პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიტა ჯანაშია - როცა ქვეყანას ამხელა პრობლემა აქვს და ასეთი საშინელება ხდება, გზების დაგებაზე არ უნდა მელაპარაკებოდე
მარიტა ჯანაშია - როცა ქვეყანას ამხელა პრობლემა აქვს და ასეთი საშინელება ხდება, გზების დაგებაზე არ უნდა მელაპარაკებოდე

მო­დე­ლი მა­რი­ტა ჯა­ნა­შია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად გა­მო­ხა­ტავ­და სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე, პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს, მას შემ­დეგ, რაც წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბი გა­მო­ცხად­და, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დრო­შა­შე­მოხ­ვე­უ­ლი მა­რი­ტა ქუ­ჩა­ში გა­ვი­და და გა­მარ­ჯვე­ბა იზე­ი­მა. იმის გამო, რომ ქვე­ყა­ნა­ში ნელ-ნელა სიმ­შვი­დე ისად­გუ­რებს, ჩვენც ნელ-ნელა ვუბ­რუნ­დე­ბით ჩვენს ფორ­მატს, ამი­ტომ მა­რი­ტას გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გარ­და "ცხოვ­რე­ბის სტილ­ზეც" ვე­სა­უბ­რეთ.

- რო­გორც უმ­რავ­ლე­სო­ბა, შენც აღ­შფო­თე­ბუ­ლი იყა­ვი მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბით და აქ­ტი­უ­რად აფიქ­სი­რებ­დი შენს მო­საზ­რე­ბებს "ფე­ის­ბუ­ქის" მეშ­ვე­ო­ბით. წერ­დი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი იყო სა­ში­ნე­ლე­ბა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან უნდა წა­სუ­ლი­ყო. ამის ფონ­ზე არც გამ­კვირ­ვე­ბია, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბა იზე­ი­მე...

- რა თქმა უნდა, გა­მი­ხარ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბა და ეს გა­მოვ­ხა­ტე კი­დეც. სო­ფე­ლი მაქვს სა­ჩხე­რე­ში, ეს ის ად­გი­ლია, რო­მელ­ზეც ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა უკვე დიდი ხა­ნია ზრუ­ნავს. სა­ჩხე­რე­ში ნე­ბის­მი­ერ გამ­ვლელს ბი­ძი­ნა­ზე რამე რომ ჰკი­თხოთ, შე­იძ­ლე­ბა ტი­რი­ლი და­ი­წყოს, ისე უყ­ვართ იქ ეს ადა­მი­ა­ნი, მეც ყო­ველ­თვის დიდ პა­ტივს ვცემ­დი, მა­ნამ­დეც, სა­ნამ პო­ლი­ტი­კა­ში მო­ვი­დო­და. ჩემი აზ­რით, მისი ეს ნა­ბი­ჯი სწო­რია, სხვაგ­ვა­რად არ შე­იძ­ლე­ბო­და. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ახლა ისევ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" გვე­ყო­ლე­ბო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ხომ არ შე­იძ­ლე­ბო­და მათი მმარ­თვე­ლო­ბა და­უს­რუ­ლებ­ლად გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო? გა­სა­გე­ბია, რომ ბი­ძი­ნა­საც ჰყავს რამ­დე­ნი­მე ძვე­ლი კად­რი, მაგ­რამ ჩვენ­თვის ისი­ნიც ახ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ახა­ლი ძალა სჭირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა იმ­დე­ნი კარ­გი გა­ა­კე­თა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, შე­უძ­ლე­ბე­ლია ახლა რამე ავ­ნოს ქვე­ყა­ნას. კარ­გად მეს­მის მა­თიც, ვი­საც აში­ნებთ სი­ახ­ლე, ისი­ნი ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინერ­ცი­ით ცხოვ­რობ­დნენ, ახლა კი მო­ვი­და ახა­ლი ძალა და ეს აში­ნებთ, ალ­ბათ ეს ბუ­ნებ­რი­ვი გრძნო­ბაა. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ისე­თი სა­ხე­ე­ბით და­დი­ო­და, მე­ში­ნო­და, ყვე­ლა იღ­რი­ნე­ბო­და, მას შემ­დეგ, რაც გა­ი­გეს, რომ მე "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ვუ­ჭერ­დი მხარს, "ფე­ის­ბუქ­ზე" მე­გობ­რე­ბი გა­მი­ნა­ხევ­რდა (იღი­მე­ბა).

- შენ თვი­თონ­ვე და­წე­რე, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა თქვე­ნი ხე­ლით ამომ­შა­ლეთ მე­გობ­რე­ბი­და­ნო...

- კი, ეს მა­შინ დავ­წე­რე, როცა პა­ტიმ­რე­ბის კად­რე­ბი გავ­რცელ­და, რად­გან ზოგი ამ­ბობ­და, მერე რა მოხ­და, მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი სხვა­გა­ნაც ფიქ­სირ­დე­ბაო. შე­იძ­ლე­ბა სად­მე ასე­თი რამ მარ­თლაც ხდე­ბა, მაგ­რამ იქ პა­ტიმ­რებს შო­რის ხდე­ბა ეს სი­სა­ძაგ­ლე და არა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან. იმ­დე­ნად იმოქ­მე­და ამ ვი­დე­ო­ე­ბის კად­რებ­მაც კი, რომ ის­ტე­რი­კა­ში ჩავ­ვარ­დი, დღე და ღამე ვტი­რო­დი, მთლი­ა­ნად ვი­დე­ო­ე­ბი არც კი მი­ნა­ხავს, რომ მე­ნა­ხა, ალ­ბათ მოვ­კვდე­ბო­დი. მერე "ქდმ"-ს სა­რეკ­ლა­მო რგოლ­ში მოვ­კა­რი თვა­ლი ნა­წყვე­ტებს იმ სა­ში­ნე­ლი ვი­დე­ო­ე­ბი­დან და სა­ერ­თოდ გავ­ნად­გურ­დი. რომ ამ­ბო­ბენ, არ იცო­და პრე­ზი­დენ­ტმაო, ეს სა­მარ­ცხვი­ნო არ არის? ის ხომ იცის, მას­ზე ვინ რა თქვა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ცი­ა­ზე ვინ იყო მი­სუ­ლი და ამ­ხე­ლა სი­სას­ტი­კის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და? ამას ვერ და­ვი­ჯე­რებ და თუ ასე­თი რამ გა­ე­პა­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ეს მის სი­სუს­ტე­ზე მი­უ­თი­თებს. როცა ქვე­ყა­ნას ამ­ხე­ლა პრობ­ლე­მა აქვს და ასე­თი სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა, გზე­ბის და­გე­ბა­ზე არ უნდა მე­ლა­პა­რა­კე­ბო­დე, ჯერ მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი გა­მო­ას­წო­რე და გზებს რო­გორ­მე გა­და­ვი­ტანთ.

- მოდი, პო­ლი­ტი­კურ თე­მას ჩა­მოვ­შორ­დეთ და შენ შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვი. რო­გორც ინ­ტერ­ვი­უს და­წყე­ბამ­დე მი­თხა­რი, შენს ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლე­ე­ბია, ბან­კი­დან წა­მო­სულ­ხარ და ახლა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობ...

- სა­ნამ მო­დე­ლო­ბას და­ვი­წყებ­დი, ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და სა­ბან­კო საქ­მე და ამ ფა­კულ­ტეტ­ზე მინ­დო­და ჩა­ბა­რე­ბა, მაგ­რამ მერე გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო გა­და­ვი­ფიქ­რე და ჩა­ვა­ბა­რე თე­ატ­რა­ლურ­ში, ორი წლის წინ ავი­ღე აკა­დე­მი­უ­რი და შე­ვი­ჩე­რე სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სი, რად­გან მო­დე­ლად სა­ზღვარ­გა­რეთ მივ­დი­ო­დი სა­მუ­შა­ოდ. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე ჩემი მე­გობ­რის მა­მამ შე­მომ­თა­ვა­ზა ბან­კში მუ­შა­ო­ბა, დავ­თან­ხმდი და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე, ვის­წავ­ლე ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც ყო­ველ­თვის გა­მო­მად­გე­ბა. ახლა სწავ­ლას ვაგ­რძე­ლებ თე­ატ­რა­ლურ­ში. მე­ო­რე კურ­სის ნაც­ვლად ისევ პირ­ველ­ზე, გიზო ჟორ­და­ნი­ას ჯგუფ­ში ვჯდე­ბი, მი­მაჩ­ნია, რომ ამ ადა­მი­ა­ნის­გან ბევრ კარ­გს ვის­წავ­ლი და ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე ყვე­ლა­ფე­რი ისევ თა­ვი­დან და­ვი­წყო. სწავ­ლას ბან­კში მუ­შა­ო­ბას ვერ შე­ვუ­თავ­სებ­დი, ამი­ტომ ბან­კი­დან წა­მო­ვე­დი, მუ­შა­ო­ბა "მი­უ­ზიკ ბოქსში" და­ვი­წყე. გა­და­ცე­მა "ფე­შენ თა­ი­მის" წამ­ყვა­ნი ვარ.

- რა ტი­პის გა­და­ცე­მაა?

- ჩვენს გა­და­ცე­მა­ში რეკ­ლა­მას ვუ­კე­თებთ ამა თუ იმ მა­ღა­ზი­ას, სი­ლა­მა­ზის სა­ლონს, ეს­თე­ტი­კის ცენ­ტრს. მივ­დი­ვარ, მა­ყუ­რე­ბელს ვაჩ­ვე­ნებ, რო­გო­რი პრო­დუქ­ცია აქვთ, რა ჯდე­ბა მათი მომ­სა­ხუ­რე­ბა. ასე რომ, თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ, რა ხდე­ბა ქარ­თულ მა­ღა­ზი­ებ­ში, ჩვე­ნი გა­და­ცე­მის მეშ­ვე­ო­ბით შე­იძ­ლე­ბა სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად გა­ერ­კვეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. სხვა­თა შო­რის, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში სწო­რედ ამ გა­და­ცე­მის მეშ­ვე­ო­ბით მოვ­ხვდი, გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვი, იმ დროს ქეთი ოქ­რუ­აშ­ვილს მიჰ­ყავ­და "ფე­შენ თა­ი­მი" და სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით მი­თხრა, მე სხვა გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი ვარ, ახლა ამ გა­და­ცე­მას წამ­ყვა­ნი არ ჰყავს და მე ვმუ­შა­ობ მას­ზეო. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და ეს სფე­რო, და­ვუ­კავ­შირ­დი ლიზა ვა­და­ჭ­კო­რი­ას და ვუ­თხა­რი, წამ­ყვა­ნის პო­ზი­ცი­ა­ზე ვა­კან­სია თუ გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ, გა­მით­ვა­ლის­წი­ნეთ-მეთ­ქი, მან კი მა­შინ­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და­მი­ბა­რა... ჩავ­წე­რეთ საც­დე­ლი გა­და­ცე­მა, რო­მე­ლიც გა­ვი­და ეთერ­ში და მას შემ­დეგ ამ გა­და­ცე­მა­ზე ვმუ­შა­ობ. ერ­თა­დერ­თი, რას­თან შე­გუ­ე­ბაც ცოტა გა­მი­ჭირ­და, სა­უბ­რის მა­ნე­რა იყო, მე სწრა­ფად ვლა­პა­რა­კობ, ტე­ლე­ვი­ზი­ას კი უფრო გა­მოკ­ვე­თი­ლი და დამ­ჯდა­რი მე­ტყვე­ლე­ბა სჭირ­დე­ბა, ახლა უკვე მი­ვეჩ­ვიე და ვცდი­ლობ პრობ­ლე­მე­ბიც გა­მო­ვას­წო­რო.

- როცა ბან­კში მუ­შა­ობ­დი, დი­ლით ადრე ად­გო­მა, კლა­სი­კუ­რად ჩაც­მა გი­წევ­და, ახლა რო­გორ და რო­დის იწყებ დი­ლას?

- როცა ბან­კში ვმუ­შა­ობ­დი, დი­ლის რვა სა­ათ­ზე ვდგე­ბო­დი, ახლა ასე ადრე ად­გო­მა არ გვჭირ­დე­ბა, მაგ­რამ მა­ინც ადრე ვიღ­ვი­ძებ, რად­გან გვი­ან გა­მო­ფხიზ­ლე­ბუ­ლი გვი­ან აკე­თებ ყვე­ლა­ფერს. მირ­ჩევ­ნია, ცოტა ძილი მო­ვიკ­ლო და მერე მთე­ლი დღე საქ­მეს დრო­უ­ლად მივ­ხე­დო. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი არ მაქვს, კვი­რა­ში ორი-სამი დღე ვმუ­შა­ობ, ერთ დღეს გა­და­ღე­ბე­ბი მაქვს, შემ­დეგ ვწერ ტექსტს და ხმას ვა­დებ კად­რებს. ჯერ­ჯე­რო­ბით ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი არ მაქვს, მაგ­რამ ცოტა ხან­ში სწავ­ლაც და­მე­წყე­ბა და მთე­ლი დღე შე­მევ­სე­ბა.

- დი­ლა­ო­ბით აუ­ცი­ლებ­ლად სა­უზ­მობ?

- არა, სა­ერ­თოდ, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი თვა­ლის გა­ხე­ლაა, მაღ­ვი­ძა­რა რომ და­რე­კავს, შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­რთო და და­ვი­ძი­ნო, მაგ­რამ თუ თავი წა­მოვ­წიე, მა­ლე­ვე ვფხიზ­ლდე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა სა­უზ­მეს, დი­ლით თით­ქმის არას­დროს ვჭამ, მაგ­რამ ბოლო დროს ისე გავ­ხდი, დედა სახ­ლში აღარ მიშ­ვებს (იღი­მე­ბა). დღე­ში ერთხელ, მაქ­სი­მუმ ორ­ჯერ მი­წევს ჭამა, რაც საგ­რძნობ­ლად აი­სა­ხა ჩემს გა­რეგ­ნო­ბა­ზე, ამი­ტომ უნდა და­ვი­წყო დი­ლით ჭამა, თო­რემ საქ­მე ცუ­დად წავა (იცი­ნის). სახ­ლი­დან გას­ვლამ­დე აუ­ცი­ლებ­ლად ვსვამ ყა­ვას, ამ დროს დე­დაც ჩემ­თან ერ­თად უნდა იყოს და მე­ლა­პა­რა­კე­ბო­დეს, ეს ერ­თგვა­რი რი­ტუ­ა­ლია.

- რამ­დე­ნა­დაც ვიცი, სახ­ლში გყავს კატა და ძაღ­ლი, თვი­თონ ზრუ­ნავ მათ­ზე? ალ­ბათ შენს დღის რე­ჟიმ­ში ესეც შე­დის...

- იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჩემი ვე­რან­და პირ­და­პირ სა­ხუ­რავ­ზე გა­დის, ხში­რად ეზო­დან სა­ხუ­რა­ვის გავ­ლით შე­მო­დი­ან კა­ტე­ბი, მე კი ისე მიყ­ვარს ისი­ნი, ყვე­ლას ვი­ტო­ვებ და ვზრუ­ნავ მათ­ზე. ვე­რან­და­ზე თა­ვი­სი სა­წო­ლი უდ­გათ და თა­ვი­სი საჭ­მე­ლი აქვთ. გარ­და კა­ტე­ბი­სა, მყავს ძაღ­ლი, რო­მე­ლიც უკვე 11 თუ 12 წლი­საა, მაგ­რამ მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბის არა­ფე­რი ეტყო­ბა, ისევ ჯან­ზეა (იცი­ნის). მდედ­რო­ბი­თი სქე­სის კა­ტე­ბი აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ან და ძაღლს ვერ ეგუ­ე­ბი­ან, მაგ­რამ ბიჭ კა­ტებს არა აქვთ მას­თან პრობ­ლე­მა. ამ­ჟა­მად მყავს შავი კატა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მას კარ­გად ეგუ­ე­ბა ჩემი ძაღ­ლი.

- რო­გო­რია შენი ოთ­ახი... რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ის ად­გი­ლი, სა­დაც მა­რი­ტა ჯა­ნა­შია თავს ყვე­ლა­ზე კარ­გად გრძნობს...

- იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ორი წლის წინ და­ვი­წყეთ რე­მონ­ტი და ჯე­რაც არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, ოთა­ხი არ მაქვს, ამი­ტომ დე­დას ვეხ­ვე­წე­ბი ხოლ­მე, შენ­თან და­ვი­ძი­ნებ-მეთ­ქი. რო­გორც იქნა, სრულ­დე­ბა ჩემი ოთა­ხის გა­კე­თე­ბა, ერთი კე­დე­ლი ვარ­დის­ფე­რია, და­ნარ­ჩენ­ზე კი გა­ვა­კა­რით შპა­ლე­რი, რო­მელ­საც ალუბ­ლე­ბი და მარ­წყვე­ბი ახა­ტია, ძა­ლი­ან არა­სე­რი­ო­ზუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ნუ შე­გექ­მნე­ბათ, მარ­თლა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გა­მო­ვი­და, ჯერ­ჯე­რო­ბით ავე­ჯი არ შეგ­ვი­ტა­ნია, რად­გან გვინ­და კარ­გად გაშ­რეს კედ­ლე­ბი, გა­ნი­ა­ვე­ბის შემ­დეგ შე­ვალ ჩემს ოთახ­ში და დე­და­საც თავს და­ვა­ნე­ბებ. ღამე, ძილ­ში ხელ-ფე­ხის ქნე­ვა ვიცი და დედა სულ და­ლურ­ჯე­ბუ­ლი მყავს. ძა­ლი­ან მინ­და ჩემს ოთახ­ში ძი­რი­დან ჭე­რამ­დე წიგ­ნე­ბის თხე­ლი თარო გა­ვა­კე­თო, მაგ­რამ რამ­დე­ნად მომ­ცემს ოთა­ხის ზო­მე­ბი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას, არ ვიცი. როცა კედ­ლე­ბი გაშ­რე­ბა, ოთახ­ში აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვი­ტან სა­წოლს, კომ­პი­უ­ტე­რის მა­გი­დას და კა­რა­დას, რომ­ლის და­ლა­გე­ბაც სულ მე­ზა­რე­ბა. ესაა ჩემი და დე­დას ჩხუ­ბის მი­ზე­ზი. ერთ დღეს და­ვა­ლა­გებ კა­რა­დას, მერე რა­ღაც ისე­თი მო­მინ­დე­ბა, რაც ბო­ლო­შია, ძლივს გა­მო­ვაძ­ვრენ, თავ­და­ყი­რა დგე­ბა ყვე­ლა­ფე­რი და თუ დრო არ მაქვს, ასე ვტო­ვებ. სა­ერ­თოდ, როცა სახ­ლში ვარ და მცა­ლია, მიყ­ვარს და­ლა­გე­ბა, შე­იძ­ლე­ბა "უბორ­კაც" კი გა­ვა­კე­თო მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა.

- რო­გორც ამ­ბობ, ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ხარ, შეყ­ვა­რე­ბუ­ლის სა­ნა­ხა­ვად რო­დის იცლი? რო­გორ ატა­რებთ თა­ვი­სუ­ფალ დროს?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჩემ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ მა­ინც ახერ­ხებს ჩემ­თან მოს­ვლას და დრო­ის ჩემ­თან გა­ტა­რე­ბას. როცა მე მცა­ლია, სტუ­დი­ა­ში მივ­დი­ვარ მას­თან. როცა ზის და ფო­ტო­ებს ამუ­შა­ვებს, მეც მას­თან ვარ, თუ გრძე­ლი და დამ­ღლე­ლი გა­და­ღე­ბა არ აქვს, ვეხ­მა­რე­ბი კი­დეც. თვი­თო­ნაც ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა და გვერ­დში მიდ­გას, როცა სცა­ლია, გა­და­ღე­ბებ­ზეც დამ­ყვე­ბა, ყო­ველ­თვის პა­ტივს სცემს ჩემს ყვე­ლა­ნა­ირ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და მამ­ხნე­ვებს. ხან­და­ხან ვბრაზ­დე­ბი და ვბუ­ზღუ­ნებ, რა­ტომ არ გრჩე­ბა ჩემ­თვის დრო-მეთ­ქი, თუმ­ცა ისიც ვიცი, რომ ლა­შას ყო­ველ­თვის უნდა ჩემ გვერ­დით ყოფ­ნა, მაგ­რამ საქ­მე საქ­მეა და დიდ ყუ­რა­დღე­ბას მო­ი­თხოვს.

- რო­გორც მივ­ხვდი, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევრ ად­გი­ლას გი­წევს მის­ვლა. ფე­ხით ქუ­ჩა­ში სი­ა­რუ­ლი თუ გიყ­ვარს? უფრო ხში­რად რით მოძ­რა­ობ?

- ფე­ხით სი­ა­რუ­ლი მიყ­ვარს, მაგ­რამ როცა საქ­მე­ზე მივ­დი­ვარ და მეჩ­ქა­რე­ბა, ძი­რი­თა­დად ტაქ­სით გა­და­ვად­გილ­დე­ბი. სა­მარ­ცხვი­ნოა, მაგ­რამ მან­ქა­ნის მარ­თვა არ ვიცი, არა­და ძა­ლი­ან მინ­და, ვის­წავ­ლო და მან­ქა­ნაც ვი­ყი­დო. მგო­ნი ტაქ­სებ­ში ორი მან­ქა­ნის ფული მაქვს გა­დახ­დი­ლი. იმე­დია, ოც­ნე­ბას ავიხ­დენ, ტა­რე­ბა­საც ვის­წავ­ლი და მან­ქა­ნა­საც ვი­ყი­დი (იღი­მე­ბა).

- და­ბო­ლოს გვი­თხა­რი, და­ძი­ნე­ბის წინ რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რი­ტუ­ა­ლი თუ გაქვს? ზოგი წიგ­ნის ერთ გვერდს მა­ინც კი­თხუ­ლობს, ზოგი - ჩარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზო­რის ფონ­ზე იძი­ნებს, ზოგი - მუ­სი­კის თან­ხლე­ბით...

- მე ვრთავ სე­რი­ალ "მე­გობ­რებს" და ამის ფონ­ზე ვი­ძი­ნებ, ეს რი­ტუ­ა­ლია ჩემ­თვის და რომ დამ­თავ­რდე­ბა, რა მეშ­ვე­ლე­ბა, არ ვიცი.

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მარიტა ჯანაშია - როცა ქვეყანას ამხელა პრობლემა აქვს და ასეთი საშინელება ხდება, გზების დაგებაზე არ უნდა მელაპარაკებოდე

მარიტა ჯანაშია - როცა ქვეყანას ამხელა პრობლემა აქვს და ასეთი საშინელება ხდება, გზების დაგებაზე არ უნდა მელაპარაკებოდე

მოდელი მარიტა ჯანაშია სოციალურ ქსელში აქტიურად გამოხატავდა საკუთარ მოსაზრებას მიმდინარე მოვლენებზე, პირველ ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც წინასწარი შედეგები გამოცხადდა, "ქართული ოცნების" დროშაშემოხვეული მარიტა ქუჩაში გავიდა და გამარჯვება იზეიმა. იმის გამო, რომ ქვეყანაში ნელ-ნელა სიმშვიდე ისადგურებს, ჩვენც ნელ-ნელა ვუბრუნდებით ჩვენს ფორმატს, ამიტომ მარიტას განვითარებული მოვლენების გარდა "ცხოვრების სტილზეც" ვესაუბრეთ.

- როგორც უმრავლესობა, შენც აღშფოთებული იყავი მიმდინარე მოვლენებით და აქტიურად აფიქსირებდი შენს მოსაზრებებს "ფეისბუქის" მეშვეობით. წერდი, რომ ეს ყველაფერი იყო საშინელება და "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებიდან უნდა წასულიყო. ამის ფონზე არც გამკვირვებია, რომ "ქართული ოცნების" გამარჯვება იზეიმე...

- რა თქმა უნდა, გამიხარდა ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება და ეს გამოვხატე კიდეც. სოფელი მაქვს საჩხერეში, ეს ის ადგილია, რომელზეც ბატონი ბიძინა უკვე დიდი ხანია ზრუნავს. საჩხერეში ნებისმიერ გამვლელს ბიძინაზე რამე რომ ჰკითხოთ, შეიძლება ტირილი დაიწყოს, ისე უყვართ იქ ეს ადამიანი, მეც ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი, მანამდეც, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა. ჩემი აზრით, მისი ეს ნაბიჯი სწორია, სხვაგვარად არ შეიძლებოდა. "ქართული ოცნება" რომ არ ყოფილიყო, ახლა ისევ "ნაციონალები" გვეყოლებოდა ხელისუფლებაში, ხომ არ შეიძლებოდა მათი მმართველობა დაუსრულებლად გაგრძელებულიყო? გასაგებია, რომ ბიძინასაც ჰყავს რამდენიმე ძველი კადრი, მაგრამ ჩვენთვის ისინიც ახლები იქნებიან ხელისუფლებაში, ახალი ძალა სჭირდება საქართველოს. ბიძინა ივანიშვილმა იმდენი კარგი გააკეთა საქართველოსთვის, შეუძლებელია ახლა რამე ავნოს ქვეყანას. კარგად მესმის მათიც, ვისაც აშინებთ სიახლე, ისინი ამდენი წლის განმავლობაში ინერციით ცხოვრობდნენ, ახლა კი მოვიდა ახალი ძალა და ეს აშინებთ, ალბათ ეს ბუნებრივი გრძნობაა. არჩევნებამდე შექმნილი ვითარების გამო საზოგადოება ისეთი სახეებით დადიოდა, მეშინოდა, ყველა იღრინებოდა, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ მე "ქართულ ოცნებას" ვუჭერდი მხარს, "ფეისბუქზე" მეგობრები გამინახევრდა (იღიმება).

- შენ თვითონვე დაწერე, ნაციონალების მხარდამჭერებმა თქვენი ხელით ამომშალეთ მეგობრებიდანო...

- კი, ეს მაშინ დავწერე, როცა პატიმრების კადრები გავრცელდა, რადგან ზოგი ამბობდა, მერე რა მოხდა, მსგავსი ფაქტები სხვაგანაც ფიქსირდებაო. შეიძლება სადმე ასეთი რამ მართლაც ხდება, მაგრამ იქ პატიმრებს შორის ხდება ეს სისაძაგლე და არა სამართალდამცველების მხრიდან. იმდენად იმოქმედა ამ ვიდეოების კადრებმაც კი, რომ ისტერიკაში ჩავვარდი, დღე და ღამე ვტიროდი, მთლიანად ვიდეოები არც კი მინახავს, რომ მენახა, ალბათ მოვკვდებოდი. მერე "ქდმ"-ს სარეკლამო რგოლში მოვკარი თვალი ნაწყვეტებს იმ საშინელი ვიდეოებიდან და საერთოდ გავნადგურდი. რომ ამბობენ, არ იცოდა პრეზიდენტმაო, ეს სამარცხვინო არ არის? ის ხომ იცის, მასზე ვინ რა თქვა, "ქართული ოცნების" აქციაზე ვინ იყო მისული და ამხელა სისასტიკის შესახებ არაფერი იცოდა? ამას ვერ დავიჯერებ და თუ ასეთი რამ გაეპარა ხელისუფლებას, ეს მის სისუსტეზე მიუთითებს. როცა ქვეყანას ამხელა პრობლემა აქვს და ასეთი საშინელება ხდება, გზების დაგებაზე არ უნდა მელაპარაკებოდე, ჯერ მსგავსი ფაქტები გამოასწორე და გზებს როგორმე გადავიტანთ.

- მოდი, პოლიტიკურ თემას ჩამოვშორდეთ და შენ შესახებ მოგვიყევი. როგორც ინტერვიუს დაწყებამდე მითხარი, შენს ცხოვრებაში სიახლეებია, ბანკიდან წამოსულხარ და ახლა ტელევიზიაში მუშაობ...

- სანამ მოდელობას დავიწყებდი, ძალიან მაინტერესებდა საბანკო საქმე და ამ ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ მერე გარემოებების გამო გადავიფიქრე და ჩავაბარე თეატრალურში, ორი წლის წინ ავიღე აკადემიური და შევიჩერე სტუდენტის სტატუსი, რადგან მოდელად საზღვარგარეთ მივდიოდი სამუშაოდ. საქართველოში დაბრუნებისთანავე ჩემი მეგობრის მამამ შემომთავაზა ბანკში მუშაობა, დავთანხმდი და დიდი გამოცდილება მივიღე, ვისწავლე ადამიანებთან ურთიერთობა, რაც ყოველთვის გამომადგება. ახლა სწავლას ვაგრძელებ თეატრალურში. მეორე კურსის ნაცვლად ისევ პირველზე, გიზო ჟორდანიას ჯგუფში ვჯდები, მიმაჩნია, რომ ამ ადამიანისგან ბევრ კარგს ვისწავლი და ამიტომაც გადავწყვიტე ყველაფერი ისევ თავიდან დავიწყო. სწავლას ბანკში მუშაობას ვერ შევუთავსებდი, ამიტომ ბანკიდან წამოვედი, მუშაობა "მიუზიკ ბოქსში" დავიწყე. გადაცემა "ფეშენ თაიმის" წამყვანი ვარ.

- რა ტიპის გადაცემაა?

- ჩვენს გადაცემაში რეკლამას ვუკეთებთ ამა თუ იმ მაღაზიას, სილამაზის სალონს, ესთეტიკის ცენტრს. მივდივარ, მაყურებელს ვაჩვენებ, როგორი პროდუქცია აქვთ, რა ჯდება მათი მომსახურება. ასე რომ, თუ გაინტერესებთ, რა ხდება ქართულ მაღაზიებში, ჩვენი გადაცემის მეშვეობით შეიძლება სახლიდან გაუსვლელად გაერკვეთ სიტუაციაში. სხვათა შორის, ტელევიზიაში სწორედ ამ გადაცემის მეშვეობით მოვხვდი, გადაღებაზე ვიყავი, იმ დროს ქეთი ოქრუაშვილს მიჰყავდა "ფეშენ თაიმი" და სრულიად შემთხვევით მითხრა, მე სხვა გადაცემის წამყვანი ვარ, ახლა ამ გადაცემას წამყვანი არ ჰყავს და მე ვმუშაობ მასზეო. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის მაინტერესებდა ეს სფერო, დავუკავშირდი ლიზა ვადაჭკორიას და ვუთხარი, წამყვანის პოზიციაზე ვაკანსია თუ გამოგიჩნდებათ, გამითვალისწინეთ-მეთქი, მან კი მაშინვე ტელევიზიაში დამიბარა... ჩავწერეთ საცდელი გადაცემა, რომელიც გავიდა ეთერში და მას შემდეგ ამ გადაცემაზე ვმუშაობ. ერთადერთი, რასთან შეგუებაც ცოტა გამიჭირდა, საუბრის მანერა იყო, მე სწრაფად ვლაპარაკობ, ტელევიზიას კი უფრო გამოკვეთილი და დამჯდარი მეტყველება სჭირდება, ახლა უკვე მივეჩვიე და ვცდილობ პრობლემებიც გამოვასწორო.

- როცა ბანკში მუშაობდი, დილით ადრე ადგომა, კლასიკურად ჩაცმა გიწევდა, ახლა როგორ და როდის იწყებ დილას?

- როცა ბანკში ვმუშაობდი, დილის რვა საათზე ვდგებოდი, ახლა ასე ადრე ადგომა არ გვჭირდება, მაგრამ მაინც ადრე ვიღვიძებ, რადგან გვიან გამოფხიზლებული გვიან აკეთებ ყველაფერს. მირჩევნია, ცოტა ძილი მოვიკლო და მერე მთელი დღე საქმეს დროულად მივხედო. ტელევიზიაში დატვირთული გრაფიკი არ მაქვს, კვირაში ორი-სამი დღე ვმუშაობ, ერთ დღეს გადაღებები მაქვს, შემდეგ ვწერ ტექსტს და ხმას ვადებ კადრებს. ჯერჯერობით ძალიან დატვირთული გრაფიკი არ მაქვს, მაგრამ ცოტა ხანში სწავლაც დამეწყება და მთელი დღე შემევსება.

- დილაობით აუცილებლად საუზმობ?

- არა, საერთოდ, ჩემთვის ყველაზე რთული თვალის გახელაა, მაღვიძარა რომ დარეკავს, შეიძლება გამოვრთო და დავიძინო, მაგრამ თუ თავი წამოვწიე, მალევე ვფხიზლდები. რაც შეეხება საუზმეს, დილით თითქმის არასდროს ვჭამ, მაგრამ ბოლო დროს ისე გავხდი, დედა სახლში აღარ მიშვებს (იღიმება). დღეში ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ მიწევს ჭამა, რაც საგრძნობლად აისახა ჩემს გარეგნობაზე, ამიტომ უნდა დავიწყო დილით ჭამა, თორემ საქმე ცუდად წავა (იცინის). სახლიდან გასვლამდე აუცილებლად ვსვამ ყავას, ამ დროს დედაც ჩემთან ერთად უნდა იყოს და მელაპარაკებოდეს, ეს ერთგვარი რიტუალია.

- რამდენადაც ვიცი, სახლში გყავს კატა და ძაღლი, თვითონ ზრუნავ მათზე? ალბათ შენს დღის რეჟიმში ესეც შედის...

- იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ვერანდა პირდაპირ სახურავზე გადის, ხშირად ეზოდან სახურავის გავლით შემოდიან კატები, მე კი ისე მიყვარს ისინი, ყველას ვიტოვებ და ვზრუნავ მათზე. ვერანდაზე თავისი საწოლი უდგათ და თავისი საჭმელი აქვთ. გარდა კატებისა, მყავს ძაღლი, რომელიც უკვე 11 თუ 12 წლისაა, მაგრამ მოხუცებულობის არაფერი ეტყობა, ისევ ჯანზეა (იცინის). მდედრობითი სქესის კატები აგრესიულები არიან და ძაღლს ვერ ეგუებიან, მაგრამ ბიჭ კატებს არა აქვთ მასთან პრობლემა. ამჟამად მყავს შავი კატა, რომელიც ძალიან მიყვარს, მას კარგად ეგუება ჩემი ძაღლი.

- როგორია შენი ოთ­ახი... როგორ გამოიყურება ის ადგილი, სადაც მარიტა ჯანაშია თავს ყველაზე კარგად გრძნობს...

- იქიდან გამომდინარე, რომ ორი წლის წინ დავიწყეთ რემონტი და ჯერაც არ დასრულებულა, ოთახი არ მაქვს, ამიტომ დედას ვეხვეწები ხოლმე, შენთან დავიძინებ-მეთქი. როგორც იქნა, სრულდება ჩემი ოთახის გაკეთება, ერთი კედელი ვარდისფერია, დანარჩენზე კი გავაკარით შპალერი, რომელსაც ალუბლები და მარწყვები ახატია, ძალიან არასერიოზული შთაბეჭდილება ნუ შეგექმნებათ, მართლა ძალიან ლამაზი გამოვიდა, ჯერჯერობით ავეჯი არ შეგვიტანია, რადგან გვინდა კარგად გაშრეს კედლები, განიავების შემდეგ შევალ ჩემს ოთახში და დედასაც თავს დავანებებ. ღამე, ძილში ხელ-ფეხის ქნევა ვიცი და დედა სულ დალურჯებული მყავს. ძალიან მინდა ჩემს ოთახში ძირიდან ჭერამდე წიგნების თხელი თარო გავაკეთო, მაგრამ რამდენად მომცემს ოთახის ზომები ამის საშუალებას, არ ვიცი. როცა კედლები გაშრება, ოთახში აუცილებლად შევიტან საწოლს, კომპიუტერის მაგიდას და კარადას, რომლის დალაგებაც სულ მეზარება. ესაა ჩემი და დედას ჩხუბის მიზეზი. ერთ დღეს დავალაგებ კარადას, მერე რაღაც ისეთი მომინდება, რაც ბოლოშია, ძლივს გამოვაძვრენ, თავდაყირა დგება ყველაფერი და თუ დრო არ მაქვს, ასე ვტოვებ. საერთოდ, როცა სახლში ვარ და მცალია, მიყვარს დალაგება, შეიძლება "უბორკაც" კი გავაკეთო მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება.

- როგორც ამბობ, ძალიან დაკავებული ხარ, შეყვარებულის სანახავად როდის იცლი? როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

- სიმართლე გითხრათ, ჩემი შეყვარებული ჩემზე დაკავებულია, მაგრამ მაინც ახერხებს ჩემთან მოსვლას და დროის ჩემთან გატარებას. როცა მე მცალია, სტუდიაში მივდივარ მასთან. როცა ზის და ფოტოებს ამუშავებს, მეც მასთან ვარ, თუ გრძელი და დამღლელი გადაღება არ აქვს, ვეხმარები კიდეც. თვითონაც ძალიან მეხმარება და გვერდში მიდგას, როცა სცალია, გადაღებებზეც დამყვება, ყოველთვის პატივს სცემს ჩემს ყველანაირ გადაწყვეტილებას და მამხნევებს. ხანდახან ვბრაზდები და ვბუზღუნებ, რატომ არ გრჩება ჩემთვის დრო-მეთქი, თუმცა ისიც ვიცი, რომ ლაშას ყოველთვის უნდა ჩემ გვერდით ყოფნა, მაგრამ საქმე საქმეა და დიდ ყურადღებას მოითხოვს.

- როგორც მივხვდი, დღის განმავლობაში ბევრ ადგილას გიწევს მისვლა. ფეხით ქუჩაში სიარული თუ გიყვარს? უფრო ხშირად რით მოძრაობ?

- ფეხით სიარული მიყვარს, მაგრამ როცა საქმეზე მივდივარ და მეჩქარება, ძირითადად ტაქსით გადავადგილდები. სამარცხვინოა, მაგრამ მანქანის მართვა არ ვიცი, არადა ძალიან მინდა, ვისწავლო და მანქანაც ვიყიდო. მგონი ტაქსებში ორი მანქანის ფული მაქვს გადახდილი. იმედია, ოცნებას ავიხდენ, ტარებასაც ვისწავლი და მანქანასაც ვიყიდი (იღიმება).

- დაბოლოს გვითხარი, დაძინების წინ რაიმე განსაკუთრებული რიტუალი თუ გაქვს? ზოგი წიგნის ერთ გვერდს მაინც კითხულობს, ზოგი - ჩართული ტელევიზორის ფონზე იძინებს, ზოგი - მუსიკის თანხლებით...

- მე ვრთავ სერიალ "მეგობრებს" და ამის ფონზე ვიძინებ, ეს რიტუალია ჩემთვის და რომ დამთავრდება, რა მეშველება, არ ვიცი.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"ბრანჯელინას" სკანდალური სასამართლოს დეტალები და გადაწყვეტილება, რომელმაც ჯოლი გააბრაზა: "არ დავუშვებ, ჩემს შვილებს ზიანი მიადგეთ"

"ბავშვი რომ ჩამახუტეს,  ვერ აღვწერ, ჩემს თავს რა ხდებოდა" - ანდრია გველესიანს და მაიკო ვაწაძეს შვილი შეეძინათ

ირინა შეიკი ქანიე უესთს ხვდება? - შესაძლოა, მალე ფანებმა ახალი ვარსკვლავური წყვილი იხილონ