პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას გეგმავენ ტელევიზიიდან დათხოვილი "ვარსკვლავები"
რას გეგმავენ ტელევიზიიდან დათხოვილი "ვარსკვლავები"

"იმე­დი" ფორ­მატს იც­ვლის - მალე არხზე მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კურ გა­და­ცე­მებ­სა და ნი­უ­სებს ვი­ხი­ლავთ, - ამ სი­ახ­ლის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ გან­ცხა­დე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ავ­რცე­ლა:

"...ჩვენ, "იმე­დის" ყვე­ლა ჟურ­ნა­ლისტსა და თა­ნამ­შრო­მელს ისე­ვე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, გვაქვს სა­ფუძ­ვე­ლი, ვი­ა­მა­ყოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­ნა­პოვ­რით... ახლა, რო­გორც არას­დროს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უზე­ნა­ე­სო­ბის ერ­თგუ­ლე­ბა და ჯან­სა­ღი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ოპო­ნი­რე­ბის გა­რე­მოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მიგ­ვაჩ­ნია, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რომ ისე­ვე, რო­გორც აქამ­დე, ამ­ჯე­რა­დაც დად­გეს დე­მოკ­რა­ტი­ის სა­და­რა­ჯო­ზე და უზ­რუნ­ველ­ყოს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი, ობი­ექ­ტუ­რი და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მი­რე­ბა ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ.

ამი­ტომ ჩვე­ნი ტე­ლე­კომ­პა­ნია იც­ვლის ფორ­მატს და ეტა­პობ­რი­ვად იწყებს გა­დას­ვლას ძი­რი­თა­დად სა­მა­უ­წყებ­ლო (სა­ინ­ფორ­მა­ციო) ფორ­მატ­ზე, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­აწ­ვდის ახალ ამ­ბებს, ეთერს და­უთ­მობს სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს და მა­ყუ­რე­ბელს შეს­თა­ვა­ზებს პო­ლი­ტი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ტოქ­შო­უ­ებს... იმე­დი გვაქვს, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ღირ­სე­უ­ლად გა­აგ­რძე­ლებს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბულ დე­მოკ­რა­ტი­ულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას, ხელს არ შე­უშ­ლის თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის მუ­შა­ო­ბას და არა­ნა­ი­რი ფორ­მით არ შე­ეც­დე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის შე­ზღუდ­ვას..."

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ უკვე და­ხუ­რა გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბის დიდი ნა­წი­ლი. და­ხუ­რულ გა­და­ცე­მა­თა შო­რის არ მოხ­ვდა მხო­ლოდ "ახა­ლი ხმა" და "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი".

ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

- ჩემი გა­და­ცე­მის და­ხურ­ვის მი­ზე­ზი ის არის, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ "ხედ­ვა" შე­იც­ვა­ლა.

- რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ - ანუ მა­შინ, როცა ქვე­ყა­ნა­ში და­ძა­ბუ­ლო­ბამ პიკს მი­აღ­წია, შენი გა­და­ცე­მა ეთერ­ში მა­ინც გა­ვი­და, რის გა­მოც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი აღ­შფოთ­და. მა­შინ თქვი, რომ ეს ერ­თგვა­რად, სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და...

- ალ­ბათ ხვდე­ბით, რომ ამ გა­და­ცე­მის გაშ­ვე­ბა-არ­გაშ­ვე­ბა ჩემი გა­და­სა­წყვე­ტი არ იყო. როცა ქვე­ყა­ნა­ში რა­ღაც პრობ­ლე­მაა, ხალ­ხის გა­სა­ჭირს ცხა­დია, მეც ვი­ზი­ა­რებ ხოლ­მე, მაგ­რამ არ მინ­და, ასეთ დროს ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო მე­ტად დავთრგუ­ნო და ხაზი გა­ვუს­ვა იმ უბე­დუ­რე­ბას, რაც ქვე­ყა­ნა­ში ტრი­ა­ლებს. იმ დღე­ებ­ში, ყვე­ლა გა­და­ცე­მა­ში ძი­რი­თა­დად, შემ­ზა­რავ კად­რებ­ზე ლა­პა­რა­კობ­დნენ და დი­ლის გა­და­ცე­მა­შიც, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის გან­წყო­ბი­ლე­ბა­ზე დიდ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს, ამ ფაქ­ტებ­ზე ლა­პა­რა­კი სა­ჭი­როდ არ მი­მაჩ­ნდა. სხვა თუ არა­ფე­რი, დი­ლა­ო­ბით ტე­ლე­ვი­ზორს ბევ­რი ბავ­შვიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! უყუ­რებს.

- და დღეს მსგავ­სი და­დე­ბი­თი გა­და­ცე­მა აღარ სჭირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს?

- რა თქმა უნდა, სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ჩემ­გან ამა­ზე ლა­პა­რა­კი უხერ­ხუ­ლია... იცით, გა­და­ცე­მის და­ხურ­ვის გამო გული ძა­ლი­ან დამ­წყდა. რა­საც ვა­კე­თებ­დი, ძა­ლი­ან მომ­წონ­და, თან - ჩემი მა­ყუ­რე­ბე­ლი მიყ­ვარს. სამ­წუ­ხა­როდ, ამი­ე­რი­დან, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აღა­რაფ­რის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ მაქვს.

- სხვა ტე­ლე­არ­ხე­ბი­დან რა­ი­მე შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! ჯერ არ მი­გი­ღია?

- არა. ჯერ­ჯე­რო­ბით ნუკი უმუ­შე­ვა­რია. ტე­ლე­ვი­ზი­ით ვე­ღარ, მაგ­რამ სახ­ლი­დან მი­ვე­სალ­მე­ბი ხოლ­მე ჩემს მა­ყუ­რე­ბელს და ვე­ტყვი, რომ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ვე­ცა­დოთ, არა­ფერ­ზე ვი­ნერ­ვი­უ­ლოთ; უბ­რა­ლოდ, ვა­კე­თოთ ჩვე­ნი საქ­მე და გვი­ხა­რო­დეს ცხოვ­რე­ბა.

ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე, პრო­დი­უ­სე­რი:

- ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გვი­თხრეს, რომ ტე­ლე­ვი­ზია სა­ხეს იც­ვლის, აქ­ცენ­ტი ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ტოქ­შო­უ­ე­ბის შექ­მნა­ზე კეთ­დე­ბა და გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბის­თვის ფი­ნან­სე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა უჭირთ; არა­საკ­მა­რი­სი და­ფი­ნან­სე­ბის გამო გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბი "იმედ­ზე" იმ რა­ო­დე­ნო­ბით ვე­ღარ გავა, რო­გორც აქამ­დე გა­დი­ო­და.

- ანუ ტე­ლე­არხზე "ღა­მის შოუს სტუ­დი­ის" არც ერთი გა­და­ცე­მა აღარ გავა?

- ეს ცვლი­ლე­ბე­ბი ჩვენს სტუ­დი­ას მთლი­ა­ნად შე­ე­ხო, "იმედ­თან" აღარ ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ.

- თქვენს გა­და­ცე­მებს სხვა არხზე თუ ვი­ხი­ლავთ?

- ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი ჯერ არ მაქვს. ის კი არა, ჯერ­ჯე­რო­ბით "ღა­მის შოუს სტუ­დი­ის" ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელ­საც ვერ შევ­ხვდით (ჩვენ­თან და­ახ­ლო­ე­ბით, 170 ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს), ამ სი­ახ­ლის შე­სა­ხებ რომ გვე­ლა­პა­რა­კა. დღეს­დღე­ო­ბით ტექ­ნი­კურ სა­კი­თხებს ვაგ­ვა­რებთ; ბევ­რი რეკ­ვი­ზი­ტი გვაქვს და მათ გა­და­ტა­ნა­ზე ვფიქ­რობთ. რამ­დე­ნი­მე დღე­ში სტუ­დი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი დავ­სხდე­ბით და ვი­ფიქ­რებთ, თუ რა უნდა გა­ვა­კე­თოთ. ჩვენს იდე­ებს შე­ვა­ჯე­რებთ და მერე უკეთ გვე­ცო­დი­ნე­ბა, რას მო­ვი­მოქ­მე­დებთ... "იმე­დის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან არა­სო­დეს შეგვქმნია პრობ­ლე­მა. ამ შემ­თხვე­ვა­შიც მხარს გვი­ჭე­რენ და ერთ პა­ვი­ლი­ონს გვით­მო­ბენ, სა­დაც ტექ­ნი­კას დრო­ე­ბით შე­ვი­ნა­ხავთ.

- რო­მე­ლი­მე ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან ხომ არ მი­გი­ღი­ათ რა­ი­მე შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!?

- გა­მოხ­მა­უ­რე­ბა იყო და ვი­მე­დოვ­ნებ, ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­დე­ბა. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დით, რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით სტუ­დია, რო­მე­ლიც გა­და­ცე­მებს მო­ამ­ზა­დებ­და და რამ­დე­ნი­მე არხზე გა­ყიდ­და, მაგ­რამ ჩვე­ნი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აქამ­დე ვე­რაფ­რით მო­ვა­ხერ­ხეთ, რომ ერთი გა­და­ცე­მა ერთ არხზე გა­სუ­ლი­ყო, მე­ო­რე - მე­ო­რე­ზე და ა.შ. ახლა ვფიქ­რობთ, რომ ამის გა­კე­თე­ბის შან­სი გვაქვს, რაც ჩვენ­თვი­საც და იმე­დი მაქვს, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის­თვი­საც იდე­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტი იქ­ნე­ბა. მოკ­ლედ, ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან ვა­პი­რებთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. რო­გორც იცით, ჩვე­ნი სტუ­დია არა მარ­ტო გა­და­ცე­მებს ამ­ზა­დებს, არა­მედ რეკ­ლა­მებ­სა და ფილ­მებ­საც იღებს. ერთ-ერთ ფილმზე დღე­საც ვმუ­შა­ობთ. მისი დიდი ნა­წი­ლი უკვე გა­და­ღე­ბუ­ლია...

- რო­გორც წესი, სე­ზო­ნის და­სას­რულს უკვე ცნო­ბი­ლია, ესა თუ ის გა­და­ცე­მა მო­მა­ვალ სე­ზონ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა თუ არა. თქვენ მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­გიხ­დათ მუ­შა­ო­ბის შე­ჩე­რე­ბა...

- კი, მაგ­რამ უც­ბად შე­იც­ვა­ლა ყვე­ლა­ფე­რი არა მარ­ტო ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, არა­მედ მთელ ქვე­ყა­ნა­ში. რას ვი­ზამთ, ასეც ხდე­ბა ხოლ­მე.

- ის გა­და­ცე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც უკვე ჩა­წე­რი­ლია, "იმე­დის" ეთერ­ში გავა?

- სე­რი­ა­ლე­ბის ბოლო სე­რი­ე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ით უკვე გა­ვი­და. რამ­დე­ნი­მე სე­რი­ის სცე­ნა­რი წი­ნას­წარ გვაქვს და­წე­რი­ლი, მაგ­რამ ახალ სე­რი­ებს ვე­ღარ გა­და­ვი­ღებთ. რაც შე­ე­ხე­ბა "ნა­ნუ­კას შოუს" - 5-6 გა­და­ცე­მა ჩა­წე­რი­ლია და აუ­ცი­ლებ­ლად გავა, რად­გან შოუს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აკის­რია იმ კომ­პა­ნი­ე­ბის წი­ნა­შე, რომ­ლე­ბიც მას აფი­ნან­სე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა "ახალ ხმას" და "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებს" - ამ პრო­ექ­ტებ­ში ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას წი­ნას­წარ აქვს თან­ხა გა­დახ­დი­ლი.

ბაჩო ქა­ჯა­ია, მსა­ხი­ო­ბი:

- ჯერ მხო­ლოდ ის ვიცი, რომ სე­რი­ა­ლი აღარ და­ფი­ნანსდე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღე­ში თათ­ბი­რი გვექ­ნე­ბა და უკეთ მე­ცო­დი­ნე­ბა, რა რო­გორ მოხ­დე­ბა... შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჰა­ერ­ში აღ­მოვ­ჩნდით. იმე­დია, სე­რი­ალს მა­ყუ­რე­ბე­ლი მალე იხი­ლავს, ოღონდ - სხვა არხზე.

ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

- ჩვე­ნი გა­და­ცე­მა - "დღის შოუც" და­ი­ხუ­რა. ჯერ­ჯე­რო­ბით ვის­ვე­ნებ და თა­ვი­დან ბო­ლომ­დე პრო­ექ­ტზე - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" გა­და­ვერ­თე. რო­გორც ვიცი, "იმე­დი" პო­ლი­ტი­კუ­რი არხი გახ­და და ფი­ნან­სე­ბი არ ჰყოფ­ნით სა­ი­მი­სოდ, რომ ჩვე­ნი გა­და­ცე­მე­ბიც და­ა­ფი­ნან­სონ. ამი­ტომ, დიდი ბო­დი­შის მოხ­დით დაგ­ვემ­შვი­დობ­ნენ. გული ძა­ლი­ან დამ­წყდა, მაგ­რამ ვე­რა­ფერს შევ­ცვლი. სხვა­თა შო­რის, ერთ-ერთი არ­ხი­დან უკვე მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!, მაგ­რამ ჯერ არ ვიცი, რას ვი­ზამ... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი გა­და­ცე­მა და­ი­ხუ­რა, ახ­ლაც ძა­ლი­ან ბევ­რს ვმუ­შა­ობ - ცეკ­ვას უდი­დე­სი ენერ­გია მი­აქვს.

რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- ნამ­დვი­ლად არ ვიცი, რა­ტომ და­ი­ხუ­რა გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბი, მაგ­რამ ის კი ვიცი, რომ სე­რი­ა­ლი "იმედ­ზე" აღარ გაგ­რძელ­დე­ბა.

მა­ინც მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ფე­რი ისევ შე­იც­ვლე­ბა და გა­და­ცე­მე­ბიც აღ­დგე­ბა. ამ­ჟა­მად ტე­ლე­ვი­ზი­ის მხო­ლოდ ერთ პრო­ექ­ტში - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" ვმო­ნა­წი­ლე­ობ. ჰოდა, ამი­ტო­მაც, დრო­ე­ბით ვერც ერთ სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან ვერ ვი­თა­ნამ­შრომ­ლებ - "იმედ­თან" კონ­ტრაქ­ტი მაქვს და­დე­ბუ­ლი და ვიდ­რე ეს პრო­ექ­ტი ეთერ­ში იქ­ნე­ბა, სხვა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის უფ­ლე­ბა არ მაქვს. სხვა­თა შო­რის, პრო­ექ­ტში ჩემი მე­წყვი­ლე ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლია.

იმე­დი მაქვს, მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე ღირ­სე­უ­ლად წარვდგე­ბით.

ელე­ნე ბა­სი­ლი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

რას გეგმავენ ტელევიზიიდან დათხოვილი "ვარსკვლავები"

რას გეგმავენ ტელევიზიიდან დათხოვილი "ვარსკვლავები"

"იმედი" ფორმატს იცვლის - მალე არხზე მხოლოდ პოლიტიკურ გადაცემებსა და ნიუსებს ვიხილავთ, - ამ სიახლის შესახებ ტელეკომპანიამ განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა:

"...ჩვენ, "იმედის" ყველა ჟურნალისტსა და თანამშრომელს ისევე, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქეს, გვაქვს საფუძველი, ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მონაპოვრით... ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლების უზენაესობის ერთგულება და ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციისა და კონსტრუქციული ოპონირების გარემოს შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ტელეკომპანია "იმედის" განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რომ ისევე, როგორც აქამდე, ამჯერადაც დადგეს დემოკრატიის სადარაჯოზე და უზრუნველყოს ჩვენი საზოგადოების მიუკერძოებელი, ობიექტური და დაბალანსებული ინფორმირება ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

ამიტომ ჩვენი ტელეკომპანია იცვლის ფორმატს და ეტაპობრივად იწყებს გადასვლას ძირითადად სამაუწყებლო (საინფორმაციო) ფორმატზე, რომელიც საზოგადოებას მთელი დღის განმავლობაში მიაწვდის ახალ ამბებს, ეთერს დაუთმობს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მაყურებელს შესთავაზებს პოლიტიკური და სოციალური ხასიათის ტოქშოუებს... იმედი გვაქვს, რომ ახალი ხელისუფლება ღირსეულად გააგრძელებს წინა ხელისუფლების დატოვებულ დემოკრატიულ მემკვიდრეობას, ხელს არ შეუშლის თავისუფალი მედიის მუშაობას და არანაირი ფორმით არ შეეცდება თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას..."

ტელეკომპანიამ უკვე დახურა გასართობი გადაცემების დიდი ნაწილი. დახურულ გადაცემათა შორის არ მოხვდა მხოლოდ "ახალი ხმა" და "ცეკვავენ ვარსკვლავები".

ნუკი კოშკელიშვილი, ტელეწამყვანი:

- ჩემი გადაცემის დახურვის მიზეზი ის არის, რომ ტელეკომპანიამ "ხედვა" შეიცვალა.

- რამდენიმე კვირის წინ - ანუ მაშინ, როცა ქვეყანაში დაძაბულობამ პიკს მიაღწია, შენი გადაცემა ეთერში მაინც გავიდა, რის გამოც საზოგადოების ნაწილი აღშფოთდა. მაშინ თქვი, რომ ეს ერთგვარად, სიტუაციის განმუხტვას ემსახურებოდა...

- ალბათ ხვდებით, რომ ამ გადაცემის გაშვება-არგაშვება ჩემი გადასაწყვეტი არ იყო. როცა ქვეყანაში რაღაც პრობლემაა, ხალხის გასაჭირს ცხადია, მეც ვიზიარებ ხოლმე, მაგრამ არ მინდა, ასეთ დროს ადამიანები უფრო მეტად დავთრგუნო და ხაზი გავუსვა იმ უბედურებას, რაც ქვეყანაში ტრიალებს. იმ დღეებში, ყველა გადაცემაში ძირითადად, შემზარავ კადრებზე ლაპარაკობდნენ და დილის გადაცემაშიც, რომელიც ადამიანის განწყობილებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს, ამ ფაქტებზე ლაპარაკი საჭიროდ არ მიმაჩნდა. სხვა თუ არაფერი, დილაობით ტელევიზორს ბევრი ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! უყურებს.

- და დღეს მსგავსი დადებითი გადაცემა აღარ სჭირდება საქართველოს?

- რა თქმა უნდა, სჭირდება, მაგრამ ჩემგან ამაზე ლაპარაკი უხერხულია... იცით, გადაცემის დახურვის გამო გული ძალიან დამწყდა. რასაც ვაკეთებდი, ძალიან მომწონდა, თან - ჩემი მაყურებელი მიყვარს. სამწუხაროდ, ამიერიდან, საზოგადოებისთვის აღარაფრის თქმის საშუალება აღარ მაქვს.

- სხვა ტელეარხებიდან რაიმე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ჯერ არ მიგიღია?

- არა. ჯერჯერობით ნუკი უმუშევარია. ტელევიზიით ვეღარ, მაგრამ სახლიდან მივესალმები ხოლმე ჩემს მაყურებელს და ვეტყვი, რომ თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს. ვეცადოთ, არაფერზე ვინერვიულოთ; უბრალოდ, ვაკეთოთ ჩვენი საქმე და გვიხაროდეს ცხოვრება.

ირაკლი კაკაბაძე, პროდიუსერი:

- ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ტელევიზია სახეს იცვლის, აქცენტი ახალი პოლიტიკური ტოქშოუების შექმნაზე კეთდება და გასართობი გადაცემებისთვის ფინანსების გადანაწილება უჭირთ; არასაკმარისი დაფინანსების გამო გასართობი გადაცემები "იმედზე" იმ რაოდენობით ვეღარ გავა, როგორც აქამდე გადიოდა.

- ანუ ტელეარხზე "ღამის შოუს სტუდიის" არც ერთი გადაცემა აღარ გავა?

- ეს ცვლილებები ჩვენს სტუდიას მთლიანად შეეხო, "იმედთან" აღარ ვითანამშრომლებთ.

- თქვენს გადაცემებს სხვა არხზე თუ ვიხილავთ?

- ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ მაქვს. ის კი არა, ჯერჯერობით "ღამის შოუს სტუდიის" ყველა თანამშრომელსაც ვერ შევხვდით (ჩვენთან დაახლოებით, 170 ადამიანი მუშაობს), ამ სიახლის შესახებ რომ გველაპარაკა. დღესდღეობით ტექნიკურ საკითხებს ვაგვარებთ; ბევრი რეკვიზიტი გვაქვს და მათ გადატანაზე ვფიქრობთ. რამდენიმე დღეში სტუდიის დამფუძნებლები დავსხდებით და ვიფიქრებთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენს იდეებს შევაჯერებთ და მერე უკეთ გვეცოდინება, რას მოვიმოქმედებთ... "იმედის" ხელმძღვანელობასთან არასოდეს შეგვქმნია პრობლემა. ამ შემთხვევაშიც მხარს გვიჭერენ და ერთ პავილიონს გვითმობენ, სადაც ტექნიკას დროებით შევინახავთ.

- რომელიმე ტელევიზიიდან ხომ არ მიგიღიათ რაიმე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!?

- გამოხმაურება იყო და ვიმედოვნებ, ეს ყველაფერი კარგად დასრულდება. ყოველთვის ვცდილობდით, რომ ვყოფილიყავით სტუდია, რომელიც გადაცემებს მოამზადებდა და რამდენიმე არხზე გაყიდდა, მაგრამ ჩვენი მცდელობის მიუხედავად, აქამდე ვერაფრით მოვახერხეთ, რომ ერთი გადაცემა ერთ არხზე გასულიყო, მეორე - მეორეზე და ა.შ. ახლა ვფიქრობთ, რომ ამის გაკეთების შანსი გვაქვს, რაც ჩვენთვისაც და იმედი მაქვს, ტელევიზიებისთვისაც იდეალური ვარიანტი იქნება. მოკლედ, ყველა ტელევიზიასთან ვაპირებთ თანამშრომლობას. როგორც იცით, ჩვენი სტუდია არა მარტო გადაცემებს ამზადებს, არამედ რეკლამებსა და ფილმებსაც იღებს. ერთ-ერთ ფილმზე დღესაც ვმუშაობთ. მისი დიდი ნაწილი უკვე გადაღებულია...

- როგორც წესი, სეზონის დასასრულს უკვე ცნობილია, ესა თუ ის გადაცემა მომავალ სეზონშიც გაგრძელდება თუ არა. თქვენ მოულოდნელად მოგიხდათ მუშაობის შეჩერება...

- კი, მაგრამ უცბად შეიცვალა ყველაფერი არა მარტო ტელევიზიაში, არამედ მთელ ქვეყანაში. რას ვიზამთ, ასეც ხდება ხოლმე.

- ის გადაცემები, რომლებიც უკვე ჩაწერილია, "იმედის" ეთერში გავა?

- სერიალების ბოლო სერიები ტელევიზიით უკვე გავიდა. რამდენიმე სერიის სცენარი წინასწარ გვაქვს დაწერილი, მაგრამ ახალ სერიებს ვეღარ გადავიღებთ. რაც შეეხება "ნანუკას შოუს" - 5-6 გადაცემა ჩაწერილია და აუცილებლად გავა, რადგან შოუს ვალდებულებები აკისრია იმ კომპანიების წინაშე, რომლებიც მას აფინანსებენ. რაც შეეხება "ახალ ხმას" და "ცეკვავენ ვარსკვლავებს" - ამ პროექტებში ტელეკომპანიას წინასწარ აქვს თანხა გადახდილი.

ბაჩო ქაჯაია, მსახიობი:

- ჯერ მხოლოდ ის ვიცი, რომ სერიალი აღარ დაფინანსდება. რამდენიმე დღეში თათბირი გვექნება და უკეთ მეცოდინება, რა როგორ მოხდება... შეიძლება ითქვას, რომ ჰაერში აღმოვჩნდით. იმედია, სერიალს მაყურებელი მალე იხილავს, ოღონდ - სხვა არხზე.

ნანიკო ხაზარაძე, ტელეწამყვანი:

- ჩვენი გადაცემა - "დღის შოუც" დაიხურა. ჯერჯერობით ვისვენებ და თავიდან ბოლომდე პროექტზე - "ცეკვავენ ვარსკვლავები" გადავერთე. როგორც ვიცი, "იმედი" პოლიტიკური არხი გახდა და ფინანსები არ ჰყოფნით საიმისოდ, რომ ჩვენი გადაცემებიც დააფინანსონ. ამიტომ, დიდი ბოდიშის მოხდით დაგვემშვიდობნენ. გული ძალიან დამწყდა, მაგრამ ვერაფერს შევცვლი. სხვათა შორის, ერთ-ერთი არხიდან უკვე მივიღე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მაგრამ ჯერ არ ვიცი, რას ვიზამ... მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გადაცემა დაიხურა, ახლაც ძალიან ბევრს ვმუშაობ - ცეკვას უდიდესი ენერგია მიაქვს.

რუსკა მაყაშვილი, მსახიობი:

- ნამდვილად არ ვიცი, რატომ დაიხურა გასართობი გადაცემები, მაგრამ ის კი ვიცი, რომ სერიალი "იმედზე" აღარ გაგრძელდება.

მაინც მგონია, რომ ყველაფერი ისევ შეიცვლება და გადაცემებიც აღდგება. ამჟამად ტელევიზიის მხოლოდ ერთ პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" ვმონაწილეობ. ჰოდა, ამიტომაც, დროებით ვერც ერთ სხვა ტელევიზიასთან ვერ ვითანამშრომლებ - "იმედთან" კონტრაქტი მაქვს დადებული და ვიდრე ეს პროექტი ეთერში იქნება, სხვა ტელეკომპანიებთან თანამშრომლობის უფლება არ მაქვს. სხვათა შორის, პროექტში ჩემი მეწყვილე ოთო ფოლადაშვილია.

იმედი მაქვს, მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარვდგებით.

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები