პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირაკლი კოდუამ გამაფრთხილა და მიჩვენა სოდ-ის შავი სია, სადაც პირველ ათეულში ვიყავი, როგორც სააკაშვილისთვის არასასურველი ადამიანი"
"ირაკლი კოდუამ გამაფრთხილა და მიჩვენა სოდ-ის შავი სია, სადაც პირველ ათეულში ვიყავი, როგორც სააკაშვილისთვის არასასურველი ადამიანი"

ჩემს ამ­ბავს შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს ერთი რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი დევ­ნა-რეპ­რე­სი­ის ქრო­ნი­კა. ეს არის მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოს სის­ტე­მამ მთე­ლი ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა ერთი ადა­მი­ა­ნის ნე­ბის და­სათ­რგუ­ნა­ვად. ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ლო­გი­კა ასე­თია - ან ხარ ჩემ­თან, ან შენ ხარ კლა­სი, რო­მე­ლიც უნდა გა­ნად­გურ­დე, ხარ ჩა­რე­ცხი­ლი, მარ­გი­ნა­ლი და ა.შ. მი­უ­ხე­და­ვად დევ­ნა-რეპ­რე­სი­ი­სა, უფრო გავძლი­ერ­დი და მჯე­რა, გა­ცი­ლე­ბით მეტი მო­ვი­გე, ვიდ­რე წა­ვა­გე. ხმა­მაღ­ლა ვამ­ბობ, რომ ვარ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ პერ­სო­ნა­ლუ­რად დევ­ნი­ლი ადა­მი­ა­ნი, - გა­ნა­ცხა­და ინ­ტერ­ვი­უს წინ "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა - ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძემ:

- ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სი­ი­დან გახ­ლდით 2002 წლის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი. ვინ ვინ და, მე კარ­გად ვუ­წყი, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის ავად­მყო­ფი. ვინ­მემ რომ არ წა­მო­მა­ძა­ხოს, 2003 წელს მას­თან იდე­ქიო, ვი­ტყვი, რომ იმ­ჟა­მად სა­ა­კაშ­ვი­ლის კი არა, იდე­ის გვერ­დით ვი­დე­ქი. ვა­მა­ყობ, რომ ჩვე­ნი მხრი­დან იყო დიდი მონ­დო­მე­ბა, რომ ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შეგ­ვეც­ვა­ლა, თუმ­ცა მი­ვი­ღეთ უა­რე­სი. სა­ა­კაშ­ვილ­მა შექ­მნა არა სა­ხელ­მწი­ფო, არა­მედ მა­ხინ­ჯი სა­დამ­სჯე­ლო სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ზონ­დერე­ბის ხიშ­ტებ­ზე დგას.

- ბა­ტო­ნო შალ­ვა, თქვენ­სა და პრე­ზი­დენტს შო­რის რო­დის გა­ირ­ბი­ნა შავ­მა კა­ტამ?

- 2003 წლი­დან გახ­ლდით საგ­ზაო პო­ლი­ცი­ის პირ­ვე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი. 2-3 დღე­ში მი­ვაღ­წი­ეთ, რომ ყო­ფი­ლი "გა­იშ­ნი­კე­ბი" ფულს აღარ იღებ­დნენ, წერ­ტი­ლი და­ეს­ვა საგ­ზაო პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში მან­ქა­ნე­ბის "გან­ბა­ჟე­ბას". მალე პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან გა­მო­მიგ­ზავ­ნეს ერთი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, რო­მელ­მაც მო­ი­ტა­ნა წე­რი­ლი და მო­ი­თხო­ვა 12 თუ 14 ათა­სი მან­ქა­ნის ამო­ღე­ბა. ანუ საგ­ზაო პო­ლი­ცი­ას ეს მან­ქა­ნე­ბი უნდა წა­ერ­თმია ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის და მი­ეყ­ვა­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ჯა­რი­მო მო­ე­დან­ზე, რა­ზეც მე შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე. ამან გა­მო­იწ­ვია პირ­ვე­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ჩემ­სა და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს შო­რის. რო­დე­საც ის თა­ვი­სი დი­დე­ბით იყო მთვრა­ლი, სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში მივ­მარ­თე:

და­ჭე­რა­ზე ნუკი მე­ლა­პა­რა­კე­ბი, გა­ნუ­ბა­ჟე­ბე­ლი მან­ქა­ნით რომ და­დი­ხარ, რე­იდ­ში არ მოყ­ვე, თო­რემ ვინ ვის და­ი­ჭერს, მა­გა­საც ვნა­ხავ-მეთ­ქი. ში­ნა­გან საქ­მე­თა იმ­ჟა­მინ­დელ­მა მი­ნის­ტრმა გია ბა­რა­მი­ძემ მი­საყ­ვე­დუ­რა, გუნ­დუ­რი თა­მა­შის წე­სებს არ­ღვე­ვო. იმ­ხა­ნად ფეხ­ბურ­თელ რატი ალექ­სი­ძის მან­ქა­ნით და­დი­ო­და გიგი უგუ­ლა­ვას მე­უღ­ლე. ღმერ­თია მო­წა­მე, რომ რა­ტიმ თა­ვი­სი მან­ქა­ნა თვი­თონ ამო­იც­ნო. ამის შემ­დეგ, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ჩემ­ზე უთხრეს, რომ მქონ­და სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და წა­ვე­დი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან. ზურა სულ მაფრ­თხი­ლებ­და, რომ ხმა არ ამო­მე­ღო. ვა­მა­ყობ, რომ არ გავ­ხდი ამ სის­ტე­მის ნა­წი­ლი. ზუ­რაბ ჟვა­ნია რომ მოკ­ლეს, პო­ლი­ტი­კას უკვე ჩა­მო­ცი­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ჩემს საყ­ვა­რელ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას მი­ვუბ­რუნ­დი. შემ­დეგ იყო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა. 2007 წლის შემ­დეგ ჩემ მი­მართ შე­იც­ვა­ლა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ამას მოჰ­ყვა ის, რომ და­მი­ბა­რა სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის იმ­ჟა­მინ­დელ­მა თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ნამ­გა­ლა­ურ­მა და მი­თხრა, რომ გა­დავ­მდგა­რი­ყა­ვი. ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი კი იქ­ნე­ბო­და სა­ა­კაშ­ვი­ლის ბი­ძის, თე­მურ ალა­სა­ნი­ას ვაჟი - ნი­კუ­შა. დე­პარ­ტა­მენ­ტში მი­თხრეს, რომ და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბა ვერ შე­ვას­რუ­ლე და რომ არ მექ­ნე­ბო­და მხარ­და­ჭე­რა სა­ხელ­მწი­ფოს­გან.

რამ­დე­ნი­მე დღე­ში ფე­დე­რა­ცი­ა­ში შე­მო­ვი­და სა­გა­და­სა­ხა­დო ინ­სპექ­ცია და ფე­დე­რა­ცი­ას, 1.700.000 ლა­რის დარ­ღვე­ვა "აღ­მო­უ­ჩი­ნეს". ეს გახ­და ფორ­მა­ლუ­რი სა­ბუ­თი იმი­სა, რომ ფე­დე­რა­ცი­ის­თვის ჩა­მო­ერ­თმი­ათ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის სტა­ტუ­სი, შე­ექ­მნათ ახა­ლი ფე­დე­რა­ცია, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩა­უდ­გე­ბოდ­ნენ. ერთ-ერთი მათ­გა­ნი, სხვა­თა შო­რის, ცეს­კოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეა, მე­ო­რე კი ნაც­მოს სა­შუ­ა­ლო რგო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი. მათი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო, ეროვ­ნულ ფე­დე­რა­ცი­ებ­ში, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში და­ემ­ყა­რე­ბი­ნათ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი წეს­რი­გი". 2006 წელს თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი მაქს მოზ­ლი, რო­მელ­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი დაჰ­პირ­და, რომ რუს­თა­ვის ავ­ტოდ­რო­მის ნაშთს გა­დას­ცემ­და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ას. პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბით, გად­მოგ­ვე­ცა კი­დეც. 2009 წელს კი, ჩემი გა­დად­გო­მის შემ­დეგ, ფე­დე­რა­ცი­ის იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი და­ი­ბა­რეს და იძუ­ლე­ბით და­ა­წე­რი­ნეს წე­რი­ლი, გთხოვთ, ჩა­ი­ბა­როთ ავ­ტოდ­რო­მიო, შემ­დეგ ის შოთა აფხა­ზა­ვას შე­ას­ყიდ­ვი­ნეს, რო­მელ­მაც ავ­ტოდ­რო­მი აღად­გი­ნა. სა­ა­კაშ­ვილ­მაც ისი­ა­მოვ­ნა, რო­დე­საც იგი სპორ­ტულ მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­და. სხვა­თა შო­რის, მე ყო­ველ­თვის ვუკ­რძა­ლავ­დი სა­ა­კაშ­ვილს სპორ­ტულ მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­დო­მას, მის­ნა­ი­რი ფსი­ქი­კის ადა­მი­ა­ნის­თვის სა­ჭეს­თან დაჯ­დო­მა არ შე­იძ­ლე­ბა. ისე­თი გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბე­ლი და იმ­პულ­სუ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თვითმფრი­ნა­ვის ხმის გა­გო­ნე­ბა­ზე მი­წა­ზე ფორ­თხავს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­ჭეს­თან იჯ­დეს.

2008 წლის ომის შემ­დეგ ჩა­ვერ­თე პო­ლი­ტი­კა­ში - ქალ­ბა­ტონ­მა ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ შე­მომ­თა­ვა­ზა გავმხდა­რი­ყა­ვი "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა - ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის გზა ავირ­ჩიე. 2009 წელს, პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს­თან დარ­ბე­ვის შემ­დეგ, რო­დე­საც პლასტმა­სის ტყვი­ე­ბით ვი­ყა­ვი და­ცხრი­ლუ­ლი, ჩვენს ავ­ტო­სერ­ვის­ში, რო­მე­ლიც კრე­დი­ტით გვქონ­და აღე­ბუ­ლი, შე­მო­ვარ­და ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია და "აღ­მო­ა­ჩი­ნა" 10 ტონა აღუ­რი­ცხა­ვი ან­ტიფ­რი­ზი. ვხუმ­რობ­დი კი­დეც, ია­რა­ღის და ნარ­კო­ტი­კის ჩა­დე­ბა გა­მი­გია, მაგ­რამ ან­ტიფ­რი­ზის - არა-მეთ­ქი. დაგ­ვა­კის­რეს ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლარი, რისი გა­დახ­დაც არ შეგ­ვეძ­ლო. ავ­ტო­სერ­ვი­სი აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ტა­ნეს და გა­ას­ხვი­სეს.

- ამის შემ­დეგ იყო 26 მა­ი­სი...

- 26 მა­ისს ჩვე­ნი ოჯა­ხის ოთხი­ვე წევ­რმა ტვი­ნის შერ­ყე­ვა მი­ვი­ღეთ. მე უგო­ნოდ შე­მიყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. თავ­გა­ტე­ხი­ლი მე­უღ­ლე ვი­ღაც ღვთის­ნი­ერ­მა სახ­ლამ­დე მი­ა­ცი­ლა, უფ­რო­სი ვაჟი - გი­ორ­გი წყლის ჭავ­ლის გამო სა­დღაც და­მე­კარ­გა, რო­დე­საც მე და უმ­ცროს ვაჟს - ლე­ვანს ზონ­დერე­ბი გვცემ­დნენ. ერთ-ერთ მათ­განს ვუ­თხა­რი, კა­ცუ­რად გთხოვ, ჩემი თან­დას­წრე­ბით შვილს ნუ სცემ-მეთ­ქი. მინ­და, თქვე­ნი გა­ზე­თის სა­შუ­ა­ლე­ბით ამ კაცს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, ვი­ნა­ი­დან მან შე­წყვი­ტა ცემა და მომ­ცა პი­რო­ბა, რომ ლე­ვანს ხელს არ და­ა­კა­რებ­დნენ. წა­მიყ­ვა­ნა ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა­კენ, მაგ­რამ მო­მიხ­და სა­დამ­სჯე­ლო დე­რეფ­ნის გავ­ლა, სა­დაც "დუ­ბინ­კე­ბით" გა­მე­ტე­ბით სცემ­დნენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს. მახ­სოვს, ის სპეც­რაზ­მე­ლი ჩემ­კენ მოქ­ნე­ულ "დუ­ბინ­კებს" თა­ვი­სას რო­გორ უხ­ვედ­რებ­და... ამის შემ­დეგ არა­ფე­რი მახ­სოვს, უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­მიყ­ვა­ნეს "ემერ­ჯენსში", სა­დაც ოპე­რა­ცი­ი­სას თავ­ზე და­მად­გა ერთი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ძა­ლო­ვა­ნი (მის გვარს არ და­ვა­სა­ხე­ლებ), რო­მელ­მაც დედა შე­მა­გი­ნა და და­მე­მუქ­რა - შენი შვი­ლე­ბის სის­ხლს დავ­ლე­ვო. შემ­დეგ და­მა­პა­ტიმ­რეს. უღ­მერ­თოდ ნა­ცე­მი ჩემი შვი­ლე­ბი წა­უყ­ვა­ნი­ათ პო­ლი­ცი­ა­ში, მცი­რე­წლო­ვა­ნი ლე­ვა­ნი 2 დღე­ში სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შე გა­მო­უშ­ვეს. გი­ორ­გი კი მარ­ნე­ულ­ში წა­იყ­ვა­ნეს. მას და მის თა­ნა­საკ­ნე­ლებს თურ­მე ყო­ველ დღე სას­ტი­კად სცემ­დნენ და ყო­ველ 15 წუთ­ში ერთხელ მო­ბი­ლურ­ზე ჩა­წე­რილ "მიშა მა­გა­რი­ას" ას­მე­ნი­ნებ­დნენ. მინ­და სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დო ყვე­ლა იმ რეპ­რე­სი­რე­ბულ პა­ტი­მარს, ვინც სას­ჯელს და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად იხ­დის. გი­ორ­გი იძუ­ლე­ბუ­ლი შე­იქ­ნა, ცოლ-შვილ­თან ერ­თად გერ­მა­ნი­ა­ში გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო. ლე­ვანს კი ჩემს გამო სამ­სა­ხურ­ში არა­ვინ იღებს. ირაკ­ლი კო­დუ­ამ გა­მაფრ­თხი­ლა და მიჩ­ვე­ნა სოდ-ის შავი სია, სა­დაც პირ­ველ ათე­ულ­ში ვი­ყა­ვი, რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი. ირაკ­ლის ორი ვაჟი, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის წევ­რე­ბი იყ­ვნენ და ირაკ­ლი ამ კუ­თხით იყო ფე­დე­რა­ცი­ას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი.

- ბა­ტო­ნო შალ­ვა, ახლა რა გან­წყო­ბა­ზე ხართ, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, აპი­რებთ ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბას?

- პირ­ველ რიგ­ში, მინ­და, რომ ჩვე­ნი პა­ტიმ­რე­ბი, თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ და სა­მარ­თალ­მა იზე­ი­მოს. შემ­დეგ და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­სამ­რთლო­ში ვიბ­რძო­ლებ ჩემი უფ­ლე­ბე­ბის აღ­სად­გე­ნად. ყვე­ლა და­ის­ჯე­ბა, ვინც ჩემს გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე მო­ა­წე­რა ხელი. ისი­ნი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან, კომ­პენ­სა­ცია გა­და­მი­ხა­დონ. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ამე­რი­კა­ში იყო ასე­თი ლო­ზუნ­გი: არ იქ­ნე­ბა სა­მარ­თა­ლი, არ იქ­ნე­ბა მშვი­დო­ბა! ამი­ტომ, პირ­ველ რიგ­ში, სა­მარ­თა­ლი უნდა აღ­სრულ­დეს. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო და სა­მარ­თლის ქმნა არის წა­მა­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს უხ­დე­ბა.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ირაკლი კოდუამ გამაფრთხილა და მიჩვენა სოდ-ის შავი სია, სადაც პირველ ათეულში ვიყავი, როგორც სააკაშვილისთვის არასასურველი ადამიანი"

"ირაკლი კოდუამ გამაფრთხილა და მიჩვენა სოდ-ის შავი სია, სადაც პირველ ათეულში ვიყავი, როგორც სააკაშვილისთვის არასასურველი ადამიანი"

ჩემს ამბავს შეიძლება ეწოდოს ერთი რიგითი მოქალაქის გამოცხადებული დევნა-რეპრესიის ქრონიკა. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მოახდინოს სისტემამ მთელი ძალების მობილიზება ერთი ადამიანის ნების დასათრგუნავად. ნაციონალური ლოგიკა ასეთია - ან ხარ ჩემთან, ან შენ ხარ კლასი, რომელიც უნდა განადგურდე, ხარ ჩარეცხილი, მარგინალი და ა.შ. მიუხედავად დევნა-რეპრესიისა, უფრო გავძლიერდი და მჯერა, გაცილებით მეტი მოვიგე, ვიდრე წავაგე. ხმამაღლა ვამბობ, რომ ვარ სააკაშვილის მიერ პერსონალურად დევნილი ადამიანი, - განაცხადა ინტერვიუს წინ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წარმომადგენელი შალვა ოგბაიძემ:

- ზურაბ ჟვანიას სიიდან გახლდით 2002 წლის საკრებულოს დეპუტატი. ვინ ვინ და, მე კარგად ვუწყი, რომ სააკაშვილი არის ავადმყოფი. ვინმემ რომ არ წამომაძახოს, 2003 წელს მასთან იდექიო, ვიტყვი, რომ იმჟამად სააკაშვილის კი არა, იდეის გვერდით ვიდექი. ვამაყობ, რომ ჩვენი მხრიდან იყო დიდი მონდომება, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეგვეცვალა, თუმცა მივიღეთ უარესი. სააკაშვილმა შექმნა არა სახელმწიფო, არამედ მახინჯი სადამსჯელო სისტემა, რომელიც ზონდერების ხიშტებზე დგას.

- ბატონო შალვა, თქვენსა და პრეზიდენტს შორის როდის გაირბინა შავმა კატამ?

- 2003 წლიდან გახლდით საგზაო პოლიციის პირველი ხელმძღვანელი. 2-3 დღეში მივაღწიეთ, რომ ყოფილი "გაიშნიკები" ფულს აღარ იღებდნენ, წერტილი დაესვა საგზაო პოლიციის შენობაში მანქანების "განბაჟებას". მალე პროკურატურიდან გამომიგზავნეს ერთი მაღალჩინოსანი, რომელმაც მოიტანა წერილი და მოითხოვა 12 თუ 14 ათასი მანქანის ამოღება. ანუ საგზაო პოლიციას ეს მანქანები უნდა წაერთმია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მიეყვანა პროკურატურის საჯარიმო მოედანზე, რაზეც მე შევეწინააღმდეგე. ამან გამოიწვია პირველი უკმაყოფილება ჩემსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის. როდესაც ის თავისი დიდებით იყო მთვრალი, სატელევიზიო ეთერში მივმართე:

დაჭერაზე ნუკი მელაპარაკები, განუბაჟებელი მანქანით რომ დადიხარ, რეიდში არ მოყვე, თორემ ვინ ვის დაიჭერს, მაგასაც ვნახავ-მეთქი. შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა გია ბარამიძემ მისაყვედურა, გუნდური თამაშის წესებს არღვევო. იმხანად ფეხბურთელ რატი ალექსიძის მანქანით დადიოდა გიგი უგულავას მეუღლე. ღმერთია მოწამე, რომ რატიმ თავისი მანქანა თვითონ ამოიცნო. ამის შემდეგ, ზურაბ ჟვანიას ჩემზე უთხრეს, რომ მქონდა სერიოზული პრობლემები და წავედი თანამდებობიდან. ზურა სულ მაფრთხილებდა, რომ ხმა არ ამომეღო. ვამაყობ, რომ არ გავხდი ამ სისტემის ნაწილი. ზურაბ ჟვანია რომ მოკლეს, პოლიტიკას უკვე ჩამოცილებული ვიყავი. ჩემს საყვარელ საავტომობილო საქმიანობას მივუბრუნდი. შემდეგ იყო საქართველოს საავტომობილო ფედერაციის თავმჯდომარეობა. 2007 წლის შემდეგ ჩემ მიმართ შეიცვალა დამოკიდებულება და ამას მოჰყვა ის, რომ დამიბარა სპორტის დეპარტამენტის იმჟამინდელმა თავმჯდომარე დავით ნამგალაურმა და მითხრა, რომ გადავმდგარიყავი. ფედერაციის პრეზიდენტი კი იქნებოდა სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას ვაჟი - ნიკუშა. დეპარტამენტში მითხრეს, რომ დაკისრებული მოვალეობა ვერ შევასრულე და რომ არ მექნებოდა მხარდაჭერა სახელმწიფოსგან.

რამდენიმე დღეში ფედერაციაში შემოვიდა საგადასახადო ინსპექცია და ფედერაციას, 1.700.000 ლარის დარღვევა "აღმოუჩინეს". ეს გახდა ფორმალური საბუთი იმისა, რომ ფედერაციისთვის ჩამოერთმიათ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის წარმომადგენლის სტატუსი, შეექმნათ ახალი ფედერაცია, რომელსაც სათავეში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ჩაუდგებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი, სხვათა შორის, ცესკოს ამჟამინდელი თავმჯდომარის მოადგილეა, მეორე კი ნაცმოს საშუალო რგოლის ხელმძღვანელი. მათი მთავარი მიზანი იყო, ეროვნულ ფედერაციებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში დაემყარებინათ "ნაციონალური წესრიგი". 2006 წელს თბილისში ჩამოვიდა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი მაქს მოზლი, რომელსაც სააკაშვილი დაჰპირდა, რომ რუსთავის ავტოდრომის ნაშთს გადასცემდა საავტომობილო ფედერაციას. პრეზიდენტის ბრძანებით, გადმოგვეცა კიდეც. 2009 წელს კი, ჩემი გადადგომის შემდეგ, ფედერაციის იმჟამინდელი პრეზიდენტი დაიბარეს და იძულებით დააწერინეს წერილი, გთხოვთ, ჩაიბაროთ ავტოდრომიო, შემდეგ ის შოთა აფხაზავას შეასყიდვინეს, რომელმაც ავტოდრომი აღადგინა. სააკაშვილმაც ისიამოვნა, როდესაც იგი სპორტულ მანქანაში ჩაჯდა. სხვათა შორის, მე ყოველთვის ვუკრძალავდი სააკაშვილს სპორტულ მანქანაში ჩაჯდომას, მისნაირი ფსიქიკის ადამიანისთვის საჭესთან დაჯდომა არ შეიძლება. ისეთი გაუწონასწორებელი და იმპულსური ადამიანი, რომელიც თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე მიწაზე ფორთხავს, როგორ შეიძლება საჭესთან იჯდეს.

2008 წლის ომის შემდეგ ჩავერთე პოლიტიკაში - ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ შემომთავაზა გავმხდარიყავი "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" დამფუძნებელი და ამ ხელისუფლების შეცვლისთვის პოლიტიკური ბრძოლის გზა ავირჩიე. 2009 წელს, პოლიციის სამმართველოსთან დარბევის შემდეგ, როდესაც პლასტმასის ტყვიებით ვიყავი დაცხრილული, ჩვენს ავტოსერვისში, რომელიც კრედიტით გვქონდა აღებული, შემოვარდა ფინანსური პოლიცია და "აღმოაჩინა" 10 ტონა აღურიცხავი ანტიფრიზი. ვხუმრობდი კიდეც, იარაღის და ნარკოტიკის ჩადება გამიგია, მაგრამ ანტიფრიზის - არა-მეთქი. დაგვაკისრეს ნახევარი მილიონი ლარი, რისი გადახდაც არ შეგვეძლო. ავტოსერვისი აუქციონზე გაიტანეს და გაასხვისეს.

- ამის შემდეგ იყო 26 მაისი...

- 26 მაისს ჩვენი ოჯახის ოთხივე წევრმა ტვინის შერყევა მივიღეთ. მე უგონოდ შემიყვანეს საავადმყოფოში. თავგატეხილი მეუღლე ვიღაც ღვთისნიერმა სახლამდე მიაცილა, უფროსი ვაჟი - გიორგი წყლის ჭავლის გამო სადღაც დამეკარგა, როდესაც მე და უმცროს ვაჟს - ლევანს ზონდერები გვცემდნენ. ერთ-ერთ მათგანს ვუთხარი, კაცურად გთხოვ, ჩემი თანდასწრებით შვილს ნუ სცემ-მეთქი. მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით ამ კაცს მადლობა გადავუხადო, ვინაიდან მან შეწყვიტა ცემა და მომცა პირობა, რომ ლევანს ხელს არ დააკარებდნენ. წამიყვანა ავტობუსებისაკენ, მაგრამ მომიხდა სადამსჯელო დერეფნის გავლა, სადაც "დუბინკებით" გამეტებით სცემდნენ აქციის მონაწილეებს. მახსოვს, ის სპეცრაზმელი ჩემკენ მოქნეულ "დუბინკებს" თავისას როგორ უხვედრებდა... ამის შემდეგ არაფერი მახსოვს, უგონო მდგომარეობაში შემიყვანეს "ემერჯენსში", სადაც ოპერაციისას თავზე დამადგა ერთი მაღალჩინოსანი ძალოვანი (მის გვარს არ დავასახელებ), რომელმაც დედა შემაგინა და დამემუქრა - შენი შვილების სისხლს დავლევო. შემდეგ დამაპატიმრეს. უღმერთოდ ნაცემი ჩემი შვილები წაუყვანიათ პოლიციაში, მცირეწლოვანი ლევანი 2 დღეში სასამართლოს გარეშე გამოუშვეს. გიორგი კი მარნეულში წაიყვანეს. მას და მის თანასაკნელებს თურმე ყოველ დღე სასტიკად სცემდნენ და ყოველ 15 წუთში ერთხელ მობილურზე ჩაწერილ "მიშა მაგარიას" ასმენინებდნენ. მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა იმ რეპრესირებულ პატიმარს, ვინც სასჯელს დაუმსახურებლად იხდის. გიორგი იძულებული შეიქნა, ცოლ-შვილთან ერთად გერმანიაში გადახვეწილიყო. ლევანს კი ჩემს გამო სამსახურში არავინ იღებს. ირაკლი კოდუამ გამაფრთხილა და მიჩვენა სოდ-ის შავი სია, სადაც პირველ ათეულში ვიყავი, როგორც სააკაშვილისთვის არასასურველი ადამიანი. ირაკლის ორი ვაჟი, საავტომობილო ფედერაციის წევრები იყვნენ და ირაკლი ამ კუთხით იყო ფედერაციასთან დაახლოებული.

- ბატონო შალვა, ახლა რა განწყობაზე ხართ, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, აპირებთ ბრძოლის გაგრძელებას?

- პირველ რიგში, მინდა, რომ ჩვენი პატიმრები, თანამებრძოლები გამოვიდნენ და სამართალმა იზეიმოს. შემდეგ დამოუკიდებელ სასამრთლოში ვიბრძოლებ ჩემი უფლებების აღსადგენად. ყველა დაისჯება, ვინც ჩემს განადგურებაზე მოაწერა ხელი. ისინი ვალდებულნი არიან, კომპენსაცია გადამიხადონ. გასული საუკუნის დასაწყისში ამერიკაში იყო ასეთი ლოზუნგი: არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა! ამიტომ, პირველ რიგში, სამართალი უნდა აღსრულდეს. დამოუკიდებელი სასამართლო და სამართლის ქმნა არის წამალი, რომელიც ყველაფერს უხდება.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა