გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ორი კვირის წინ დაღუპული 10 თვის ჩვილის ოჯახის წევრები რაიონის პოლიციის სამმართველოში წუხელ განმეორებით დაკითხეს. არსებული ინფორმაციით, დაკითხვა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, რისთვისაც საგამოძიებო ჯგუფი გურჯაანში თბილისიდან ჩავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრების დაკითხვა ადვოკატის გარეშე მიმდინარეობდა, რის გამოც დაცვის მხარე პროკურატურისგან იმის გარკვევას ითხოვს, თუ კონკრეტულად ვინ იყვნენ ის პირები, რომლებიც დაკითხვას აწარმოებდნენ. გარდაცვლილი ბავშვის დედამ გურჯაანის პოლიციის სამმართველო უკომენტაროდ დატოვა.
გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 10 თვის ჩვილი წყლით სავსე ქვევრში იპოვეს. არსებული ცნობით, ის მშობლებმა საძინებელში დაძინებული დატოვეს, თავად კი სამზარეულოში სავახშმოდ გავიდნენ, თუმცა უკან დაბრუნებულებს ჩვილი ადგილზე აღარ დახვდათ.