მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დემიენ ჰერსტი 9 000 პეპლის განადგურებაში დაადანაშაულეს
დემიენ ჰერსტი 9 000 პეპლის განადგურებაში დაადანაშაულეს

ცხო­ველ­თა დამ­ცვე­ლებ­მა თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მხატ­ვა­რი, ბრი­ტა­ნე­ლი დე­მი­ენ ჰერ­სტი 9 000 პეპ­ლის გა­ნად­გუ­რე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

ჰერ­სტს ცხო­ველ­თა დამ­ცვე­ლე­ბის კრი­ტი­კა თავს მას შემ­დეგ და­ა­ტყდა, რაც ლონ­დო­ნის გა­ლე­რა Tate Modern-მა მხატ­ვრის რეტ­როს­პექ­ტუ­ლი გა­მო­ფე­ნა გახ­სნა, მწე­რე­ბი მან ერთ-ერთი ინ­სტა­ლა­ცი­ის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა.

ჰერ­სტის ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ნა­მუ­შევ­რებს შო­რის წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ინ­სტა­ლა­ცია ცო­ცხა­ლი პეპ­ლე­ბით "შე­იყ­ვა­რო და გა­და­იყ­ვა­რო" (In and Out of Love). მა­ყუ­რებ­ლებს უფან­ჯრო ოთახ­ში გავ­ლას სთა­ვა­ზობ­დნენ, რო­მელ­შიც პეპ­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლად დაფ­რი­ნავ­დნენ და ოთახ­ში გან­ლა­გე­ბულ ხილ­სა და დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლის ტან­საც­მელ­ზე სხდე­ბოდ­ნენ. მწე­რე­ბის ნა­წი­ლი კი თეთრ ტი­ლო­ზე ქინ­ძის­თა­ვე­ბით იყო მი­მაგ­რე­ბუ­ლი.

ყო­ველ კვი­რას Tate-ში 400 ახა­ლი მწე­რი მიჰ­ყავ­დათ, რომ და­ღუ­პუ­ლე­ბი შე­ეც­ვა­ლათ. გა­ლე­რე­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ფე­ნის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას - 23 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 9 000 პე­პე­ლა და­ი­ღუ­პა. ამას­თან, ბევ­რი მათ­გა­ნი დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებ­მა შემ­თხვე­ვით მოკ­ლეს. გა­მო­ფე­ნის სტუმ­რე­ბი მწე­რებს ტან­საც­მლი­დან იფერთხავ­დნენ.

"ეს ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ცხო­ვე­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, მა­გა­ლი­თად, ძაღ­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღ­შფოთ­დე­ბო­და. რად­გან ისი­ნი პეპ­ლე­ბი არი­ან, ეს არ ნიშ­ნავს, რომ გაფრ­თხი­ლე­ბა არ სჭირ­დე­ბათ",-გა­ნა­ცხა­და ცხო­ველ­თა დამ­ცვე­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ RSPCA-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

გა­ლე­რე­ის ანო­ტა­ცი­ა­ში ექ­სპო­ზი­ცი­ის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მი იყო, რომ ინ­სტა­ლა­ცია "შე­იყ­ვა­რო და გა­და­იყ­ვა­რო" "სი­ცო­ცხლი­სა და სიკ­ვდი­ლის, სი­ლა­მა­ზი­სა და სი­მა­ხინ­ჯის" თე­მებს ეხე­ბა. Tate-ში ყვე­ბი­ან, რომ მწე­რე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შე­ნე­ბი­დან მოჰ­ყავ­დათ და მათ­თვის ყვე­ლა პი­რო­ბა იყო შექ­მნი­ლი.

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ ბრი­ტა­ნუ­ლი "პეპ­ლე­ბის შემ­ნახ­ვე­ლი" ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Sunday Telegraph-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დემიენ ჰერსტი 9 000 პეპლის განადგურებაში დაადანაშაულეს

დემიენ ჰერსტი 9 000 პეპლის განადგურებაში დაადანაშაულეს

ცხოველთა დამცველებმა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხატვარი, ბრიტანელი დემიენ ჰერსტი 9 000 პეპლის განადგურებაში დაადანაშაულეს.

ჰერსტს ცხოველთა დამცველების კრიტიკა თავს მას შემდეგ დაატყდა, რაც ლონდონის გალერა Tate Modern-მა მხატვრის რეტროსპექტული გამოფენა გახსნა, მწერები მან ერთ-ერთი ინსტალაციისთვის გამოიყენა.

ჰერსტის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორის წარმოდგენილი იყო ინსტალაცია ცოცხალი პეპლებით "შეიყვარო და გადაიყვარო" (In and Out of Love). მაყურებლებს უფანჯრო ოთახში გავლას სთავაზობდნენ, რომელშიც პეპლები თავისუფლად დაფრინავდნენ და ოთახში განლაგებულ ხილსა და დამთვალიერებლის ტანსაცმელზე სხდებოდნენ. მწერების ნაწილი კი თეთრ ტილოზე ქინძისთავებით იყო მიმაგრებული.

ყოველ კვირას Tate-ში 400 ახალი მწერი მიჰყავდათ, რომ დაღუპულები შეეცვალათ. გალერეის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენის მიმდინარეობისას - 23 კვირის განმავლობაში 9 000 პეპელა დაიღუპა. ამასთან, ბევრი მათგანი დამთვალიერებლებმა შემთხვევით მოკლეს. გამოფენის სტუმრები მწერებს ტანსაცმლიდან იფერთხავდნენ.

"ეს ნებისმიერი სხვა ცხოველი რომ ყოფილიყო, მაგალითად, ძაღლი, საზოგადოება აღშფოთდებოდა. რადგან ისინი პეპლები არიან, ეს არ ნიშნავს, რომ გაფრთხილება არ სჭირდებათ",-განაცხადა ცხოველთა დამცველი საქველმოქმედო ფონდ RSPCA-ს წარმომადგენელმა.

გალერეის ანოტაციაში ექსპოზიციის შესახებ ნათქვამი იყო, რომ ინსტალაცია "შეიყვარო და გადაიყვარო" "სიცოცხლისა და სიკვდილის, სილამაზისა და სიმახინჯის" თემებს ეხება. Tate-ში ყვებიან, რომ მწერები სპეციალური საშენებიდან მოჰყავდათ და მათთვის ყველა პირობა იყო შექმნილი.

გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ ბრიტანული "პეპლების შემნახველი" ორგანიზაციის პროტესტი გამოიწვია.

მომზადებულია The Sunday Telegraph-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს