ამერიკელმა პალეონტოლოგებმა უძველესი გაქვავებული ტვინი იპოვეს. ის 500 მლნ წლის წინ ჩინეთის ტერიტორიაზე პროვინცია იუნნანში ბინადარ ფეხსახსრიანს ეკუთვნოდა.
აღმოჩენა ამტკიცებს, რომ მას შემდეგ, რაც ტვინის ძირითადი თვისებები განისაზღვრა, ევოლუციის პროცესში მას მხოლოდ მცირე ცვლილებები განუცდია.
დღემდე ყველაზე ძველ თავის ტვინად 2009 წელს აღმოჩენილი თევზის ტვინი ითვლებოდა, რომელიც მიწაში სამასი მილიონი წელი ინახებოდა. ძველი თევზის ნაშთი აშშ-ში, კანზასში აღმოაჩინეს.
მომზადებულია ВВС-ის მიხედვით.