"ვითიბი ბანკის" საშემოდგომო აქცია დაიწყო

"ვითიბი ბანკის" საშემოდგომო აქცია დაიწყო

"ვითიბი ბანკის" საშემოდგომო აქცია დაიწყო. როგორც ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ განაცხადა, აქცია უკვე დაიწყო და 15 ნოემბრამდე გაგრძელდება. 15%-იანი სესხის აღება შესაძლებელია როგორც ლარში, ასევე დოლარსა და ევროში. სამომხმარებლო სესხზე მაქსიმალური თანხა შეადგენს 30 000 ლარს ან მის ექვივალენტს სხვა ვალუტაში, ხოლო მაქსიმალური ვადა განისაზღვრა ოთხი წლით.

გაბუნიამ აღნიშნა, რომ დღემდე ბანკი კლიენტებს ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს და ყველაზე სწრაფ მომსახურებას სთავაზობდა.

"თუ აქცია იქნება წარმატებული, როგორც წინა, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ ბანკმა აქციის მოქმედების ვადა კიდევ ერთი თვით გააგრძელოს", - განმარტავს გაბუნია.

ამასთან, მსურველები შეძლებენ ბანკიდან სამომხმარებლო მიზნობრიობით დიდი სესხების მიღებას, კერძოდ, მათ უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის სესხის აღების შესაძლებლობა ექნებათ, რომელიც 180 000 ლარს შეადგენს, მაქსიმალური ვადა იქნება 7 წელი. მსურველები განაცხადის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში მიიღებენ პასუხს. სესხის მისაღებად კლიენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია დადასტურებული შემოსავლების შესახებ.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა