პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თომას მელია - ქართული დემოკრატიის წინსვლისთვის არჩევნებზე მეტია საჭირო
თომას მელია - ქართული დემოკრატიის წინსვლისთვის არჩევნებზე მეტია საჭირო

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მი­ე­სალ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს "ღირ­შე­სა­ნიშ­ნავ ტრან­ზი­ცი­ას", მაგ­რამ თვლის, რომ "ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის კონ­სო­ლი­და­ცი­ი­სათ­ვის არ­ჩევ­ნებ­ზე ბევ­რად მე­ტია სა­ჭი­რო". უცხო­უ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლემ დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­კი­თხებ­ში, თო­მას მე­ლი­ამ ვა­შინგტონ­ში, ატ­ლან­ტი­კურ საბ­ჭო­ში დის­კუ­სი­ის დროს გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგო­მი ძა­ლა­დო­ბის საფრ­თხეს იგი "საკ­მა­ოდ რე­ა­ლუ­რად" მი­იჩ­ნევ­და, მაგ­რამ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ, ორი­ვე და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რის მიდ­გო­მამ ამ სა­კი­თხი­სად­მი მას ეს შიში გა­უ­ქარ­წყლა. იგი იმე­დოვ­ნებს, რომ მსგავს მიდ­გო­მას უფრო ხში­რად იხი­ლავს პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში.

რო­გორც მე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, მუდ­მი­ვი რე­ფორ­მე­ბის პო­ლი­ტი­კა ხელს შე­უ­წყობს სა­ქარ­თვე­ლოს მეტი სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღოს მოვ­ლე­ნა­თა ამ "იმე­დის­მომ­ცე­მი გან­ვი­თა­რე­ბი­დან".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თომას მელია - ქართული დემოკრატიის წინსვლისთვის არჩევნებზე მეტია საჭირო

თომას მელია - ქართული დემოკრატიის წინსვლისთვის არჩევნებზე მეტია საჭირო

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს "ღირშესანიშნავ ტრანზიციას", მაგრამ თვლის, რომ "ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციისათვის არჩევნებზე ბევრად მეტია საჭირო". უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, თომას მელიამ ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში დისკუსიის დროს განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების შემდგომი ძალადობის საფრთხეს იგი "საკმაოდ რეალურად" მიიჩნევდა, მაგრამ არჩევნების შემდგომ, ორივე დაპირისპირებული მხარის მიდგომამ ამ საკითხისადმი მას ეს შიში გაუქარწყლა. იგი იმედოვნებს, რომ მსგავს მიდგომას უფრო ხშირად იხილავს პოსტსაბჭოთა სივრცეში.

როგორც მელიამ აღნიშნა, მუდმივი რეფორმების პოლიტიკა ხელს შეუწყობს საქართველოს მეტი სარგებელი მიიღოს მოვლენათა ამ "იმედისმომცემი განვითარებიდან".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა