მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანდერს ფოგ რასმუსენი - სარაკეტო საფრთხე რეალურია და იგი თანდათან იზრდება
ანდერს ფოგ რასმუსენი - სარაკეტო საფრთხე რეალურია და იგი თანდათან იზრდება

ეს წელი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რუ­სეთ-ნატო-ს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის. წელს ჩვენ აღ­ვნიშ­ნავთ ნატო-სა და რუ­სეთს შო­რის ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის 15 წლის­თავს და რუ­სეთ-ნატო-ს საბ­ჭოს და­არ­სე­ბის 10 წლის­თავს, - ამის შე­სა­ხებ ალი­ან­სის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნი თა­ვი­სი "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე წერს.

მისი თქმით, მხა­რე­ებ­მა გრძე­ლი გზა გა­ი­ა­რეს, უკა­ნას­კნე­ლი რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ა­ტა­რეს შორსგა­მიზ­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პო­ლი­ტი­კა, რა­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლა უსაფრ­თხო­ე­ბი­სად­მი მიდ­გო­მა ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ არე­ალ­ში.

"ჩვენ ერ­თად ვწვრთნით ნარ­კო­ტი­კე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტებს ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ი­დან, ავ­ღა­ნე­თი­დან და პა­კის­ტა­ნი­დან, ჩვენ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ტე­რო­რიზ­მი­სა და მე­კობ­რე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სა­კი­თხებ­ში, ჩვენ ერ­თად გავ­დი­ვართ წვრთნებს წყალ­ქვე­შა ტექ­ნი­კის ევა­კუ­ი­რე­ბა­სა და ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი­სა­გან სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვა­ში. რო­დე­საც მე ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი, ბევ­რს არ სჯე­რო­და, რომ ერთ დღეს ნატო და რუ­სე­თი ითა­ნამ­შრომ­ლებ­დნენ. მაგ­რამ ჩვენ დღეს ამას ვა­კე­თებთ. მე არ ვა­ცხა­დებ, რომ ჩვენ ერ­თმა­ნეთ­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­ვარ­კვი­ეთ. ჩვენ ჯერ კი­დევ გვაქვს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე რო­გო­რი­ცაა გა­ფარ­თო­ე­ბა და სა­რა­კე­ტო თავ­დაც­ვა. მაგ­რამ მე ად­რეც ვთქვი და ახ­ლაც გა­ვი­მე­ო­რებ რომ ნატო არ წარ­მო­ად­გენს საფრ­თხეს რუ­სე­თი­სათ­ვის და ჩვენ არ გან­ვი­ხი­ლავთ რუ­სეთს, რო­გორც საფრ­თხეს", - აცხა­დებს რას­მუ­სე­ნი.

ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის გან­ცხა­დე­ბით, ალი­ან­სის მი­ზა­ნია, რუ­სეთ­თან ჭეშ­მა­რი­ტი სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა .

"ჩვენ გვსურს ნატო და რუ­სე­თი მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ სა­რა­კე­ტო თავ­დაც­ვის სა­კი­თხებ­ში. სა­რა­კე­ტო საფრ­თხე რე­ა­ლუ­რია და იგი თან­და­თან იზ­რდე­ბა. ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა კი­დევ ერთი სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ამის გა­სა­კე­თებ­ლად. თი­თო­უ­ლი გა­რან­ტია, რა­საც რუ­სე­თი ითხოვს, უკვე შე­ტა­ნი­ლია ჩვენს დო­კუ­მენ­ტებ­ში, რო­მელ­თა იუ­ბი­ლე­საც ჩვენ წელს აღ­ვნიშ­ნავთ", - გა­ნა­ცხა­და ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­მა ნატო-ს სა­მი­ტის წინ, რო­მელ­ზეც ალი­ან­სის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრე­ბი ავ­ღა­ნე­თი­სა და ერა­ყის სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ე­ბის სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბას გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ანდერს ფოგ რასმუსენი - სარაკეტო საფრთხე რეალურია და იგი თანდათან იზრდება

ანდერს ფოგ რასმუსენი - სარაკეტო საფრთხე რეალურია და იგი თანდათან იზრდება

ეს წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთ-ნატო-ს ურთიერთობებისთვის. წელს ჩვენ აღვნიშნავთ ნატო-სა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ხელშეკრულების 15 წლისთავს და რუსეთ-ნატო-ს საბჭოს დაარსების 10 წლისთავს, - ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი თავისი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს.

მისი თქმით, მხარეებმა გრძელი გზა გაიარეს, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში გაატარეს შორსგამიზნული თანამშრომლობის პოლიტიკა, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა უსაფრთხოებისადმი მიდგომა ევროატლანტიკურ არეალში.

"ჩვენ ერთად ვწვრთნით ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალისტებს ცენტრალური აზიიდან, ავღანეთიდან და პაკისტანიდან, ჩვენ ვთანამშრომლობთ ტერორიზმისა და მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში, ჩვენ ერთად გავდივართ წვრთნებს წყალქვეშა ტექნიკის ევაკუირებასა და ტერორისტული თავდასხმებისაგან საჰაერო თავდაცვაში. როდესაც მე ახალგაზრდა ვიყავი, ბევრს არ სჯეროდა, რომ ერთ დღეს ნატო და რუსეთი ითანამშრომლებდნენ. მაგრამ ჩვენ დღეს ამას ვაკეთებთ. მე არ ვაცხადებ, რომ ჩვენ ერთმანეთში ყველაფერი გავარკვიეთ. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს განსხვავებული პოზიციები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა გაფართოება და სარაკეტო თავდაცვა. მაგრამ მე ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ რომ ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისათვის და ჩვენ არ განვიხილავთ რუსეთს, როგორც საფრთხეს", - აცხადებს რასმუსენი.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსის მიზანია, რუსეთთან ჭეშმარიტი სტრატეგიული თანამშრომლობა .

"ჩვენ გვსურს ნატო და რუსეთი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ სარაკეტო თავდაცვის საკითხებში. სარაკეტო საფრთხე რეალურია და იგი თანდათან იზრდება. ჩვენ არ გვჭირდება კიდევ ერთი საერთაშორისო ხელშეკრულება ამის გასაკეთებლად. თითოული გარანტია, რასაც რუსეთი ითხოვს, უკვე შეტანილია ჩვენს დოკუმენტებში, რომელთა იუბილესაც ჩვენ წელს აღვნიშნავთ", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო-ს სამიტის წინ, რომელზეც ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ავღანეთისა და ერაყის სამშვიდობო მისიების სამომავლო განვითარებას განიხილავენ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა