Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა კანდელაკი - "საქართველოს ისტორიაში ხშირად ყოფილა, როცა 95%-იანი ფანატური სიყვარული სიძულვილში გადაზრდილა"
თინა კანდელაკი -  "საქართველოს ისტორიაში ხშირად ყოფილა, როცა 95%-იანი ფანატური სიყვარული სიძულვილში გადაზრდილა"

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, თინა კან­დე­ლა­კი რუ­სულ ტე­ლე­არხ "რა­სია1"-ზე, გა­და­ცე­მა "ვეს­ტის" ეწ­ვია.

თი­ნამ ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ზე, ენა­სა და დი­ა­ლექ­ტებ­ზე ისა­უბ­რა. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­საც შე­ე­ხო. კან­დე­ლაკ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ისიც და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც იმერ­ლე­ბი არი­ან.

"სა­ქარ­თვე­ლო ამ­დე­ნი წელი მი­ის­წრაფ­ვო­და ნა­ტოს­კენ და თა­ნამ­შრომ­ლობ­და ამე­რი­კას­თან და ერთ დღე­ში მო­ვი­და ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც სა­ა­კაშ­ვი­ლი შეც­ვა­ლა, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ის გა­ნა­ცხა­დებს, რომ ჩვენ ვწყვეტთ ამე­რი­კას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას და რუ­სე­თის­კენ ვი­ღებთ გეზს. მაგ­რამ ის, რა­საც ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობს და რო­გო­რი რე­აქ­ცი­აც აქვს აუ­დი­ტო­რი­ას, ასე­თი, დიდი ხა­ნია, არ ყო­ფი­ლა."

თინა კან­დე­ლაკ­მა კო­მენ­ტა­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზეც გა­ა­კე­თა:

"ერთი მხრივ, მი­ხა­ილ ნი­კა­ლა­ე­ვი­ჩი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, რომ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­წყვე­ტი­ლი­ყო და მე­ო­რე მხრივ, არა­ვის­თვის არ არის სა­ი­დუმ­ლო, რომ ის ძა­ლი­ან ბევრ ფულს ხარ­ჯავ­და აქ სა­ქარ­თვე­ლოს პი­ა­რის­თვის. ბოლო დროს, რო­დე­საც მე სა­ქარ­თვე­ლო­ზე ვსა­უბ­რობ­დი, სხვა თემა არ იყო, გარ­და სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა. ჩვენ, სა­ერ­თოდ, მის გარ­და, სხვა არა­ფერ­ზე ვლა­პა­რა­კობ­დით, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო სა­ა­კაშ­ვი­ლი არ არის და სა­ა­კაშ­ვი­ლი - მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო".

ქარ­თვე­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის თე­მა­საც შე­ე­ხო. მისი თქმით "სა­კაშ­ვი­ლი ცდი­ლობს, ყვე­ლას და­ა­ნა­ხოს: თით­ქოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ა­ტა­რა". მი­სი­ვე თქმით, სა­ა­კაშ­ვილს სხვა გზა არ ჰქონ­და. რო­დე­საც ის პრე­ზი­დენ­ტი აღარ იქ­ნე­ბა, და­კარ­გავს ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბას.

"სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ხში­რად ყო­ფი­ლა, როცა 95%-იანი ფა­ნა­ტუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი სი­ძულ­ვილ­ში გა­დაზ­რდი­ლა", - გა­ნა­ცხა­და კან­დე­ლაკ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო: "სა­ქარ­თვე­ლო სა­ა­კაშ­ვი­ლი არ არის" - თინა კან­დე­ლა­კის მეგ­რულ-ქარ­თუ­ლი სა­უ­ბა­რი რუ­სულ გა­და­ცე­მა­ში

თინა კანდელაკი - "საქართველოს ისტორიაში ხშირად ყოფილა, როცა 95%-იანი ფანატური სიყვარული სიძულვილში გადაზრდილა"

თინა კანდელაკი -  "საქართველოს ისტორიაში ხშირად ყოფილა, როცა 95%-იანი ფანატური სიყვარული სიძულვილში გადაზრდილა"

რუსეთში მოღვაწე ქართველი ტელეწამყვანი, თინა კანდელაკი რუსულ ტელეარხ "რასია1"-ზე, გადაცემა "ვესტის" ეწვია.

თინამ ქართულ კულტურაზე, ენასა და დიალექტებზე ისაუბრა. ტელეწამყვანი ქართულ პოლიტიკაში არსებულ ვითარებასაც შეეხო. კანდელაკმა აღნიშნა, რომ ისიც და ბიძინა ივანიშვილიც იმერლები არიან.

"საქართველო ამდენი წელი მიისწრაფვოდა ნატოსკენ და თანამშრომლობდა ამერიკასთან და ერთ დღეში მოვიდა ადამიანი, რომელმაც სააკაშვილი შეცვალა, მოსალოდნელია, რომ ის განაცხადებს, რომ ჩვენ ვწყვეტთ ამერიკასთან ურთიერთობას და რუსეთისკენ ვიღებთ გეზს. მაგრამ ის, რასაც ივანიშვილი ამბობს და როგორი რეაქციაც აქვს აუდიტორიას, ასეთი, დიდი ხანია, არ ყოფილა."

თინა კანდელაკმა კომენტარი მიხეილ სააკაშვილზეც გააკეთა:

"ერთი მხრივ, მიხაილ ნიკალაევიჩი ყველაფერს აკეთებდა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაწყვეტილიყო და მეორე მხრივ, არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ის ძალიან ბევრ ფულს ხარჯავდა აქ საქართველოს პიარისთვის. ბოლო დროს, როდესაც მე საქართველოზე ვსაუბრობდი, სხვა თემა არ იყო, გარდა სააკაშვილისა. ჩვენ, საერთოდ, მის გარდა, სხვა არაფერზე ვლაპარაკობდით, მაგრამ საქართველო სააკაშვილი არ არის და სააკაშვილი - მთელი საქართველო".

ქართველი ტელეწამყვანი არჩევნების თემასაც შეეხო. მისი თქმით "საკაშვილი ცდილობს, ყველას დაანახოს: თითქოს დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა". მისივე თქმით, სააკაშვილს სხვა გზა არ ჰქონდა. როდესაც ის პრეზიდენტი აღარ იქნება, დაკარგავს ხელშეუხებლობას.

"საქართველოს ისტორიაში ხშირად ყოფილა, როცა 95%-იანი ფანატური სიყვარული სიძულვილში გადაზრდილა", - განაცხადა კანდელაკმა.

იხილეთ ვიდეო: "საქართველო სააკაშვილი არ არის" - თინა კანდელაკის მეგრულ-ქართული საუბარი რუსულ გადაცემაში

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები