საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიღბები, რომელსაც აჩი სოლოღაშვილი ცხოვრებაში ირგებდა
ნიღბები, რომელსაც აჩი სოლოღაშვილი ცხოვრებაში ირგებდა

"ერთი შე­ხედ­ვით, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლუძს, მაგ­რამ სი­მორ­ცხვი­სა და მო­რი­დე­ბუ­ლო­ბის გამო, უსუ­სუ­რო­ბის გან­ცდაც არა­ერ­თხელ ჰქო­ნია. მას შე­უძ­ლია იყოს ულ­მო­ბე­ლი და სას­ტი­კიც. სა­კუ­თარ ემო­ცი­ებს იმ­დე­ნად აკონ­ტრო­ლებს, რომ სა­ხე­ზე ვე­რა­ფერს შე­ა­ტყობთ. მას მტე­რიც კი პა­ტი­ვის­ცე­მით ეპყრო­ბა", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი თხის წელ­ში და­ბა­დე­ბულ მო­რი­ელს, ეს კი მსა­ხი­ობ არ­ჩილ სო­ლო­ღაშ­ვი­ლის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია. რო­გო­რია ის სი­ნამ­დვი­ლე­ში? - ამას ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- ას­ტრო­ლო­გი­ის მჯე­რა, მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, რომ ყო­ველ­დღი­ურ ჰო­როს­კოპს ვეც­ნო­ბი; არც პი­რა­დი ჰო­როს­კო­პი შე­მიდ­გე­ნია.

- და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე თუ და­ინ­ტე­რეს­დი, შენი და ნუ­ცას ჰო­როს­კო­პი ერ­თმა­ნეთს რამ­დე­ნად ეთავ­სე­ბო­და?

- კი. ნუცა კირჩხი­ბია. ას­ტრო­ლო­გე­ბი მო­რი­ელ­სა და კირჩხიბს ჰარ­მო­ნი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ და პრინ­ციპ­ში, ასეც არის. დე­დაც კირჩხი­ბი მყავს და მას­თა­ნაც კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. მო­რი­ე­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ანს რომ გა­ვიც­ნობ, უკვე ვიცი, საქ­მე ვის­თან მაქვს.

- "მას ჰიპ­ნო­ზი­რე­ბის უნა­რი აქვს; მო­რი­ე­ლის მზე­რას ხალ­ხი თვალს არი­დებს..."

- არ ვიცი, ეს რამ­დე­ნად მარ­თა­ლია, მაგ­რამ შე­მიძ­ლია გი­თხრა, რომ თვა­ლე­ბი პრო­ფე­სი­ა­ში ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა. მსა­ხი­ო­ბის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა­ზე ბევ­რი რა­მაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

- "მას შე­უძ­ლია იყოს ულ­მო­ბე­ლი და სას­ტი­კი, ყვე­ლა­ფე­რი კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი".

- წო­ნას­წო­რო­ბი­დან იშ­ვი­ა­თად გა­მოვ­დი­ვარ. როცა ვბრაზ­დე­ბი, მა­ში­ნაც შე­იძ­ლე­ბა არ ვიყ­ვი­რო, არ ვი­ჩხუ­ბო, მაგ­რამ არა­ერ­თხელ უთ­ქვამთ: ისე­თი სახე გქონ­და, ყვე­ლა­ფე­რი ზედ "გე­წე­რაო". ეს ხან კარ­გია, ხან - ცუდი.

- არა­და, ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ: მო­რი­ე­ლი სა­კუ­თარ ემო­ცი­ებს იმ­დე­ნად აკონ­ტრო­ლებს, სა­ხე­ზე ვე­რა­ფერს შე­ა­ტყობ­თო.

- ტყუ­ი­ლია! ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში თა­მა­ში არ შე­მიძ­ლია. ჩემი პრო­ფე­სი­ით არას­დროს მის­პე­კუ­ლან­ტია.

- "თუ ნამ­დვი­ლად გა­ინ­ტე­რე­სებთ, რას წარ­მო­ად­გენთ, ჰკი­თხეთ მო­რი­ელს და ის გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, რას ფიქ­რობს თქვენ­ზე".

- ასეთ დროს ჩემი გულ­წრფე­ლო­ბის ხა­რის­ხი სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან მა­ღა­ლია.

- სამ­წუ­ხა­როდ - რა­ტომ?

- ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს სი­მარ­თლის გა­გო­ნე­ბას ლა­მა­ზი ტყუ­ი­ლი ურ­ჩევ­ნია... ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, სათ­ქმე­ლი ისე ვთქვა, რომ კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნე­ბას გული არ დავ­წყვი­ტო, მაგ­რამ მი­ვა­ნიშ­ნო, რა უნდა გა­მო­ას­წო­როს. ადა­მი­ა­ნის გაც­ნო­ბი­სას მი­ღე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა უტყუ­ა­რია. შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­კუ­თა­რი თავი დავ­ტუქ­სო, - მა­შინ ეს რო­გორ გა­ი­ფიქ­რე-მეთ­ქი?! მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მარ­თლდე­ბა.

- შენი გულ­წრფე­ლო­ბით მე­გო­ბა­რი გა­გი­ნა­წყე­ნე­ბია?

- მე­გობ­რე­ბი კარ­გად მიც­ნო­ბენ. რო­მე­ლი­მე მათ­განს შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც ეწყი­ნა კი­დეც, მაგ­რამ ეს ის წყე­ნა არ ყო­ფი­ლა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გაჰ­ყვე­ბა. სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით ხმას არ ამო­ვი­ღებ, მაგ­რამ თუ კი­თხვას და­მის­ვა­მენ, აუ­ცი­ლებ­ლად, გულ­წრფელ პა­სუხს მი­ი­ღე­ბენ.

- "ვერ იტანს ტყუ­ილს და მლიქ­ვნე­ლო­ბას".

- კა­მა­თის დროს თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რამ როცა მა­ტყუ­ე­ბენ, წო­ნას­წო­რო­ბი­დან გა­მოვ­დი­ვარ. როცა ცდი­ლო­ბენ, ტყუ­ი­ლის სი­მარ­თლე­ში და­მა­ჯე­რონ, სა­კუ­თა­რი თა­ვის კონ­ტროლს ვკარ­გავ. ასე­თი შემ­თხვე­ვა სულ ორ­ჯერ მქონ­და და ვერ და­ვი­ვი­წყე.

- ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ასე გა­გაბ­რა­ზეს, და­კარ­გე?

- არა, პა­ტი­ე­ბა შე­მიძ­ლია, მით უმე­ტეს, თუ მას სი­ნა­ნუ­ლის გან­ცდა ექ­ნე­ბა. ვპა­ტი­ობ, მაგ­რამ არ მა­ვი­წყდე­ბა.

- "მო­რი­ელს მტე­რი და მოყ­ვა­რე თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბით ჰყავს. მას მტე­რიც პა­ტი­ვის­ცე­მით ეპყრო­ბა".

- ალ­ბათ, ასეა. ვი­ღა­ცე­ბის­გან ჩემ­ზე ბევ­რი ცუდი რამ გა­მი­გო­ნია, მაგ­რამ მათ მტრებ­საც ვერ ვუ­წო­დებ; ისი­ნი უბ­რა­ლოდ, უსაქ­მუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც სა­კუ­თა­რი არა­ფე­რი გა­აჩ­ნი­ათ და სხვი­სი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რო­ბენ, ერთი ჭუჭ­რუ­ტა­ნი­დან იყუ­რე­ბი­ან და რო­გორც მათ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, ისე ხე­და­ვენ და თან ცდი­ლო­ბენ, ამა­ში სხვე­ბიც და­ა­ჯე­რონ. ვცდი­ლობ, ისე ვი­ცხოვ­რო, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა და­ვიმ­სა­ხუ­რო.

- "მო­რი­ე­ლი არა­თუ სხვის­თვის, არა­მედ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვი­საც სა­ში­შია. თუ გარ­შე­მო და­სა­გეს­ლი ობი­ექ­ტი არ ჰყავს, შე­უძ­ლია თავი და­ი­გეს­ლოს".

- გეს­ლი­ა­ნი რომ ვარ, ამას სხვე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან: ისე­თი თქმა იცი, რომ ადა­მი­ანს მო­წამ­ლა­ვო. ამა­ში მხო­ლოდ მო­რი­ე­ლის ნი­შა­ნი კი არა, ისიც მეხ­მა­რე­ბა, რომ ქარ­თლე­ლი ვარ და შე­მიძ­ლია, ადა­მი­ანს სათ­ქმე­ლი პირ­და­პირ "ვა­ჯა­ხო". რაც შე­ე­ხე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის და­გეს­ვლას: ადრე, ცუდ ხა­სი­ათ­ზე ყოფ­ნი­სას, მარ­ტო­ო­ბა მერ­ჩივ­ნა. მახ­სოვს დღე­ე­ბი, როცა სა­კუ­თარ თავს ბო­ლოს ვუ­ღებ­დი - ვუს­მენ­დი მძი­მე მუ­სი­კას, ვუ­ყუ­რებ­დი "მძი­მე" ფილ­მს და ა.შ. ახლა პი­რი­ქით ვიქ­ცე­ვი.

- "მო­რი­ელს არას­დროს ავი­წყდე­ბა გა­წე­უ­ლი სი­კე­თე. ის ვერც შე­უ­რა­ცხყო­ფას და წყე­ნას ივი­წყებს".

- ასეა. ძა­ლი­ან ცოტა რამ არის საკ­მა­რი­სი იმის­თვის, რომ მა­სი­ა­მოვ­ნონ. როცა ვხე­დავ, ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობს, სი­კე­თე გა­მი­კე­თოს, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მისი მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი. მერე რა­მეც რომ მა­წყე­ნი­ნოს, პირ­ველ რიგ­ში, იმ გა­კე­თე­ბულ სი­კე­თეს ვიხ­სე­ნებ და არა - წყე­ნას.

- "მო­რი­ე­ლი გულ­მოდ­გი­ნედ გეგ­მავს, მტერ­ზე ჯავ­რი რო­გორ იყა­როს. მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ისეთ დარ­ტყმას აყე­ნებს, რომ მას­თან ქიშ­პო­ბის სურ­ვილს სა­ბო­ლო­ოდ უკარ­გავს".

- კონ­ფლიქტს პირ­ვე­ლი არას­დროს ვი­წყებ, მაგ­რამ თუ ვინ­მე შე­ტე­ვა­ზე გად­მო­ვა და შე­უ­რა­ცხყო­ფას მო­მა­ყე­ნებს, ვიდ­რე და­ცე­მულს არ ვნა­ხავ, მა­ნამ­დე არ მო­ვეშ­ვე­ბი. ვერ ვი­ტყვი, რომ ეს კარ­გი თვი­სე­ბაა, მაგ­რამ რა ვქნა, ასე­თი ვარ.

- ახლა გთხოვ, სა­კუ­თა­რი თავი ერთი სი­ტყვით და­ა­ხა­სი­ა­თო და მერე მე გე­ტყვი, ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ დროს რო­მელ სი­ტყვას იყე­ნე­ბენ.

- (ფიქ­რობს) "სა­ი­მე­დო".

- "უძ­ლე­ვე­ლი".

- შე­იძ­ლე­ბა ასეც არის... ისე, ცოტა ამ­ბი­ცი­უ­რად ხომ არ გა­მომ­დის?!

- "მისი დათ­რგუნ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ის ნე­ბის­მი­ე­რი ბრძო­ლი­დან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­დის".

- და­ძა­ბუ­ლი გა­რე­მო მთრგუ­ნავს. ასეთ დროს ან თა­ვად მივ­დი­ვარ, ან სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვას ვცდი­ლობ. არ მიყ­ვარს უცხო წრე, ქორ­წი­ლე­ბი, ხალ­ხმრავ­ლო­ბა და ისე­თი დღე­ო­ბე­ბი, სა­დაც ბევ­რი უცხო ადა­მი­ა­ნია. ყველ­გან, სა­დაც მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან, ვცდი­ლობ, მი­ვი­დე, მაგ­რამ ყვე­ლამ იცის, რომ აჩი­კო ქორ­წილ­ში არ უნდა და­პა­ტი­ჟოს. მე ვიწ­რო მე­გობ­რულ წრე­ში გარ­თო­ბა მიყ­ვარს.

- სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში თავს რო­გორ გრძნობ­დი?

- ჩვენ ჯვრის­წე­რა გვქონ­და. ისე მო­ვა­ხერ­ხე, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი უბ­რა­ლოდ მო­ვიდ­ნენ, ჩემი და ნუ­ცას ბედ­ნი­ე­რე­ბა გა­ი­ზი­ა­რეს - ანუ არ ყო­ფი­ლა ღრე­ო­ბა. გი­თხა­რი, - და­ძა­ბუ­ლი გა­რე­მო მთრგუ­ნავს-მეთ­ქი. ცი­ხის ცნო­ბი­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის დროს ბრი­ტა­ნეთ­ში, გას­ტროლ­ზე ვი­ყა­ვი. იქ სას­ტუმ­რო­ში ტე­ლე­ვი­ზო­რი ქარ­თულ არ­ხებს არ უჩ­ვე­ნებ­და. "ფე­ის­ბუკ­ში" შე­ვე­დი და თვა­ლებ­ში და­მიბ­ნელ­და... გა­ვი­ფიქ­რე, - ნე­ტავ, ამ ქვეყ­ნის შვი­ლი არ ვიყო-მეთ­ქი. ეს ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად და­მე­მარ­თა. მსოფ­ლიო შე­მოვ­ლი­ლი მაქვს და ერთ კვი­რა­ზე მეტ­ხანს ვერ­სად ვჩერ­დე­ბი, მო­ნატ­რე­ბის სა­ში­ნე­ლი გრძნო­ბა მტან­ჯავს და ერთი სული მაქვს, ქარ­თულ მი­წა­ზე ფეხს რო­დის და­ვად­გამ...

- "უყ­ვარს ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი".

- ზედ­მე­ტად ემო­ცი­უ­რი და ეგო­ის­ტი ვარ, თა­ნაც - სა­ში­ნე­ლი ეგო­ის­ტი. მგო­ნია, ჩემ­ზე მეტი სიყ­ვა­რუ­ლი არა­ვინ იცის და მო­ვი­თხოვ, გარ­შე­მო მყო­ფებს ჯერ მე ვუყ­ვარ­დე, მერე - სხვე­ბი.

- "ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლად იღებს".

- 14 წლი­დან ასე ვარ. რამ­დენ­ჯერ­მე იყო ჩემ­ზე ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის მცდე­ლო­ბა და სი­მარ­თლე გი­თხრა, როცა სხვის რჩე­ვას "ავ­ყე­ვი", ყო­ველ­თვის ვი­ნა­ნე. ჰოდა, მირ­ჩევ­ნია, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვად მი­ვი­ღო და თუ რა­ღაც ისე არ გა­მო­ვა, ამა­ში სა­კუ­თა­რი თავი და­ვა­და­ნა­შა­უ­ლო და არა სხვა ვინ­მე.

- "მე­გობ­რე­ბის შერ­ჩე­ვას დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს. გარ­შე­მო ისეთ ადა­მი­ანს არ გა­ა­ჭა­ჭა­ნებს, რო­მელ­საც არ აფა­სებს".

- ასეა! როცა ვხე­დავ, ადა­მი­ანს იმა­ზე მეტი ამ­ბი­ცია უჩ­ნდე­ბა, ვიდ­რე შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ხიბ­ლი ეკარ­გე­ბა. ასე­თი ადა­მი­ა­ნი ჩემ­თვის უინ­ტე­რე­სო ხდე­ბა.

- და შორ­დე­ბი?

- ვშორ­დე­ბი, მაგ­რამ მე­ნატ­რე­ბა ხოლ­მე ის ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე გვქონ­და - ძა­ლი­ან სუფ­თა და გამჭვირ­ვა­ლე.

- "მას თა­ვი­სი გრძნო­ბე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა არ სჩ­ვე­ვია..."

- სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი ნაკ­ლე­ბად მიყ­ვარს, მაგ­რამ გრძნო­ბე­ბის და­მალ­ვა არ შე­მიძ­ლია. არ მიყ­ვარს, როცა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ვარ - ეს სცე­ნა­ზეც საკ­მა­რი­სია. პო­პუ­ლა­რო­ბა არ მომ­წონს და ამის გამო, ხში­რად მე­კა­მა­თე­ბი­ან. უკ­ვირთ, - რო­გორ არ მოგ­წონ­სო? პო­პუ­ლა­რო­ბა კარ­გია ერთი კვი­რის მან­ძილ­ზე, მერე სა­ში­ნე­ლე­ბაა. გინ­და თუ არ გინ­და, ყვე­ლა­ფერს ან­გა­რი­ში უნდა გა­უ­წიო. მი­მაჩ­ნია, რომ ბევ­რი რამ აღარ მე­პა­ტი­ე­ბა. პო­პუ­ლა­რო­ბა ცოტა კომ­პლექ­სებ­საც აჩენს და ცდი­ლობ, სა­კუ­თარ თავს, საქ­ცი­ელს კონ­ტრო­ლი გა­უ­წიო.

- "უყ­ვარს სხვი­სი და სა­კუ­თა­რი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბის შე­ნახ­ვა. მას სულ­ში ისე­თი კუნ­ჭუ­ლე­ბი აქვს, სა­დაც შეს­ვლა ყვე­ლა მოკ­ვდა­ვის­თვის აკ­რძა­ლუ­ლია".

- მარ­თა­ლია. სულ 2 ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­მაც ჩემ შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი იცის და ერთ-ერთი ჩემი მე­უღ­ლეა. სა­ი­დუმ­ლოს ცო­ცხა­ლი თა­ვით არ გავ­ცემ.

- შორ­სმჭვრე­ტე­ლი ხარ?

- ძა­ლი­ან მინ­და, ვიყო, მაგ­რამ ვერ ვარ. დღე­ვან­დე­ლი დღით ვცხოვ­რობ. ჩემი ყო­ვე­ლი დღე აქ­ტი­უ­რი და იმ­დე­ნად დატ­ვირ­თუ­ლია, რომ მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რის­თვის დრო აღარ მრჩე­ბა.

- "ის ადა­მი­ანს გამ­ჭო­ლად ხე­დავს. ყო­ველ­თვის და­ნამ­დვი­ლე­ბით იცის, ვინ რას წარ­მო­ად­გენს და ვის­გან რა სა­შიშ­რო­ე­ბა ელის".

- ხში­რად არა, მაგ­რამ არის შემ­თხვე­ვა, როცა ქუ­ჩა­ში ჩემ­თვის უცხო ადა­მი­ა­ნი მო­დის და მიჩ­ნდე­ბა შეგ­რძნე­ბა, რომ ვიც­ნობ. ასეთ დროს შე­მიძ­ლია გი­თხრა, ის პი­როვ­ნე­ბა კე­თი­ლია თუ ბო­რო­ტი - ანუ და­დე­ბით და უარ­ყო­ფით ენერ­გი­ებს ვგრძნობ... ამა­ვე დროს, სა­ო­ცა­რი ინ­ტუ­ი­ცია მაქვს.

- ფულ­თან რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვს?

- სა­ოც­რად მფლან­გვე­ლი ვარ.

- "ის ხან ხელ­მომ­ჭირ­ნეა, ხან - უაზ­როდ ფლან­გავს".

- 14 წლი­დან ვმუ­შა­ობ და ფული არას­დროს შე­მი­ნა­ხავს.

- "ერთი შე­ხედ­ვით, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლუძს, მაგ­რამ სი­მორ­ცხვი­სა და მო­რი­დე­ბუ­ლო­ბის გამო უსუ­სუ­რო­ბის გან­ცდა არა­ერ­თხელ ჰქო­ნია".

- ერთი შე­ხედ­ვით ძა­ლი­ან თა­მა­მი და მხი­ა­რუ­ლი ვჩან­ვარ. გაც­ნო­ბის შემ­დეგ ბევ­რს უთ­ქვამს, - ამ­ბი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი მე­გო­ნეო. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ მიერ ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე დაგ­რო­ვი­ლი ნიღ­ბე­ბია.

- ეს ნიღ­ბე­ბი რის­თვის გჭირ­დე­ბო­და?

- არ ვიცი... ალ­ბათ, თავ­დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მი იყო.

- რომ არა სი­მორ­ცხვე და მო­რი­დე­ბუ­ლო­ბა, ცხოვ­რე­ბა­ში უფრო მეტს მი­აღ­წევ­დი?

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ასე იქ­ნე­ბო­და. ვერ ვი­ტყვი, რომ ბედს ვუ­ჩი­ვი. ღმერ­თის წყა­ლო­ბით მაქვს ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩემი ასა­კის ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, მაგ­რამ "ჟილ­კი­ა­ნი" რომ ვიყო, უფრო მე­ტად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი. ფარ-ხმალს ად­ვი­ლად ვყრი. ვიცი, ეს ცუ­დია. მე ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სტი­მუ­ლი ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბა.

- შენი და­ყო­ლი­ე­ბა რთუ­ლია?

- მძი­მე ხა­სი­ა­თი მაქვს, საკ­მა­ოდ მძი­მე, მაგ­რამ თუ სწორ გზას მო­ნა­ხავ, ჩემს და­ყო­ლი­ე­ბას იო­ლად შეძ­ლებ. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ მა­ნამ, ვიდ­რე შენი გა­მო­ყო­ლა თა­ვა­დაც მსი­ა­მოვ­ნებს, მაგ­რამ როცა ეს მბეზ­რდე­ბა, მერე ვჯი­უტ­დე­ბი.

- შენი ხა­სი­ა­თის სიმ­ძი­მე რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა?

- ზოგ­ჯერ, როცა ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვარ, გან­წყო­ბი­ლე­ბას სხვა­საც ვუ­ფუ­ჭებ, მაგ­რამ ამას გა­მიზ­ნუ­ლად არას­დროს ვა­კე­თებ.

- პე­სი­მიზ­მის­კენ მიდ­რე­კი­ლი ხარ?

- უი­მე­დო­ბის გან­ცდა ადრე ნაკ­ლე­ბად მქონ­და, ბოლო დროს კი რა­ტომ­ღაც, მო­მე­ძა­ლა. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი იმ მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­შია. მინ­და, ხალ­ხი და­წყნარ­დეს. ოღონდ მშვი­დო­ბა იყოს და იმ ყვე­ლა­ფერს დავ­თმობ, რაც დღემ­დე მი­კე­თე­ბია.

- "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" იწყე­ბა. ასე­თი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტის წამ­ყვა­ნი არას­დროს ყო­ფილ­ხარ.

- მე და გვან­ცა და­რა­სე­ლია "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" წამ­ყვა­ნე­ბი ვართ. საკ­მა­ოდ რთუ­ლი მი­სია გვა­კის­რია - ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი უნდა ვი­ყოთ, ვინც სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მთელ სა­ქარ­თვე­ლოს უნდა და­ა­ნახ­ვოს. ჩვენ უნდა შე­ვუქ­მნათ მათ ის გან­წყო­ბა, რომ თავი რაც შე­იძ­ლე­ბა კარ­გად წარ­მო­ა­ჩი­ნონ. მსა­ხი­ო­ბი ვარ და გამ­ხნე­ვე­ბის ფასი ვიცი.

- გვან­ცა რო­გო­რი მე­წყვი­ლეა?

- გვან­ცას­თან და მთელ შე­მოქ­მე­დე­ბით გუნდთან ერ­თად თავს ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ. თე­ატ­რის მსა­ხი­ობ­მა პარტნი­ო­რის ფასი იცის. გვან­ცას შემ­თხვე­ვა­ში, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ გა­მი­მარ­თლა. ჩვენ ერ­თმა­ნე­თის უსი­ტყვოდ გვეს­მის.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ნიღბები, რომელსაც აჩი სოლოღაშვილი ცხოვრებაში ირგებდა

ნიღბები, რომელსაც აჩი სოლოღაშვილი ცხოვრებაში ირგებდა

"ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი ძალუძს, მაგრამ სიმორცხვისა და მორიდებულობის გამო, უსუსურობის განცდაც არაერთხელ ჰქონია. მას შეუძლია იყოს ულმობელი და სასტიკიც. საკუთარ ემოციებს იმდენად აკონტროლებს, რომ სახეზე ვერაფერს შეატყობთ. მას მტერიც კი პატივისცემით ეპყრობა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები თხის წელში დაბადებულ მორიელს, ეს კი მსახიობ არჩილ სოლოღაშვილის ზოდიაქოს ნიშანია. როგორია ის სინამდვილეში? - ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ასტროლოგიის მჯერა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ყოველდღიურ ჰოროსკოპს ვეცნობი; არც პირადი ჰოროსკოპი შემიდგენია.

- დაქორწინებამდე თუ დაინტერესდი, შენი და ნუცას ჰოროსკოპი ერთმანეთს რამდენად ეთავსებოდა?

- კი. ნუცა კირჩხიბია. ასტროლოგები მორიელსა და კირჩხიბს ჰარმონიულ ურთიერთობას უწინასწარმეტყველებენ და პრინციპში, ასეც არის. დედაც კირჩხიბი მყავს და მასთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. მორიელები განსაკუთრებით მიყვარს. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს რომ გავიცნობ, უკვე ვიცი, საქმე ვისთან მაქვს.

- "მას ჰიპნოზირების უნარი აქვს; მორიელის მზერას ხალხი თვალს არიდებს..."

- არ ვიცი, ეს რამდენად მართალია, მაგრამ შემიძლია გითხრა, რომ თვალები პროფესიაში ძალიან მეხმარება. მსახიობის გამომეტყველებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული.

- "მას შეუძლია იყოს ულმობელი და სასტიკი, ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული".

- წონასწორობიდან იშვიათად გამოვდივარ. როცა ვბრაზდები, მაშინაც შეიძლება არ ვიყვირო, არ ვიჩხუბო, მაგრამ არაერთხელ უთქვამთ: ისეთი სახე გქონდა, ყველაფერი ზედ "გეწერაო". ეს ხან კარგია, ხან - ცუდი.

- არადა, ასტროლოგები ამბობენ: მორიელი საკუთარ ემოციებს იმდენად აკონტროლებს, სახეზე ვერაფერს შეატყობთო.

- ტყუილია! ადამიანებთან ურთიერთობაში თამაში არ შემიძლია. ჩემი პროფესიით არასდროს მისპეკულანტია.

- "თუ ნამდვილად გაინტერესებთ, რას წარმოადგენთ, ჰკითხეთ მორიელს და ის გულწრფელად გეტყვით, რას ფიქრობს თქვენზე".

- ასეთ დროს ჩემი გულწრფელობის ხარისხი სამწუხაროდ, ძალიან მაღალია.

- სამწუხაროდ - რატომ?

- ზოგიერთ ადამიანს სიმართლის გაგონებას ლამაზი ტყუილი ურჩევნია... ყოველთვის ვცდილობ, სათქმელი ისე ვთქვა, რომ კონკრეტულ პიროვნებას გული არ დავწყვიტო, მაგრამ მივანიშნო, რა უნდა გამოასწოროს. ადამიანის გაცნობისას მიღებული პირველი შთაბეჭდილება უტყუარია. შეიძლება მოგვიანებით საკუთარი თავი დავტუქსო, - მაშინ ეს როგორ გაიფიქრე-მეთქი?! მაგრამ საბოლოოდ, მაინც პირველი შთაბეჭდილება მართლდება.

- შენი გულწრფელობით მეგობარი გაგინაწყენებია?

- მეგობრები კარგად მიცნობენ. რომელიმე მათგანს შეიძლება, რაღაც ეწყინა კიდეც, მაგრამ ეს ის წყენა არ ყოფილა, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრება გაჰყვება. საკუთარი ინიციატივით ხმას არ ამოვიღებ, მაგრამ თუ კითხვას დამისვამენ, აუცილებლად, გულწრფელ პასუხს მიიღებენ.

- "ვერ იტანს ტყუილს და მლიქვნელობას".

- კამათის დროს თავშეკავებული ვარ, მაგრამ როცა მატყუებენ, წონასწორობიდან გამოვდივარ. როცა ცდილობენ, ტყუილის სიმართლეში დამაჯერონ, საკუთარი თავის კონტროლს ვკარგავ. ასეთი შემთხვევა სულ ორჯერ მქონდა და ვერ დავივიწყე.

- ის ადამიანები, რომლებმაც ასე გაგაბრაზეს, დაკარგე?

- არა, პატიება შემიძლია, მით უმეტეს, თუ მას სინანულის განცდა ექნება. ვპატიობ, მაგრამ არ მავიწყდება.

- "მორიელს მტერი და მოყვარე თანაბარი რაოდენობით ჰყავს. მას მტერიც პატივისცემით ეპყრობა".

- ალბათ, ასეა. ვიღაცებისგან ჩემზე ბევრი ცუდი რამ გამიგონია, მაგრამ მათ მტრებსაც ვერ ვუწოდებ; ისინი უბრალოდ, უსაქმური ადამიანები არიან, რომლებსაც საკუთარი არაფერი გააჩნიათ და სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ, ერთი ჭუჭრუტანიდან იყურებიან და როგორც მათ წარმოუდგენიათ, ისე ხედავენ და თან ცდილობენ, ამაში სხვებიც დააჯერონ. ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, რომ ადამიანების პატივისცემა დავიმსახურო.

- "მორიელი არათუ სხვისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც საშიშია. თუ გარშემო დასაგესლი ობიექტი არ ჰყავს, შეუძლია თავი დაიგესლოს".

- გესლიანი რომ ვარ, ამას სხვები მეუბნებიან: ისეთი თქმა იცი, რომ ადამიანს მოწამლავო. ამაში მხოლოდ მორიელის ნიშანი კი არა, ისიც მეხმარება, რომ ქართლელი ვარ და შემიძლია, ადამიანს სათქმელი პირდაპირ "ვაჯახო". რაც შეეხება საკუთარი თავის დაგესვლას: ადრე, ცუდ ხასიათზე ყოფნისას, მარტოობა მერჩივნა. მახსოვს დღეები, როცა საკუთარ თავს ბოლოს ვუღებდი - ვუსმენდი მძიმე მუსიკას, ვუყურებდი "მძიმე" ფილმს და ა.შ. ახლა პირიქით ვიქცევი.

- "მორიელს არასდროს ავიწყდება გაწეული სიკეთე. ის ვერც შეურაცხყოფას და წყენას ივიწყებს".

- ასეა. ძალიან ცოტა რამ არის საკმარისი იმისთვის, რომ მასიამოვნონ. როცა ვხედავ, ადამიანი ცდილობს, სიკეთე გამიკეთოს, მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები. მერე რამეც რომ მაწყენინოს, პირველ რიგში, იმ გაკეთებულ სიკეთეს ვიხსენებ და არა - წყენას.

- "მორიელი გულმოდგინედ გეგმავს, მტერზე ჯავრი როგორ იყაროს. მოწინააღმდეგეს ისეთ დარტყმას აყენებს, რომ მასთან ქიშპობის სურვილს საბოლოოდ უკარგავს".

- კონფლიქტს პირველი არასდროს ვიწყებ, მაგრამ თუ ვინმე შეტევაზე გადმოვა და შეურაცხყოფას მომაყენებს, ვიდრე დაცემულს არ ვნახავ, მანამდე არ მოვეშვები. ვერ ვიტყვი, რომ ეს კარგი თვისებაა, მაგრამ რა ვქნა, ასეთი ვარ.

- ახლა გთხოვ, საკუთარი თავი ერთი სიტყვით დაახასიათო და მერე მე გეტყვი, ასტროლოგები ამ დროს რომელ სიტყვას იყენებენ.

- (ფიქრობს) "საიმედო".

- "უძლეველი".

- შეიძლება ასეც არის... ისე, ცოტა ამბიციურად ხომ არ გამომდის?!

- "მისი დათრგუნვა შეუძლებელია. ის ნებისმიერი ბრძოლიდან გამარჯვებული გამოდის".

- დაძაბული გარემო მთრგუნავს. ასეთ დროს ან თავად მივდივარ, ან სიტუაციის განმუხტვას ვცდილობ. არ მიყვარს უცხო წრე, ქორწილები, ხალხმრავლობა და ისეთი დღეობები, სადაც ბევრი უცხო ადამიანია. ყველგან, სადაც მეპატიჟებიან, ვცდილობ, მივიდე, მაგრამ ყველამ იცის, რომ აჩიკო ქორწილში არ უნდა დაპატიჟოს. მე ვიწრო მეგობრულ წრეში გართობა მიყვარს.

- საკუთარ ქორწილში თავს როგორ გრძნობდი?

- ჩვენ ჯვრისწერა გვქონდა. ისე მოვახერხე, რომ ადამიანები უბრალოდ მოვიდნენ, ჩემი და ნუცას ბედნიერება გაიზიარეს - ანუ არ ყოფილა ღრეობა. გითხარი, - დაძაბული გარემო მთრგუნავს-მეთქი. ციხის ცნობილი კადრების გავრცელების დროს ბრიტანეთში, გასტროლზე ვიყავი. იქ სასტუმროში ტელევიზორი ქართულ არხებს არ უჩვენებდა. "ფეისბუკში" შევედი და თვალებში დამიბნელდა... გავიფიქრე, - ნეტავ, ამ ქვეყნის შვილი არ ვიყო-მეთქი. ეს ცხოვრებაში პირველად დამემართა. მსოფლიო შემოვლილი მაქვს და ერთ კვირაზე მეტხანს ვერსად ვჩერდები, მონატრების საშინელი გრძნობა მტანჯავს და ერთი სული მაქვს, ქართულ მიწაზე ფეხს როდის დავადგამ...

- "უყვარს ყველაფერი გადაჭარბებული".

- ზედმეტად ემოციური და ეგოისტი ვარ, თანაც - საშინელი ეგოისტი. მგონია, ჩემზე მეტი სიყვარული არავინ იცის და მოვითხოვ, გარშემო მყოფებს ჯერ მე ვუყვარდე, მერე - სხვები.

- "ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს".

- 14 წლიდან ასე ვარ. რამდენჯერმე იყო ჩემზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა და სიმართლე გითხრა, როცა სხვის რჩევას "ავყევი", ყოველთვის ვინანე. ჰოდა, მირჩევნია, გადაწყვეტილება თავად მივიღო და თუ რაღაც ისე არ გამოვა, ამაში საკუთარი თავი დავადანაშაულო და არა სხვა ვინმე.

- "მეგობრების შერჩევას დიდ ყურადღებას აქცევს. გარშემო ისეთ ადამიანს არ გააჭაჭანებს, რომელსაც არ აფასებს".

- ასეა! როცა ვხედავ, ადამიანს იმაზე მეტი ამბიცია უჩნდება, ვიდრე შეიძლება ჰქონდეს, მასთან ურთიერთობას ხიბლი ეკარგება. ასეთი ადამიანი ჩემთვის უინტერესო ხდება.

- და შორდები?

- ვშორდები, მაგრამ მენატრება ხოლმე ის ურთიერთობა, რომელიც მანამდე გვქონდა - ძალიან სუფთა და გამჭვირვალე.

- "მას თავისი გრძნობების დემონსტრირება არ სჩვევია..."

- საკუთარ თავზე ლაპარაკი ნაკლებად მიყვარს, მაგრამ გრძნობების დამალვა არ შემიძლია. არ მიყვარს, როცა ყურადღების ცენტრში ვარ - ეს სცენაზეც საკმარისია. პოპულარობა არ მომწონს და ამის გამო, ხშირად მეკამათებიან. უკვირთ, - როგორ არ მოგწონსო? პოპულარობა კარგია ერთი კვირის მანძილზე, მერე საშინელებაა. გინდა თუ არ გინდა, ყველაფერს ანგარიში უნდა გაუწიო. მიმაჩნია, რომ ბევრი რამ აღარ მეპატიება. პოპულარობა ცოტა კომპლექსებსაც აჩენს და ცდილობ, საკუთარ თავს, საქციელს კონტროლი გაუწიო.

- "უყვარს სხვისი და საკუთარი საიდუმლოებების შენახვა. მას სულში ისეთი კუნჭულები აქვს, სადაც შესვლა ყველა მოკვდავისთვის აკრძალულია".

- მართალია. სულ 2 ადამიანია, რომელმაც ჩემ შესახებ ყველაფერი იცის და ერთ-ერთი ჩემი მეუღლეა. საიდუმლოს ცოცხალი თავით არ გავცემ.

- შორსმჭვრეტელი ხარ?

- ძალიან მინდა, ვიყო, მაგრამ ვერ ვარ. დღევანდელი დღით ვცხოვრობ. ჩემი ყოველი დღე აქტიური და იმდენად დატვირთულია, რომ მომავალზე ფიქრისთვის დრო აღარ მრჩება.

- "ის ადამიანს გამჭოლად ხედავს. ყოველთვის დანამდვილებით იცის, ვინ რას წარმოადგენს და ვისგან რა საშიშროება ელის".

- ხშირად არა, მაგრამ არის შემთხვევა, როცა ქუჩაში ჩემთვის უცხო ადამიანი მოდის და მიჩნდება შეგრძნება, რომ ვიცნობ. ასეთ დროს შემიძლია გითხრა, ის პიროვნება კეთილია თუ ბოროტი - ანუ დადებით და უარყოფით ენერგიებს ვგრძნობ... ამავე დროს, საოცარი ინტუიცია მაქვს.

- ფულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- საოცრად მფლანგველი ვარ.

- "ის ხან ხელმომჭირნეა, ხან - უაზროდ ფლანგავს".

- 14 წლიდან ვმუშაობ და ფული არასდროს შემინახავს.

- "ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი ძალუძს, მაგრამ სიმორცხვისა და მორიდებულობის გამო უსუსურობის განცდა არაერთხელ ჰქონია".

- ერთი შეხედვით ძალიან თამამი და მხიარული ვჩანვარ. გაცნობის შემდეგ ბევრს უთქვამს, - ამბიციური ადამიანი მეგონეო. ეს ყველაფერი ჩემ მიერ ცხოვრების მანძილზე დაგროვილი ნიღბებია.

- ეს ნიღბები რისთვის გჭირდებოდა?

- არ ვიცი... ალბათ, თავდაცვის მექანიზმი იყო.

- რომ არა სიმორცხვე და მორიდებულობა, ცხოვრებაში უფრო მეტს მიაღწევდი?

- დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნებოდა. ვერ ვიტყვი, რომ ბედს ვუჩივი. ღმერთის წყალობით მაქვს ყველაფერი, რაც ჩემი ასაკის ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ "ჟილკიანი" რომ ვიყო, უფრო მეტად წარმატებული ვიქნებოდი. ფარ-ხმალს ადვილად ვყრი. ვიცი, ეს ცუდია. მე ვარ ადამიანი, რომელსაც სტიმული ჰაერივით სჭირდება.

- შენი დაყოლიება რთულია?

- მძიმე ხასიათი მაქვს, საკმაოდ მძიმე, მაგრამ თუ სწორ გზას მონახავ, ჩემს დაყოლიებას იოლად შეძლებ. ყველაფერს ვაკეთებ მანამ, ვიდრე შენი გამოყოლა თავადაც მსიამოვნებს, მაგრამ როცა ეს მბეზრდება, მერე ვჯიუტდები.

- შენი ხასიათის სიმძიმე რაში გამოიხატება?

- ზოგჯერ, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, განწყობილებას სხვასაც ვუფუჭებ, მაგრამ ამას გამიზნულად არასდროს ვაკეთებ.

- პესიმიზმისკენ მიდრეკილი ხარ?

- უიმედობის განცდა ადრე ნაკლებად მქონდა, ბოლო დროს კი რატომღაც, მომეძალა. ძალიან განვიცდი იმ მდგომარეობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. მინდა, ხალხი დაწყნარდეს. ოღონდ მშვიდობა იყოს და იმ ყველაფერს დავთმობ, რაც დღემდე მიკეთებია.

- "საქართველოს ვარსკვლავი" იწყება. ასეთი მასშტაბური პროექტის წამყვანი არასდროს ყოფილხარ.

- მე და გვანცა დარასელია "საქართველოს ვარსკვლავის" წამყვანები ვართ. საკმაოდ რთული მისია გვაკისრია - ყველა იმ ადამიანის გულშემატკივრები უნდა ვიყოთ, ვინც საკუთარი შესაძლებლობები მთელ საქართველოს უნდა დაანახვოს. ჩვენ უნდა შევუქმნათ მათ ის განწყობა, რომ თავი რაც შეიძლება კარგად წარმოაჩინონ. მსახიობი ვარ და გამხნევების ფასი ვიცი.

- გვანცა როგორი მეწყვილეა?

- გვანცასთან და მთელ შემოქმედებით გუნდთან ერთად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. თეატრის მსახიობმა პარტნიორის ფასი იცის. გვანცას შემთხვევაში, შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა. ჩვენ ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება