პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის რა გაჰქონდა სახელისუფლებო არხებზე, ანუ როდის გაახსენდათ ჟურნალისტებს ცენზურა
ვის რა გაჰქონდა სახელისუფლებო არხებზე, ანუ როდის გაახსენდათ ჟურნალისტებს ცენზურა

არ მიყ­ვარს ხოლ­მე კო­ლე­გებ­ზე აუ­გის თქმა, ელე­მენ­ტა­რუ­ლი კო­ლე­გი­ა­ლო­ბის ხათ­რით მა­ინც, მაგ­რამ იმ­დე­ნი ქნეს პო­ლი­ტი­კო­სებ­მა, თქვე­ნი ბუკ­ლი­კოც გა­რი­ეს პო­ლი­ტი­კა­ში. რამ გა­მამ­წა­რა? კო­ლე­გე­ბის უტიფ­რო­ბამ და აფე­რის­ტო­ბამ. დღეს რომ გა­ახ­სენ­დათ ცენ­ზუ­რა და ზე­წო­ლა, იმან! არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერთი კვი­რით ადრე დი­თირ­ამ­ბებს რომ უძღვნიდ­ნენ მწა­მებ­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და პო­ლი­ტი­კას, ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს რომ ბლო­კავ­დნენ, მერე უც­ბად რომ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა წა­არ­თვეს და ოპო­ზი­ცი­ურ, ახლა უკვე სამ­თავ­რო­ბო არ­ხებს მი­ა­შუ­რეს სა­ჩივ­ლე­ლად. გვი­ამ­ბეს, რო­გორ იზღუ­დე­ბოდ­ნენ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­გორ უთან­ხმებ­დნენ სტუმ­რე­ბის სიას ტე­ლე­ვი­ზი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და რო­გორ უბ­ლო­კავ­დნენ რო­მე­ლი­მე ოპო­ზი­ცი­უ­რი სტუმ­რის გამო ამა თუ იმ არა­პო­ლი­ტი­კურ გა­და­ცე­მას. სა­წყლე­ბი, ცრემ­ლიც კი მო­მე­რია, მათ შემ­ხედ­ვა­რეს...

რბი­ლად რომ ვთქვათ, უც­ნა­უ­რია, ეკა ხო­ფე­რი­ას არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ რომ გა­ახ­სენ­და, რო­გორ და­უბ­ლო­კა გია ჭან­ტუ­რი­ამ კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო გა­და­ცე­მა, რო­მე­ლიც დი­ე­ტებს ეძღვნე­ბო­და თურ­მე... და რა­ტომ დღეს?! ძა­ლი­ან მინ­დო­და, ამ შე­კი­თხვით ეკას­თვის თა­ვად მი­მე­მარ­თა, მაგ­რამ მან ჩემს არც სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარს უპა­სუ­ხა და არც მე­სიჯს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"მა­ესტროს" ეთერ­ში ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვი­ლის შე­კი­თხვა­ზე, თუ სად იყო აქამ­დე, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი პა­სუ­ხი გას­ცა: მე რა­ღაც­ნა­ი­რად მა­ინც ვა­ხერ­ხებ­დი და ჩემი გამ­ქონ­დაო. რა გაჰ­ქონ­და ეკა ხო­ფე­რი­ას? ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მომ­ღე­რა­ლი ბულ­ბუ­ლე­ბის მოწ­ვე­ვა სტუ­დი­ა­ში და მათ­თან არა­პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი?! მარ­თლაც სა­სა­ცი­ლოა, სა­ტი­რა­ლი რომ არ იყოს. სა­სა­ცი­ლო იყო აგ­რეთ­ვე "პირ­ვე­ლი არ­ხის" სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის წამ­ყვა­ნის, ნინო თო­ლორ­და­ვას მხრი­დან არ­ხის და­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზიც. თურ­მე, ნუ იტყვით და, ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს წნე­ხის ქვეშ ატა­რებ­დნენ, მკაცრ ცენ­ზუ­რას მი­მარ­თავ­დნენ და ტყუ­ი­ლებს ალა­პა­რა­კებ­დნენ.

წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა დღე­ში ყო­ფი­ლა გოგო?! მთე­ლი 9 წელი! მაგ­რამ ეს კი არ აწუ­ხებ­და, იმან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ცენ­ზუ­რა უფრო რომ გა­უმ­კაც­რეს. და­იბ­ნა გოგო, ვერ გა­ერ­კვა რა ხდე­ბო­და. აბა, რა უნდა ექნა, ადგა და წა­მო­ვი­და. ნე­ტავ, რო­მე­ლი ტე­ლე­ვი­ზია გა­უ­ღებს კარს ამ მომ­ხიბ­ვლელ და თვა­ლე­ბ­ფა­ხუ­ლა მა­ტყუ­ა­რას, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბედ­ნი­ე­რი სა­ხით რომ გვიყ­ვე­ბო­და, რო­გორ ყვა­ვის ეკო­ნო­მი­კა, რო­გო­რი ინ­ტენ­სი­ვო­ბით შენ­დე­ბა ქვე­ყა­ნა და რო­გორ იდე­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში გვყავს პა­ტიმ­რე­ბი გა­ნახ­ლე­ბულ სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში.

პა­ტიმ­რე­ბის თე­მას ვახო სა­ნა­ია თა­ვის უკა­ნას­კნელ გა­და­ცე­მა­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა. იგი ამ­ბობს, რომ მის გა­და­ცე­მა­ზე ცენ­ზუ­რა არ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, არც სტუმ­რებს უთან­ხმებ­და არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, მაგ­რამ გა­და­ცე­მა მა­ინც და­უ­ხუ­რეს. ისე სა­ინ­ტე­რე­სოა, რით და­იმ­სა­ხუ­რა სა­ნა­ი­ამ მსგავ­სი ნდო­ბა? ნუთუ თვით­ცენ­ზუ­რით?

ეკას­გან გან­სხვა­ვე­ბით ვა­ხომ ჩვენს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარს უპა­სუ­ხა და ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხე­ბიც გაგ­ვცა შე­კი­თხვებ­ზე.

ვახო სა­ნა­ია:

- მე ვერ მო­ვის­მი­ნე ზუს­ტი გან­მარ­ტე­ბა, რის გამო გაგ­ვა­თა­ვი­სუფ­ლეს სამ­სა­ხუ­რი­დან, მხო­ლოდ მე არა, მთე­ლი ჩვე­ნი გუნ­დი. არ­ხი­დან მო­იხ­სნა "ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი" და "ვახო სა­ნა­ი­ას რე­პორ­ტა­ჟი". მი­მაჩ­ნია, რომ უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა და ვამ­ზა­დებთ სარ­ჩელს, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შევა სა­სა­მარ­თლო­ში და ჩვენ ამ სარ­ჩელს მო­ვი­გებთ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ.

- ვახო, "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" არა­სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მიდ­გო­მებ­ზე ბევ­რს ლა­პა­რა­კობ­დნენ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, აკ­რი­ტი­კებ­დნენ ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ­ლე­ბიც ფარსს გვიყ­ვე­ბოდ­ნენ ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან. შენც მოხ­ვდი კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში, როცა "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი არ­ხის" წინ ძა­ლა­დო­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტე და ის, თუ რა­ტომ არ აშუ­ქებ­და ამ აქ­ცი­ებს "პირ­ვე­ლი არხი". ის­მის შე­კი­თხვა, რა­ტომ დღეს?

- ამა­ზე მარ­ტი­ვი პა­სუ­ხი მაქვს. ჩემს გა­და­ცე­მა­ზე ცენ­ზუ­რა არ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, ამას ვამ­ბობ ყველ­გან. ჩემი გა­და­ცე­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე და­ბა­ლან­სე­ბულ გა­და­ცე­მად აღი­ა­რეს, სა­დაც ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი თე­მე­ბი შუქ­დე­ბო­და, მათ შო­რის პა­ტიმ­რე­ბის თე­მაც. ეს არ არის ჩემი დას­კვნა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დას­კვნაა, ამი­ტომ არ მეს­მის ჩემი მი­სა­მარ­თით დას­მუ­ლი შე­კი­თხვა, რა­ტომ დღეს. არას­დროს მით­ქვამს, რომ ჩემს გა­და­ცე­მა­ზე ცენ­ზუ­რა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და და რა უნდა გა­მეპ­რო­ტეს­ტე­ბი­ნა? გა­და­ცე­მის მზა­დე­ბის დროს მე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვი­ყა­ვი, პრო­დი­უ­სერ­თან და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად ვარ­ჩევ­დით თე­მებს, სტუმ­რებს.

- რო­გორ გგო­ნია, რით და­იმ­სა­ხუ­რე ეს ნდო­ბა, მა­შინ როცა ამ ტე­ლე­ვი­ზი­ის სხვა ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბი გა­და­ცე­მის თე­მებ­სა და სტუმ­რებს არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას უთან­ხმებ­დნენ? იქ­ნებ თვით­ცენ­ზუ­რით ხსნით ამას?

- ეს მათ უნდა ჰკი­თხოთ, რა­ტომ უთან­ხმებ­დნენ სტუმ­რებ­სა თუ თე­მებს არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლებს. ჩემს გა­და­ცე­მა­ში ვე­რა­ვინ ვერ ჩა­ე­რე­ო­და, ჯერ მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნო­რის მიერ იყო და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი. ან რო­მელ თვით­ცენ­ზუ­რა­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბით, უმწვა­ვე­სი თე­მე­ბი მქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო სტუმ­რებს ვიწ­ვევ­დი და უმწვა­ვეს კი­თხვებს ვსვამ­დი. ეს არ არის ჩემი შე­ფა­სე­ბა. ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბაა.

- მაშ, რა­ტომ მო­იხ­სნა გა­და­ცე­მა ეთე­რი­დან და რა­ტომ და­გა­ტო­ვე­ბი­ნეს ეს ტე­ლე­არ­ხი?

- ამ შე­კი­თხვით დიდი ხა­ნია მივ­მარ­თავ გია ჭან­ტუ­რი­ას და პა­სუ­ხი ვერ მი­ვი­ღე. მე მაქვს ჩემი ვა­რა­უ­დე­ბი, მაგ­რამ დღეს ამ ვა­რა­უ­დე­ბის გა­მომ­ჟღავ­ნე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ.

- ვახო, ხომ არ მი­გი­ღია შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სხვა რო­მე­ლი­მე ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან?

- ამა­ზე ლა­პა­რა­კი არ მინ­და. შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მქონ­და მა­ნამ­დეც, სა­ნამ ეს ამ­ბე­ბი და­ი­წყე­ბო­და და მაქვს დღე­საც. მაგ­რამ მე ვრჩე­ბი "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე" და ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებ.

DJ ბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვის რა გაჰქონდა სახელისუფლებო არხებზე, ანუ როდის გაახსენდათ ჟურნალისტებს ცენზურა

ვის რა გაჰქონდა სახელისუფლებო არხებზე, ანუ როდის გაახსენდათ ჟურნალისტებს ცენზურა

არ მიყვარს ხოლმე კოლეგებზე აუგის თქმა, ელემენტარული კოლეგიალობის ხათრით მაინც, მაგრამ იმდენი ქნეს პოლიტიკოსებმა, თქვენი ბუკლიკოც გარიეს პოლიტიკაში. რამ გამამწარა? კოლეგების უტიფრობამ და აფერისტობამ. დღეს რომ გაახსენდათ ცენზურა და ზეწოლა, იმან! არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დითირამბებს რომ უძღვნიდნენ მწამებლურ ხელისუფლებასა და პოლიტიკას, ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებს რომ ბლოკავდნენ, მერე უცბად რომ აღმოაჩინეს, რომ სიტყვის თავისუფლება წაართვეს და ოპოზიციურ, ახლა უკვე სამთავრობო არხებს მიაშურეს საჩივლელად. გვიამბეს, როგორ იზღუდებოდნენ წლების განმავლობაში, როგორ უთანხმებდნენ სტუმრების სიას ტელევიზიის ხელმძღვანელობას და როგორ უბლოკავდნენ რომელიმე ოპოზიციური სტუმრის გამო ამა თუ იმ არაპოლიტიკურ გადაცემას. საწყლები, ცრემლიც კი მომერია, მათ შემხედვარეს...

რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია, ეკა ხოფერიას არჩევნების შემდეგ რომ გაახსენდა, როგორ დაუბლოკა გია ჭანტურიამ კობა დავითაშვილის მონაწილეობის გამო გადაცემა, რომელიც დიეტებს ეძღვნებოდა თურმე... და რატომ დღეს?! ძალიან მინდოდა, ამ შეკითხვით ეკასთვის თავად მიმემართა, მაგრამ მან ჩემს არც სატელეფონო ზარს უპასუხა და არც მესიჯს გამოეხმაურა.

"მაესტროს" ეთერში ნინო ჟიჟილაშვილის შეკითხვაზე, თუ სად იყო აქამდე, დაახლოებით ასეთი პასუხი გასცა: მე რაღაცნაირად მაინც ვახერხებდი და ჩემი გამქონდაო. რა გაჰქონდა ეკა ხოფერიას? ხელისუფლების მომღერალი ბულბულების მოწვევა სტუდიაში და მათთან არაპოლიტიკურ თემებზე საუბარი?! მართლაც სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. სასაცილო იყო აგრეთვე "პირველი არხის" საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, ნინო თოლორდავას მხრიდან არხის დატოვების მიზეზიც. თურმე, ნუ იტყვით და, ქალბატონ ნინოს წნეხის ქვეშ ატარებდნენ, მკაცრ ცენზურას მიმართავდნენ და ტყუილებს ალაპარაკებდნენ.

წარმოგიდგენიათ, რა დღეში ყოფილა გოგო?! მთელი 9 წელი! მაგრამ ეს კი არ აწუხებდა, იმან გააღიზიანა, არჩევნების შემდეგ ცენზურა უფრო რომ გაუმკაცრეს. დაიბნა გოგო, ვერ გაერკვა რა ხდებოდა. აბა, რა უნდა ექნა, ადგა და წამოვიდა. ნეტავ, რომელი ტელევიზია გაუღებს კარს ამ მომხიბვლელ და თვალებფახულა მატყუარას, წლების განმავლობაში ბედნიერი სახით რომ გვიყვებოდა, როგორ ყვავის ეკონომიკა, როგორი ინტენსივობით შენდება ქვეყანა და როგორ იდეალურ პირობებში გვყავს პატიმრები განახლებულ საპატიმროებში.

პატიმრების თემას ვახო სანაია თავის უკანასკნელ გადაცემაში გამოეხმაურა. იგი ამბობს, რომ მის გადაცემაზე ცენზურა არ ხორციელდებოდა, არც სტუმრებს უთანხმებდა არხის ხელმძღვანელობას, მაგრამ გადაცემა მაინც დაუხურეს. ისე საინტერესოა, რით დაიმსახურა სანაიამ მსგავსი ნდობა? ნუთუ თვითცენზურით?

ეკასგან განსხვავებით ვახომ ჩვენს სატელეფონო ზარს უპასუხა და ამომწურავი პასუხებიც გაგვცა შეკითხვებზე.

ვახო სანაია:

- მე ვერ მოვისმინე ზუსტი განმარტება, რის გამო გაგვათავისუფლეს სამსახურიდან, მხოლოდ მე არა, მთელი ჩვენი გუნდი. არხიდან მოიხსნა "ევროპული არჩევანი" და "ვახო სანაიას რეპორტაჟი". მიმაჩნია, რომ უკანონო გადაწყვეტილებაა და ვამზადებთ სარჩელს, რომელიც უახლოეს მომავალში შევა სასამართლოში და ჩვენ ამ სარჩელს მოვიგებთ, დარწმუნებული ვარ.

- ვახო, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" არასაზოგადოებრივ მიდგომებზე ბევრს ლაპარაკობდნენ წლების განმავლობაში, აკრიტიკებდნენ ჟურნალისტებს, რომლებიც ფარსს გვიყვებოდნენ ტელეეკრანიდან. შენც მოხვდი კრიტიკის ქარცეცხლში, როცა "საზოგადოებრივი არხის" წინ ძალადობა გააპროტესტე და ის, თუ რატომ არ აშუქებდა ამ აქციებს "პირველი არხი". ისმის შეკითხვა, რატომ დღეს?

- ამაზე მარტივი პასუხი მაქვს. ჩემს გადაცემაზე ცენზურა არ ხორციელდებოდა, ამას ვამბობ ყველგან. ჩემი გადაცემა საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოში ყველაზე დაბალანსებულ გადაცემად აღიარეს, სადაც ყველაზე სერიოზული თემები შუქდებოდა, მათ შორის პატიმრების თემაც. ეს არ არის ჩემი დასკვნა, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნაა, ამიტომ არ მესმის ჩემი მისამართით დასმული შეკითხვა, რატომ დღეს. არასდროს მითქვამს, რომ ჩემს გადაცემაზე ცენზურა ხორციელდებოდა და რა უნდა გამეპროტესტებინა? გადაცემის მზადების დროს მე დამოუკიდებელი ვიყავი, პროდიუსერთან და ჟურნალისტებთან ერთად ვარჩევდით თემებს, სტუმრებს.

- როგორ გგონია, რით დაიმსახურე ეს ნდობა, მაშინ როცა ამ ტელევიზიის სხვა ტელეწამყვანები გადაცემის თემებსა და სტუმრებს არხის ხელმძღვანელობას უთანხმებდნენ? იქნებ თვითცენზურით ხსნით ამას?

- ეს მათ უნდა ჰკითხოთ, რატომ უთანხმებდნენ სტუმრებსა თუ თემებს არხის ხელმძღვანელებს. ჩემს გადაცემაში ვერავინ ვერ ჩაერეოდა, ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ საერთაშორისო დონორის მიერ იყო დაფინანსებული. ან რომელ თვითცენზურაზე მელაპარაკებით, უმწვავესი თემები მქონდა გაკეთებული, საკმაოდ საინტერესო სტუმრებს ვიწვევდი და უმწვავეს კითხვებს ვსვამდი. ეს არ არის ჩემი შეფასება. ეს საერთაშორისო შეფასებაა.

- მაშ, რატომ მოიხსნა გადაცემა ეთერიდან და რატომ დაგატოვებინეს ეს ტელეარხი?

- ამ შეკითხვით დიდი ხანია მივმართავ გია ჭანტურიას და პასუხი ვერ მივიღე. მე მაქვს ჩემი ვარაუდები, მაგრამ დღეს ამ ვარაუდების გამომჟღავნებისგან თავს შევიკავებ.

- ვახო, ხომ არ მიგიღია შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სხვა რომელიმე ტელევიზიიდან?

- ამაზე ლაპარაკი არ მინდა. შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მქონდა მანამდეც, სანამ ეს ამბები დაიწყებოდა და მაქვს დღესაც. მაგრამ მე ვრჩები "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" და ბოლომდე ვიბრძოლებ.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები