მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავარია, არ მოინდომონ, თორემ ჩემს მოტყუებას რა უნდა?!."
"მთავარია, არ მოინდომონ, თორემ ჩემს მოტყუებას რა უნდა?!."

ორ­შა­ბათ­სა და პა­რას­კევს "რუს­თა­ვი 2"-ის დი­ლის გა­და­ცე­მას მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი, რად­გან ვიცი, რომ ამ დღე­ებ­ში პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლი სა­კუ­თარ მა­ხე­ში არა­ერთ ადა­მი­ანს გა­ა­ბამს. გარ­და ამი­სა, ცინ­ცხალ ანეკ­დოტ­საც მოჰ­ყვე­ბა, რაც დღის ხა­ლი­სი­ა­ნად და­წყე­ბა­ში და­მეხ­მა­რე­ბა. რო­გორც მკი­თხვე­ლის­თვის ცნო­ბი­ლია, სულ რამ­დე­ნი­მე თვის წინ პა­ა­ტა თე­ლა­ვის თე­ატ­რის მმარ­თვე­ლად და­ნიშ­ნეს...

- თე­ლა­ვის თე­ატ­რში ავიდ­გი ფეხი და თე­ატ­რის სიყ­ვა­რულს ვე­ზი­ა­რე. სამი წლის ვი­ყა­ვი, როცა ერთ-ერთ სპექ­ტაკლში ვი­თა­მა­შე. პი­ე­სას "ალა­ლე" ერ­ქვა; მე­ო­რედ მე­ა­თე კლას­ში ყოფ­ნის დროს ვი­თა­მა­შე იმა­ვე თე­ატ­რში, მა­ნამ­დე კი მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად გას­ტრო­ლებ­ზე დავ­დი­ო­დი... ამ თე­ატ­რის მმარ­თვე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა ად­რეც შე­მომ­თა­ვა­ზეს, მაგ­რამ მა­შინ ამ წი­ნა­და­დე­ბა­ზე უარი ვთქვი; როცა შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მე­ო­რედ მი­ვი­ღე, დავ­თან­ხმდი მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ თე­ატ­რი გა­და­მერ­ჩი­ნა.

- ახალ სპექ­ტაკ­ლებ­ზე უკვე მუ­შა­ობთ?

- ამ­ჟა­მად ქა­ლა­ქის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თე­ატ­რის ფა­სადსაც შე­ე­ხო. ამი­ტომ ჯერ მხო­ლოდ ერთი და­ხუ­რუ­ლი ჩვე­ნე­ბა გვქონ­და. და კი­დევ, თე­ატ­რის დას­თან ერ­თად თე­ლა­ვის რვა­ვე რა­ი­ო­ნი მო­ვი­ა­რე და ხალ­ხს გოგი ჩაკ­ვე­ტა­ძის "საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა" წარ­ვუდ­გი­ნეთ. სხვა­თა შო­რის, ამ სპექ­ტაკლში მა­მა­ჩე­მი ტიგ­რან გუ­ლო­ი­ა­ნის როლს თა­მა­შობ­და... დასს გან­სა­კუთ­რე­ბულს არა­ფერს დავ­პი­რე­ბი­ვარ. მცი­რე დარ­ბაზ­ში სკა­მე­ბი არ იყო და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს დახ­მა­რე­ბით, უკვე შე­ვი­ძი­ნე. ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს უფა­სო ჯან­მრთე­ლო­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! და­ზღვე­ვის პო­ლი­სი აქვს. ჩვენ მუ­შა­ო­ბა ნუ­ლი­დან კი არა, მი­ნუ­სე­ბი­დან და­ვი­წყეთ. თუმ­ცა, ამ ყვე­ლაფ­რის და­კონ­კრე­ტე­ბა არ ღირს...

- ვიდ­რე დუ­ტას თე­ატ­რის მმარ­თვე­ლად და­ნიშ­ნავ­დნენ, თქვენ ახლო მე­გობ­რე­ბი იყა­ვით, არა?

- გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვართ, უფრო მე­ტიც - ერ­თად არც კი დაგ­ვი­ლე­ვია. უბ­რა­ლოდ, ორი­ვე თე­ლავ­ში და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდი­ლე­ბი ვართ და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გარ­კვე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ნამ­დვი­ლად გვქონ­და და ახ­ლაც გვაქვს...

- პირ­ველ სპექ­ტაკლს რო­დის უნდა ელო­დოს თე­ლა­ვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი?

- რო­გორც უკვე გი­თხა­რით, ფა­სა­დის შეც­ვლას ვე­ლო­დე­ბით. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ თე­ატ­რში ძა­ლი­ან დიდი დარ­ბა­ზია, რომ­ლის გათ­ბო­ბაც ზამ­თარ­ში საკ­მა­ოდ რთუ­ლი იქ­ნე­ბა, თა­ვი­დან ძი­რი­თა­დად, მცი­რე სცე­ნას დავ­ტვირ­თავთ. პირ­ველ ეტაპ­ზე კვი­რა­ში მხო­ლოდ ერთი სპექ­ტაკ­ლი იქ­ნე­ბა. და­სის სიმ­ცი­რის გამო, ორ სპექ­ტაკლზე ერ­თბა­შად მუ­შა­ო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია...

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ "დილა მშვი­დო­ბი­სა სა­ქარ­თვე­ლოს" ახა­ლი სე­ზო­ნი და­ი­წყო...

- მა­ინც ვერ მი­ვეჩ­ვიე დი­ლით ადრე ად­გო­მას. კვი­რა­ში ორ­ჯერ - ორ­შა­ბათ­სა და პა­რას­კევს მაქვს ეთე­რი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ არც კვი­რას და არც ხუთ­შა­ბათს არ უნდა დავ­ლიო - ერთი ეს პრობ­ლე­მა მაქვს, თო­რემ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ძა­ლი­ან კარ­გი გუნ­დია, მათ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა მომ­წონს.

- რო­გორც ვიცი, გი­ორ­გი ქორ­ქი­ას ჯერ კი­დევ მა­შინ გა­და­ე­კი­დე, როცა ერ­თმა­ნეთს ფაქ­ტობ­რი­ვად, არც კი იც­ნობ­დით.

- ეს თა­ვის­თა­ვად მოხ­და, თო­რემ მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვართ. მხო­ლოდ გი­ორ­გის კი არა, ნინო არა­ზაშ­ვილ­საც ვე­ხუმ­რე­ბი ხოლ­მე. გი­ორ­გის მარ­თლა კარ­გი იუ­მო­რის გრძნო­ბა აქვს, ღირ­სე­უ­ლი მე­ტო­ქე შემ­ხვდა. სხვა­თა შო­რის, ყო­ველ­თვის პირ­და­პირ ეთერ­ში ვმუ­შა­ობ და არც ტექსტს ვწერ წი­ნას­წარ. რა­საც ვამ­ბობ, ყვე­ლა­ფე­რი სპონ­ტა­ნუ­რად ნათ­ქვა­მია, მათ შო­რის - გი­ორ­გის მი­სა­მარ­თით ნათ­ქვა­მი ხუმ­რო­ბე­ბიც. მგო­ნი, ხალ­ხს სწო­რედ ეს მოს­წონს.

- "მზის დარ­ტყმა­ში" გა­ცი­ლე­ბით ბო­რო­ტი ხუმ­რო­ბე­ბი გქონ­და, ვიდ­რე დი­ლის გა­და­ცე­მა­ში გაქვს.

- ნი­ნომ თა­ვი­დან­ვე გა­მაფრ­თხი­ლა, რომ ბო­რო­ტი ხუმ­რო­ბე­ბი არ უნდა მქო­ნო­და. რა­საც ეკ­რან­ზე უყუ­რებთ, ეს მხო­ლოდ ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბა არ არის: რე­ჟი­სო­რი და სცე­ნა­რის ავ­ტო­რი - დევი დე­ვი­ძე მეხ­მა­რე­ბა. დევი გა­და­ღე­ბა­ზეც თა­ვად ზრუ­ნავს. ადრე გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მეც გავ­დი­ო­დი, მაგ­რამ ამან არ გა­ა­მარ­თლა - ახ­ლოს აღა­რა­ვინ გვე­კა­რე­ბო­და. ამას წი­ნათ ექიმ­თან მი­ვე­დი, გული მა­წუ­ხებ­და. კარ­გა ხანს ვერ და­ი­ჯე­რა, რომ მას­თან მარ­თლა რო­გორც პა­ცი­ენ­ტი, ისე მი­ვე­დი. ჰოდა, რა გა­საკ­ვი­რია, რომ ქუ­ჩა­ში შემ­ხვედრმა ადა­მი­ან­მა არა­ფე­რი და­მი­ჯე­როს?!. მსგავ­სი სა­ხის უცხო­ურ გა­და­ცე­მებ­საც ხში­რად ვუ­ყუ­რებთ და ვარ­ჩევთ, მათი მა­ხე­ე­ბი­დან რო­მე­ლი მო­ერ­გე­ბა ქარ­თულ ხა­სი­ათს. ვცდი­ლობთ, მოვ­ძებ­ნოთ გოგო, რო­მე­ლიც მკერდს არ მო­ი­შიშ­ვლებს, მაგ­რამ სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მით გა­მოჩ­ნდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. სა­ზღვარ­გა­რეთ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მკერდს იშიშ­ვლე­ბენ, ჩვენ­თან კი ბი­უს­ტჰალ­ტე­რით გა­მო­ჩე­ნას უფრო მეტი ეფექ­ტი ექ­ნე­ბა - ქარ­თველ კა­ცებს "ევა­სე­ბათ", რა­ღაც გა­სახ­დე­ლი რომ რჩე­ბა.

- თა­ვად ად­ვი­ლად ებ­მე­ბი სხვე­ბის და­გე­ბულ მა­ხე­ში?

- უკვე ორ­ჯერ მო­მა­ტყუ­ეს: კობა სუ­ბე­ლი­ა­ნი გა­ვა­ბი "მზის" მა­ხე­ში. მან იმა­ვე სა­ღა­მოს გა­და­წყვი­ტა, ჩემ­თვის სა­მა­გი­ე­რო გა­და­ე­ხა­და. ტე­ლე­ვი­ზი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს მო­ე­ლა­პა­რა­კა, რომ­ლე­ბიც მე­ო­რე დღეს "შე­წუ­ხე­ბუ­ლე­ბი" მი­რე­კავ­დნენ, - ეს რა გა­ა­კე­თე, გხსნი­ა­ნო. მერე არ­ხის მა­შინ­დელ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა, ალე­კო ფა­რუ­ლა­ვა­მაც და­მი­რე­კა და მი­საყ­ვე­დუ­რა: ამის გა­კე­თე­ბას თუ აპი­რებ­დი, წი­ნას­წარ რა­ტომ არ გა­მაფრ­თხი­ლეო? "იზ­მე­ნა­ში" ჩავ­ვარ­დი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ალე­კომ და­მი­ბა­რა კი­დეც კა­ბი­ნეტ­ში და მი­თხრა, - გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ხარო. მარ­თლა ად­ვი­ლად მოვ­ტყუვ­დი... რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე შემ­თხვე­ვას, და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩემ­მა­ვე გუნ­დმა მო­მა­ტყუა: წინა დღე­ებ­ში ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბა­ზე ვსა­უბ­რობ­დით, იმ დღეს კი ალე­კომ და­მი­ბა­რა და მი­თხრა: გა­და­წყდა, შენი გა­და­ცე­მა უნდა დავ­ხუ­რო­თო. მოკ­ლედ, მთა­ვა­რია, არ მო­ინ­დო­მონ, თო­რემ ჩემს მო­ტყუ­ე­ბას რა უნდა?!.

- ყო­ვე­ლი ჩარ­თვი­სას ახალ და ცხელ-ცხელ ანეკ­დო­ტებს ჰყვე­ბი. სა­ი­დან გაქვს ამ­დე­ნი მა­რა­გი? ინ­ტერ­ნე­ტით სარ­გებ­ლობ?

- ვერ წარ­მო­იდ­გენ, მე და ინ­ტერ­ნე­ტი რა შორს ვართ ერ­თმა­ნე­თის­გან. არც ერთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ ვარ და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და სა­ერ­თო­დაც, არ ვარ ინ­ტერ­ნე­ტის მომ­ხმა­რე­ბე­ლი... ანეკ­დოტს რომ მიყ­ვე­ბი­ან, ზრდი­ლო­ბის გამო ვი­ცი­ნი, ვი­თომ არ ვიცი, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ასი მო­ყო­ლი­ლი ანეკ­დო­ტი­დან შე­იძ­ლე­ბა, ასი­ვე ვი­ცო­დე. ვერ წარ­მო­იდ­გენ, დღე­ში რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მი­რე­კავს და რამ­დენ ანეკ­დოტს მიყ­ვე­ბა. შე­საძ­ლოა, ასე­თი ზარი დღე­ში 60-70-ჯერ და­ფიქ­სირ­დეს ჩემს ტე­ლე­ფონ­ზე. გარ­და ამი­სა, სად­მე რა­ი­მე სა­ხა­ლი­სო ამ­ბავს რომ მიყ­ვე­ბი­ან, იმა­საც ვა­ა­ნეკ­დო­ტებ... მეგ­რე­ლი ქალი მთე­ლი ორი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სარ­კე­ში იყუ­რე­ბა, მკერ­დიც შე­ი­მოწ­მა, თვა­ლე­ბიც. მოკ­ლედ, სა­კუ­თა­რი თავი კარ­გად შე­ათ­ვა­ლი­ე­რა. მერე ქმარს გა­ხე­და და უთხრა, - არ ხარ შენ მე­ტის ღირ­სიო...

- რო­გორც აღ­ნიშ­ნე, ხში­რად ქე­ი­ფობ. ალ­ბათ, სუფ­რას­თან მჯდარ­საც გთხო­ვენ ახა­ლი ანეკ­დო­ტის მო­ყო­ლას.

- მსგავ­სი შემ­თხვე­ვა ძა­ლი­ან ხში­რია. წარ­მო­იდ­გი­ნე, სა­ქე­ი­ფოდ მი­დი­ხარ, მაგ­რად გშია და ერთი სული გაქვს, რამე ჭამო, ამ დროს კი ყვე­ლა შენ გი­ყუ­რებს და გთხოვს, იმ­ღე­რო ან ლექ­სი თქვა... ამი­ტომ, რეს­ტორ­ნის სა­ერ­თო დარ­ბაზ­ში არა­სო­დეს ვქე­ი­ფობ და არც მას­შტა­ბურ სუფ­რებ­ზე დავ­დი­ვარ. მა­გა­რი ამ­ბა­ვი გა­მახ­სენ­და: მე­გობ­რის ოჯახ­ში ვარ, სუფ­რას­თან. ცოტა რომ შევ­ზარ­ხოშ­დით, მა­მა­მის­მა ფეხ­ზე ფეხი და­მა­ჭი­რა. მივ­ხვდი, რა­ღა­ცის თქმა უნ­დო­და. ვი­ფიქ­რე, ღვი­ნის დას­ხმას მთხოვ­და, მაგ­რამ მა­ინც ვკი­თხე: რა გნე­ბავთ, ბა­ტო­ნო თე­მურ-მეთ­ქი? ჩამ­ჩურ­ჩუ­ლა: ხომ იცი, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ვინც არი­ან ჩემ­თვის?! ჰოდა, ამ ჭი­ქა­საც რომ გა­მოვცლით, მერე ერთი კარ­გი სპექ­ტაკ­ლი დას­ცხეო...

- სპექ­ტაკლზე გა­მახ­სენ­და, ამ­ჯე­რად რაზე მუ­შა­ობ?

- ბა­თუმ­ში გას­ტროლ­ზე ვი­ყა­ვით, სა­დაც დათო საყ­ვა­რე­ლი­ძის სპექ­ტაკ­ლი, "ოლი­ვე­რი" წა­ვი­ღეთ, ცოტა ხან­ში კი ბა­ქო­შიც ვა­პი­რებთ წას­ვლას. ლა­პა­რა­კია იმა­ზეც, რომ "ოლი­ვე­რი" თე­ლა­ვის მა­ყუ­რე­ბელ­საც ვუჩ­ვე­ნოთ...

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"მთავარია, არ მოინდომონ, თორემ ჩემს მოტყუებას რა უნდა?!."

"მთავარია, არ მოინდომონ, თორემ ჩემს მოტყუებას რა უნდა?!."

ორშაბათსა და პარასკევს "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემას მოუთმენლად ველოდები, რადგან ვიცი, რომ ამ დღეებში პაატა გულიაშვილი საკუთარ მახეში არაერთ ადამიანს გააბამს. გარდა ამისა, ცინცხალ ანეკდოტსაც მოჰყვება, რაც დღის ხალისიანად დაწყებაში დამეხმარება. როგორც მკითხველისთვის ცნობილია, სულ რამდენიმე თვის წინ პაატა თელავის თეატრის მმართველად დანიშნეს...

- თელავის თეატრში ავიდგი ფეხი და თეატრის სიყვარულს ვეზიარე. სამი წლის ვიყავი, როცა ერთ-ერთ სპექტაკლში ვითამაშე. პიესას "ალალე" ერქვა; მეორედ მეათე კლასში ყოფნის დროს ვითამაშე იმავე თეატრში, მანამდე კი მსახიობებთან ერთად გასტროლებზე დავდიოდი... ამ თეატრის მმართველის თანამდებობა ადრეც შემომთავაზეს, მაგრამ მაშინ ამ წინადადებაზე უარი ვთქვი; როცა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მეორედ მივიღე, დავთანხმდი მხოლოდ იმიტომ, რომ თეატრი გადამერჩინა.

- ახალ სპექტაკლებზე უკვე მუშაობთ?

- ამჟამად ქალაქის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც თეატრის ფასადსაც შეეხო. ამიტომ ჯერ მხოლოდ ერთი დახურული ჩვენება გვქონდა. და კიდევ, თეატრის დასთან ერთად თელავის რვავე რაიონი მოვიარე და ხალხს გოგი ჩაკვეტაძის "საბრალდებო დასკვნა" წარვუდგინეთ. სხვათა შორის, ამ სპექტაკლში მამაჩემი ტიგრან გულოიანის როლს თამაშობდა... დასს განსაკუთრებულს არაფერს დავპირებივარ. მცირე დარბაზში სკამები არ იყო და კულტურის სამინისტროს დახმარებით, უკვე შევიძინე. ყველა თანამშრომელს უფასო ჯანმრთელობისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! დაზღვევის პოლისი აქვს. ჩვენ მუშაობა ნულიდან კი არა, მინუსებიდან დავიწყეთ. თუმცა, ამ ყველაფრის დაკონკრეტება არ ღირს...

- ვიდრე დუტას თეატრის მმართველად დანიშნავდნენ, თქვენ ახლო მეგობრები იყავით, არა?

- განუყრელი მეგობრები არასოდეს ვყოფილვართ, უფრო მეტიც - ერთად არც კი დაგვილევია. უბრალოდ, ორივე თელავში დაბადებულ-გაზრდილები ვართ და აქედან გამომდინარე, გარკვეული ურთიერთობა ნამდვილად გვქონდა და ახლაც გვაქვს...

- პირველ სპექტაკლს როდის უნდა ელოდოს თელაველი მაყურებელი?

- როგორც უკვე გითხარით, ფასადის შეცვლას ველოდებით. იქიდან გამომდინარე, რომ თეატრში ძალიან დიდი დარბაზია, რომლის გათბობაც ზამთარში საკმაოდ რთული იქნება, თავიდან ძირითადად, მცირე სცენას დავტვირთავთ. პირველ ეტაპზე კვირაში მხოლოდ ერთი სპექტაკლი იქნება. დასის სიმცირის გამო, ორ სპექტაკლზე ერთბაშად მუშაობა შეუძლებელია...

- რამდენიმე დღის წინ "დილა მშვიდობისა საქართველოს" ახალი სეზონი დაიწყო...

- მაინც ვერ მივეჩვიე დილით ადრე ადგომას. კვირაში ორჯერ - ორშაბათსა და პარასკევს მაქვს ეთერი, რაც იმას ნიშნავს, რომ არც კვირას და არც ხუთშაბათს არ უნდა დავლიო - ერთი ეს პრობლემა მაქვს, თორემ ტელევიზიაში ძალიან კარგი გუნდია, მათთან ერთად მუშაობა მომწონს.

- როგორც ვიცი, გიორგი ქორქიას ჯერ კიდევ მაშინ გადაეკიდე, როცა ერთმანეთს ფაქტობრივად, არც კი იცნობდით.

- ეს თავისთავად მოხდა, თორემ მართლა ძალიან კარგი მეგობრები ვართ. მხოლოდ გიორგის კი არა, ნინო არაზაშვილსაც ვეხუმრები ხოლმე. გიორგის მართლა კარგი იუმორის გრძნობა აქვს, ღირსეული მეტოქე შემხვდა. სხვათა შორის, ყოველთვის პირდაპირ ეთერში ვმუშაობ და არც ტექსტს ვწერ წინასწარ. რასაც ვამბობ, ყველაფერი სპონტანურად ნათქვამია, მათ შორის - გიორგის მისამართით ნათქვამი ხუმრობებიც. მგონი, ხალხს სწორედ ეს მოსწონს.

- "მზის დარტყმაში" გაცილებით ბოროტი ხუმრობები გქონდა, ვიდრე დილის გადაცემაში გაქვს.

- ნინომ თავიდანვე გამაფრთხილა, რომ ბოროტი ხუმრობები არ უნდა მქონოდა. რასაც ეკრანზე უყურებთ, ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის: რეჟისორი და სცენარის ავტორი - დევი დევიძე მეხმარება. დევი გადაღებაზეც თავად ზრუნავს. ადრე გადასაღებ მოედანზე მეც გავდიოდი, მაგრამ ამან არ გაამართლა - ახლოს აღარავინ გვეკარებოდა. ამას წინათ ექიმთან მივედი, გული მაწუხებდა. კარგა ხანს ვერ დაიჯერა, რომ მასთან მართლა როგორც პაციენტი, ისე მივედი. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ქუჩაში შემხვედრმა ადამიანმა არაფერი დამიჯეროს?!. მსგავსი სახის უცხოურ გადაცემებსაც ხშირად ვუყურებთ და ვარჩევთ, მათი მახეებიდან რომელი მოერგება ქართულ ხასიათს. ვცდილობთ, მოვძებნოთ გოგო, რომელიც მკერდს არ მოიშიშვლებს, მაგრამ საცურაო კოსტიუმით გამოჩნდება საზოგადოებაში. საზღვარგარეთ, მოგეხსენებათ, მკერდს იშიშვლებენ, ჩვენთან კი ბიუსტჰალტერით გამოჩენას უფრო მეტი ეფექტი ექნება - ქართველ კაცებს "ევასებათ", რაღაც გასახდელი რომ რჩება.

- თავად ადვილად ებმები სხვების დაგებულ მახეში?

- უკვე ორჯერ მომატყუეს: კობა სუბელიანი გავაბი "მზის" მახეში. მან იმავე საღამოს გადაწყვიტა, ჩემთვის სამაგიერო გადაეხადა. ტელევიზიის თანამშრომლებს მოელაპარაკა, რომლებიც მეორე დღეს "შეწუხებულები" მირეკავდნენ, - ეს რა გააკეთე, გხსნიანო. მერე არხის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ალეკო ფარულავამაც დამირეკა და მისაყვედურა: ამის გაკეთებას თუ აპირებდი, წინასწარ რატომ არ გამაფრთხილეო? "იზმენაში" ჩავვარდი. მოგვიანებით ალეკომ დამიბარა კიდეც კაბინეტში და მითხრა, - გათავისუფლებული ხარო. მართლა ადვილად მოვტყუვდი... რაც შეეხება მეორე შემთხვევას, დაბადების დღეზე ჩემმავე გუნდმა მომატყუა: წინა დღეებში ხელფასის მომატებაზე ვსაუბრობდით, იმ დღეს კი ალეკომ დამიბარა და მითხრა: გადაწყდა, შენი გადაცემა უნდა დავხუროთო. მოკლედ, მთავარია, არ მოინდომონ, თორემ ჩემს მოტყუებას რა უნდა?!.

- ყოველი ჩართვისას ახალ და ცხელ-ცხელ ანეკდოტებს ჰყვები. საიდან გაქვს ამდენი მარაგი? ინტერნეტით სარგებლობ?

- ვერ წარმოიდგენ, მე და ინტერნეტი რა შორს ვართ ერთმანეთისგან. არც ერთ სოციალურ ქსელში არ ვარ დარეგისტრირებული და საერთოდაც, არ ვარ ინტერნეტის მომხმარებელი... ანეკდოტს რომ მიყვებიან, ზრდილობის გამო ვიცინი, ვითომ არ ვიცი, სინამდვილეში კი ასი მოყოლილი ანეკდოტიდან შეიძლება, ასივე ვიცოდე. ვერ წარმოიდგენ, დღეში რამდენი ადამიანი მირეკავს და რამდენ ანეკდოტს მიყვება. შესაძლოა, ასეთი ზარი დღეში 60-70-ჯერ დაფიქსირდეს ჩემს ტელეფონზე. გარდა ამისა, სადმე რაიმე სახალისო ამბავს რომ მიყვებიან, იმასაც ვაანეკდოტებ... მეგრელი ქალი მთელი ორი საათის განმავლობაში სარკეში იყურება, მკერდიც შეიმოწმა, თვალებიც. მოკლედ, საკუთარი თავი კარგად შეათვალიერა. მერე ქმარს გახედა და უთხრა, - არ ხარ შენ მეტის ღირსიო...

- როგორც აღნიშნე, ხშირად ქეიფობ. ალბათ, სუფრასთან მჯდარსაც გთხოვენ ახალი ანეკდოტის მოყოლას.

- მსგავსი შემთხვევა ძალიან ხშირია. წარმოიდგინე, საქეიფოდ მიდიხარ, მაგრად გშია და ერთი სული გაქვს, რამე ჭამო, ამ დროს კი ყველა შენ გიყურებს და გთხოვს, იმღერო ან ლექსი თქვა... ამიტომ, რესტორნის საერთო დარბაზში არასოდეს ვქეიფობ და არც მასშტაბურ სუფრებზე დავდივარ. მაგარი ამბავი გამახსენდა: მეგობრის ოჯახში ვარ, სუფრასთან. ცოტა რომ შევზარხოშდით, მამამისმა ფეხზე ფეხი დამაჭირა. მივხვდი, რაღაცის თქმა უნდოდა. ვიფიქრე, ღვინის დასხმას მთხოვდა, მაგრამ მაინც ვკითხე: რა გნებავთ, ბატონო თემურ-მეთქი? ჩამჩურჩულა: ხომ იცი, ეს ადამიანები ვინც არიან ჩემთვის?! ჰოდა, ამ ჭიქასაც რომ გამოვცლით, მერე ერთი კარგი სპექტაკლი დასცხეო...

- სპექტაკლზე გამახსენდა, ამჯერად რაზე მუშაობ?

- ბათუმში გასტროლზე ვიყავით, სადაც დათო საყვარელიძის სპექტაკლი, "ოლივერი" წავიღეთ, ცოტა ხანში კი ბაქოშიც ვაპირებთ წასვლას. ლაპარაკია იმაზეც, რომ "ოლივერი" თელავის მაყურებელსაც ვუჩვენოთ...

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები