაკქანალია, ფანატიზმი, ძველის ნგრევა, განახლების პათოსი და სისხლიანი ექსპერიმენტები თუ ერთი მხრივ, ჰეროიკას აღვივებდა, მეორე მხრივ, შიშსა და დეპრესიას იწვევდა. კონსტანტინე გამსახურდიას შთაგონება იანუსივით ორსახოვანი დრო, საქართველოს ბედი, ეპოქის სულის გამოკვეთა იყო ადამიანთა სახეებად. ამიტომაც არის "მთვარის მოტაცება" არა მხოლოდ დიდი წიგნი, არამედ სასტიკი სინამდვილის მართალი დოკუმენტიც! ისე მოხდა, რომ ოფიციოზი და მკითხველი საზოგადოება მეტი ინტერესით ეკიდებოდა ჯერ "დიდოსტატის მარჯვენას", შემდეგ - "დავით აღმაშენებელს".

მაგრამ 70-იანი წლებიდან დამოკიდებულება "მთვარის მოტაცებისადმი" შეიცვალა. დაიწერა ესსეები და გამოკვლევები, დაიდგა სპექტაკლი, გადაიღეს ორსერიიანი ფილმი, შეიქმნა ოპერა. მაშინ, როცა "დიდოსტატის მარჯვენა" საზღვარგარეთ გამოიცემოდა, მწერალი მთარგმნელებს "მთვარის მოტაცებას" სთავაზობდა. ოცნებას ასრულება არ ეწერა: რომანი უცხოურად არ თარგმნილა. საქმის გამოსწორება უკვე გვიანია - წიგნი თავისი ეპოქის შვილია და ყოველ დროში როდი ექნება შესაფერისი რეზონანსი. დღევანდელი მკითხველი სხვა ინტერესებით ცხოვრობს, სხვა იყო 30-იანი წლები, რომლის სული მწერალმა ქართულ მასალაში მოაქცია, ქართული განწყობილებითა და სევდით შემოსა. ახლა ამ რომანს არა მხოლოდ ენობრივი და ნაციონალური, არამედ - დროის ბარიერის დაძლევაც უხდება. ეს შეუძლებელია იმ რუსული თარგმანით, რომელიც ორიგინალს დიდად შორდება და მის მშვენიერებას ოდნავაც ვერ გვაგრძნობინებს.

- ცნობილია, რომ მწერალი უჩვეულოდ დიდხანს მუშაობდა რომანზე "მთვარის მოტაცება", მაშინ, როცა სხვა ნამუშევრები, მაგალითად, "დიდოსტატის მარჯვენა", სულ რაღაც ექვს თვეში დაასრულა, თანაც, მას სხვა საქმეების პარალელურად წერდა...

- 1933 წელს, კონსტანტინე გამსახურდიამ "მთვარის მოტაცების" წერა დაიწყო, უკვე თარგმნილი ჰქონდა დანტეს "ჯოჯოხეთი" და ამთავრებდა "გოეტეს ცხოვრების რომანს". პოეტი ამ რომანზე 1926 წლიდან ფიქრობდა, მაგრამ არ იცოდა, როგორი სახე მიეცა. ჯერ ეს კონსტანტინე სავარსამიძის ცხოვრების გაგრძელება იყო, შემდეგ იგი "უშანგ ურდოელმა" შეცვალა. ბოლოს "ევროპა გალიაში" დაარქვა. ესეც არ მოეწონა და თავი მიანება. ხანგრძლივ მზადებას, გადავადებას, ყოყმანს წერტილი მწერლის მეუღლის, რებეკა ვაშაძის გარდაცვალებამ დაუსვა. ფანტაზიაში ცოცხალ ლანდებად ამოძრავდნენ გარდასული დღეები, მოხდა ძალთა კონცენტრირება და აღწერა პირველი თავი - "ერგეაშვა". რომანი 2 წლის მანძილზე ქვეყნდებოდა "მნათობის" ფურცლებზე. საერთოდ არც ერთი რომანის დასრულებული ტექსტი მწერალს რედაქციისთვის არ წარუდგენია. ასე რომ, მართლა არ იცოდა, მისი ნამუშევრის გმირები ცხოვრებას როგორ დაასრულებდნენ, როცა პირველ კარს წერდა. ქართული პროზის ეს უდიდესი ძეგლი მწერალს ოთხჯერ დაუწერია. პარალელურად, ბეჭდავდა ესსეებს, ნარკვევებს, დადიოდა მივლინებებში, გამოდიოდა მწერალთა კავშირში გამართულ დისკუსიებზე, კითხულობდა თავისი წიგნების კორექტურას.

- მიუხედავად იმისა, რომ რომანი ძველისა და ახლის ჭიდილს და ამ ჭიდილში ახლის დაწინაურებას ასახავდა, დავა "მთვარის მოტაცების" შესახებ დიდხანს არ წყდებოდა, ოფიციოზი რომანის საბოლოო აღიარებას ვერ ბედავდა...

- წიგნი საყოველთაო აღტაცებას იწვევდა. მას სულმოუთქმელად კითხულობდნენ, იზეპირებდნენ ცალკეულ მონოლოგებსა და ბარათებს. კონსტანტინე უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრემ მიიწვია, რომელსაც ვახტანგ კოტეტიშვილი ხელმძღვანელობდა. დარბაზი აღტაცებით, ფეხზე მდგარი შეხვდა მწერალს. ტრიბუნაზე ერთმანეთს პროფესორები და სტუდენტები ცვლიდნენ, კითხულობდნენ ნაწყვეტებს რომანიდან. შეხვედრა, ქართული წესის მიხედვით, ბანკეტით დასრულდა. ეს ყოველივე ცნობილი იყო ბერიასათვის. მან იცოდა, რომ "მთვარის მოტაცება" დიდი წიგნი იყო, თუმცა თავად არ წაუკითხავს და მხოლოდ მოსმენითა და ინფორმაციებით დაკმაყოფილდა. მაინც ჰქონდათ რაღაც სერიოზული ეჭვი, რომელსაც ვერ სძლევდნენ. არავინ უარყოფდა, რომ "მთვარის მოტაცება" დიდი მოვლენა იყო, მაგრამ ხელისუფლებას იდეოლოგიური ახსნა აინტერესებდა - რამდენად მიესადაგებოდა იგი სოციალისტურ სინამდვილეს და შეიძლებოდა თუ არა მისი ნიმუშად დასახვა. ცხარე კამათს იწვევდა ის ფაქტი, რომ ბოლშევიკი და ჩეკისტი არზაყან ზვამბაია მამას კლავს. მოგვიანებით, მწერალი აიძულეს, ეს ეპიზოდი შეეცვალა. ოფიციოზის საბოლოო დასკვნა ასეთი გახლდათ: მწერალი კარგად იცნობს მასალას, წერს ჩინებულად, სწორად აქვს შერჩეული თემა და გარემო; მაგრამ სიმპათიით უყურებს ძველ სამყაროს, ახალს კარგად ვერ გამოხატავს, ახალი ადამიანების სახე მკრთალია. თუმცა, დისპუტები "მთვარის მოტაცების" გარშემო მაინც გრძელდებოდა.

- მთვარის მოტაცება სიმბოლურად რას აღნიშნავს?

- მთვარის მოტაცების ერთ-ერთი ახსნა შემდეგია: ენგურმა (ერთ-ერთი გაგებით, რევოლუციამ) მთვარე - წმინდა გიორგი ჩანთქა, ე.ი. ემხვარმა დაკარგა წარმართულ-ქრისტიანული წარმოდგენებით აღსავსე დამოუკიდებელი საქართველო - სიცოცხლის მთავარი მიზანი.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს