მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მანანა თოდაძე: "აუცილებლად შენ უნდა გადაგაგდონ ნავიდან, ხმა რომ ამოიღო?"
მანანა თოდაძე: "აუცილებლად შენ უნდა გადაგაგდონ ნავიდან, ხმა რომ ამოიღო?"

მომ­ღე­რა­ლი, ან­სამ­ბლ "ივე­რიის" სო­ლის­ტი მა­ნა­ნა თო­და­ძე, რო­მე­ლიც ბოლო ხანს რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის სა­გან­გე­ბოდ ჩა­მო­ვი­და თბი­ლის­ში. ჩვენ მას მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­ფა­სე­ბა ვთხო­ვეთ:

- შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­დე. მოს­კო­ვი­და­ნაც თვალს ვა­დევ­ნებ აქ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, ყვე­ლა ქარ­თულ არხს ვუ­ყუ­რებ, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნა­ნა­ხი სულ სხვაა. ჩან­და, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი წნე­ხის ქვეშ იყ­ვნენ, დათ­რგუ­ნუ­ლე­ბი, რა­საც ძალ­ზე გან­ვიც­დი­დი. რუ­სეთ­ში მყო­ფი ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობთ.

- რო­გორ შეხ­ვდით რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტი ქარ­თვე­ლი იმ ფაქტს, რომ 1-ლი ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა არ მო­გე­ცათ?

- რაკი ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, რუ­სეთ­ში მყო­ფი ემიგ­რან­ტე­ბი ჩა­მო­ვე­დით და აქ მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ­ჩევ­ნებ­ში. მი­მაჩ­ნია, რომ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და ჩემ­თვის სა­სურ­ვე­ლი ძა­ლის­თვის ხმის მი­ცე­მით მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვალი მო­ვი­ხა­დე. სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს ეს­პა­ნეთ­ში ვი­ყა­ვი ფეს­ტი­ვალ­ზე და სა­გან­გე­ბოდ არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნა­დღეს ჩა­მოვფრინ­დი თბი­ლის­ში. თავს ვერ ვა­პა­ტი­ებ­დი, ჩემი ხმა რომ და­კარ­გუ­ლი­ყო. ერთი ხმა, შე­საძ­ლოა, გა­დამ­წყვე­ტიც აღ­მოჩ­ნდეს მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბა­ში.

- რას ელით ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბის­გან ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი?

- ყვე­ლა ადა­მი­ანს უნდა ჰქონ­დეს სამ­შობ­ლო­ში ღირ­სე­უ­ლი და მეტ-ნაკ­ლე­ბად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა. რა­ტომ უნდა წა­არ­თვა ადა­მი­ანს ბედ­ნი­ე­რე­ბის უფ­ლე­ბა? ან რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის ამა თუ იმ სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ტეს­ტი არ გა­მო­ხა­ტო და ბუჩ­ქებ­ში და­ი­მა­ლო სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის? აპო­ლი­ტი­კუ­რი ვარ, სათ­ქმელს ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბით ვამ­ბობ, თუმ­ცა, გარ­კვე­ულ­წი­ლად, ხე­ლოვ­ნე­ბაც პო­ლი­ტი­კაა, ოღონდ სი­კე­თის­კენ მი­მარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა. სა­ზო­დო­ე­ბის­თვის გულ­გრი­ლო­ბა დამ­ღუპ­ვე­ლია, აუ­ცი­ლებ­ლად შენ უნდა გა­და­გაგ­დონ ნა­ვი­დან, ხმა რომ ამო­ი­ღო? ადა­მი­ა­ნე­ბი ცვლი­ლე­ბებს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის­თვი­საც ითხოვ­დნენ, ჩემ გარ­შე­მო არა­ერთ უსა­მარ­თლოდ და­პა­ტიმ­რე­ბულს, სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნილს ვხე­დავ­დი.

- სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სეთ­ში მრა­ვა­ლი ხე­ლო­ვა­ნი, მათ შო­რის, სა­ესტრა­დო მომ­ღე­რა­ლია წა­სუ­ლი. თუ გაქვთ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა?

- რა თქმა უნდა. ჩვენ იქ ერთ მუშ­ტად ვართ შეკ­რუ­ლი: თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი, ზუ­რაბ დო­ი­ჯაშ­ვი­ლი, ლიკა დო­ლი­ძე... ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი მოს­კოვ­ში იყო და ახ­ლა­ხან დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ჩვენ იქ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობთ. 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დრო­საც აქ მო­მი­წია ყოფ­ნამ და არ­სად წავ­სულ­ვარ, მა­შინ, რო­დე­საც ვხე­დავ­დი, რო­გორ გარ­ბო­და ზო­გი­ერ­თი. ზედ­მე­ტი ხმა­უ­რი არ მიყ­ვარს, ჩუ­მად ჩა­მოვ­დი­ვარ და მივ­დი­ვარ. მი­ხა­რია, რომ ამ­ჯე­რად ყვე­ლა­ფერ­მა მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ი­ა­რა. ვფიქ­რობ, ჩემი არ­ჩე­ვა­ნით ქვე­ყა­ნას სი­კე­თე მო­ვუ­ტა­ნე. ვი­მე­დოვ­ნებ, ადა­მი­ა­ნე­ბი აღარ და­ი­ჩაგ­რე­ბი­ან, აღარც და­ით­რგუ­ნე­ბი­ან და ში­შის სინ­დრო­მი ერთხელ და სა­მუ­და­მოდ გაქ­რე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა მეტს გა­ა­კე­თებს იმ ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, რაც წი­ნაპ­რებ­მა დაგ­ვი­ტო­ვეს და რი­თაც ყო­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ამა­ყობს.

- თქვენ თუ გიწ­ვევ­დნენ იმ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად, რომ­ლე­ბიც ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იმარ­თე­ბო­და?

- ქვეყ­ნი­დან ტყუ­ი­ლად არა­ვინ მი­დის, ამ­დე­ნი კონ­ცერ­ტი ჩა­ტარ­და და ჩემ­თვის არა­ვის უთ­ქვამს, ჩა­მო­დიო. აღარ მინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ბა­ნა­კე­ბად იყოს და­ყო­ფი­ლი და ეკ­რან­ზე სულ ერთი და იგი­ვე მომ­ღერ­ლე­ბი ჩან­დნენ; ის, რაც იყო, წარ­სულს უნდა ჩა­ბარ­დეს.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

მანანა თოდაძე: "აუცილებლად შენ უნდა გადაგაგდონ ნავიდან, ხმა რომ ამოიღო?"

მანანა თოდაძე: "აუცილებლად შენ უნდა გადაგაგდონ ნავიდან, ხმა რომ ამოიღო?"

მომღერალი, ანსამბლ "ივე­რიის" სოლისტი მანანა თოდაძე, რომელიც ბოლო ხანს რუსეთში მოღვაწეობს, არჩევნებში მონაწილეობისთვის საგანგებოდ ჩამოვიდა თბილისში. ჩვენ მას მიმდინარე პროცესების შეფასება ვთხოვეთ:

- შეძლებისდაგვარად, ყოველთვის ვცდილობ, საქართველოში ჩამოვიდე. მოსკოვიდანაც თვალს ვადევნებ აქ მიმდინარე პროცესებს, ყველა ქართულ არხს ვუყურებ, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახი სულ სხვაა. ჩანდა, რომ ადამიანები წნეხის ქვეშ იყვნენ, დათრგუნულები, რასაც ძალზე განვიცდიდი. რუსეთში მყოფი ხელოვნების წარმომადგენლები, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებით ვცხოვრობთ.

- როგორ შეხვდით რუსეთში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ქართველი იმ ფაქტს, რომ 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მოგეცათ?

- რაკი ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, რუსეთში მყოფი ემიგრანტები ჩამოვედით და აქ მივიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. მიმაჩნია, რომ არჩევნებში მონაწილეობით და ჩემთვის სასურველი ძალისთვის ხმის მიცემით მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე. სექტემბრის ბოლოს ესპანეთში ვიყავი ფესტივალზე და საგანგებოდ არჩევნების წინადღეს ჩამოვფრინდი თბილისში. თავს ვერ ვაპატიებდი, ჩემი ხმა რომ დაკარგულიყო. ერთი ხმა, შესაძლოა, გადამწყვეტიც აღმოჩნდეს მრავალხმიანობაში.

- რას ელით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებისგან ქართველი ემიგრანტები?

- ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს სამშობლოში ღირსეული და მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი ცხოვრების უფლება. რატომ უნდა წაართვა ადამიანს ბედნიერების უფლება? ან როგორ შეიძლება ხელოვნების ამა თუ იმ სფეროს წარმომადგენელმა ძალადობის წინააღმდეგ პროტესტი არ გამოხატო და ბუჩქებში დაიმალო საკუთარი კეთილდღეობისთვის? აპოლიტიკური ვარ, სათქმელს ჩემი შემოქმედებით ვამბობ, თუმცა, გარკვეულწილად, ხელოვნებაც პოლიტიკაა, ოღონდ სიკეთისკენ მიმართული პოლიტიკა. საზოდოებისთვის გულგრილობა დამღუპველია, აუცილებლად შენ უნდა გადაგაგდონ ნავიდან, ხმა რომ ამოიღო? ადამიანები ცვლილებებს სამართლიანობის აღდგენისთვისაც ითხოვდნენ, ჩემ გარშემო არაერთ უსამართლოდ დაპატიმრებულს, სამსახურიდან დათხოვნილს ვხედავდი.

- საქართველოდან რუსეთში მრავალი ხელოვანი, მათ შორის, საესტრადო მომღერალია წასული. თუ გაქვთ მათთან ურთიერთობა?

- რა თქმა უნდა. ჩვენ იქ ერთ მუშტად ვართ შეკრული: თემურ თათარაშვილი, ზურაბ დოიჯაშვილი, ლიკა დოლიძე... ეკა კვალიაშვილი მოსკოვში იყო და ახლახან დაბრუნდა საქართველოში. და შეიძლება ითქვას, ჩვენ იქ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებით ვცხოვრობთ. 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც აქ მომიწია ყოფნამ და არსად წავსულვარ, მაშინ, როდესაც ვხედავდი, როგორ გარბოდა ზოგიერთი. ზედმეტი ხმაური არ მიყვარს, ჩუმად ჩამოვდივარ და მივდივარ. მიხარია, რომ ამჯერად ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ვფიქრობ, ჩემი არჩევანით ქვეყანას სიკეთე მოვუტანე. ვიმედოვნებ, ადამიანები აღარ დაიჩაგრებიან, აღარც დაითრგუნებიან და შიშის სინდრომი ერთხელ და სამუდამოდ გაქრება. საზოგადოება მეტს გააკეთებს იმ ტრადიციების შესანარჩუნებლად, რაც წინაპრებმა დაგვიტოვეს და რითაც ყოველი ქართველი ამაყობს.

- თქვენ თუ გიწვევდნენ იმ ღონისძიებებში, კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად, რომლებიც ამ წლების განმავლობაში იმართებოდა?

- ქვეყნიდან ტყუილად არავინ მიდის, ამდენი კონცერტი ჩატარდა და ჩემთვის არავის უთქვამს, ჩამოდიო. აღარ მინდა, საზოგადოება ბანაკებად იყოს დაყოფილი და ეკრანზე სულ ერთი და იგივე მომღერლები ჩანდნენ; ის, რაც იყო, წარსულს უნდა ჩაბარდეს.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება