კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ია ანთაძე ბიძინა ივანიშვილს განათლების მინისტრის დასახელებამდე სპეციალისტებთან კონსულტაციების გავლას სთავაზობს
ია ანთაძე ბიძინა ივანიშვილს განათლების მინისტრის დასახელებამდე სპეციალისტებთან კონსულტაციების გავლას სთავაზობს

"სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის" გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე ია ან­თა­ძე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის და­სა­ხე­ლე­ბამ­დე სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გავ­ლას სთა­ვა­ზობს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ია ან­თა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, "სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის" ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბაა, ამი­ტომ ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, რომ სის­ტე­მის სა­თა­ვე­ში მო­ვი­დეს ადა­მი­ა­ნი, "რო­მელ­მაც იცის სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ქცე­ვის წე­სე­ბი და წილ­ნა­ყა­რია მსოფ­ლიო პროგ­რეს­თან".

"ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბით გან­ვი­ხი­ლეთ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პროგ­რა­მა გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ. შე­ვა­ფა­სეთ, რომ მთლი­ა­ნო­ბა­ში პროგ­რა­მა იყო საქ­მე­ში კარ­გად ჩა­ხე­დუ­ლი ადა­მი­ა­ნის და­წე­რი­ლი. გვქონ­და ინ­ტე­რე­სი თუ ვინ და­წე­რა ეს პროგ­რა­მა და ვფიქ­რობ­დით, რომ ის ადა­მი­ნი იქ­ნე­ბო­და მო­მა­ვალ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი. თუმ­ცა, დღემ­დე არ ვი­ცით ვინ არის პროგ­რა­მის ავ­ტო­რი და რა­ტომ არ არის მისი კან­დი­და­ტუ­რა და­ყე­ნე­ბუ­ლი მი­ნის­ტრად. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, პროგ­რა­მა და­წე­რა სხვამ და ახლა ეძე­ბენ მი­ნის­ტრად ვი­ღა­ცას, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა ეს პროგ­რა­მა სა­ერ­თოდ წა­კი­თხუ­ლი არ აქვს, ეს არის ცუდი", - აღ­ნიშ­ნა ან­თა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის და­კომ­პლექ­ტე­ბის პრო­ცე­სი დიდ­წი­ლად მო­ი­წო­ნა, თუმ­ცა ის, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი ამ დრომ­დე და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი არ არის, ორ ფაქ­ტორ­ზე მი­უ­თი­თებს. "გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტის და­სა­ხე­ლე­ბის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს ორი: ერთი ის, რომ კო­ა­ლი­ცი­ის­თვის გა­ნათ­ლე­ბა ძა­ლი­ან პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია და კადრს ყუ­რა­დღე­ბით არ­ჩე­ვენ და, მე­ო­რე ის, რომ ეს სა­კი­თხი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად არ მი­აჩ­ნი­ათ, ყვე­ლას თა­ვის კან­დი­და­ტუ­რა ჰყავს და სი­ტუ­ა­ცია კან­დი­და­ტებს შო­რის გახ­ლარ­თუ­ლია", - გა­ნა­ცხა­და ია ან­თა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებს, რო­მელ­თაც ივა­ნიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა სურთ, მი­ნის­ტრო­ბის ერ­თი­ა­ნი კან­დი­და­ტი არ ჰყავთ, თუმ­ცა, ისი­ნი სის­ტე­მის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ო­ბა­ზე ივა­ნიშ­ვილს სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებ­სა და რჩე­ვებს გა­აც­ნო­ბენ.

"პი­რა­დად მე ამ პოსტზე მი­ვე­სალ­მე­ბო­დი გია დვა­ლის, მა­რი­ნე ჩი­ტაშ­ვი­ლის, ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძის კან­დი­და­ტუ­რას, თუმ­ცა ეს დი­ლე­ტან­ტის აზ­რია. ამი­ტომ სა­ჭი­როა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი შეხ­ვდნენ ივა­ნიშ­ვილს და მას­თან გა­ნი­ხი­ლონ ის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რომ­ლებ­საც გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს. აშ­კა­რად დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა ადა­მი­ანს, ნუ გა­და­წყვე­ტენ ამ სა­კითხს პარ­ტი­უ­ლი კვო­ტე­ბით, რაკი გა­ი­ჭე­და ეს სა­კი­თხი, მო­დით, გა­დავ­წყვი­ტოთ ისე, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­აჩ­ნია სწო­რად", - აღ­ნიშ­ნა ან­თა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ია ანთაძე ბიძინა ივანიშვილს განათლების მინისტრის დასახელებამდე სპეციალისტებთან კონსულტაციების გავლას სთავაზობს

ია ანთაძე ბიძინა ივანიშვილს განათლების მინისტრის დასახელებამდე სპეციალისტებთან კონსულტაციების გავლას სთავაზობს

"სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის" გამგეობის თავმჯდომარე ია ანთაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილს განათლების მინისტრის დასახელებამდე სპეციალისტებთან კონსულტაციების გავლას სთავაზობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ია ანთაძემ განუცხადა, "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის" ერთ-ერთი პრიორიტეტი საგანმანათლებლო მიმართულებაა, ამიტომ ორგანიზაცია დაინტერესებულია, რომ სისტემის სათავეში მოვიდეს ადამიანი, "რომელმაც იცის საჯარო სივრცეში ქცევის წესები და წილნაყარია მსოფლიო პროგრესთან".

"ჩვენს ორგანიზაციაში ძალიან ყურადღებით განვიხილეთ "ქართული ოცნების" პროგრამა განათლების შესახებ. შევაფასეთ, რომ მთლიანობაში პროგრამა იყო საქმეში კარგად ჩახედული ადამიანის დაწერილი. გვქონდა ინტერესი თუ ვინ დაწერა ეს პროგრამა და ვფიქრობდით, რომ ის ადამინი იქნებოდა მომავალში განათლების მინისტრი. თუმცა, დღემდე არ ვიცით ვინ არის პროგრამის ავტორი და რატომ არ არის მისი კანდიდატურა დაყენებული მინისტრად. წარმოიდგინეთ, პროგრამა დაწერა სხვამ და ახლა ეძებენ მინისტრად ვიღაცას, რომელსაც შეიძლება ეს პროგრამა საერთოდ წაკითხული არ აქვს, ეს არის ცუდი", - აღნიშნა ანთაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებამ მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტების პროცესი დიდწილად მოიწონა, თუმცა ის, რომ განათლების მინისტრობის კანდიდატი ამ დრომდე დასახელებული არ არის, ორ ფაქტორზე მიუთითებს. "განათლების მინისტრობის კანდიდატის დასახელების გაჭიანურების მიზეზი შეიძლება იყოს ორი: ერთი ის, რომ კოალიციისთვის განათლება ძალიან პრიორიტეტულია და კადრს ყურადღებით არჩევენ და, მეორე ის, რომ ეს საკითხი პრიორიტეტულად არ მიაჩნიათ, ყველას თავის კანდიდატურა ჰყავს და სიტუაცია კანდიდატებს შორის გახლართულია", - განაცხადა ია ანთაძემ.

მისივე თქმით, განათლების სპეციალისტებს, რომელთაც ივანიშვილთან შეხვედრა სურთ, მინისტრობის ერთიანი კანდიდატი არ ჰყავთ, თუმცა, ისინი სისტემის ხელმძღვანელის თაობაზე ივანიშვილს საკუთარ მოსაზრებებსა და რჩევებს გააცნობენ.

"პირადად მე ამ პოსტზე მივესალმებოდი გია დვალის, მარინე ჩიტაშვილის, ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურას, თუმცა ეს დილეტანტის აზრია. ამიტომ საჭიროა, პროფესიონალები შეხვდნენ ივანიშვილს და მასთან განიხილონ ის კრიტერიუმები, რომლებსაც განათლების მინისტრი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს. აშკარად დახმარება სჭირდება ადამიანს, ნუ გადაწყვეტენ ამ საკითხს პარტიული კვოტებით, რაკი გაიჭედა ეს საკითხი, მოდით, გადავწყვიტოთ ისე, როგორც საზოგადოებას მიაჩნია სწორად", - აღნიშნა ანთაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა