საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ციხის სკანდალის სკანდალური გაგრძელება
ციხის სკანდალის სკანდალური გაგრძელება

პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლის გა­მო­მა­აშ­კა­რა­ვე­ბე­ლი ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე დიდი ხა­ნია თა­ვი­სი ოჯა­ხის თურ­ქე­თი­დან ბელ­გი­ა­ში ჩაყ­ვა­ნას ითხოვს, რაც არა და არ ხერ­ხდე­ბა. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მასა და მე­რაბ ბლა­და­ძეს (ბრი­უ­სელ­ში "ობი­ექ­ტი­ვის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი) შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­ძა­ბა. ბლა­და­ძემ აღი­ა­რა, რომ ბე­დუ­კა­ძეს სცე­მა და ჯა­ლა­თი უწო­და. ცნო­ბი­ლია, რომ ეს უკა­ნას­კნე­ლი მას­თან ცხოვ­რობ­და. ამ ამ­ბის გახ­მა­უ­რე­ბის შემ­დეგ ბლა­და­ძემ ბრი­უ­სელ­ში "ობი­ექ­ტი­ვის" წარ­მო­მად­გენ­ლის პოს­ტი და­ტო­ვა. ბე­დუ­კა­ძე ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ძა­ლე­ბის სარ­დლის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს­თან, დაზ­ვერ­ვის პირ­ვე­ლი რან­გის კა­პი­ტან ვიქ­ტორ ჭე­ლი­ძეს­თან ცხოვ­რობს და ამ­ბობს, რომ მას ჭე­ლი­ძის გარ­და, ყვე­ლამ უღა­ლა­ტა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბლა­და­ძე ვიქ­ტორ ჭე­ლი­ძე­საც და­ეს­ხა თავს და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. რა გახ­და ამ და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი და რა დე­ტა­ლე­ბი იკ­ვე­თე­ბა სკან­და­ლუ­რი ვი­დე­ო­მა­სა­ლის გა­მომ­ზე­უ­რე­ბი­სა და გავ­რცე­ლე­ბის საქ­მე­ში? "კვი­რის პა­ლიტ­რა" ბელ­გი­ა­ში მყოფ ვიქ­ტორ ჭე­ლი­ძე­სა და ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძეს ესა­უბ­რა:

ვიქ­ტორ ჭე­ლი­ძე: - მე­რაბ ბლა­და­ძემ ბე­დუ­კა­ძეს სას­მელ­ში რა­ღაც ჩა­უ­ყა­რა და გა­თი­შა. მერე ისე სცე­მა, რომ კაც­მა ტვი­ნის შერ­ყე­ვა მი­ი­ღო. რის­თვის იყო სა­ჭი­რო ასე­თი ტე­რო­რი? ცხა­დია, ამ კაცს ისე­თი პი­რო­ბე­ბი შე­უქ­მნეს, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მო­ხერ­ხე­ბუ­ლი­ყო მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცია, სა­დაც და­ი­ჭერ­დნენ და ათ­ქმე­ვი­ნებ­დნენ, თუ რო­გორ აძ­ლევ­და თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი და­ვა­ლე­ბებს. სხვა ახ­სნა ამ ამ­ბავს არა აქვს. "ობი­ექ­ტი­ვის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ბე­დუ­კა­ძეს ურ­ჩი­ეს, ბელ­გი­ის კო­მი­სა­რი­ატ­ში მი­სუ­ლი­ყო და ეთ­ქვა, რომ სა­ზღვა­რი უკა­ნო­ნოდ გად­მოკ­ვე­თა. ამით მან პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბის შან­სი და­კარ­გა, სწო­რედ ეს იყო "ობი­ექ­ტი­ვის" წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ჩა­ნა­ფიქ­რიც. ბე­დუ­კა­ძე მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი­დევ უფრო მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­და. ისე­თი იმი­ჯი შე­უქ­მნეს, თით­ქოს თა­ვად იყო კა­ცის მკვლე­ლი, პა­ტიმ­რე­ბის მწა­მე­ბე­ლი. მოკ­ლედ, გა­რეთ ცხვირს ვე­ღარ ჰყოფ­და. ბელ­გი­ა­ში მყოფ ბევრ ქარ­თველს მისი და­ნახ­ვა აღი­ზი­ა­ნებ­და და შე­იძ­ლე­ბო­და ვინ­მე თავ­საც დას­ხმო­და. ბე­დუ­კა­ძე თან­და­თან ბლა­და­ძის მძე­ვალს და­ემ­სგავ­სა. ამის შემ­დეგ დახ­მა­რე­ბა მთხო­ვა. მე მას სა­მარ­თლებ­რი­ვი ბრძო­ლის გზა და­ვა­ნა­ხე. ეს მის­თვის ერ­თა­დერ­თი ხსნა იყო. ხე­ლახ­ლა მი­ვი­და კო­მი­სა­რი­ატ­ში, სა­კუ­თარ თავ­ზე სწო­რი მო­ნა­ცე­მე­ბი მის­ცა და მო­ი­თხო­ვა პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი.

- ირმა ინაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას ბე­დუ­კა­ძის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ მი­ა­წო­და.

- სიც­რუ­ეა. და­ა­ზუს­ტოს ინაშ­ვილ­მა, ვინ მი­ა­წო­და მა­სა­ლა. სი­ნამ­დვი­ლე­ში ბე­დუ­კა­ძემ ერთ კაცს სთხო­ვა დახ­მა­რე­ბა იმის­თვის, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ეღ­წია და ეს მა­სა­ლა გა­ე­ტა­ნა. იმ პერ­სო­ნის სა­ხელ­სა და გვარს ამ­ჯე­რად არ და­ვა­სა­ხე­ლებ და იქ­სად მო­ვიხ­სე­ნი­ებ, თუმ­ცა და­ვა­ზუს­ტებ, რომ არც მე­რა­ბიშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლეა და არც შსს-ში მუ­შა­ობს. ეს პერ­სო­ნა ერთ-ერთ გა­ო­პო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბულ ქალ­ბა­ტონ­თან მუ­შა­ობ­და. სწო­რედ ამ იქსმა უთხრა ბე­დუ­კა­ძეს, ჩახ­ვალ ბრი­უ­სელ­ში, სა­დაც გი­ორ­გი ფო­ფხა­ძე დაგ­ხვდე­ბაო, ფირი კი თა­ვად და­ი­ტო­ვა და ბე­დუ­კა­ძეს დაჰ­პირ­და, რომ მა­სა­ლას რო­გორ­ღაც მი­აწ­ვდი­და ბრი­უ­სელ­ში. თუმ­ცა ამ იქსმა პა­რა­ლე­ლუ­რად ინ­ფორ­მა­ცია მე­რა­ბიშ­ვილს მი­ა­წო­და. სა­ბო­ლო­ოდ ირმა ინაშ­ვილ­მა მხო­ლოდ კუ­რი­ე­რის ფუნ­ქცია შე­ას­რუ­ლა და ფირი ბრი­უ­სელ­ში ჩა­ი­ტა­ნა.

ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე: "სა­ზღვარ­ზე გა­დას­ვლი­სას სულ ვფიქ­რობ­დი, რომ და­მა­კა­ვებ­დნენ. ინაშ­ვი­ლის თქმით კი გა­მო­დის, რომ შსს-ს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­მა­ცი­ლეს, რაც სიც­რუ­ეა".

ვიქ­ტორ ჭე­ლი­ძე: "როცა ბე­დუ­კა­ძემ დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა იქსს, ისიც უთხრა, ეცა­დე, ამ საქ­მე­ში არ ჩა­რიო ქურ­დე­ბი და რუ­სე­ბი (რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი იგუ­ლის­ხმე­ბა. - ე.ა.). თა­ვად ბე­დუ­კა­ძემ აარ­ჩია ზუს­ტი დრო და მი­ი­ღო ეს სა­ჭი­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ახლა კი მისი გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მით ქუ­ლებს სხვე­ბი იწე­რენ, გა­ი­ძა­ხი­ან, შს სა­მი­ნის­ტროს­გან მოგ­ვა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცი­აო. ლა­დოს კი ეუბ­ნე­ბი­ან, ჭკვი­ა­ნად თუ არ იქ­ნე­ბი, და­გი­ჭე­რე­ნო. ბლა­და­ძემ თა­ვად თქვა, ბე­დუ­კა­ძე ჯა­ლა­თია და დი­ა­ხაც, ხელს ვუშ­ლი­დი, რომ მას­თან თურ­ქე­თი­დან ცოლ-შვი­ლი ჩა­ეყ­ვა­ნა­თო".

ლადო ბე­დუ­კა­ძე: "ბლა­და­ძე ამ­ბობს, რომ თურ­მე ჩა­ნა­წერ­ში ჩემი ხმა გა­ი­გო და აღ­შფოთ­და. ეს ჩა­ნა­წე­რი მე გა­მო­ვი­ტა­ნე იმ დახ­შუ­ლი სივ­რცი­დან, სა­დაც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თან­ხმო­ბის გა­რე­შე ბუ­ზიც კი ვერ შეფ­რინ­დე­ბო­და. დიახ, მე ვი­ღებ­დი ზემ­დგო­მე­ბის და­ვა­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც მენ­დო­ბოდ­ნენ და სწო­რედ ამი­ტომ გა­მო­ვი­ტა­ნე ჩა­ნა­წე­რი. რა გა­საკ­ვი­რია, თუ იქ ჩემი ხმა ის­მის და არა ბე­ბი­ა­ჩე­მის? ზემ­დგო­მე­ბი იმი­ტო­მაც მენ­დო­ბოდ­ნენ, რომ იცოდ­ნენ, ჩემი იქ ყოფ­ნა ჩე­მი­ვე კომ­პრო­მა­ტიც იყო, ამი­ტო­მაც ვერ წარ­მო­ედ­გი­ნათ, ჩა­ნა­წერს რომ გა­მო­ვი­ტან­დი.…ახლა კი რა გა­მო­დის? თურ­მე ბლა­და­ძემ ჩემი ხმა გა­ი­გო და აღ­შფოთ­და? კი მაგ­რამ, სამი თვის წინ ჰქონ­და ეგ კა­სე­ტა ნა­ნა­ხი და ახლა რამ აღაშ­ფო­თა?"

ვიქ­ტორ ჭე­ლი­ძე: - რო­გორც უკვე გი­თხა­რით, ბე­დუ­კა­ძემ თა­ვად და­გეგ­მა ამ კად­რე­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბა, სხვე­ბი კი უც­ბად აღ­მოჩ­ნდნენ "გმი­რე­ბი", რა­შიც ჩემი აზ­რით, ფუ­ლიც აი­ღეს.

- რა იცით?

- ბე­დუ­კა­ძეს ფო­ფხა­ძემ უთხრა, რაღა გინ­და, შენ­ზე ვზრუ­ნავთ, ბლა­და­ძის ბი­ნა­ში ხარ და შენ­თვის მო­სა­ცემ ფულს ბლა­და­ძეს ვაძ­ლევ­თო.

- და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ბე­დუ­კა­ძე ისე წა­ვი­და რის­კზე, უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტია არ ჰქო­ნია.

- არ ჰქო­ნია. მას გა­უ­კე­თეს ტუ­რის­ტუ­ლი ვიზა, პას­პორ­ტი და გა­მო­უშ­ვეს. სხვა­თა შო­რის, "ობი­ექ­ტი­ვის" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ჯგუფ­მა გა­და­იყ­ვა­ნა ბე­დუ­კა­ძის ოჯა­ხი თურ­ქეთ­ში. ერთ-ერთი ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო ჯღარ­კა­ვა იყო. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, მისი ძმა მე­რა­ბიშ­ვილ­თან მუ­შა­ობ­და. სა­ინ­ტე­რე­სოა, ინაშ­ვილ­მა ვი­დე­ო­მა­სა­ლის მომ­წო­დებ­ლად სწო­რედ ის ხომ არ გა­ა­სა­ღა? მაშ, ვის გუ­ლის­ხმობ­და, როცა თქვა, კა­სე­ტა შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ მო­მა­წო­დაო? ამ ვი­დე­ო­მა­სა­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ძა­ლი­ან მალე რომ მი­ვი­და ვა­ნოს­თან, ეს ფაქ­ტია. ამი­ტო­მაც იყო, რომ შსს-მ და­ას­წრო ყვე­ლას და ფრაგ­მენ­ტუ­ლად რა­ღაც კად­რი პა­ტიმ­რის ცე­მის შე­სა­ხებ გა­ავ­რცე­ლა.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ციხის სკანდალის სკანდალური გაგრძელება

ციხის სკანდალის სკანდალური გაგრძელება

პატიმრების წამების ამსახველი მასალის გამომააშკარავებელი ვლადიმერ ბედუკაძე დიდი ხანია თავისი ოჯახის თურქეთიდან ბელგიაში ჩაყვანას ითხოვს, რაც არა და არ ხერხდება. ამ ხნის განმავლობაში მასა და მერაბ ბლადაძეს (ბრიუსელში "ობიექტივის" წარმომადგენელი) შორის ურთიერთობა დაიძაბა. ბლადაძემ აღიარა, რომ ბედუკაძეს სცემა და ჯალათი უწოდა. ცნობილია, რომ ეს უკანასკნელი მასთან ცხოვრობდა. ამ ამბის გახმაურების შემდეგ ბლადაძემ ბრიუსელში "ობიექტივის" წარმომადგენლის პოსტი დატოვა. ბედუკაძე ამჟამად საქართველოს ყოფილი სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის ყოფილ მოადგილესთან, დაზვერვის პირველი რანგის კაპიტან ვიქტორ ჭელიძესთან ცხოვრობს და ამბობს, რომ მას ჭელიძის გარდა, ყველამ უღალატა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ბლადაძე ვიქტორ ჭელიძესაც დაესხა თავს და დაზიანებები მიაყენა. რა გახდა ამ დაპირისპირების მიზეზი და რა დეტალები იკვეთება სკანდალური ვიდეომასალის გამომზეურებისა და გავრცელების საქმეში? "კვირის პალიტრა" ბელგიაში მყოფ ვიქტორ ჭელიძესა და ვლადიმერ ბედუკაძეს ესაუბრა:

ვიქტორ ჭელიძე: - მერაბ ბლადაძემ ბედუკაძეს სასმელში რაღაც ჩაუყარა და გათიშა. მერე ისე სცემა, რომ კაცმა ტვინის შერყევა მიიღო. რისთვის იყო საჭირო ასეთი ტერორი? ცხადია, ამ კაცს ისეთი პირობები შეუქმნეს, რომ არჩევნებამდე მოხერხებულიყო მისი საქართველოში ექსტრადიცია, სადაც დაიჭერდნენ და ათქმევინებდნენ, თუ როგორ აძლევდა თამაზ თამაზაშვილი დავალებებს. სხვა ახსნა ამ ამბავს არა აქვს. "ობიექტივის" წარმომადგენლებმა ბედუკაძეს ურჩიეს, ბელგიის კომისარიატში მისულიყო და ეთქვა, რომ საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. ამით მან პოლიტიკური თავშესაფრის მიღების შანსი დაკარგა, სწორედ ეს იყო "ობიექტივის" წარმომადგენელთა ჩანაფიქრიც. ბედუკაძე მოგვიანებით კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ისეთი იმიჯი შეუქმნეს, თითქოს თავად იყო კაცის მკვლელი, პატიმრების მწამებელი. მოკლედ, გარეთ ცხვირს ვეღარ ჰყოფდა. ბელგიაში მყოფ ბევრ ქართველს მისი დანახვა აღიზიანებდა და შეიძლებოდა ვინმე თავსაც დასხმოდა. ბედუკაძე თანდათან ბლადაძის მძევალს დაემსგავსა. ამის შემდეგ დახმარება მთხოვა. მე მას სამართლებრივი ბრძოლის გზა დავანახე. ეს მისთვის ერთადერთი ხსნა იყო. ხელახლა მივიდა კომისარიატში, საკუთარ თავზე სწორი მონაცემები მისცა და მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი.

- ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ მას ბედუკაძის მიერ გადაღებული ვიდეომასალა შს მინისტრის მოადგილემ მიაწოდა.

- სიცრუეა. დააზუსტოს ინაშვილმა, ვინ მიაწოდა მასალა. სინამდვილეში ბედუკაძემ ერთ კაცს სთხოვა დახმარება იმისთვის, რომ საზღვარგარეთ გაეღწია და ეს მასალა გაეტანა. იმ პერსონის სახელსა და გვარს ამჯერად არ დავასახელებ და იქსად მოვიხსენიებ, თუმცა დავაზუსტებ, რომ არც მერაბიშვილის მოადგილეა და არც შსს-ში მუშაობს. ეს პერსონა ერთ-ერთ გაოპოზიციონერებულ ქალბატონთან მუშაობდა. სწორედ ამ იქსმა უთხრა ბედუკაძეს, ჩახვალ ბრიუსელში, სადაც გიორგი ფოფხაძე დაგხვდებაო, ფირი კი თავად დაიტოვა და ბედუკაძეს დაჰპირდა, რომ მასალას როგორღაც მიაწვდიდა ბრიუსელში. თუმცა ამ იქსმა პარალელურად ინფორმაცია მერაბიშვილს მიაწოდა. საბოლოოდ ირმა ინაშვილმა მხოლოდ კურიერის ფუნქცია შეასრულა და ფირი ბრიუსელში ჩაიტანა.

ვლადიმერ ბედუკაძე: "საზღვარზე გადასვლისას სულ ვფიქრობდი, რომ დამაკავებდნენ. ინაშვილის თქმით კი გამოდის, რომ შსს-ს წარმომადგენლებმა გამაცილეს, რაც სიცრუეა".

ვიქტორ ჭელიძე: "როცა ბედუკაძემ დახმარება სთხოვა იქსს, ისიც უთხრა, ეცადე, ამ საქმეში არ ჩარიო ქურდები და რუსები (რუსულ სპეცსამსახურებს დაქვემდებარებული ძალები იგულისხმება. - ე.ა.). თავად ბედუკაძემ აარჩია ზუსტი დრო და მიიღო ეს საჭირო გადაწყვეტილება. ახლა კი მისი გაკეთებული საქმით ქულებს სხვები იწერენ, გაიძახიან, შს სამინისტროსგან მოგვაწოდეს ინფორმაციაო. ლადოს კი ეუბნებიან, ჭკვიანად თუ არ იქნები, დაგიჭერენო. ბლადაძემ თავად თქვა, ბედუკაძე ჯალათია და დიახაც, ხელს ვუშლიდი, რომ მასთან თურქეთიდან ცოლ-შვილი ჩაეყვანათო".

ლადო ბედუკაძე: "ბლადაძე ამბობს, რომ თურმე ჩანაწერში ჩემი ხმა გაიგო და აღშფოთდა. ეს ჩანაწერი მე გამოვიტანე იმ დახშული სივრციდან, სადაც ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე ბუზიც კი ვერ შეფრინდებოდა. დიახ, მე ვიღებდი ზემდგომების დავალებით, რომლებიც მენდობოდნენ და სწორედ ამიტომ გამოვიტანე ჩანაწერი. რა გასაკვირია, თუ იქ ჩემი ხმა ისმის და არა ბებიაჩემის? ზემდგომები იმიტომაც მენდობოდნენ, რომ იცოდნენ, ჩემი იქ ყოფნა ჩემივე კომპრომატიც იყო, ამიტომაც ვერ წარმოედგინათ, ჩანაწერს რომ გამოვიტანდი.…ახლა კი რა გამოდის? თურმე ბლადაძემ ჩემი ხმა გაიგო და აღშფოთდა? კი მაგრამ, სამი თვის წინ ჰქონდა ეგ კასეტა ნანახი და ახლა რამ აღაშფოთა?"

ვიქტორ ჭელიძე: - როგორც უკვე გითხარით, ბედუკაძემ თავად დაგეგმა ამ კადრების გამომზეურება, სხვები კი უცბად აღმოჩნდნენ "გმირები", რაშიც ჩემი აზრით, ფულიც აიღეს.

- რა იცით?

- ბედუკაძეს ფოფხაძემ უთხრა, რაღა გინდა, შენზე ვზრუნავთ, ბლადაძის ბინაში ხარ და შენთვის მოსაცემ ფულს ბლადაძეს ვაძლევთო.

- დაუჯერებელია, რომ ბედუკაძე ისე წავიდა რისკზე, უსაფრთხოების გარანტია არ ჰქონია.

- არ ჰქონია. მას გაუკეთეს ტურისტული ვიზა, პასპორტი და გამოუშვეს. სხვათა შორის, "ობიექტივის" ჟურნალისტების ჯგუფმა გადაიყვანა ბედუკაძის ოჯახი თურქეთში. ერთ-ერთი ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა იყო. რამდენადაც ვიცი, მისი ძმა მერაბიშვილთან მუშაობდა. საინტერესოა, ინაშვილმა ვიდეომასალის მომწოდებლად სწორედ ის ხომ არ გაასაღა? მაშ, ვის გულისხმობდა, როცა თქვა, კასეტა შს მინისტრის მოადგილემ მომაწოდაო? ამ ვიდეომასალის შესახებ ინფორმაცია ძალიან მალე რომ მივიდა ვანოსთან, ეს ფაქტია. ამიტომაც იყო, რომ შსს-მ დაასწრო ყველას და ფრაგმენტულად რაღაც კადრი პატიმრის ცემის შესახებ გაავრცელა.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა