საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით სოკოლოვი: "საზოგადოებრივი მაუწყებელი" პროფესიონალებით უნდა დაკომპლექტდეს და არა ჭანტურიებითა და ნასარიძეებით"
დავით სოკოლოვი: "საზოგადოებრივი მაუწყებელი" პროფესიონალებით უნდა დაკომპლექტდეს და არა ჭანტურიებითა და ნასარიძეებით"

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ის ყო­ფი­ლი დიქ­ტო­რი, ბა­ტო­ნი და­ვით სო­კო­ლო­ვი 2 ოქ­ტომ­ბერს ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტრო­ზე" გა­და­ცე­მას, "ყო­ველ­დღი­უ­რი ა(მ)ბები ვა­სი­კო ოდიშ­ვი­ლის­გან" წა­რუ­ძღვა და გან­სხვა­ვე­ბულ ამ­პლუ­ა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი მო­წო­ნე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამ ნა­ბი­ჯით ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტა... ბა­ტონ და­ვით­თან სა­უ­ბა­რი სწო­რედ ბოლო ხანს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბით და­ვი­წყეთ:

- სა­ინ­ტე­რე­სოა, ამ­დე­ნი ნა­მუს­და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნი რო­გორ შეგ­როვ­და და ასე სა­დის­ტუ­რად რო­გორ მარ­თეს ქვე­ყა­ნა. რომ არ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო ეს ღვთის­ნი­ე­რი კაცი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ღმერ­თმა უწყის, სა­დამ­დე მი­ვი­დო­დით. ახლა ყვე­ლას გვეჩ­ქა­რე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გილ­ზე დად­გეს, მაგ­რამ ამის გა­კე­თე­ბა იოლი არ არის. დღეს სა­ქარ­თვე­ლო უამ­რა­ვი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგას. გა­სა­ო­ცა­რია, ასე დან­გრე­უ­ლი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი და გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა ფეხ­ზე რო­გორ დგას. არ მჯე­რა, რომ ეს კოშ­მა­რი დას­რულ­დე­ბა, თა­ნაც ძა­ლი­ან მალე.

- ბა­ტო­ნო და­ვით, თქვენ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბებს დიდი ხა­ნია აპ­რო­ტეს­ტებთ...

- რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი ნაძ­ვის ხე­სა­ვით მო­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და თან მო­ი­ყო­ლა მას­ზე სა­თა­მა­შო­ე­ბი­ვით ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი ამ­ფსო­ნე­ბი, მე­გო­ნა, რომ ახალ­გაზ­რდა, კო­რუფ­ცი­ას სუ­რა­თე­ბის ფრი­ა­ლით რომ ებ­რძო­და, სა­ქარ­თვე­ლოს ბედს სი­კე­თის­კენ შეც­ვლი­და. მაგ­რამ 2004 წლის გა­ზა­ფხუ­ლი­დან რომ აი­წყვი­ტა, მივ­ხვდი, რომ მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნა გა­უ­საძ­ლი­სი გახ­დე­ბო­და. სამი წლის წინ კი ქარ­თვე­ლე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა სხვა ეროვ­ნე­ბე­ბით და­ი­წყო: აჭა­რა­ში - თურ­ქე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში ჩი­ნე­ლე­ბის, ინ­დო­ე­ლე­ბის, პა­კის­ტა­ნე­ლე­ბის, აფ­რი­კე­ლე­ბი­სა და სხვ. ეს ხალ­ხი იმის­თვის სჭირ­დე­ბო­და, რომ მათი მარ­თვა ად­ვი­ლია და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სიკ­ვდი­ლამ­დე ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში იქ­ნე­ბო­და. აკი ყვე­ლა­ზე მეტი ხმა სა­ქარ­თვე­ლოს იმ კუ­თხე­ე­ბი­დან მი­ი­ღო, სა­დაც არა­ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა ცხოვ­რობს. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ისე არი­ან მო­მარ­თულ­ნი, ვინც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია, იმას სცე­მენ თაყ­ვანს. დღეს რომ ჩა­ტარ­დეს არ­ჩევ­ნე­ბი, ისი­ნი უკვე "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" და­უ­ჭე­რენ მხარს, ყვე­ლა­ზე გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი, რაც სა­ა­კაშ­ვილ­მა თქვა, იყო - მე გა­დავ­დი­ვარ ოპო­ზი­ცი­ა­შიო. ამას რომ იტყვის პრე­ზი­დენ­ტი, მხო­ლოდ ამი­ტომ არის მო­სა­შო­რე­ბე­ლი. გა­მო­დის, მხო­ლოდ ნაც­მოძ­რა­ო­ბის პრე­ზი­დენ­ტი ყო­ფი­ლა. მხო­ლოდ ამით შე­იძ­ლე­ბა მისი იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხის წა­მო­წე­ვა. და რაც მთა­ვა­რია, ისე­ვე რო­გორც თით­ქმის ყვე­ლა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სტრუქ­ტუ­რაა შე­საც­ვლე­ლი, ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­აც გა­საწ­მენ­დია. იმის გამო, რა­საც მიტ­რო­პო­ლი­ტი კა­ლის­ტრა­ტე და მის­ნა­ი­რე­ბი სჩა­დი­ან, ნამ­დვი­ლად ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლია რუის-ურ­ბნი­სის სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა!

- ის ტე­ლე­ვი­ზია, სა­დაც მრა­ვა­ლი წელი გა­ა­ტა­რეთ, დღეს ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

- ე.წ. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტე­ლე­ვი­ზია და­მო­კი­დე­ბუ­ლია კან­ცე­ლა­რი­ის ზარ­ზე. წე­სით, ეს არხი ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი უნდა იყოს, მაგ­რამ კრი­ტი­კას სრუ­ლი­ად მოკ­ლე­ბუ­ლია და ისე­თი­ვე მე­ხოტ­ბეა ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რი­სა და მისი გა­რე­მოც­ვის, რო­გორც სხვა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი არ­ხე­ბი. ძა­ლი­ან მიკ­ვირს ჟურ­ნა­ლისტ ეკა ხო­ფე­რი­ა­სი, ამ არხზე რომ მი­ვი­და სა­მუ­შა­ოდ. მეს­მის, ქვე­ყა­ნა­ში გა­ჭირ­ვე­ბაა, მაგ­რამ ჩემ­ზე მეტი გა­ჭირ­ვე­ბა არ გა­მო­უვ­ლი­ათ, თუმ­ცა ცდუ­ნე­ბას გა­ვუ­ძე­ლი და ვერც ვე­რა­ვინ გა­მი­ბე­დავ­და ეთ­ქვა, მას­თან წავ­სუ­ლი­ყა­ვი სა­მუ­შა­ოდ. ასეთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბა თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბის სა­კი­თხიც არის. ამა­ყად დავ­დი­ვარ ქუ­ჩა­ში. ნაც­ნო­ბი თუ უც­ნო­ბი, მი­ღი­მის და თბი­ლად მე­სალ­მე­ბა, რაც ყვე­ლა­ზე დიდი თა­ნამ­დე­ბო­ბაა ჩემ­თვის.

- ეკა ხო­ფე­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე თუნ­დაც იმი­ტომ უღირ­და მუ­შა­ო­ბა, რომ გა­და­ცე­მა­ში მიჰ­ყავ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ დაბ­ლო­კი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი: ნატო მე­ტო­ნი­ძე, ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი და ა.შ.

- ამით თავს ვერ გა­ი­მარ­თლებს. ჯერ ერთი, ასე­თი ხალ­ხი იშ­ვი­ა­თად მიჰ­ყავ­და და მე­ო­რეც - მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რა თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ ეპა­ტი­ჟე­ბი გა­და­ცე­მა­ში. თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ დაბ­ლო­კილ ადა­მი­ანს გა­და­ცე­მა­ში პეპ­ლებ­სა და ყვა­ვი­ლებ­ზე ალა­პა­რა­კებ, რა აზრი აქვს მათ იქ მიწ­ვე­ვას?

- რა სა­ხის რე­ფორ­მე­ბი უნდა გა­ტარ­დეს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე?

- პირ­ველ რიგ­ში, ტე­ლე­წამ­ყვა­ნებ­მა ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კი უნდა ის­წავ­ლონ. ხში­რად ისეთ რა­ღა­ცას იტყვი­ან, ვერ გა­ი­გებ, რა ენა­ზე მე­ტყვე­ლე­ბენ. არ­ხმა სა­ზო­გა­დო­ე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდე­ბის სუ­ლი­ე­რი აღ­ზრდის თე­მებ­ზე უნდა აკე­თოს შე­მეც­ნე­ბი­თი გა­და­ცე­მე­ბი. ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი კი მხო­ლოდ გა­სარ­თობ გა­და­ცე­მებ­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა რე­ა­ლო­ბას მო­წყდეს. ან რა­ტომ ეძა­ხი­ან ამ გა­და­ცე­მებს "შოუს"? რა სი­ტყვაა, სა­ი­დან მო­ი­ტა­ნეს?

- სა­ჭი­როა თუ არა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს ჰყავ­დეს ე.წ. სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო?

- რა სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო?! ამ ე.წ. სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევ­რებს ხელ­ფა­სი­ან პენ­სი­ო­ნე­რებს ვე­ძა­ხი. არა­ფერს აკე­თე­ბენ და სო­ლი­დურ ხელ­ფა­სებს იღე­ბენ. გიგა ნა­სა­რი­ძე რომ გე­ყო­ლე­ბა ამ საბ­ჭო­ში და ჭკუ­ას მოს­თხოვ, რა­ღა­ზე უნდა ვი­ლა­პა­რა­კო? მინ­და, ნა­სა­რი­ძეს მივ­მარ­თო: გიგა, ბი­ძი­კო, ბუ­ლან­ჟეს გარ­და ცოტა სინ­დის-ნა­მუ­სიც რომ უნდა გქონ­დეს, არა­ვის უთ­ქვამს შენ­თვის? ან რა ან­ტი­რეკ­ლა­მე­ბი გა­და­ი­ღო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ, არ რცხვე­ნია? რა იცის, ვინ არის თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი ან რა გა­უ­კე­თე­ბია? ოღონდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ხოტ­ბა შე­ას­ხას და ნა­მუს­ზე ხე­ლა­ღე­ბუ­ლი ნა­სა­რი­ძე ყვე­ლა­ფერს კად­რუ­ლობს. რე­ა­ლუ­რად "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს" სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო არ სჭირ­დე­ბა, ზედ­მე­ტი ტვირ­თია არა ტე­ლე­ვი­ზი­ის ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, არა­მედ ჩვენ­თვის, მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, ვისი ჯი­ბი­და­ნაც ფი­ნანსდე­ბა. ჯერ იმ­ხე­ლა და­ვა­ლი­ა­ნე­ბა რა­ტომ და რის­თვის და­ე­დო, კაც­მა არ იცის. თან ეს და­ვა­ლი­ა­ნე­ბა ჩა­მო­აჭ­რეს. ისე "იტყა­პუ­ნე­ბენ" 30 და 40 მი­ლი­ონს, თით­ქოს არა­ფე­რი. "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით უნდა და­კომ­პლექტდეს და არა ჭან­ტუ­რი­ე­ბი­თა და ნა­სა­რი­ძე­ე­ბით.

- თქვენ არ დაბ­რუნ­დე­ბით ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში?

- რაღა დროს ჩემი ტე­ლე­ვი­ზი­აა? უკვე ხან­ში შე­ვე­დი (იღი­მის), თუმ­ცა ტე­ლე­წამ­ყვა­ნებს კონ­სულ­ტა­ცი­ას დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვუ­წევ­დი.

- 2 ოქ­ტომ­ბერს გა­და­ცე­მა "ვა­სი­კო ოდიშ­ვი­ლის ამ­ბე­ბი" წა­იყ­ვა­ნეთ. ბევ­რს გა­ახ­სენ­და გა­და­ცე­მა "ოქ­რო­პი­რი", რო­მელ­საც თქვენ ახ­მო­ვა­ნებ­დით.

- (იღი­მის) და­მი­რე­კა ვა­სი­კომ და დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი. ძა­ლი­ან მომ­წონს ვა­სი­კო, ნი­ჭი­ე­რი კა­ცია და თა­ვი­სი საქ­მე გა­და­სა­რე­ვად გა­მოს­დის. მისი ა(მ)ბები 15-წუ­თი­ა­ნი გან­ტვირ­თვის და გუ­ლის მო­სა­ფხა­ნი კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა.

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom

დავით სოკოლოვი: "საზოგადოებრივი მაუწყებელი" პროფესიონალებით უნდა დაკომპლექტდეს და არა ჭანტურიებითა და ნასარიძეებით"

დავით სოკოლოვი: "საზოგადოებრივი მაუწყებელი" პროფესიონალებით უნდა დაკომპლექტდეს და არა ჭანტურიებითა და ნასარიძეებით"

საქართველოს ტელევიზიის ყოფილი დიქტორი, ბატონი დავით სოკოლოვი 2 ოქტომბერს ტელეკომპანია "მაესტროზე" გადაცემას, "ყოველდღიური ა(მ)ბები ვასიკო ოდიშვილისგან" წარუძღვა და განსხვავებულ ამპლუაში საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ნაბიჯით ქვეყანაში შექმნილი ვითარება გააპროტესტა... ბატონ დავითთან საუბარი სწორედ ბოლო ხანს განვითარებული მოვლენებით დავიწყეთ:

- საინტერესოა, ამდენი ნამუსდაკარგული ადამიანი როგორ შეგროვდა და ასე სადისტურად როგორ მართეს ქვეყანა. რომ არ გამოჩენილიყო ეს ღვთისნიერი კაცი, ბიძინა ივანიშვილი, ღმერთმა უწყის, სადამდე მივიდოდით. ახლა ყველას გვეჩქარება, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს, მაგრამ ამის გაკეთება იოლი არ არის. დღეს საქართველო უამრავი პრობლემის წინაშე დგას. გასაოცარია, ასე დანგრეული, განადგურებული და გაპარტახებული ქვეყანა ფეხზე როგორ დგას. არ მჯერა, რომ ეს კოშმარი დასრულდება, თანაც ძალიან მალე.

- ბატონო დავით, თქვენ სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებებს დიდი ხანია აპროტესტებთ...

- როდესაც სააკაშვილი ნაძვის ხესავით მოვიდა ხელისუფლებაში და თან მოიყოლა მასზე სათამაშოებივით ჩამოკიდებული ამფსონები, მეგონა, რომ ახალგაზრდა, კორუფციას სურათების ფრიალით რომ ებრძოდა, საქართველოს ბედს სიკეთისკენ შეცვლიდა. მაგრამ 2004 წლის გაზაფხულიდან რომ აიწყვიტა, მივხვდი, რომ მისი ხელისუფლებაში დარჩენა გაუსაძლისი გახდებოდა. სამი წლის წინ კი ქართველების ჩანაცვლება სხვა ეროვნებებით დაიწყო: აჭარაში - თურქების, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩინელების, ინდოელების, პაკისტანელების, აფრიკელებისა და სხვ. ეს ხალხი იმისთვის სჭირდებოდა, რომ მათი მართვა ადვილია და აქედან გამომდინარე, სიკვდილამდე ქვეყნის სათავეში იქნებოდა. აკი ყველაზე მეტი ხმა საქართველოს იმ კუთხეებიდან მიიღო, სადაც არაქართველი მოსახლეობა ცხოვრობს. ეს ადამიანები ისე არიან მომართულნი, ვინც ხელისუფლებაშია, იმას სცემენ თაყვანს. დღეს რომ ჩატარდეს არჩევნები, ისინი უკვე "ქართულ ოცნებას" დაუჭერენ მხარს, ყველაზე გამაოგნებელი, რაც სააკაშვილმა თქვა, იყო - მე გადავდივარ ოპოზიციაშიო. ამას რომ იტყვის პრეზიდენტი, მხოლოდ ამიტომ არის მოსაშორებელი. გამოდის, მხოლოდ ნაცმოძრაობის პრეზიდენტი ყოფილა. მხოლოდ ამით შეიძლება მისი იმპიჩმენტის საკითხის წამოწევა. და რაც მთავარია, ისევე როგორც თითქმის ყველა სახელისუფლებო სტრუქტურაა შესაცვლელი, ჩვენი ეკლესიაც გასაწმენდია. იმის გამო, რასაც მიტროპოლიტი კალისტრატე და მისნაირები სჩადიან, ნამდვილად ჩასატარებელია რუის-ურბნისის საეკლესიო კრება!

- ის ტელევიზია, სადაც მრავალი წელი გაატარეთ, დღეს ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

- ე.წ. საზოგადოებრივი ტელევიზია დამოკიდებულია კანცელარიის ზარზე. წესით, ეს არხი ყველაზე კრიტიკული უნდა იყოს, მაგრამ კრიტიკას სრულიად მოკლებულია და ისეთივე მეხოტბეა ქვეყნის პირველი პირისა და მისი გარემოცვის, როგორც სხვა ნაციონალური არხები. ძალიან მიკვირს ჟურნალისტ ეკა ხოფერიასი, ამ არხზე რომ მივიდა სამუშაოდ. მესმის, ქვეყანაში გაჭირვებაა, მაგრამ ჩემზე მეტი გაჭირვება არ გამოუვლიათ, თუმცა ცდუნებას გავუძელი და ვერც ვერავინ გამიბედავდა ეთქვა, მასთან წავსულიყავი სამუშაოდ. ასეთ ტელევიზიაში მუშაობა თავმოყვარეობის საკითხიც არის. ამაყად დავდივარ ქუჩაში. ნაცნობი თუ უცნობი, მიღიმის და თბილად მესალმება, რაც ყველაზე დიდი თანამდებობაა ჩემთვის.

- ეკა ხოფერიამ განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე თუნდაც იმიტომ უღირდა მუშაობა, რომ გადაცემაში მიჰყავდა ხელისუფლების მიერ დაბლოკილი ადამიანები: ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი და ა.შ.

- ამით თავს ვერ გაიმართლებს. ჯერ ერთი, ასეთი ხალხი იშვიათად მიჰყავდა და მეორეც - მნიშვნელოვანია, რა თემაზე სასაუბროდ ეპატიჟები გადაცემაში. თუ ხელისუფლების მიერ დაბლოკილ ადამიანს გადაცემაში პეპლებსა და ყვავილებზე ალაპარაკებ, რა აზრი აქვს მათ იქ მიწვევას?

- რა სახის რეფორმები უნდა გატარდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე?

- პირველ რიგში, ტელეწამყვანებმა ქართულად ლაპარაკი უნდა ისწავლონ. ხშირად ისეთ რაღაცას იტყვიან, ვერ გაიგებ, რა ენაზე მეტყველებენ. არხმა საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების სულიერი აღზრდის თემებზე უნდა აკეთოს შემეცნებითი გადაცემები. ჩვენი ტელევიზიები კი მხოლოდ გასართობ გადაცემებზე არიან ორიენტირებული, რომ საზოგადოება რეალობას მოწყდეს. ან რატომ ეძახიან ამ გადაცემებს "შოუს"? რა სიტყვაა, საიდან მოიტანეს?

- საჭიროა თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰყავდეს ე.წ. სამეურვეო საბჭო?

- რა სამეურვეო საბჭო?! ამ ე.წ. სამეურვეო საბჭოს წევრებს ხელფასიან პენსიონერებს ვეძახი. არაფერს აკეთებენ და სოლიდურ ხელფასებს იღებენ. გიგა ნასარიძე რომ გეყოლება ამ საბჭოში და ჭკუას მოსთხოვ, რაღაზე უნდა ვილაპარაკო? მინდა, ნასარიძეს მივმართო: გიგა, ბიძიკო, ბულანჟეს გარდა ცოტა სინდის-ნამუსიც რომ უნდა გქონდეს, არავის უთქვამს შენთვის? ან რა ანტირეკლამები გადაიღო "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, არ რცხვენია? რა იცის, ვინ არის თამაზ თამაზაშვილი ან რა გაუკეთებია? ოღონდ ხელისუფლებას ხოტბა შეასხას და ნამუსზე ხელაღებული ნასარიძე ყველაფერს კადრულობს. რეალურად "საზოგადოებრივ მაუწყებელს" სამეურვეო საბჭო არ სჭირდება, ზედმეტი ტვირთია არა ტელევიზიის ან ხელისუფლების, არამედ ჩვენთვის, მოსახლეობისთვის, ვისი ჯიბიდანაც ფინანსდება. ჯერ იმხელა დავალიანება რატომ და რისთვის დაედო, კაცმა არ იცის. თან ეს დავალიანება ჩამოაჭრეს. ისე "იტყაპუნებენ" 30 და 40 მილიონს, თითქოს არაფერი. "საზოგადოებრივი მაუწყებელი" პროფესიონალებით უნდა დაკომპლექტდეს და არა ჭანტურიებითა და ნასარიძეებით.

- თქვენ არ დაბრუნდებით ამ ტელევიზიაში?

- რაღა დროს ჩემი ტელევიზიაა? უკვე ხანში შევედი (იღიმის), თუმცა ტელეწამყვანებს კონსულტაციას დიდი სიამოვნებით გავუწევდი.

- 2 ოქტომბერს გადაცემა "ვასიკო ოდიშვილის ამბები" წაიყვანეთ. ბევრს გაახსენდა გადაცემა "ოქროპირი", რომელსაც თქვენ ახმოვანებდით.

- (იღიმის) დამირეკა ვასიკომ და დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. ძალიან მომწონს ვასიკო, ნიჭიერი კაცია და თავისი საქმე გადასარევად გამოსდის. მისი ა(მ)ბები 15-წუთიანი განტვირთვის და გულის მოსაფხანი კარგი საშუალებაა.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები