პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლინკოლნ მიტჩელი - "წინა მთავრობისგან განსხვავებით, ესენი მუშტებზე არ იყურებიან"
ლინკოლნ მიტჩელი - "წინა მთავრობისგან განსხვავებით, ესენი მუშტებზე არ იყურებიან"

კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ლინ­კოლნ მიტ­ჩე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ და­სა­ხე­ლე­ბულ ახა­ლი მთავ­რო­ბის წევ­რებს და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თებს.

რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" კო­რეს­პო­დენ­ტის შე­კი­თხვა­ზე- რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ ნო­მი­ნი­რე­ბულ მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტებს, მიტ­ჩელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ წინა მთავ­რო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით "ესე­ნი მუშ­ტებ­ზე არ იყუ­რე­ბი­ან, წყნა­რი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ხალ­ხია".

"ვფიქ­რობ, ისი­ნი თა­ვი­ანთ წი­ნა­მორ­ბე­დებ­ზე უფრო ეფექ­ტუ­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან. ეს არ არის ხალ­ხი, რო­მელ­თაც იდე­ო­ლო­გი­უ­რი მო­ტი­ვე­ბი ამოძ­რა­ვებთ, მათ არ აწუ­ხებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნის მა­ნია და არ ჭირ­დე­ბათ ყო­ვე­ლი ქვის ქვეშ რუ­სე­თის ხრი­კე­ბი ეძე­ბონ. მსგავ­სმა პო­ლი­ტი­კამ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბას ხელი შე­უ­შა­ლა მი­ეღ­წია სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბი­სათ­ვის", - ამ­ბობს მიტ­ჩე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტულ კან­დი­და­ტებს, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ მაია ფან­ჯი­კი­ძეს მიტ­ჩე­ლი ახა­სი­ა­თებს, რო­გორც გა­მოც­დილ და რეს­პექ­ტა­ბე­ლურ დიპ­ლო­მატს.

"ის არის გამ­ჭრი­ა­ხი, ერ­კვე­ვა დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში და არის მეტ­ნაკ­ლე­ბად გა­მოც­დი­ლი ვიდ­რე სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ვა­რა­უ­დო კად­რე­ბი ამ პო­ზი­ცი­ი­სათ­ვის. რაც შე­ე­ხე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, მი­უ­ხე­და­ვად ახალ­ბე­დო­ბი­სა, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი არის კომ­პე­ტენ­ტუ­რი და კარ­გი "შემ­სრუ­ლე­ბე­ლი" ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად წარ­მო­ად­გენს კარ­გი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მთა­ვარ ღირ­სე­ბას"-ამ­ბობს მიტ­ჩე­ლი.

მან სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ვა­რა­უ­დო პერ­სპექ­ტი­ვებ­სა და თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ბის პრობ­ლე­მა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბას უნდა ვე­ლო­დოთ".

"მაგ­რამ ისი­ნი, ვინც ფიქ­რობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ავ­ღა­ნე­თი­დან ჯა­რე­ბის გა­მოყ­ვა­ნას, ნა­ტოს­თან დამ­შვი­დო­ბე­ბას და რუ­სე­თის ან ახა­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნა­წი­ლად გახ­დო­მას აპი­რებს, ძალ­ზე ცდე­ბი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის სა­კითხს, ამ მხრივ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ცვლი­ლე­ბებს არ ვე­ლო­დე­ბი. ვფიქ­რობ კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ახა­ლი მთავ­რო­ბა შე­ეც­დე­ბა შე­ამ­ცი­როს მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რუ­სეთ­ზე სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით", - დას­ძი­ნა მიტ­ჩელ­მა

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლინკოლნ მიტჩელი - "წინა მთავრობისგან განსხვავებით, ესენი მუშტებზე არ იყურებიან"

ლინკოლნ მიტჩელი - "წინა მთავრობისგან განსხვავებით, ესენი მუშტებზე არ იყურებიან"

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ლინკოლნ მიტჩელი საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებულ ახალი მთავრობის წევრებს დადებითად ახასიათებს.

რადიო "თავისუფლების" კორესპოდენტის შეკითხვაზე- როგორ დაახასიათებდა ბიძინა ივანიშვილის მიერ ნომინირებულ მინისტრობის კანდიდატებს, მიტჩელმა აღნიშნა, რომ წინა მთავრობისგან განსხვავებით "ესენი მუშტებზე არ იყურებიან, წყნარი და გაწონასწორებული ხალხია".

"ვფიქრობ, ისინი თავიანთ წინამორბედებზე უფრო ეფექტურები იქნებიან. ეს არ არის ხალხი, რომელთაც იდეოლოგიური მოტივები ამოძრავებთ, მათ არ აწუხებთ ხელისუფლებაში დარჩენის მანია და არ ჭირდებათ ყოველი ქვის ქვეშ რუსეთის ხრიკები ეძებონ. მსგავსმა პოლიტიკამ სააკაშვილის მთავრობას ხელი შეუშალა მიეღწია საგარეო პოლიტიკაში დასახული მიზნებისათვის", - ამბობს მიტჩელი.

რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატებს, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატ მაია ფანჯიკიძეს მიტჩელი ახასიათებს, როგორც გამოცდილ და რესპექტაბელურ დიპლომატს.

"ის არის გამჭრიახი, ერკვევა დიპლომატიაში და არის მეტნაკლებად გამოცდილი ვიდრე სააკაშვილის სავარაუდო კადრები ამ პოზიციისათვის. რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს, მიუხედავად ახალბედობისა, ღარიბაშვილი არის კომპეტენტური და კარგი "შემსრულებელი" ადმინისტრატორი, რაც მნიშვნელოვანწილად წარმოადგენს კარგი შინაგან საქმეთა მინისტრის მთავარ ღირსებას"-ამბობს მიტჩელი.

მან საქართველო-რუსეთის ურთიერთობების სავარაუდო პერსპექტივებსა და თვითგამოცხადებული რესპუბლიკების პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას უნდა ველოდოთ".

"მაგრამ ისინი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას, ნატოსთან დამშვიდობებას და რუსეთის ან ახალი საბჭოთა კავშირის ნაწილად გახდომას აპირებს, ძალზე ცდებიან. რაც შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხს, ამ მხრივ დაუყოვნებლივ ცვლილებებს არ ველოდები. ვფიქრობ კარგი იქნება თუ ახალი მთავრობა შეეცდება შეამციროს მათი დამოკიდებულება რუსეთზე სამოქალაქო საზოგადოებისა და დასავლეთთან ურთიერთობის გამოყენებით", - დასძინა მიტჩელმა

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა