პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლომბარდის თანამშრომელი დაყაჩაღების დეტალებზე საუბრობს
ლომბარდის თანამშრომელი დაყაჩაღების დეტალებზე საუბრობს

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი გა­გა­რი­ნის #10-ში მდე­ბა­რე ლომ­ბარ­დის და­ყა­ჩა­ღე­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ ორ პირს ეძებს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას ლომ­ბარ­დის ოპე­რა­ტორ­მა დი­ა­ნა ქა­რე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ლომ­ბარ­დის და­ყა­ჩა­ღე­ბა გამ­თე­ნი­სას, 04:00 სა­ათ­ზე მოხ­და. ქა­რე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით ლომ­ბარ­დში ორი პი­როვ­ნე­ბა შე­ვი­და და მო­ლა­რე ოპე­რა­ტო­რის ლომ­ბარ­დში ლეპ­ტო­პის ჩა­ბა­რე­ბა სთხო­ვა.

"ვი­ნა­ი­დან ჩვენ ლომ­ბარდს დიდი სარ­კმე­ლი არ აქვს, ამი­ტომ მო­ლა­რე ოპე­რა­ტორ­მა მათ სთხო­ვა ქვე­და მა­გი­და­ზე და­ე­დოთ ლეპ­ტო­პი, თვი­თონ გა­რეთ გა­სუ­ლიყ­ვნენ, რათა ოპე­რა­ტო­რი გა­მო­სუ­ლი­ყო ოთა­ხი­დან და შე­ე­მოწ­მე­ბი­ნა და შე­ე­ფა­სე­ბი­ნა ლეპ­ტო­პი. თუმ­ცა რო­გორც კი გა­მო­ვი­და ოპე­რა­ტო­რი ოთა­ხი­დან, ორმა პირ­მა წიხ­ლით შე­ან­გრია კარი და ოპე­რა­ტორს ყელ­ზე ცივი ია­რა­ღი და­ა­დო და სე­ი­ფის გახ­სნა მოს­თხო­ვა. ამის შემ­დეგ დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა სე­იფ­ში არ­სე­ბუ­ლი ფული და ოქ­რო­უ­ლო­ბა აი­ღეს და გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­სა­მარ­თით გა­იქ­ცნენ", - გა­ნა­ცხა­და დი­ა­ნა ქა­რე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გილ­ზე მი­ვი­და კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცია, შე­ა­მოწ­მეს ლომ­ბარ­დის ტე­რი­ტო­რია და აი­ღეს თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბი. მიმ­დი­ნა­რე­ობს ზა­რა­ლის დათ­ვლა. ჯერ­ჯე­რო­ბით ეჭ­ვი­ტა­ნი­ლე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან. ლომ­ბარ­დი ამ დრო­ის­თვის ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ლომბარდის თანამშრომელი დაყაჩაღების დეტალებზე საუბრობს

ლომბარდის თანამშრომელი დაყაჩაღების დეტალებზე საუბრობს

სამართალდამცავები გაგარინის #10-ში მდებარე ლომბარდის დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილ ორ პირს ეძებს. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ლომბარდის ოპერატორმა დიანა ქარელიძემ განაცხადა, ლომბარდის დაყაჩაღება გამთენისას, 04:00 საათზე მოხდა. ქარელიძის განცხადებით ლომბარდში ორი პიროვნება შევიდა და მოლარე ოპერატორის ლომბარდში ლეპტოპის ჩაბარება სთხოვა.

"ვინაიდან ჩვენ ლომბარდს დიდი სარკმელი არ აქვს, ამიტომ მოლარე ოპერატორმა მათ სთხოვა ქვედა მაგიდაზე დაედოთ ლეპტოპი, თვითონ გარეთ გასულიყვნენ, რათა ოპერატორი გამოსულიყო ოთახიდან და შეემოწმებინა და შეეფასებინა ლეპტოპი. თუმცა როგორც კი გამოვიდა ოპერატორი ოთახიდან, ორმა პირმა წიხლით შეანგრია კარი და ოპერატორს ყელზე ცივი იარაღი დაადო და სეიფის გახსნა მოსთხოვა. ამის შემდეგ დამნაშავეებმა სეიფში არსებული ფული და ოქროულობა აიღეს და გაურკვეველი მისამართით გაიქცნენ", - განაცხადა დიანა ქარელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე მივიდა კრიმინალური პოლიცია, შეამოწმეს ლომბარდის ტერიტორია და აიღეს თითის ანაბეჭდები. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ჯერჯერობით ეჭვიტანილები დაკავებულები არ არიან. ლომბარდი ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ