საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალი ნათება" საქველმოქმედო აქციის "ლეიკემია იკურნება" შედეგებს აქვეყნებს
"ახალი ნათება" საქველმოქმედო აქციის "ლეიკემია იკურნება"  შედეგებს აქვეყნებს

კომ­პა­ნია "ახა­ლი ნა­თე­ბა" საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ის "ლე­ი­კე­მია იკურ­ნე­ბა" შე­დე­გებს აქ­ვეყ­ნებს.

2012 წლის 15 მა­ისს "ახალ ნა­თე­ბა­ში" და­ი­წყო საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცია, სა­ხელ­წო­დე­ბით "ლე­ი­კე­მია იკურ­ნე­ბა". აქ­ცია გაგ­რძელ­და 1 თვის მან­ძილ­ზე (15 ივ­ნისმდე). აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში "ახა­ლი ნა­თე­ბის" პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის - Philips-ისა და Opple-ის ეკო­ნო­მი­უ­რი ნა­თუ­რე­ბის გა­ყიდ­ვი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხის 10% გა­და­ი­რი­ცხა ირმა გა­ბი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდში "ახა­ლი ნა­თე­ბა". თან­ხამ 9 964 721 ლარი შე­ად­გი­ნა.

"ახა­ლი ნა­თე­ბი­სა" და საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მ. იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ონკო-ჰე­მა­ტო­ლო­გი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად მო­ი­ნა­ხუ­ლეს და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი, გა­ეც­ნენ დე­პარ­ტა­მენ­ტის შიდა პრობ­ლე­მებს და შე­ი­მუ­შა­ვეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი შე­მო­სუ­ლი თან­ხე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­ხარ­ჯვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მ. იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ონკო-ჰე­მა­ტო­ლო­გი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტი ერ­თა­დერ­თი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა, სა­დაც ლე­ი­კე­მი­ი­თა და ლიმ­ფო­მით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი მკურ­ნა­ლო­ბენ. თა­ნა­მედ­რო­ვე ქი­მიო-თე­რა­პი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის და­ნერგვით ლე­ი­კე­მი­ი­თა და ლიმ­ფო­მით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ში შთამ­ბეჭ­და­ვი შე­დე­გე­ბი იქნა მიღ­წე­უ­ლი. 15 წლის წინ პა­ცი­ენ­ტე­ბის 98% სა­სიკ­ვდი­ლოდ იყო გან­წი­რუ­ლი, ამ­ჟა­მად კი ამ ბავ­შვე­ბის 70% იკურ­ნე­ბა, ისი­ნი სრუ­ლი­ად გა­ჯან­სა­ღე­ბუ­ლე­ბი უბ­რუნ­დე­ბი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

მი­უ­ხე­და­ვად მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბი­სა, სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მად რჩე­ბა დი­აგ­ნოს­ტი­კის სა­კი­თხე­ბი. კერ­ძოდ, სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის იმუ­ნო­ფე­ნო­ტი­პის გან­სა­ზღვრა. ეს არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო კვლე­ვა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში არ ფი­ნანსდე­ბა, თან­ხას პა­ცი­ენ­ტის ოჯა­ხი იხ­დის, რაც მას მძი­მე ტვირ­თად აწევს.

დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით მ. იაშ­ვი­ლის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შე­იქ­მნა იმუ­ნო­ფე­ნო­ტი­პი­რე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია, სა­დაც კვლე­ვე­ბი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი აპა­რა­ტის, გამ­დი­ნა­რე ცი­ტო­მეტ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ტარ­დე­ბა. ხოლო კვლე­ვე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი რე­ა­გენ­ტე­ბია სა­ჭი­რო - ერთი კვლე­ვის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 400-450 ლარს შე­ად­გენს.

2012 წლის აგ­ვის­ტო­ში ლა­ბო­რა­ტო­რი­ას რე­ა­გენ­ტე­ბის მა­რა­გი ამო­ე­წუ­რა და დე­პარ­ტა­მენ­ტი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და შე­ე­წყვი­ტა იმუნ­ფო­ფე­ნო­ტი­პუ­რი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

გა­და­წყდა, რომ საქ­მელ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხის უდი­დე­სი ნა­წი­ლი (9200 ლარი) მოხ­მარ­დე­ბო­და რე­ა­გენ­ტე­ბის შეს­ყიდ­ვას ავ­სტრი­ი­დან. კომ­პა­ნია "ახა­ლი ნა­თე­ბის" და საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის დახ­მა­რე­ბით ონკო-ჰე­მა­ტო­ლო­გი­ურ დე­პარ­ტა­მენ­ტში შევ­სე­ბუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 1 წლის რე­ა­გენ­ტე­ბის მა­რა­გი. ამით ჩვენ უზ­რუნ­ველ­ვყა­ვით ბავ­შვე­ბის­თვის უფა­სო დი­აგ­ნოს­ტი­კა.

დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხის ნა­წი­ლი (284.9 ლარი) და­ი­ხარ­ჯა მიკ­როს­კო­პის შეს­ყიდ­ვა­ზე (სა­ფა­სუ­რის ნა­წი­ლი თა­ვად ლა­ბო­რა­ტო­რი­ამ გა­და­ი­ხა­და), ეს მიკ­როს­კო­პიც გან­კუთ­ვნი­ლია ონკო-ჰე­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის­თვის.

შე­მო­სუ­ლი თან­ხი­დან ამ­ჟა­მად ფონ­დის ან­გა­რიშ­ზე დარ­ჩე­ნი­ლია 479.8 ლარი, რო­მე­ლიც მოხ­მარ­დე­ბა მ. იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ონკო-ჰე­მა­ტო­ლო­გი­ურ დე­პარ­ტა­მენ­ტში არ­სე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბის შეს­ყიდ­ვას, თან­ხის სრულ ამო­წურ­ვამ­დე.

რა? სად? რა ფა­სად?

გა­ი­გეთ "რა­დიო მარ­კეტ­ში"

ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს 10:50 და 11:50 სა­ათ­ზე

რა­დიო "პა­ლიტ­რის" ეთერ­ში - FM 103.9

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"ახალი ნათება" საქველმოქმედო აქციის "ლეიკემია იკურნება" შედეგებს აქვეყნებს

"ახალი ნათება" საქველმოქმედო აქციის "ლეიკემია იკურნება"  შედეგებს აქვეყნებს

კომპანია "ახალი ნათება" საქველმოქმედო აქციის "ლეიკემია იკურნება" შედეგებს აქვეყნებს.

2012 წლის 15 მაისს "ახალ ნათებაში" დაიწყო საქველმოქმედო აქცია, სახელწოდებით "ლეიკემია იკურნება". აქცია გაგრძელდა 1 თვის მანძილზე (15 ივნისმდე). აქციის ფარგლებში "ახალი ნათების" პარტნიორი კომპანიების - Philips-ისა და Opple-ის ეკონომიური ნათურების გაყიდვიდან შემოსული თანხის 10% გადაირიცხა ირმა გაბინაშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდში "ახალი ნათება". თანხამ 9 964 721 ლარი შეადგინა.

"ახალი ნათებისა" და საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლებმა მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს დაავადებული ბავშვები, გაეცნენ დეპარტამენტის შიდა პრობლემებს და შეიმუშავეს რეკომენდაციები შემოსული თანხების მიზანმიმართულად დახარჯვასთან დაკავშირებით.

საქართველოში მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტი ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ლეიკემიითა და ლიმფომით დაავადებული ბავშვები მკურნალობენ. თანამედროვე ქიმიო-თერაპიული პროგრამების დანერგვით ლეიკემიითა და ლიმფომით დაავადებული პაციენტების მკურნალობაში შთამბეჭდავი შედეგები იქნა მიღწეული. 15 წლის წინ პაციენტების 98% სასიკვდილოდ იყო განწირული, ამჟამად კი ამ ბავშვების 70% იკურნება, ისინი სრულიად გაჯანსაღებულები უბრუნდებიან საზოგადოებას.

მიუხედავად მიღწეული წარმატებისა, სერიოზულ პრობლემად რჩება დიაგნოსტიკის საკითხები. კერძოდ, სიმსივნური უჯრედების იმუნოფენოტიპის განსაზღვრა. ეს არის სავალდებულო კვლევა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება, თანხას პაციენტის ოჯახი იხდის, რაც მას მძიმე ტვირთად აწევს.

დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გაუმჯობესების მიზნით მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში შეიქმნა იმუნოფენოტიპირების ლაბორატორია, სადაც კვლევები ძვირადღირებული აპარატის, გამდინარე ციტომეტრის საშუალებით ტარდება. ხოლო კვლევების ჩასატარებლად ძვირადღირებული რეაგენტებია საჭირო - ერთი კვლევის თვითღირებულება დაახლოებით 400-450 ლარს შეადგენს.

2012 წლის აგვისტოში ლაბორატორიას რეაგენტების მარაგი ამოეწურა და დეპარტამენტი იძულებული გახდა შეეწყვიტა იმუნფოფენოტიპური კვლევების ჩატარება.

გადაწყდა, რომ საქმელმოქმედო აქციიდან შემოსული თანხის უდიდესი ნაწილი (9200 ლარი) მოხმარდებოდა რეაგენტების შესყიდვას ავსტრიიდან. კომპანია "ახალი ნათების" და საქველმოქმედო ფონდის დახმარებით ონკო-ჰემატოლოგიურ დეპარტამენტში შევსებულია დაახლოებით 1 წლის რეაგენტების მარაგი. ამით ჩვენ უზრუნველვყავით ბავშვებისთვის უფასო დიაგნოსტიკა.

დარჩენილი თანხის ნაწილი (284.9 ლარი) დაიხარჯა მიკროსკოპის შესყიდვაზე (საფასურის ნაწილი თავად ლაბორატორიამ გადაიხადა), ეს მიკროსკოპიც განკუთვნილია ონკო-ჰემატოლოგიური ლაბორატორიისთვის.

შემოსული თანხიდან ამჟამად ფონდის ანგარიშზე დარჩენილია 479.8 ლარი, რომელიც მოხმარდება მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიურ დეპარტამენტში არსებული ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვების შესყიდვას, თანხის სრულ ამოწურვამდე.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა