მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თიკა ჯამბურია ცხოვრებისა და კარიერის ახალ ეტაპს იწყებს
თიკა ჯამბურია ცხოვრებისა და კარიერის ახალ ეტაპს იწყებს

თიკა ჯამ­ბუ­რი­ას ბავ­შვო­ბა რე­ა­ლუ­რი ზღა­პა­რი იყო, ახლა ცხოვ­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რის ახალ ეტაპს იწყებს. მა­შინ, როცა ცხრა წლის თიკა "ჯე­ი­რანს" მღე­რო­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვი იყო, მისი ხმა ყვე­ლას აღაფრ­თო­ვა­ნებ­და, მა­შინ თიკა და­კარ­გულ პა­ტა­რა ბიჭს "ეძებ­და". მომ­ღე­რალს ეს პე­რი­ო­დი ენატ­რე­ბა და ამ­ბობს, რომ პა­ტა­რა იყო და ვერ ხვდე­ბო­და, რა ხდე­ბო­და მის თავს. ათი წლის თი­კას სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი უფრო უნ­დო­და, მე­გობ­რებ­თან გარ­თო­ბა და სხვე­ბი­ვით ხან შა­ტა­ლო­ზე წას­ვლა, ხან და­ბა­დე­ბის დღე­ზე და ხან... ალ­ბათ ახლა ის დრო რომ დაბ­რუნ­დეს, თიკა სხვა­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყე­ნებ­და.

მერე თი­კამ უმაღ­ლეს­ში ჩა­ა­ბა­რა, გა­თხოვ­და და დედა გახ­და, - სიმ­ღე­რის­თვის აღარ ეცა­ლა. არა­ფერს ნა­ნობს, მისი ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი გა­აზ­რე­ბუ­ლი იყო და იმის­თვის გა­დად­გმუ­ლი, რომ ბედ­ნი­ე­რი ყო­ფი­ლი­ყო. მისი ოჯა­ხი, სამ­წუ­ხა­როდ, წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, ბედ­ნი­ე­რე­ბამ ცოტა ხანს გას­ტა­ნა, თუმ­ცა ქორ­წი­ნე­ბის­გან ნინა დარ­ჩა. მზა­დაა, მის­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს და თუ სა­ჭი­რო იქნა, ყვე­ლა­ფერ­ზე უარი თქვას. ახლა ხვდე­ბა, რას ნიშ­ნავს დე­დაშ­ვი­ლო­ბა, ახლა ხვდე­ბა, რა­ტომ ნერ­ვი­უ­ლობ­და დე­და­მი­სი მის ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე. ხში­რად ეკი­თხე­ბი­ან შვილ­ზე, მაგ­რამ ამ კი­თხვას უპა­სუ­ხოდ ტო­ვებს, არც კი იცის, სი­ტყვით ეს გრძნო­ბა რო­გორ გად­მოს­ცეს. მის­თვის დე­დო­ბა ასე გა­მო­ი­ხა­ტე­ბა - მუც­ლად­ყოფ­ნის პირ­ვე­ლი დღი­დან მე მის­თვის ვცხოვ­რობ... როცა პა­ტა­რა არ­სე­ბა ხელ­ში აიყ­ვა­ნა, იგ­რძნო ის, რაც სი­ტყვით ვერ გად­მო­ი­ცე­მა...

ოთხ წელ­ზე მე­ტია თიკა ჯამ­ბუ­რია სცე­ნა­ზე არ მდგა­რა, ეს ყვე­ლა­ფერ­მა ერ­თად გა­ნა­პი­რო­ბა, იმა­ნაც, რაც მის ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბო­და და იმა­ნაც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შო­უ­ბიზ­ნე­სი თით­ქმის აღარ არ­სე­ბობ­და. ერთ დღე­საც თი­კამ ტე­ლე­ვი­ზორ­ში რეკ­ლა­მა ნახა, მსურ­ვე­ლებს გა­და­ცე­მა "ახალ ხმა­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად იწ­ვევ­დნენ. თი­კამ გა­ი­კი­თხა და უთხრეს, რომ ესაა უცხო­ურ პრო­ექტ VOICE-ის ქარ­თუ­ლი ანა­ლო­გი. ამ ამ­ბავ­მა გა­ა­ხა­რა, რად­გან მას ნა­ნა­ხი ჰქონ­და ეს შოუ და ოც­ნე­ბობ­და, ასე­თი რამ სა­ქარ­თვე­ლო­შიც გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო... თი­კამ კომ­პი­უ­ტე­რი სა­კუ­თარ ოთახ­ში შე­ი­ტა­ნა, ჩა­წე­რა სიმ­ღე­რა და ან­კე­ტაც შე­ავ­სო.

პირ­ვე­ლი ტური რომ გა­და­ლა­ხა, ამის შე­სა­ხებ ახ­ლობ­ლებს უთხრა... ზოგი ეუბ­ნე­ბო­და, არ ღირ­სო, ზოგ­მა მო­უ­წო­ნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა... ასეა თუ ისე, ეს თი­კას ოც­ნე­ბა იყო, რო­მე­ლიც აუხ­და. პირ­ვე­ლი ტური გა­და­ლა­ხა და ახლა ის ნინო ჩხე­ი­ძის ჯგუფ­ში მოხ­ვდა, პრო­ექ­ტი სულ მალე ეთერ­ში ჩა­ეშ­ვე­ბა და ფარ­თო აუ­დი­ტო­რია შე­ა­ფა­სებს. ამ პრო­ექ­ტით მის­თვის თით­ქოს ბრუნ­დე­ბა ბავ­შვო­ბა და ის დრო, როცა სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვი იყო.

ქეთი მი­ქა­ნა­ძე

ყო­ველ­თვი­უ­რი ჟურ­ნა­ლი "ბო­მონ­დი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

თიკა ჯამბურია ცხოვრებისა და კარიერის ახალ ეტაპს იწყებს

თიკა ჯამბურია ცხოვრებისა და კარიერის ახალ ეტაპს იწყებს

თიკა ჯამბურიას ბავშვობა რეალური ზღაპარი იყო, ახლა ცხოვრებისა და კარიერის ახალ ეტაპს იწყებს. მაშინ, როცა ცხრა წლის თიკა "ჯეირანს" მღეროდა, წარმატებული და ბედნიერი ბავშვი იყო, მისი ხმა ყველას აღაფრთოვანებდა, მაშინ თიკა დაკარგულ პატარა ბიჭს "ეძებდა". მომღერალს ეს პერიოდი ენატრება და ამბობს, რომ პატარა იყო და ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა მის თავს. ათი წლის თიკას სკოლაში სიარული უფრო უნდოდა, მეგობრებთან გართობა და სხვებივით ხან შატალოზე წასვლა, ხან დაბადების დღეზე და ხან... ალბათ ახლა ის დრო რომ დაბრუნდეს, თიკა სხვანაირად გამოიყენებდა.

მერე თიკამ უმაღლესში ჩააბარა, გათხოვდა და დედა გახდა, - სიმღერისთვის აღარ ეცალა. არაფერს ნანობს, მისი ყოველი ნაბიჯი გააზრებული იყო და იმისთვის გადადგმული, რომ ბედნიერი ყოფილიყო. მისი ოჯახი, სამწუხაროდ, წარუმატებელი აღმოჩნდა, ბედნიერებამ ცოტა ხანს გასტანა, თუმცა ქორწინებისგან ნინა დარჩა. მზადაა, მისთვის ყველაფერი გააკეთოს და თუ საჭირო იქნა, ყველაფერზე უარი თქვას. ახლა ხვდება, რას ნიშნავს დედაშვილობა, ახლა ხვდება, რატომ ნერვიულობდა დედამისი მის ყოველ ნაბიჯზე. ხშირად ეკითხებიან შვილზე, მაგრამ ამ კითხვას უპასუხოდ ტოვებს, არც კი იცის, სიტყვით ეს გრძნობა როგორ გადმოსცეს. მისთვის დედობა ასე გამოიხატება - მუცლადყოფნის პირველი დღიდან მე მისთვის ვცხოვრობ... როცა პატარა არსება ხელში აიყვანა, იგრძნო ის, რაც სიტყვით ვერ გადმოიცემა...

ოთხ წელზე მეტია თიკა ჯამბურია სცენაზე არ მდგარა, ეს ყველაფერმა ერთად განაპირობა, იმანაც, რაც მის ცხოვრებაში ხდებოდა და იმანაც, რომ საქართველოში შოუბიზნესი თითქმის აღარ არსებობდა. ერთ დღესაც თიკამ ტელევიზორში რეკლამა ნახა, მსურველებს გადაცემა "ახალ ხმაში" მონაწილეობის მისაღებად იწვევდნენ. თიკამ გაიკითხა და უთხრეს, რომ ესაა უცხოურ პროექტ VOICE-ის ქართული ანალოგი. ამ ამბავმა გაახარა, რადგან მას ნანახი ჰქონდა ეს შოუ და ოცნებობდა, ასეთი რამ საქართველოშიც განხორციელებულიყო... თიკამ კომპიუტერი საკუთარ ოთახში შეიტანა, ჩაწერა სიმღერა და ანკეტაც შეავსო.

პირველი ტური რომ გადალახა, ამის შესახებ ახლობლებს უთხრა... ზოგი ეუბნებოდა, არ ღირსო, ზოგმა მოუწონა გადაწყვეტილება... ასეა თუ ისე, ეს თიკას ოცნება იყო, რომელიც აუხდა. პირველი ტური გადალახა და ახლა ის ნინო ჩხეიძის ჯგუფში მოხვდა, პროექტი სულ მალე ეთერში ჩაეშვება და ფართო აუდიტორია შეაფასებს. ამ პროექტით მისთვის თითქოს ბრუნდება ბავშვობა და ის დრო, როცა სუპერვარსკვლავი იყო.

ქეთი მიქანაძე

ყოველთვიური ჟურნალი "ბომონდი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება