პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხატია ბრაჭული - ”ლოგინის სცენის შემდეგ ჭორი გავრცელდა. თქვეს, რომ გიორგის საყვარელი ვარ”
ხატია ბრაჭული - ”ლოგინის სცენის შემდეგ ჭორი გავრცელდა. თქვეს, რომ გიორგის საყვარელი ვარ”

მას შემ­დეგ, რაც ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­მა" "ღა­მის შოუს" სტუ­დი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­წყვი­ტა, სე­რი­ა­ლის - "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან" მსა­ხი­ო­ბებ­მა: გი­ორ­გი გაგ­ლო­ევ­მა და ხა­ტია ბრა­ჭულ­მა (რომ­ლე­ბიც სე­რი­ალ­ში ზუ­რი­კო­სა და მა­რი­კას როლს ას­რუ­ლებ­დნენ) ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის ძებ­ნა და­ი­წყეს. ხა­ტი­ას ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის სტუ­დი­ა­ში მუ­შა­ო­ბა სურს, გი­ორ­გიმ კი აღ­ნიშ­ნა, რომ ნე­ბის­მი­ერ ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან ითა­ნამ­შრომ­ლებს, თუ რა თქმა უნდა, კარგ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას მი­ი­ღებს.

ხა­ტია:

- სტა­ბი­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი გვქონ­და, ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ით ვმუ­შა­ობ­დით, მაგ­რამ ერთ დღეს ჩემი კა­რი­ე­რა თით­ქმის და­ინ­გრა. თა­ვად მა­ყუ­რებ­ლებ­საც არ ესი­ა­მოვ­ნე­ბათ, როცა შე­ი­ტყო­ბენ, რომ სე­რი­ა­ლი ეთერ­ში აღარ გავა. ამ ფაქტს ძა­ლი­ან გან­ვიც­დით.

გი­ორ­გი:

- ეს ახა­ლი ამ­ბა­ვი ჩემ­თვის შო­კის მომ­გვრე­ლი იყო! მთე­ლი დღე გა­და­ღე­ბა მქონ­და, სა­ღა­მოს კი და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, - ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­მა" გა­ნა­ცხა­და, რომ გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბი ეთერ­ში აღარ გავა და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენს პრო­ექტს ვწყვეტ­თო. გული ძა­ლი­ან დამ­წყდა. "ღა­მის შოუს" სტუ­დი­ის ყვე­ლა პრო­ექ­ტის ბედი ახალ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ხა­ტია:

- ცხოვ­რე­ბა­ში "ჩა­ვარ­დნის" პე­რი­ო­დიც დგე­ბა ხოლ­მე - ალ­ბათ, ეს სა­ჭი­როა იმის­თვის, რომ უკე­თე­სი რა­ღაც მოხ­დეს. მზად ვარ, ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი მოვ­ძებ­ნო... გუ­შინ "ღა­მის შო­უ­დან" რომ და­მი­რე­კეს, მე­გო­ნა, - მე­ღა­და­ვე­ბოდ­ნენ. რას ვი­ზამთ, ცხოვ­რე­ბა უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ.

გი­ორ­გი:

- ხა­ტი­ას ვე­თან­ხმე­ბი: ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღა­ცას და­სა­წყი­სიც აქვს და და­სას­რუ­ლიც. არა­სო­დეს არ უნდა და­ნებ­დე.

- მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის გამო "იმედ­ში" ცვლი­ლე­ბე­ბი რომ მოხ­დე­ბო­და, ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცია აქამ­დე არ გქონ­დათ?

ხა­ტია:

- ტე­ლე­ვი­ზი­ის "შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში" არე­უ­ლო­ბა იყო. ძა­ლი­ან მინ­და, მშვიდ ქვე­ყა­ნა­ში ვი­ცხოვ­რო. არ მსურს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლა­დო­ბა ხდე­ბო­დეს. ფუ­ლის ცუდი გზით შოვ­ნას მირ­ჩევ­ნია, სამ­სა­ხუ­რი სა­ერ­თოდ არ მქონ­დეს.

- პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებ­ში აქ­ტი­უ­რად იყა­ვით ჩარ­თუ­ლე­ბი?

გი­ორ­გი:

- რა თქმა უნდა, პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი მქონ­და, მაგ­რამ რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას ხმა­მაღ­ლა არ ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი. შე­სა­ბა­მი­სად, ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, სე­რი­ა­ლი თუ და­ი­ხუ­რე­ბო­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი აქვს და ალ­ბათ, გა­და­ცე­მე­ბი ამი­ტო­მაც და­ი­ხუ­რა. მი­მაჩ­ნია, რომ პო­ლი­ტი­კა არა­ფერ შუ­ა­შია. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ დღეს ქუ­ჩა­ში მი­ტინ­გე­ბი აღარ არის.

- "იმე­დის" და "ღა­მის შოუს" თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და თუ არა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით, სამ­სა­ხუ­რის ძებ­ნა და­ი­წყეთ. უკვე შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც ხომ არ გაქვთ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით - არა. გა­მოხ­მა­უ­რე­ბებს ვე­ლით (იცი­ნის). მსურს, ჩემი პრო­ფე­სი­ით ვი­მუ­შაო; არ მინ­და, "გავ­ჩერ­დე".

ხა­ტია:

- ალ­ბათ, ჩვე­ნი სე­რი­ა­ლი ბევ­რმა ნახა. იმე­დია, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი მსა­ხი­ო­ბე­ბით და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან.

გი­ორ­გი:

- უკვე ტკბი­ლად მახ­სენ­დე­ბა ის პე­რი­ო­დი, როცა სე­რი­ა­ლი და­ი­წყო: ჩემი გმი­რი მო­რი­დე­ბუ­ლი იყო, ხა­ტი­ა­სი - ამ­ბი­ცი­უ­რი, ზედ­მე­ტად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი; ზუ­რი­კოს არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად ექ­ცე­ო­და, სულ აქი­ლი­კებ­და. დრო გა­ვი­და და ჩვე­ნი პერ­სო­ნა­ჟე­ბი და­მე­გობ­რდნენ, მე­ო­რე სე­ზო­ნის მი­წუ­რულს კი დათ­ვრნენ და ლო­გინ­ში ერ­თა­დაც აღ­მოჩ­ნდნენ... სე­რი­ა­ლი რომ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო, ალ­ბათ, "სხვა­ნა­ი­რა­დაც" და­მე­გობ­რდე­ბოდ­ნენ.

ხა­ტია:

- ლო­გი­ნის სცე­ნის შემ­დეგ ჭორი გავ­რცელ­და. თქვეს, რომ გი­ორ­გის საყ­ვა­რე­ლი ვარ... არა­და, უმ­ნიშ­ვნე­ლო სცე­ნა იყო.

- ანუ რე­ა­ლუ­რად ერ­თმა­ნეთ­თან რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გაქვთ?

გი­ორ­გი:

- ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ (იცი­ნის).

- მა­შინ ხა­ტი­ას ვკი­თხავ...

ხა­ტია:

- არა. მე და გი­ორ­გი ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რე­ბი ვართ.

- რო­გო­რი მე­გობ­რე­ბი ხართ? გი­ორ­გის რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც ხომ არ აქი­ლი­კებ?

გი­ორ­გი:

- რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში პი­რი­ქით ხდე­ბა - ხა­ტი­ას თა­ვად დავ­ცი­ნი, ვე­ღა­და­ვე­ბი...

ხა­ტია:

- იტყუ­ე­ბა! უფრო ზუს­ტად, თით­ქმის სი­მარ­თლეს ამ­ბობს: რო­გორც მე­გობ­რებს შო­რის ხდე­ბა ხოლ­მე, სა­კუ­თარ ამ­ბებს გან­ვი­ხი­ლავთ და ზოგ­ჯერ ერ­თმა­ნეთ­ზე ვი­ცი­ნით კი­დეც.

გი­ორ­გი:

- რა­ზეც "და­ვი­ჭერ", ყვე­ლა­ფერ­ზე მე­გობ­რუ­ლად "ვე­ქი­ლი­კე­ბი".

- ალ­კოჰოლ­თან რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვთ? სე­რი­ალ­ში თქვე­ნი გმი­რე­ბი ხში­რად თვრე­ბოდ­ნენ.

ხა­ტია:

- ალ­კოჰო­ლის მოყ­ვა­რუ­ლი არ ვარ. ისე­დაც ყო­ველ­თვის კარგ ხა­სი­ათ­ზე გახ­ლა­ვართ, გარ­თო­ბას არ ვიკ­ლებ. უბ­რა­ლოდ, ერთ ჭიქა ალ­კოჰო­ლურ სას­მელ­ზე უარს არა­სო­დეს ვამ­ბობ.

გი­ორ­გი:

- ხა­ტი­ა­ზე ერთ ამ­ბავს გა­ვიხ­სე­ნებ: კოქ­ტე­ი­ლი და­ლია, უფრო სწო­რად, ზუს­ტად ერთი ყლუ­პი მოს­ვა და ისე გა­ი­თი­შა, მან­ქა­ნამ­დე "მი­ი­ტა­ნეს". თან, ისე­თი სი­ცი­ლი აუ­ტყდა, რომ სე­რი­ალ­ში მისი გმი­რის კის­კი­სი მო­ნა­გო­ნია!

- უც­ნა­ურ ანეკ­დო­ტებ­საც ჰყვე­ბი ხოლ­მე?

ხა­ტია:

- ზო­გა­დად, ანეკ­დო­ტებ­ზე არ მე­ცი­ნე­ბა ან შე­იძ­ლე­ბა, გვი­ან გა­მე­ცი­ნოს. ის 2 ანეკ­დო­ტი, რო­მე­ლიც სე­რი­ალ­შიც გა­მო­ი­ყე­ნეს, მე­გო­ბარ­მა მი­ამ­ბო. ვი­ნა­ი­დან ამ ანეკ­დო­ტებ­ზე მა­შინ­ვე გა­მე­ცი­ნა, სტუ­დი­ა­შიც მოვ­ყე­ვი. ყვე­ლა ცუ­დად გახ­და - ეს რა არის, რა მოგ­ვი­ყე­ვიო?! ეს ამ­ბა­ვი სცე­ნა­რის­ტებ­მა სე­რი­ალ­შიც გა­მო­ი­ყე­ნეს.

- გი­ორ­გი, სას­მელ­თან ისევ "მე­გობ­რუ­ლი" და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვს?

- მიყ­ვარს და რა ვქნა? ჩემს დათ­რო­ბას ისე­თი ამ­ბე­ბი მოჰ­ყო­ლია, რომ გამ­ხე­ლის მრცხვე­ნია...

ხა­ტია:

- ამ ზა­ფხულს მე­გობ­რე­ბი ერ­თად ვის­ვე­ნებ­დით. ჰოდა, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ გი­ორ­გი ბევ­რად საყ­ვა­რე­ლი და მხი­ა­რუ­ლია. ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი გო­გო­ნებს ძა­ლი­ან მოს­წონთ...

გი­ორ­გი:

- სიმ­თვრა­ლი­სას ყვე­ლა ღა­მის კლუბს მო­ვივ­ლი ხოლ­მე, რათა ენერ­გია დავ­ხარ­ჯო.

- ხა­ტია, სი­ცი­ლის გარ­და, შენს პერ­სო­ნაჟს კი­დევ რით ჰგავ­ხარ?

- ჩემი გმი­რის მსგავ­სად, კა­რი­ე­რის­ტი ვარ და რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც სპორ­ტსმე­ნი ბი­ჭე­ბი მომ­წონს.

- მახ­სოვს, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყა­ვი...

- უკვე 4 თვეა, რაც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი აღარ მყავს. ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბია: სა­ინ­ტე­რე­სო კან­დი­და­ტე­ბი არ­სე­ბო­ბენ. ვნა­ხოთ, ჩემ გვერ­დით ყოფ­ნას ვინ და­იმ­სა­ხუ­რებს.

გი­ორ­გი:

- ჩემს გმირ­თან ის სა­ერ­თო მაქვს, რომ ორი­ვე მხი­ა­რუ­ლე­ბი ვართ, ოღონდ - მე დე­გე­ნე­რა­ტი მხი­ა­რუ­ლი არ ვარ. ახალ სე­ზონ­ზე ზუ­რი­კო ახა­ლი იმი­ჯით გა­მოჩ­ნდა: უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გახ­და და მგო­ნი, ნელ-ნელა "ზუ­რა­ბი" ხდე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, სე­რი­ა­ლი "ზუ­რა­ზე" გა­დას­ვლის პე­რი­ოდ­ში "გა­ჩერ­და"... რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბას, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ.

- ერ­თგუ­ლი ხარ?

- "გა­ნახ­ლე­ბუ­ლი" ზუ­რი­კო­სა­ვით მე­ქალ­თა­ნე არ ვარ; არ შე­მიძ­ლია, სიყ­ვა­რუ­ლის ობი­ექ­ტი ყო­ველ­დღე ვცვა­ლო. იშ­ვი­ა­თად მიყ­ვარ­დე­ბა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლის­გა­ნაც ერ­თგუ­ლე­ბას მო­ვი­თხოვ.

- ძა­ლი­ან კარ­გი. წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ! და­სას­რულ, რა­მის თქმა ხომ არ გინ­დათ?

ხა­ტია:

- იმე­დია, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი ჩვე­ნით და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან და მო­მა­ვალ­ში ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო როლს ვი­თა­მა­შებთ. სე­რი­ა­ლის და­ხურ­ვით არა­ფე­რი მთავ­რდე­ბა.

გი­ორ­გი:

- სე­რი­ა­ლის შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს, ყვე­ლა მე­გო­ბარს და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს მშვი­დო­ბას, წინსვლას, ახა­ლი იმე­დის გა­მარ­თლე­ბას...

ხა­ტია:

- (აწყვე­ტი­ნებს) და ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნას ვუ­სურ­ვებთ!

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ხატია ბრაჭული - ”ლოგინის სცენის შემდეგ ჭორი გავრცელდა. თქვეს, რომ გიორგის საყვარელი ვარ”

ხატია ბრაჭული - ”ლოგინის სცენის შემდეგ ჭორი გავრცელდა. თქვეს, რომ გიორგის საყვარელი ვარ”

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "იმედმა" "ღამის შოუს" სტუდიასთან თანამშრომლობა შეწყვიტა, სერიალის - "გოგონა გარეუბნიდან" მსახიობებმა: გიორგი გაგლოევმა და ხატია ბრაჭულმა (რომლებიც სერიალში ზურიკოსა და მარიკას როლს ასრულებდნენ) ახალი სამსახურის ძებნა დაიწყეს. ხატიას ბერა ივანიშვილის სტუდიაში მუშაობა სურს, გიორგიმ კი აღნიშნა, რომ ნებისმიერ ტელევიზიასთან ითანამშრომლებს, თუ რა თქმა უნდა, კარგ შემოთავაზებას მიიღებს.

ხატია:

- სტაბილური სამსახური გვქონდა, ჩვენი პროფესიით ვმუშაობდით, მაგრამ ერთ დღეს ჩემი კარიერა თითქმის დაინგრა. თავად მაყურებლებსაც არ ესიამოვნებათ, როცა შეიტყობენ, რომ სერიალი ეთერში აღარ გავა. ამ ფაქტს ძალიან განვიცდით.

გიორგი:

- ეს ახალი ამბავი ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო! მთელი დღე გადაღება მქონდა, საღამოს კი დამირეკეს და მითხრეს, - ტელეკომპანია "იმედმა" განაცხადა, რომ გასართობი გადაცემები ეთერში აღარ გავა და შესაბამისად, ჩვენს პროექტს ვწყვეტთო. გული ძალიან დამწყდა. "ღამის შოუს" სტუდიის ყველა პროექტის ბედი ახალ შემოთავაზებებზეა დამოკიდებული.

ხატია:

- ცხოვრებაში "ჩავარდნის" პერიოდიც დგება ხოლმე - ალბათ, ეს საჭიროა იმისთვის, რომ უკეთესი რაღაც მოხდეს. მზად ვარ, ახალი სამსახური მოვძებნო... გუშინ "ღამის შოუდან" რომ დამირეკეს, მეგონა, - მეღადავებოდნენ. რას ვიზამთ, ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ.

გიორგი:

- ხატიას ვეთანხმები: ცხოვრებაში რაღაცას დასაწყისიც აქვს და დასასრულიც. არასოდეს არ უნდა დანებდე.

- მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო "იმედში" ცვლილებები რომ მოხდებოდა, ამაზე ინფორმაცია აქამდე არ გქონდათ?

ხატია:

- ტელევიზიის "შიდა სამზარეულოში" არეულობა იყო. ძალიან მინდა, მშვიდ ქვეყანაში ვიცხოვრო. არ მსურს, საქართველოში ძალადობა ხდებოდეს. ფულის ცუდი გზით შოვნას მირჩევნია, სამსახური საერთოდ არ მქონდეს.

- პოლიტიკურ მოვლენებში აქტიურად იყავით ჩართულები?

გიორგი:

- რა თქმა უნდა, პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები მქონდა, მაგრამ რომელიმე პოლიტიკურ ძალას ხმამაღლა არ ვგულშემატკივრობდი. შესაბამისად, ვერ წარმოვიდგენდი, სერიალი თუ დაიხურებოდა. როგორც ცნობილია, ტელეკომპანიას ფინანსური კრიზისი აქვს და ალბათ, გადაცემები ამიტომაც დაიხურა. მიმაჩნია, რომ პოლიტიკა არაფერ შუაშია. მისასალმებელია, რომ დღეს ქუჩაში მიტინგები აღარ არის.

- "იმედის" და "ღამის შოუს" თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა თუ არა, სოციალური ქსელის მეშვეობით, სამსახურის ძებნა დაიწყეთ. უკვე შემოთავაზებაც ხომ არ გაქვთ?

- ჯერჯერობით - არა. გამოხმაურებებს ველით (იცინის). მსურს, ჩემი პროფესიით ვიმუშაო; არ მინდა, "გავჩერდე".

ხატია:

- ალბათ, ჩვენი სერიალი ბევრმა ნახა. იმედია, ტელევიზიები მსახიობებით დაინტერესდებიან.

გიორგი:

- უკვე ტკბილად მახსენდება ის პერიოდი, როცა სერიალი დაიწყო: ჩემი გმირი მორიდებული იყო, ხატიასი - ამბიციური, ზედმეტად თავდაჯერებული; ზურიკოს არაადამიანურად ექცეოდა, სულ აქილიკებდა. დრო გავიდა და ჩვენი პერსონაჟები დამეგობრდნენ, მეორე სეზონის მიწურულს კი დათვრნენ და ლოგინში ერთადაც აღმოჩნდნენ... სერიალი რომ გაგრძელებულიყო, ალბათ, "სხვანაირადაც" დამეგობრდებოდნენ.

ხატია:

- ლოგინის სცენის შემდეგ ჭორი გავრცელდა. თქვეს, რომ გიორგის საყვარელი ვარ... არადა, უმნიშვნელო სცენა იყო.

- ანუ რეალურად ერთმანეთთან რომანტიკული ურთიერთობა არ გაქვთ?

გიორგი:

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ (იცინის).

- მაშინ ხატიას ვკითხავ...

ხატია:

- არა. მე და გიორგი ძალიან ახლო მეგობრები ვართ.

- როგორი მეგობრები ხართ? გიორგის რეალურ ცხოვრებაშიც ხომ არ აქილიკებ?

გიორგი:

- რეალურ ცხოვრებაში პირიქით ხდება - ხატიას თავად დავცინი, ვეღადავები...

ხატია:

- იტყუება! უფრო ზუსტად, თითქმის სიმართლეს ამბობს: როგორც მეგობრებს შორის ხდება ხოლმე, საკუთარ ამბებს განვიხილავთ და ზოგჯერ ერთმანეთზე ვიცინით კიდეც.

გიორგი:

- რაზეც "დავიჭერ", ყველაფერზე მეგობრულად "ვექილიკები".

- ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ? სერიალში თქვენი გმირები ხშირად თვრებოდნენ.

ხატია:

- ალკოჰოლის მოყვარული არ ვარ. ისედაც ყოველთვის კარგ ხასიათზე გახლავართ, გართობას არ ვიკლებ. უბრალოდ, ერთ ჭიქა ალკოჰოლურ სასმელზე უარს არასოდეს ვამბობ.

გიორგი:

- ხატიაზე ერთ ამბავს გავიხსენებ: კოქტეილი დალია, უფრო სწორად, ზუსტად ერთი ყლუპი მოსვა და ისე გაითიშა, მანქანამდე "მიიტანეს". თან, ისეთი სიცილი აუტყდა, რომ სერიალში მისი გმირის კისკისი მონაგონია!

- უცნაურ ანეკდოტებსაც ჰყვები ხოლმე?

ხატია:

- ზოგადად, ანეკდოტებზე არ მეცინება ან შეიძლება, გვიან გამეცინოს. ის 2 ანეკდოტი, რომელიც სერიალშიც გამოიყენეს, მეგობარმა მიამბო. ვინაიდან ამ ანეკდოტებზე მაშინვე გამეცინა, სტუდიაშიც მოვყევი. ყველა ცუდად გახდა - ეს რა არის, რა მოგვიყევიო?! ეს ამბავი სცენარისტებმა სერიალშიც გამოიყენეს.

- გიორგი, სასმელთან ისევ "მეგობრული" დამოკიდებულება გაქვს?

- მიყვარს და რა ვქნა? ჩემს დათრობას ისეთი ამბები მოჰყოლია, რომ გამხელის მრცხვენია...

ხატია:

- ამ ზაფხულს მეგობრები ერთად ვისვენებდით. ჰოდა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ალკოჰოლის მიღების შემდეგ გიორგი ბევრად საყვარელი და მხიარულია. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გოგონებს ძალიან მოსწონთ...

გიორგი:

- სიმთვრალისას ყველა ღამის კლუბს მოვივლი ხოლმე, რათა ენერგია დავხარჯო.

- ხატია, სიცილის გარდა, შენს პერსონაჟს კიდევ რით ჰგავხარ?

- ჩემი გმირის მსგავსად, კარიერისტი ვარ და რეალურ ცხოვრებაშიც სპორტსმენი ბიჭები მომწონს.

- მახსოვს, შეყვარებული იყავი...

- უკვე 4 თვეა, რაც შეყვარებული აღარ მყავს. ჩემს პირად ცხოვრებაში გარკვეული სიახლეებია: საინტერესო კანდიდატები არსებობენ. ვნახოთ, ჩემ გვერდით ყოფნას ვინ დაიმსახურებს.

გიორგი:

- ჩემს გმირთან ის საერთო მაქვს, რომ ორივე მხიარულები ვართ, ოღონდ - მე დეგენერატი მხიარული არ ვარ. ახალ სეზონზე ზურიკო ახალი იმიჯით გამოჩნდა: უფრო თავდაჯერებული გახდა და მგონი, ნელ-ნელა "ზურაბი" ხდებოდა. სამწუხაროდ, სერიალი "ზურაზე" გადასვლის პერიოდში "გაჩერდა"... რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, შეყვარებული ვარ.

- ერთგული ხარ?

- "განახლებული" ზურიკოსავით მექალთანე არ ვარ; არ შემიძლია, სიყვარულის ობიექტი ყოველდღე ვცვალო. იშვიათად მიყვარდება. შეყვარებულისგანაც ერთგულებას მოვითხოვ.

- ძალიან კარგი. წარმატებებს გისურვებთ! დასასრულ, რამის თქმა ხომ არ გინდათ?

ხატია:

- იმედია, ტელევიზიები ჩვენით დაინტერესდებიან და მომავალში ბევრ საინტერესო როლს ვითამაშებთ. სერიალის დახურვით არაფერი მთავრდება.

გიორგი:

- სერიალის შემოქმედებით ჯგუფს, ყველა მეგობარს და მთელ საქართველოს მშვიდობას, წინსვლას, ახალი იმედის გამართლებას...

ხატია:

- (აწყვეტინებს) და ოცნებების ახდენას ვუსურვებთ!

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება