რობერტ სტურუამ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და გასტროლებში დახმარება სთხოვა.
როგორც სტურუამ ჟურნალისტებს ივანიშვილის ბიზნესცენტრიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, მას სურს ბიძინა ივანიშვილის დახმარება, მოსკოვში დადგმული ორი სპექტაკლის საქართველოში ჩამოტანასთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, იმედოვნებს, რომ გასტროლები ნოემბრის ბოლოსთვის შედგება.
ჟურნალისტების კითხვაზე, მიიღო თუ არა ბიძინა ივანიშვილისგან შეთავაზება, რაიმე თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, რობერტ სტურუამ განაცხადა, მსგავსი შეთავაზება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არ ყოფილა.