Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნება" ახალ პარლამენტში 41 მაჟორიტარულ მანდატს მიიღებს
"ქართული ოცნება" ახალ პარლამენტში 41 მაჟორიტარულ მანდატს მიიღებს

კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" პარ­ლა­მენ­ტში კი­დევ სამ მა­ჟო­რი­ტარს შე­იყ­ვანს. გუ­შინ­დე­ლი გან­მე­ო­რე­ბი­თი კენ­ჭისყ­რის შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სიღ­ნაღ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატს ამომ­რჩე­ველ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 49.09%-მა და­უ­ჭი­რა მხა­რი , "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ ლე­ვან ბეჟაშ­ვილს კი - 47%-მა. გუ­შინ სიღ­ნაღ­ში გან­მე­ო­რე­ბი­თი კენ­ჭისყრა მხო­ლოდ ერთ უბან­ზე ჩა­ტარ­და, სა­დაც გელა გე­ლაშ­ვილ­მა 356 ხმა მი­ი­ღო (50.5%), ხოლო ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა 86 ხმა (14.03%).

გო­რის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატ მალ­ხაზ ვახ­ტან­გაშ­ვილს 47.43% უჭერს მხარს, ხოლო "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ გი­ორ­გი ტა­ტიშ­ვილს 46.19%. გუ­შინ­დე­ლი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით კი, ტა­ტიშ­ვილ­მა 32 ხმა მი­ი­ღო ( 7.41%), ვახ­ტან­გიშ­ვილ­მა კი - 397 ხმა. (91.9%).

ხა­შუ­რის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილს ამომ­რჩე­ველ­თა 57.75% უჭერს მხარს, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ სერ­გო ქი­ტი­აშ­ვილს კი - 33.61%.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ახალ პარ­ლა­მენ­ტში 41 მა­ჟო­რი­ტა­რულ ად­გილს მი­ი­ღებს; "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" - 32 მან­დატს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ქართული ოცნება" ახალ პარლამენტში 41 მაჟორიტარულ მანდატს მიიღებს

"ქართული ოცნება" ახალ პარლამენტში 41 მაჟორიტარულ მანდატს მიიღებს

კოალიცია "ქართული ოცნება" პარლამენტში კიდევ სამ მაჟორიტარს შეიყვანს. გუშინდელი განმეორებითი კენჭისყრის შედეგების გათვალისწინებით, სიღნაღში "ქართული ოცნების" კანდიდატს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49.09%-მა დაუჭირა მხარი , "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ლევან ბეჟაშვილს კი - 47%-მა. გუშინ სიღნაღში განმეორებითი კენჭისყრა მხოლოდ ერთ უბანზე ჩატარდა, სადაც გელა გელაშვილმა 356 ხმა მიიღო (50.5%), ხოლო ლევან ბეჟაშვილმა 86 ხმა (14.03%).

გორის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატ მალხაზ ვახტანგაშვილს 47.43% უჭერს მხარს, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ გიორგი ტატიშვილს 46.19%. გუშინდელი შედეგების მიხედვით კი, ტატიშვილმა 32 ხმა მიიღო ( 7.41%), ვახტანგიშვილმა კი - 397 ხმა. (91.9%).

ხაშურის საარჩევნო ოლქის შედეგების მიხედვით, "ქართული ოცნების" კანდიდატ ვალერი გელაშვილს ამომრჩეველთა 57.75% უჭერს მხარს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ სერგო ქიტიაშვილს კი - 33.61%.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, "ქართული ოცნება" ახალ პარლამენტში 41 მაჟორიტარულ ადგილს მიიღებს; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 32 მანდატს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა