პარტნიორები:

    რიჩარდ ნორლანდი - "საქართველოში ძალაუფლების გადაცემის პროცესი ეფექტურად მიმდინარეობს"

    რიჩარდ ნორლანდი - "საქართველოში ძალაუფლების გადაცემის პროცესი ეფექტურად მიმდინარეობს"

    საქართველოში ძალაუფლების გადაცემის პროცესი ეფექტურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა,  რომელიც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატ, მაია ფანჯიკიძეს შეხვდა.

    "ჩვენ ვადევნებთ თვალყურს ძალაუფლების გადაცემის პროცესს და მოხარული ვართ, რომ ის ეფექტურად მიმდინარეობს. პირველად ამის შესახებ სიგნალი წამოვიდა ორი ლიდერის შეხვედრის შემდეგ, რომლებმაც თქვეს, რომ ძალაუფლების გადაცემა ეფექტურად მოხდებოდა", - აღნიშნა ნორლანდმა.

    რაც შეეხება უშუალოდ ფანჯიკიძესთან შეხვედრას, დიპლომატის თქმით, საუბარი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებს შეეხო.

    "პირველად მომეცა შესაძლებლობა შევხვედროდი მინისტრობის კანდიდატს. მასთან ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების საკითხები განვიხილეთ. ვადასტურებ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ასევე მყარად გაგრძელდება", - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.

    "ინტერპრესნიუსი"

    LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

    "ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

    უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა