პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი დავით ონოფრიშვილის განცხადებით, მოსახლეობას 1000-ლარიანი ვაუჩერი აღარ დაურიგდება.
მისი თქმით, ეს პიარაქცია იყო და მის ნაცვლად, სხვა უფრო ეფექტური პროგრამები განხორციელდება.
ონოფრიშვილის თქმით, ახალ ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ღონისძიებები სამუშაო ადგილების შესაქმნელად და მოსახლეობა შემოსავალს არა დახმარებებით, არამედ დასაქმების საშუალებით მიიღებს.
ახალი სამთავრობო პროგრამის თანახმად, 2013 წლიდან თითოეულ ოჯახს 4 წელიწადზე გაწერილი 1000-ლარიანი ვაუჩერები დაურიგდებოდა და ვაუჩერით კომუნალური გადასახადების დაფარვა, ასევე სასკოლო სახელმძღვანელოების, სასოფლო - სამეურნეო ტექნიკისა და მედიკამენტების შეძენა იქნებოდა შესაძლებელი.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9