მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვახტანგ მაისაია: "ყველაფერი რომ ვთქვა, სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება"
ვახტანგ მაისაია: "ყველაფერი რომ ვთქვა, სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება"

2009 წლის გა­ზა­ფხულ­ზე, ე.წ.­ მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბო­ხის შე­მდეგ, რუ­სე­თის სპეცს­ამ­ს­ახურ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სამ­ხედ­რო სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტი ვახ­ტანგ მა­ი­სა­ია და­ა­პა­ტიმ­რეს. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით, 314-ე მუხ­ლის I და II ნა­წი­ლით აღიძ­რა. ვახ­ტანგ მა­ი­სა­ი­ას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­ლე­გი­ამ 2010 წლის 29 იან­ვარს გა­მო­უ­ტა­ნა გა­ნა­ჩე­ნი და 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. ბრალ­დე­ბუ­ლი სას­ჯელს თავ­და­პირ­ვე­ლად სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იხ­დი­და, ამ­ჟა­მად კი ის რუს­თა­ვის მე-17 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს პა­ტი­მარ ვახ­ტანგ მა­ი­სა­ი­ას­თან.

- ბა­ტო­ნო ვახ­ტანგ, რა შე­იც­ვა­ლა პა­ტიმ­რე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში 18 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ?

- შე­და­რე­ბით ნორ­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბია, ვიდ­რე აქამ­დე იყო. პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი და უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რე­ბი ვე­ლო­დე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. რე­ჟი­მის შეც­ვლამ აქაც ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა და ბევ­რს გა­უ­ჩი­ნა იმის იმე­დი, რომ ყვე­ლა­ფე­რი სა­მარ­თლი­ა­ნად გა­და­წყდე­ბა.

- ზო­გი­ერ­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პა­ტიმ­რე­ბი ჩი­ვი­ან, რომ მათ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა კვლავ გრძელ­დე­ბა. თქვენ­თა­ნაც ასეა?

- არა, ჩვენს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ნაკ­ლე­ბად შე­ი­ნიშ­ნე­ბა ასე­თი რამ, თუმ­ცა იყო ამის მცდე­ლო­ბა. მე-17 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა მა­ინც ღიაა და ად­რეც ნაკ­ლე­ბად იყო წნე­ხი. ამას ხელს უწყობ­და პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის ფაქ­ტო­რიც. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აქ ჩემ გარ­და იმ­ყო­ფე­ბა ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, მე­ლორ ვაჩ­ნა­ძე, თე­მურ ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, რა­მაზ სამ­ნი­ძე, შალ­ვა გო­გი­ნაშ­ვი­ლი და სხვე­ბი, რომ­ლებ­მაც შევ­ქმე­ნით წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბა "პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის გა­დარ­ჩე­ნი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სათ­ვის". ჩვენ ვმარ­თავ­დით აქ­ცი­ებს და ხელს ვუშ­ლი­დით ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, გა­ე­ტა­რე­ბი­ნა სა­დამ­სჯე­ლო რეპ­რე­სი­უ­ლი ზო­მე­ბი. ეს იყო ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი იმას­თან ერ­თად, რომ ნა­ხევ­რად ღია სა­პა­ტიმ­რო­ში ერი­დე­ბოდ­ნენ ამას. სა­დამ­სჯე­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბი უფრო და­ხუ­რუ­ლი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა სა­ში­ნე­ლე­ბაა, გეს­ტა­პოს ცი­ხეს ჰგავს.

- თქვენც იხ­დი­დით სას­ჯელს მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და მისი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან სას­ტი­კი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლიც გახ­დით.

- დიახ, იმ სა­პყრო­ბი­ლე­ში ჩემი სი­ცო­ცხლე ბეწ­ვზე ეკი­და, სას­ტი­კად მცე­მეს და რომ არა ჩემი მე­გობ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის რე­აქ­ცია, იმა­ვე ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი­სა და ცი­ხის თა­ნამ­შრო­მელ ლადო ბე­დუ­კა­ძის გმი­რო­ბა, დღეს შე­იძ­ლე­ბა ცო­ცხა­ლი არც ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. სას­ტი­კად ნა­ცემს ლადო ბე­დუ­კა­ძემ აღ­მო­მი­ჩი­ნა დახ­მა­რე­ბა და სიკ­ვდილს გა­დავ­რჩი. ყვე­ლა­ფე­რი იმით და­ი­წყო, რომ 2010 წლის 17 აგ­ვის­ტოს, მე-8 სა­პყრო­ბი­ლე­ში შიმ­ში­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და პა­ტი­მარ­მა მე­ლორ ვაჩ­ნა­ძემ. მე­ო­რე დღეს მას მეც შე­ვუ­ერ­თდი. ჩვენ მო­ვი­თხოვ­დით პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი­სა და რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბის შე­ტა­ნას სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და იქ არა­სამ­თავ­რო­ბო მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის დაშ­ვე­ბას. სა­კან­ში შე­მო­ვიდ­ნენ ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წევ­რე­ბი და შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტა მო­ი­თხო­ვეს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში თა­ნა­საკ­ნე­ლე­ბის დას­ჯი­თა და კარ­ცერ­ში ჩას­მით და­მე­მუქრნენ. მუ­ქა­რის მი­უ­ხე­და­ვად, შიმ­ში­ლო­ბა არ შე­მი­წყვე­ტია, მაგ­რამ თა­ნა­საკ­ნე­ლე­ბი რომ არ და­ე­სა­ჯათ, ულუ­ფას ვი­ღებ­დი და შემ­დეგ ურ­ნა­ში ვყრი­დი. თა­ნა­საკ­ნე­ლებ­ზე ზე­წო­ლა რომ შე­წყვე­ტი­ლი­ყო, დავ­წე­რე გან­ცხა­დე­ბა - ცალ­კე სა­კან­ში გა­დაყ­ვა­ნას ვი­თხოვ­დი. რო­დე­საც სხვა სა­კან­ში გა­დავ­ყავ­დი, დე­რე­ფან­ში, ცი­ხის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ვიქ­ტორ ყა­ჭე­იშ­ვილ­მა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ორმა თა­ნამ­შრო­მელ­მა ერთი კვი­რის ნა­შიმ­ში­ლა­რი ჯერ სი­ტყვი­ე­რად შე­უ­რა­ცხმყვეს, შემ­დეგ კე­დელ­ზე მი­მა­ხეთ­ქეს და წაქ­ცე­ულს წიხ­ლე­ბი მირ­ტყეს მუ­ცელ­ში.

ცე­მის შე­დე­გად ჩა­მემტვრა ცხვი­რის ძგი­დე, მი­ვი­ღე ტვი­ნის შერ­ყე­ვა. შემ­დეგ და­მი­კავ­შირ­და ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ახა­ლი უფ­რო­სი ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძე და გან­ცხა­დე­ბის გა­ტა­ნა მომ­თხო­ვა. თით­ქოს აღ­ძრეს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ჩემი ცე­მის ფაქ­ტზე, მაგ­რამ მოწ­მედ დამ­კი­თხეს და არა რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი. მოწ­მის სტა­ტუ­სით და­კი­თხეს ვიქ­ტორ ყა­ჭე­იშ­ვი­ლიც, ჩა­მი­ტარ­და ექ­სპერ­ტი­ზაც და ექ­სპერ­ტმა პირ­ღე­ბი­ნე­ბა შიმ­ში­ლო­ბით და ნაღ­ვლის ბუშ­ტის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბით ახ­სნა, თქვა, ამას და­ზი­ა­ნე­ბებ­თან და თა­ვის ტრავ­მას­თან კავ­ში­რი არა აქ­ვსო. ცი­ხე­ებ­ში ბევრ პა­ტი­მარს უშიმ­ში­ლია, მაგ­რამ ასე არა­ვის გას­წო­რე­ბი­ან. ერთ წე­ლი­წად­ში ოთხჯერ ვი­ჯე­ქი კარ­ცერ­ში 10-10 დღით აბ­სურ­დუ­ლი მი­ზე­ზე­ბით.

რო­გორც შე­ვი­ტყვე, ვიქ­ტორ ყა­ჭე­იშ­ვილ­მა მი­ი­ღო ჩემი ლიკ­ვი­და­ცი­ის ბრძა­ნე­ბა, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვი­დათ, თუმ­ცა ყვე­ლას მკვდა­რი ვე­გო­ნე, "მა­ი­სა­ია უკვე ტრუ­პი­აო", უთ­ქვამს ყა­ჭე­იშ­ვილს. ისი­ნი იმან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა, ასეთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პო­ლიტ­პა­ტიმ­რებ­მა რომ გა­მოთ­ქვეს პრო­ტეს­ტი, რაც მა­ნამ­დე არ მომ­ხდა­რა. ამას­თა­ნა­ვე, ჩემი საქ­მე სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით არის მო­ცუ­ლი, მე ბევ­რი რამ ვი­ცო­დი და ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც მი­ი­ღეს ჩემი ლიკ­ვი­და­ცი­ის ბრძა­ნე­ბა, ესეც იყო. ჩემი საქ­მე ძა­ლი­ან სპე­ცი­ფი­კუ­რია და ყვე­ლა­ფე­რი რომ ვთქვა, სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­ვრე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, იმის დროც მოვა, როცა ყვე­ლა­ფერს ვი­ტყვი.

- ბა­ტო­ნო ვახ­ტანგ, რო­გო­რი გან­წყო­ბაა პა­ტიმ­რებ­ში, რომ­ლე­ბიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მალე და­ტო­ვე­ბენ სა­პა­ტიმ­როს?

- ბუ­ნებ­რი­ვია, იმე­დი­ა­ნი, ვი­ნა­ი­დან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია ის ძალა, რო­მე­ლიც გა­და­ხე­დავს პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის და უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რე­ბის საქ­მე­ებს და ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას და­ამ­ყა­რებს. ყვე­ლა­ნი იმე­დით ვცო­ცხლობთ. აქ ხომ თით­ქმის ყვე­ლა მე­ო­რე უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რია, რო­მე­ლიც სას­ჯელს შე­თი­თხნი­ლი ბრალ­დე­ბით იხ­დის. ყვე­ლა სა­მარ­თლის აღ­სრუ­ლე­ბის მო­ლო­დინ­შია, პა­ტიმ­რებ­ში ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­წყო­ბაა!

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ვახტანგ მაისაია: "ყველაფერი რომ ვთქვა, სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება"

ვახტანგ მაისაია: "ყველაფერი რომ ვთქვა, სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება"

2009 წლის გაზაფხულზე, ე.წ.­ მუხროვანის ამბოხის შე­მდეგ, რუსეთის სპეცს­ამ­ს­ახურთან თანამშრომლობის ბრალდებით სამხედრო საკითხების ექსპერტი ვახტანგ მაისაია დააპატიმრეს. სისხლის სამართლის საქმე ჯაშუშობის ბრალდებით, 314-ე მუხლის I და II ნაწილით აღიძრა. ვახტანგ მაისაიას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ 2010 წლის 29 იანვარს გამოუტანა განაჩენი და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდებული სასჯელს თავდაპირველად სასჯელაღსრულების გლ­დანის მე-8 დაწესებულებაში იხდიდა, ამჟამად კი ის რუსთავის მე-17 დაწესებულებაშია. გთავაზობთ ინტერვიუს პატიმარ ვახტანგ მაისაიასთან.

- ბატონო ვახტანგ, რა შეიცვალა პატიმრების ცხოვრებაში 18 სექტემბრის შემდეგ?

- შედარებით ნორმალური პირობებია, ვიდრე აქამდე იყო. პოლიტპატიმრები და უკანონო პატიმრები ველოდებით გათავისუფლებას. რეჟიმის შეცვლამ აქაც ბევრი რამ შეცვალა და ბევრს გაუჩინა იმის იმედი, რომ ყველაფერი სამართლიანად გადაწყდება.

- ზოგიერთი დაწესებულების პატიმრები ჩივიან, რომ მათზე ზემოქმედება კვლავ გრძელდება. თქვენთანაც ასეა?

- არა, ჩვენს დაწესებულებაში ნაკლებად შეინიშნება ასეთი რამ, თუმცა იყო ამის მცდელობა. მე-17 დაწესებულება მაინც ღიაა და ადრეც ნაკლებად იყო წნეხი. ამას ხელს უწყობდა პოლიტპატიმრების ფაქტორიც. მოგეხსენებათ, აქ ჩემ გარდა იმყოფება ლევან გოგიჩაიშვილი, მელორ ვაჩნაძე, თემურ ჟორჟოლიანი, რამაზ სამნიძე, შალვა გოგინაშვილი და სხვები, რომლებმაც შევქმენით წინააღმდეგობის მოძრაობა ”პოლიტპატიმრები დემოკ­რატიული ფასეულობების გადარჩენისა და ადამიანის უფლებების დაცვისათვის”. ჩვენ ვმართავდით აქციებს და ხელს ვუშლიდით ადმინისტრაციას, გაეტარებინა სადამსჯელო რეპრესიული ზომები. ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი იმასთან ერთად, რომ ნახევრად ღია საპატიმროში ერიდებოდნენ ამას. სადამსჯელო ოპერაციები უფრო დახურული ტიპის დაწესებულებებისთვისაა დამახასიათებელი. სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულება საშინელებაა, გესტაპოს ციხეს ჰგავს.

- თქვენც იხდიდით სასჯელს მე-8 დაწესებულებაში და მისი ადმინისტრაციისგან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლიც გახდით.

- დიახ, იმ საპყრობილეში ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, სასტიკად მცემეს და რომ არა ჩემი მეგობრებისა და ახლობლების რეაქცია, იმავე ლევან გოგიჩაიშვილისა და ციხის თანამშრომელ ლადო ბედუკაძის გმირობა, დღეს შეიძლება ცოცხალი არც ვყოფილიყავი. სასტიკად ნაცემს ლადო ბედუკაძემ აღმომიჩინა დახმარება და სიკვდილს გადავრჩი. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2010 წლის 17 აგვისტოს, მე-8 საპყრობილეში შიმშილობა გამოაცხადა პატიმარმა მელორ ვაჩნაძემ. მეორე დღეს მას მეც შევუერთდი. ჩვენ მოვითხოვდით პოლიტპატიმრებისა და რელიგიური ნიშნით დაპატიმრებულების გათავისუფლებას, ჟურნალ-გაზეთების შეტანას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და იქ არასამთავრობო მონიტორინგის ჯგუფის დაშვებას. საკანში შემოვიდნენ ციხის ადმინისტრაციის წევრები და შიმშილობის შეწყვეტა მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თანასაკნელების დასჯითა და კარცერში ჩასმით დამემუქრნენ. მუქარის მიუხედავად, შიმშილობა არ შემიწყვეტია, მაგრამ თანასაკნელები რომ არ დაესაჯათ, ულუფას ვიღებდი და შემდეგ ურნაში ვყრიდი. თანასაკნელებზე ზეწოლა რომ შეწყვეტილიყო, დავწერე განცხადება - ცალკე საკანში გადაყვანას ვითხოვდი. როდესაც სხვა საკანში გადავყავდი, დერეფანში, ციხის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვიქტორ ყაჭეიშვილმა და ადმინისტრაციის ორმა თანამშრომელმა ერთი კვირის ნაშიმშილარი ჯერ სიტყვიერად შეურაცხმყვეს, შემდეგ კედელზე მიმახეთქეს და წაქცეულს წიხლები მირტყეს მუცელში.

ცემის შედეგად ჩამემტვრა ცხვირის ძგიდე, მივიღე ტვინის შერყევა. შემდეგ დამიკავშირდა ციხის ადმინისტრაციის ახალი უფროსი ალექსანდრე მუხაძე და განცხადების გატანა მომთხოვა. თითქოს აღძრეს სისხლის სამართლის საქმე ჩემი ცემის ფაქტზე, მაგრამ მოწმედ დამკითხეს და არა როგორც დაზარალებული. მოწმის სტატუსით დაკითხეს ვიქტორ ყაჭეიშვილიც, ჩამიტარდა ექსპერტიზაც და ექსპერტმა პირღებინება შიმშილობით და ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებით ახსნა, თქვა, ამას დაზიანებებთან და თავის ტრავმასთან კავშირი არა აქვსო. ციხეებში ბევრ პატიმარს უშიმშილია, მაგრამ ასე არავის გასწორებიან. ერთ წელიწადში ოთხჯერ ვიჯექი კარცერში 10-10 დღით აბსურდული მიზეზებით.

როგორც შევიტყვე, ვიქტორ ყაჭეიშვილმა მიიღო ჩემი ლიკვიდაციის ბრძანება, მაგრამ არ გამოუვიდათ, თუმცა ყველას მკვდარი ვეგონე, ”მაისაია უკვე ტრუპიაო”, უთქვამს ყაჭეიშვილს. ისინი იმან გააღიზიანა, ასეთ დაწესებულებაში პოლიტპატიმრებმა რომ გამოთქვეს პროტესტი, რაც მანამდე არ მომხდარა. ამასთანავე, ჩემი საქმე საიდუმლოებით არის მოცული, მე ბევრი რამ ვიცოდი და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მიიღეს ჩემი ლიკვიდაციის ბრძანება, ესეც იყო. ჩემი საქმე ძალიან სპეციფიკურია და ყველაფერი რომ ვთქვა, სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. ბუნებრივია, იმის დროც მოვა, როცა ყველაფერს ვიტყვი.

- ბატონო ვახტანგ, როგორი განწყობაა პატიმრებში, რომლებიც, სავარაუდოდ, მალე დატოვებენ საპატიმროს?

- ბუნებრივია, იმედიანი, ვინაიდან ხელისუფლებაშია ის ძალა, რომელიც გადახედავს პოლიტპატიმრების და უკანონო პატიმრების საქმეებს და ქვეყანაში სამართლიანობას დაამყარებს. ყველანი იმედით ვცოცხლობთ. აქ ხომ თითქმის ყველა მეორე უკანონო პატიმარია, რომელიც სასჯელს შეთითხნილი ბრალდებით იხდის. ყველა სამართლის აღსრულების მოლოდინშია, პატიმრებში ამაღლებული განწყობაა!

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა