დაბალბიუჯეტიანი Pegasus Airlines-ის საერთაშორისო რეისებს კიდევ ერთი რეისი დაემატა - ავიაკომპანია ფრენებს კრასნოდარის მიმართულებით შეასრულებს. რეისები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდება.
"ეს იქნება ყველაზე ხელმისაწვდომი შესაძლებლობა კრასნოდარში გამგზავრების მსურველთათვის", - აცხადებენ კომპანიის ქართულ წარმომადგენლობაში.
ჯერჯერობით ფრენების სიხშირე დადგენილი არ არის, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ფრენები კვირაში რამდენჯერმე განხორციელდება. ერთი მიმართულებით ავიაბილეთის ფასი 97 ევროდან დაიწყება. ბილეთები Pegasus Airlines-ის ქართული წარმომადგენლობის "გასას" ოფისებსა და ბათუმის აეროპორტში იყიდება.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9