სამხედრო
სამართალი
მსოფლიო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანი ვერსად გაექცევა ადამიანად ყოფნის ვალდებულებას!.."
"ადამიანი ვერსად გაექცევა ადამიანად ყოფნის ვალდებულებას!.."

ბოლო დროს ბევ­რი ამ­ბობს, პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის კად­რებ­მა ისეთ შოკ­ში ჩა­მაგ­დო, ფსი­ქო­ლო­გის რჩე­ვა მჭირ­დე­ბაო. ფსი­ქო­ლო­გი ნანა ჩა­ჩუა ფიქ­რობს, რომ მსგავ­სი რე­აქ­ცია გა­სა­გე­ბია. სა­ყო­ველ­თაო აღ­შფო­თე­ბა ნიშ­ნავს, რომ ერი ცო­ცხა­ლია, რად­გან ყვე­ლა გა­მო­ფხიზ­ლდა, როცა ერის ღირ­სე­ბას შე­ეხ­ნენ.

- კად­რე­ბის ნახ­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი მძი­მე ემო­ცი­უ­რი დატ­ვირ­თვა იმას მი­უ­თი­თებს, რომ რაც ვნა­ხეთ, მარ­თლაც სა­ში­ნე­ლე­ბა იყო. მომ­ხდა­რის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი რე­აქ­ცია, რო­გორც ემო­ცი­ურ, ასე­ვე აზ­რობ­რივ დო­ნე­ზე, ადა­მი­ა­ნუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბაა, რაც ნიშ­ნავს მომ­ხდარ­ზე სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის წი­ლის აღე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ათა­ვი­სუფ­ლებს ადა­მი­ანს მძი­მე გან­ცდე­ბი­სა­გან, რო­მე­ლიც შემ­დეგ­ში კონ­სტრუქ­ცი­ულ ქცე­ვა­ში აი­სა­ხე­ბა.

- არ­სე­ბობს კვლე­ვე­ბი იმის შე­სა­ხებ, მსგავ­სი შოკი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე რო­გორ იმოქ­მე­დებს?

- ჯან­სა­ღი ფსი­ქი­კის მქო­ნე ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, მოვ­ლე­ნებს ადეკ­ვა­ტუ­რად უპა­სუ­ხოს, რაც მის პი­როვ­ნულ სიმ­წი­ფე­ზე მი­უთი­თებს.

რე­აქ­ცი­ის არა­ერ­თგვა­როვ­ნე­ბა მხო­ლოდ იმას მოწ­მობს, რომ ერ­თნი გა­ურ­ბი­ან პი­რა­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის წილს, ხოლო მე­ო­რე­ნი თვალს ვერ უს­წო­რე­ბენ სი­ნამ­დვი­ლეს და მი­მარ­თა­ვენ ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ზის­თვის ცნო­ბილ დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მებს. მა­გა­ლი­თად, ცდი­ლო­ბენ გა­მარ­თლე­ბას სხვა­დას­ხვა არ­გუ­მენ­ტით. თუ ჩვენ სა­კუ­თარ თავს და­ვუ­მა­ლავთ იმ რე­ა­ლო­ბას, რო­მელ­შიც ვიმ­ყო­ფე­ბით, მა­შინ ვერ შევ­ძლებთ ცხოვ­რე­ბას და რო­გორც მე­რაბ მა­მარ­დაშ­ვი­ლი იტყო­და, ამ დრო­ში ჩვენ არ გვი­ცხოვ­რია, რაც ნიშ­ნავს, რომ დრო, რო­მელ­შიც შენი თავი ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე, შენ­თვის გა­ჩე­რე­ბუ­ლი, ანუ მკვდა­რი დროა. რე­ა­ლო­ბა უნდა მი­ი­ღო ისე­თი, რო­გო­რიც არის და მას­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აიღო.

სა­ინ­ტე­რე­სოა კი­დევ ერთი სა­კი­თხი. რო­დე­საც გირ­გვლი­ა­ნის სა­კი­თხი დად­გა, მა­შინ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ირი­ნა ენუ­ქი­ძე მარ­ტო იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი მას მხარს უჭერ­და. შე­იძ­ლე­ბა, ში­ნი­დან მა­ყუ­რებ­ლე­ბიც გულ­წრფე­ლად უჭერ­დნენ მხარს, მაგ­რამ ახლა აღ­შფო­თე­ბა უფრო მე­ტად და თა­მა­მა­დაც გა­მო­ი­ხა­ტა. ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ველ­მა სი­სას­ტი­კემ კრი­ტი­კულ ზღვარს მი­აღ­წია. გირ­გვლი­ა­ნი­სა და სხვა­დას­ხვა დროს და­ღუ­პუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის გამო მი­ღე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლი ერ­თად აზ­ვირთდა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ზი­ა­რო ნორ­მას, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვანს - ღირ­სე­ბას საფრ­თხე შე­ექ­მნა. გა­ცო­ცხლდა მი­ნავ­ლე­ბუ­ლი გან­ცდა იმი­სა, რომ ღირ­სე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის ერ­თია.

- რას იტყვით იმ ხალ­ხზე, ვინც ასეთ ძა­ლა­დო­ბას სჩა­დი­ო­და ცი­ხე­ში ანა­ზღა­უ­რე­ბის გამო?

- ზო­გა­დად, ყო­ვე­ლი დამ­ნა­შა­ვე აღ­ზრდის ან სის­ტე­მის ან ორი­ვეს მსხვერ­პლია. ადა­მი­ა­ნი, რო­დე­საც ერთხელ ჩა­ი­დენს და­ნა­შა­ულს, რო­მელ­საც მო­რა­ლუ­რად თვი­თონ­ვე ვერ ამარ­თლებს, თუ პირ­ველ­სა­ვე შემ­თხვე­ვა­ში უკან არ და­ი­ხია და თა­ვის თავ­თან არ აღი­ა­რა, რომ მის­თვის სი­სას­ტი­კე მი­უ­ღე­ბე­ლია, მერე უფრო ღრმად ეშ­ვე­ბა და­ნა­შა­უ­ლის მო­რევ­ში.

რაც უფრო მე­ტად ხდე­ბი დამ­ნა­შა­ვე, უფრო მეტი ძა­ლის­ხმე­ვა გჭირ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ კა­თარ­ზი­სი მო­ახ­დი­ნო და გა­ნიწ­მინ­დო. ამი­სი დრო, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ყო­ველ­თვი­საა, ამი­ტომ ადა­მი­ა­ნი არაა გან­წი­რუ­ლი იმის­თვის, რომ მუდ­მივ და­ნა­შა­ულ­ში იყოს. მთა­ვა­რია, მან ეს გა­აც­ნო­ბი­ე­როს და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღოს თა­ვის ნა­მოქ­მე­დარ­ზე.

- რამ­დე­ნად სა­ში­შია ძა­ლა­დო­ბის კად­რე­ბის ბავ­შვე­ბის­თვის ჩვე­ნე­ბა. ბავ­შვებს ეს კად­რე­ბი მსგავ­სი ძა­ლა­დო­ბის სურ­ვილს ხომ არ აღუძ­რავს?

- ჩვენ ინ­ფორ­მა­ცი­ის ისეთ ნა­კად­ში ვიმ­ყო­ფე­ბით, რომ ბავ­შვებს კად­რე­ბის ნახ­ვას ვერ ავუკ­რძა­ლავთ და არც აიკ­რძა­ლა­ვენ. მაგ­რამ იმის მი­ხედ­ვით, მშობ­ლებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას რო­გო­რი რე­აქ­ცია ექ­ნე­ბათ, რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნი იქ­ნე­ბა მათი შე­ფა­სე­ბე­ბი, ისე­თი­ვე იქ­ნე­ბა შე­დე­გე­ბიც. უსა­მარ­თლო შე­ფა­სე­ბე­ბი პრო­ტესტსა და აგ­რე­სი­ას შობს.

- ბავ­შვე­ბის ფსი­ქი­კა­ზე ეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით რო­გორ აი­სა­ხე­ბა?

- რომ მსგავ­სი რამ არ უნდა გან­მე­ორ­დეს. ფა­შის­ტე­ბის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­ში მომ­ხდა­რი ამ­ბე­ბი უნდა და­ი­მა­ლოს თუ უნდა აჩ­ვე­ნონ? ყო­ველ­თვის ჯო­ბია ნახო, რაც ხდე­ბა და გა­აც­ნო­ბი­ე­რო, რომ ის ცუდი და მი­უ­ღე­ბე­ლია.

- მი­ღე­ბუ­ლი შოკი რამ­დენ ხანს გას­ტანს?

- ასე­თი ემო­ცი­უ­რი შოკი მა­რა­დი­ულ კვალს ტო­ვებს ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კა­ზე. ყვე­ლას ჩაგ­ვე­ბეჭ­დე­ბა დიდი ძა­ხი­ლის ნიშ­ნით, რომ ეს არ უნდა გან­მე­ორ­დეს! ეს ცხოვ­რე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბია, მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბაა, რო­მელ­მაც უნდა შეგ­მა­ტოს სათ­ნო­ე­ბა და სიფრ­თხი­ლე სი­ცო­ცხლი­სა და ღირ­სე­ბის მი­მართ.

- ცო­ცხი აშ­კა­რად წა­მე­ბის ქარ­თუ­ლი გა­მო­გო­ნე­ბაა. შე­იძ­ლე­ბა, იმ ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა აიხ­სნას, ვინც ეს მო­ი­ფიქ­რა?

- რო­გორ პა­რა­დოქ­სა­დაც უნდა მო­გეჩ­ვე­ნოთ, იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლებ­მაც თავ­და­პირ­ვე­ლად შე­და­რე­ბით უფრო მარ­ტი­ვი ფორ­მე­ბით ჩა­ი­დი­ნეს ეს და­ნა­შა­უ­ლი, გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად ში­ნა­გა­ნი კონ­ფლიქ­ტი წარ­მო­იქ­მნე­ბო­და ჩა­დე­ნი­ლის გამო. იმი­სათ­ვის, რომ მათი ში­ნა­გა­ნი კონ­ფლიქ­ტი მოჩ­ვე­ნე­ბი­თად გა­ნე­ლე­ბუ­ლი­ყო, მი­მარ­თეს წა­მე­ბის უფრო რთულ ფორ­მებს. ხელ­კე­ტი რომ გა­ა­მარ­თლო შენს თავ­ში, მა­შინ იმა­ზე მე­ტია სა­ჭი­რო. და იმა­ზე მეტი აღ­მოჩ­ნდა ცო­ცხი. ყვე­ლა ადა­მი­ან­მა უნდა იცო­დეს, რომ შეც­დო­მა ისაა, რო­დე­საც ერთჯე­რა­დად სჩა­დი­ხარ, მაგ­რამ რო­დე­საც ვერ იღებ შენს თავ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და შეც­დო­მე­ბის სიღ­რმე­ში შე­დი­ხარ, უკვე და­ნა­შა­უ­ლია. ადა­მი­ა­ნი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ამ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფერ­ზე, რა­საც აკე­თებს.

- და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის ფსი­ქი­კას რო­დის­მე ეშ­ვე­ლე­ბა?

- რა თქმა უნდა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს პრო­ცე­სი შე­იძ­ლე­ბა საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი და რთუ­ლი იყოს, მა­ინც უნდა მოხ­დეს. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის შეგ­რძნე­ბა და კა­ნო­ნის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­გე­ბა და­ზა­რა­ლე­ბულს შე­უმ­სუ­ბუ­ქებს ტრავ­მას, ხოლო მო­ძა­ლა­დეს რამ­დე­ნად­მე და­ეხ­მა­რე­ბა სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში და მა­შა­სა­და­მე, რე­ა­ლო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ში. ადა­მი­ა­ნი ვერ­სად ვერ გა­ექ­ცე­ვა ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას.

- და­ზა­რა­ლე­ბულ­მა სა­მარ­თლი­ანო­ბა თუ ვერ და­ი­ნა­ხა, სა­მა­გი­ე­როს იმა­ვე მე­თო­დით გა­დახ­დის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდე­ბა?

- ძა­ლა­დო­ბა ძა­ლა­დო­ბას შობს. ამი­ტომ მთა­ვა­რია, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა იყოს და­ნა­ხუ­ლი მო­ძა­ლა­დი­სა და მსხვერ­პლის მხრი­და­ნაც. ამ შემ­თხვე­ვა­ში ორი­ვე მხა­რე გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კვა­ლი­სა­გან.

მერი კო­ბი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

"ადამიანი ვერსად გაექცევა ადამიანად ყოფნის ვალდებულებას!.."

"ადამიანი ვერსად გაექცევა ადამიანად ყოფნის ვალდებულებას!.."

ბოლო დროს ბევრი ამბობს, პატიმრების წამების კადრებმა ისეთ შოკში ჩამაგდო, ფსიქოლოგის რჩევა მჭირდებაო. ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ფიქრობს, რომ მსგავსი რეაქცია გასაგებია. საყოველთაო აღშფოთება ნიშნავს, რომ ერი ცოცხალია, რადგან ყველა გამოფხიზლდა, როცა ერის ღირსებას შეეხნენ.

- კადრების ნახვით გამოწვეული მძიმე ემოციური დატვირთვა იმას მიუთითებს, რომ რაც ვნახეთ, მართლაც საშინელება იყო. მომხდარის გაცნობიერება და შესაბამისი რეაქცია, როგორც ემოციურ, ასევე აზრობრივ დონეზე, ადამიანური მოთხოვნილებაა, რაც ნიშნავს მომხდარზე საკუთარი პასუხისმგებლობის წილის აღებას. აღნიშნული პასუხისმგებლობა ათავისუფლებს ადამიანს მძიმე განცდებისაგან, რომელიც შემდეგში კონსტრუქციულ ქცევაში აისახება.

- არსებობს კვლევები იმის შესახებ, მსგავსი შოკი ადამიანის ჯანმრთელობაზე როგორ იმოქმედებს?

- ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანს შეუძლია, მოვლენებს ადეკვატურად უპასუხოს, რაც მის პიროვნულ სიმწიფეზე მი­უთითებს.

რეაქციის არაერთგვაროვნება მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ერთნი გაურბიან პირადი პასუხისმგებლობის წილს, ხოლო მეორენი თვალს ვერ უსწორებენ სინამდვილეს და მიმართავენ ფსიქოანალიზისთვის ცნობილ დაცვის მექანიზმებს. მაგალითად, ცდილობენ გამართლებას სხვადასხვა არგუმენტით. თუ ჩვენ საკუთარ თავს დავუმალავთ იმ რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით, მაშინ ვერ შევძლებთ ცხოვრებას და როგორც მერაბ მამარდაშვილი იტყოდა, ამ დროში ჩვენ არ გვიცხოვრია, რაც ნიშნავს, რომ დრო, რომელშიც შენი თავი ვერ განახორციელე, შენთვის გაჩერებული, ანუ მკვდარი დროა. რეალობა უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის და მასზე პასუხისმგებლობა აიღო.

საინტერესოა კიდევ ერთი საკითხი. როდესაც გირგვლიანის საკითხი დადგა, მაშინ, შეიძლება ითქვას, ირინა ენუქიძე მარტო იყო. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მას მხარს უჭერდა. შეიძლება, შინიდან მაყურებლებიც გულწრფელად უჭერდნენ მხარს, მაგრამ ახლა აღშფოთება უფრო მეტად და თამამადაც გამოიხატა. ადამიანის ღირსების შემლახველმა სისასტიკემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. გირგვლიანისა და სხვადასხვა დროს დაღუპული ახალგაზრდების გამო მიღებული ტკივილი ერთად აზვირთდა. საზოგადოების საზიარო ნორმას, ყველაზე მნიშვნელოვანს - ღირსებას საფრთხე შეექმნა. გაცოცხლდა მინავლებული განცდა იმისა, რომ ღირსება ყველასათვის ერთია.

- რას იტყვით იმ ხალხზე, ვინც ასეთ ძალადობას სჩადიოდა ციხეში ანაზღაურების გამო?

- ზოგადად, ყოველი დამნაშავე აღზრდის ან სისტემის ან ორივეს მსხვერპლია. ადამიანი, როდესაც ერთხელ ჩაიდენს დანაშაულს, რომელსაც მორალურად თვითონვე ვერ ამართლებს, თუ პირველსავე შემთხვევაში უკან არ დაიხია და თავის თავთან არ აღიარა, რომ მისთვის სისასტიკე მიუღებელია, მერე უფრო ღრმად ეშვება დანაშაულის მორევში.

რაც უფრო მეტად ხდები დამნაშავე, უფრო მეტი ძალისხმევა გჭირდება იმისათვის, რომ კათარზისი მოახდინო და განიწმინდო. ამისი დრო, როგორც ამბობენ, ყოველთვისაა, ამიტომ ადამიანი არაა განწირული იმისთვის, რომ მუდმივ დანაშაულში იყოს. მთავარია, მან ეს გააცნობიეროს და პასუხისმგებლობა აიღოს თავის ნამოქმედარზე.

- რამდენად საშიშია ძალადობის კადრების ბავშვებისთვის ჩვენება. ბავშვებს ეს კადრები მსგავსი ძალადობის სურვილს ხომ არ აღუძრავს?

- ჩვენ ინფორმაციის ისეთ ნაკადში ვიმყოფებით, რომ ბავშვებს კადრების ნახვას ვერ ავუკრძალავთ და არც აიკრძალავენ. მაგრამ იმის მიხედვით, მშობლებს და საზოგადოებას როგორი რეაქცია ექნებათ, რამდენად სამართლიანი იქნება მათი შეფასებები, ისეთივე იქნება შედეგებიც. უსამართლო შეფასებები პროტესტსა და აგრესიას შობს.

- ბავშვების ფსიქიკაზე ეს მოგვიანებით როგორ აისახება?

- რომ მსგავსი რამ არ უნდა განმეორდეს. ფაშისტების საკონცენტრაციო ბანაკებში მომხდარი ამბები უნდა დაიმალოს თუ უნდა აჩვენონ? ყოველთვის ჯობია ნახო, რაც ხდება და გააცნობიერო, რომ ის ცუდი და მიუღებელია.

- მიღებული შოკი რამდენ ხანს გასტანს?

- ასეთი ემოციური შოკი მარადიულ კვალს ტოვებს ადამიანის ფსიქიკაზე. ყველას ჩაგვებეჭდება დიდი ძახილის ნიშნით, რომ ეს არ უნდა განმეორდეს! ეს ცხოვრების გაკვეთილებია, მწარე გამოცდილებაა, რო­მელმაც უნდა შეგმატოს სათნოება და სიფრთხილე სიცოცხლისა და ღირსების მიმართ.

- ცოცხი აშკარად წამების ქართული გამოგონებაა. შეიძლება, იმ ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა აიხსნას, ვინც ეს მოიფიქრა?

- როგორ პარადოქსადაც უნდა მოგეჩვენოთ, იმ ადამიანებში, რომლებმაც თავდაპირველად შედარებით უფრო მარტივი ფორმებით ჩაიდინეს ეს დანაშაული, გაუცნობიერებლად შინაგანი კონფლიქტი წარმოიქმნებოდა ჩადენილის გამო. იმისათვის, რომ მათი შინაგანი კონფლიქტი მოჩვენებითად განელებულიყო, მიმართეს წამების უფრო რთულ ფორმებს. ხელკეტი რომ გაამართლო შენს თავში, მაშინ იმაზე მეტია საჭირო. და იმაზე მეტი აღმოჩნდა ცოცხი. ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ შეცდომა ისაა, როდესაც ერთჯერადად სჩადიხარ, მაგრამ როდესაც ვერ იღებ შენს თავზე პასუხისმგებლობას და შეცდომების სიღრმეში შედიხარ, უკვე დანაშაულია. ადამიანი პასუხისმგებელია ამ ცხოვრებაში ყველაფერზე, რასაც აკეთებს.

- დაზარალებულების ფსიქიკას როდისმე ეშველება?

- რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი შეიძლება საკმაოდ ხანგრძლივი და რთული იყოს, მაინც უნდა მოხდეს. სამართლიანობის შეგრძნება და კანონის წინაშე პასუხისგება დაზარალებულს შეუმსუბუქებს ტრავმას, ხოლო მოძალადეს რამდენადმე დაეხმარება საკუთარი ქმედების გაცნობიერებაში და მაშასადამე, რეალობაში დაბრუნებაში. ადამიანი ვერსად ვერ გაექცევა ადამიანად ყოფნის ვალდებულებას.

- დაზარალებულმა სამართლი­ანობა თუ ვერ დაინახა, სამაგიეროს იმავე მეთოდით გადახდის სურვილი გაუჩნდება?

- ძალადობა ძალადობას შობს. ამიტომ მთავარია, სამართლიანობა იყოს დანახული მოძალადისა და მსხვერპლის მხრიდანაც. ამ შემთხვევაში ორივე მხარე გათავისუფლდება მძიმე ფსიქოლოგიური კვალისაგან.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"