აშშ-ს ყოფლი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში მთელს დღეს ხატვაში ატარებს. ბუში ძაღლების პორტრეტებსა და ტეხასის პეიზაჟების ხატვით იქცევს თავს. თავისუფალ დროს ექს-პრეზიდენტი გოლფს თამაშობს და რესტორნებს სტუმრობს.
ახალი ამბავი არ არის, რომ ჯორჯ ბუშს განსაკუთრებით უყვარდა ძაღლები. როგორც მისი ყოფილი დამხმარე, ჯო ჰაგანი აცხადებს, "ბუშს შეუძლია მთელი დღე ფუნჯით ხელში იჯდეს და ძაღლები ხატოს".
ბუში დღემდე აქტიურ მონაწილეობას იღებს ქვეყნის პოლიტიკაში. ის ხშირად აკეთებს კომენტარებს აშშ-ის მიგრაციისა და სოციალური უსაფრთხოების საკითხებზე.
როგორც დასავლურ პრესაში წერენ, თანამდებობის დატოვების შემდეგ ჯორჯ ბუში ბევრად უფრო მომთმენი და დაკვირვებული გახდა.
მომზადებულია theatlanticwire.com-ის მიხედვით.