კომერციული ბანკები სესხების ნაწილზე საბაზრო განაკვეთებს ამცირებენ. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ლარში დენომინირებულ სესხებზე საბაზრო განაკვეთები აგვისტოში საშუალოდ 0,4%-ით შემცირდა, უცხოურ ვალუტაში - 0,1%-ით. ამ დროისთვის ლარში ბიზნეს-სესხების განაკვეთი საშუალოდ 0,1%-ით, 14,4 %-მდეა შემცირებული, თუმცა საცალო კრედიტების განაკვეთი 0,7 %-ით, 26,2%-მდეა გაზრდილი.
ოფიციალური სტატისტიკით ბანკების ჯამური საკრედიტო პორტფელის მოცულობა, 1 სექტემბრისთვის 8,446 მლრდ ლარია და აქედან ფიზიკიური პირების სასესხო პორტფელზე 3,43 მლრდ ლარი მოდის.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9