ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ წიგნის კითხვის დრო არ რჩებათ, ან წიგნზე კონცენტრირებას ვერ ახერხებენ. ფრანგმა ხელოვანმა აბრაამ პოინჩევალმა 1 კვირა ორმოში გაატარა და რამდენიმე წიგნის წაკითხვა მშვიდ ვითარებაში შეძლო.
მან გალერეაში ორმო გათხარა, რომელიც იმდენად მცირე ზომისაა, რომ 1 კაცზე მეტი ვერ დაეტევა. ორმო გამოფენისთვის "604800 წამი" გაითხარა. ორმოში გაკეთდა სპეციალური განათებაც. ხელოვანი გალერეაში მომზადებული მივიდა - მოიმარაგა წყალი, საკვები და ნათურა. ორმოში დამონტაჟებული იყო კამერები, რომელიც კითხვის პროცესს იღებდა, შემდეგ კი ვიდეო გალერეის კედელზე დამონტაჟებულ ეკრანზე აჩვენეს.
"ეს ნამდვილად ჯადოსნურია - ჩემს გარშემო მხოლოდ წიგნები და სიჩუმე იყო", - განაცხადა აბრაამ პოინჩევალმა.
მომზადებულია huffingtonpost.com-ის მიხედვით.