პოლიტიკა
საზოგადოება

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე კირჩხიბს ესტუმრება 09:36-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იზეიმეს გამარჯვება ციყვმა და თემო მჟავიამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში
როგორ იზეიმეს გამარჯვება ციყვმა და თემო მჟავიამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში

არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე და­ვით გო­გიშ­ვი­ლი, ანუ ციყ­ვი და თემო მჟა­ვია ვა­კე­ში მო­ტო­ციკ­ლით ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოყ­ვნენ. ორი­ვე მძი­მედ და­შავ­და და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ბუკ­ლი­კო მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით და­ინ­ტე­რეს­და და სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­წე­რილ და­თოს შე­ეხ­მი­ა­ნა.

- მე და თემო მჟა­ვია მო­ტო­ციკ­ლით მივ­დი­ო­დით ვა­კე­ში ჭავ­ჭა­ვა­ძის პროს­პექ­ტზე. ძა­ლი­ან და­საშ­ვე­ბი, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი და არა­ექ­სტრე­მა­ლუ­რი სიჩ­ქა­რით გა­და­ვა­ად­გილ­დე­ბო­დით. არა­ყიშ­ვი­ლის კუ­თხე­ში შუქ­ნი­შან­ზე რომ და­ვი­ძა­რით, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად მან­ქა­ნამ შე­მო­უხ­ვია, გად­მოკ­ვე­თა ღერ­ძუ­ლა ხაზი და შე­უხ­ვია, ხი­ლი­ა­ნის­კენ რომ ახა­ლი გზა გაჭ­რეს. იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ მუხ­რუ­ჭის გა­მო­ყე­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მოხ­და შე­ჯა­ხე­ბა. მე რომ შე­ვა­ტყვე, ვე­ჯა­ხე­ბო­დი, თე­მოს ხელი გა­ვუშ­ვი, რომ მის­თვის მა­ნევ­რი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­მე­ცა და მეც გა­დავ­ხტი. შე­ვე­ცა­დე, თავი არ და­მერ­ტყა. თე­მომ მარ­ჯვე­ნა ხელი და ფეხი მო­ი­ტე­ხა, მე - მარ­ცხე­ნა ხელი. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნამ მიგ­ვიყ­ვა­ნა რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. იქ ჩა­ტარ­და და­ზი­ა­ნე­ბე­ბის პირ­ვე­ლა­დი და­მუ­შა­ვე­ბა და გაგ­ვი­კე­თეს ოპე­რა­ცია. მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და მედ­პერ­სო­ნალს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბი­სათ­ვის. საკ­მა­ოდ მძი­მედ ვი­ყა­ვით. ახლა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა, ორი­ვე უკეთ ვართ. სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პე­რი­ო­დი გვაქვს.

- რო­გორ შე­ი­ტყვე ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის შე­დე­გე­ბი?

- 2003 წელს 23 ნო­ემ­ბერს, ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის დღეს, მთავ­რო­ბის სახ­ლთან ბრმა­ნაწ­ლა­ვის მწვა­ვე შე­ტე­ვა გან­მი­ვი­თარ­და. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რომ მი­მიყ­ვა­ნეს და ოპე­რა­ცია რომ და­ი­წყო, ჯერ კი­დევ შე­ვარ­დნა­ძე იყო პრე­ზი­დენ­ტი, რომ გა­ვიღ­ვი­ძე, ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ უკვე სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო მო­სუ­ლი ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში. ამ­ჯე­რა­დაც ასე გან­მე­ორ­და, ახალ სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაღ­ვი­ძე­ბუ­ლი და ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბი შევ­ხვდი. ეს უმ­ძი­მე­სი წუ­თე­ბი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, გარ­და იმი­სა, რომ ამ­ხე­ლა ტრავ­მა მი­ვი­ღეთ და პრაქ­ტი­კუ­ლად ორი­ვემ სიკ­ვდილს ჩავ­ხე­დეთ თვა­ლებ­ში, მინ­დო­და, იმ დიდი ეპო­პე­ის გა­მარ­ჯვე­ბით დაგ­ვირ­გვი­ნე­ბის სიტ­კბო პი­რა­დად მეგ­რძნო, რა­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ტრი­უმ­ფა­ლუ­რი გა­მარ­ჯვე­ბა ჰქვია. ჩემს ტე­ლე­ფონ­ზე მო­სა­ლო­ცი ზა­რე­ბი ისე­თი ინ­ტენ­სი­ვო­ბით შე­მო­დი­ო­და, რო­გორც 1945 წლის 9 მა­ისს მი­სა­ლო­ცი ზა­რე­ბი სტა­ლინ­თან კრემლში (იცი­ნის), ანუ "რასკლა­დი" ჩა­მო­ყა­ლიბ­და შემ­დეგ­ნა­ი­რად: 1) თუ მო­ტე­ხი­ლი ხელი გტკი­ვა, ესე იგი ამინ­დი იც­ვლე­ბა; 2) თუ დათო გო­გიშ­ვილს ფა­თე­რა­კი შე­ემ­თხვა, ესე იგი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იც­ვლე­ბა.

- თემო მჟა­ვი­ას მდგო­მა­რე­ო­ბაც გვა­ინ­ტე­რე­სებს, რჩე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში?

- თემო შე­და­რე­ბით მძი­მედ იყო, ის 2 დღით გვი­ან გა­მო­წე­რეს. სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურსს სახ­ლში გა­დის. სა­ნამ ოპე­რა­ცი­ა­ზე შეგ­ვიყ­ვან­დნენ, ერ­თმა­ნეთს ვამ­ხნე­ვებ­დით. მე სა­უ­კე­თე­სო სა­ხა­შე­ე­ბის ზუს­ტი კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი მი­ვუ­თი­თე. სხვა­თა შო­რის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და იმა­საც და მეც, ვცდი­ლობ­დი, მო­ტი­ვა­ცია და მხი­ა­რუ­ლი გან­წყო­ბა არ და­მე­კარ­გა. ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, ვინც შე­ში­ნე­ბუ­ლი მო­ვარ­და, ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი კობა კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი იყო. გა­ფით­რე­ბულ­მა მკი­თხა, ავა­რია სად მო­გი­ვი­დაო. მე ვუ­პა­სუ­ხე: რა შე­კი­თხვებს სვამ, სოფ­ლე­ლი კი­სერს სად იტეხს? - რა თქმა უნდა, ვა­კე­ში!.. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი მი­ყუ­რებ­და, იფიქ­რა, გა­ვი­და "გაღ­მაო". კა­მი­კა­ძე­ე­ბის რჩე­უ­ლი სარ­ძლო­სა­ვით ვი­ყა­ვი გა­და­ფურ­ჩქნი­ლი. სა­ერ­თოდ, თე­რა­პი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის ეფექ­ტუ­რად წარ­მარ­თვი­სას გან­წყო­ბი­ლე­ბა­სა და სიმ­ხნე­ვეს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მო­რა­ლუ­რად არ უნდა გა­ტყდე.

გარ­და ამი­სა, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ პი­რო­ბა დავ­დეთ, რომ ეკ­ლე­სი­ა­ში წა­ვი­დეთ და მად­ლო­ბა შევ­წი­როთ უფალს გა­დარ­ჩე­ნი­სათ­ვის.

DJ ბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

როგორ იზეიმეს გამარჯვება ციყვმა და თემო მჟავიამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში

როგორ იზეიმეს გამარჯვება ციყვმა და თემო მჟავიამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დავით გოგიშვილი, ანუ ციყვი და თემო მჟავია ვაკეში მოტოციკლით ავტოავარიაში მოყვნენ. ორივე მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბუკლიკო მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და საავადმყოფოდან გამოწერილ დათოს შეეხმიანა.

- მე და თემო მჟავია მოტოციკლით მივდიოდით ვაკეში ჭავჭავაძის პროსპექტზე. ძალიან დასაშვები, მოკრძალებული და არაექსტრემალური სიჩქარით გადავაადგილდებოდით. არაყიშვილის კუთხეში შუქნიშანზე რომ დავიძარით, სრულიად მოულოდნელად მანქანამ შემოუხვია, გადმოკვეთა ღერძულა ხაზი და შეუხვია, ხილიანისკენ რომ ახალი გზა გაჭრეს. იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მუხრუჭის გამოყენების მიუხედავად, მოხდა შეჯახება. მე რომ შევატყვე, ვეჯახებოდი, თემოს ხელი გავუშვი, რომ მისთვის მანევრირების საშუალება მიმეცა და მეც გადავხტი. შევეცადე, თავი არ დამერტყა. თემომ მარჯვენა ხელი და ფეხი მოიტეხა, მე - მარცხენა ხელი. სასწრაფო დახმარების მანქანამ მიგვიყვანა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. იქ ჩატარდა დაზიანებების პირველადი დამუშავება და გაგვიკეთეს ოპერაცია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მედპერსონალს მადლობა გადავუხადო პროფესიონალიზმისა და გულისხმიერებისათვის. საკმაოდ მძიმედ ვიყავით. ახლა ყველაფერი კარგადაა, ორივე უკეთ ვართ. სარეაბილიტაციო პერიოდი გვაქვს.

- როგორ შეიტყვე ეგზიტპოლების შედეგები?

- 2003 წელს 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის დღეს, მთავრობის სახლთან ბრმანაწლავის მწვავე შეტევა განმივითარდა. საავადმყოფოში რომ მიმიყვანეს და ოპერაცია რომ დაიწყო, ჯერ კიდევ შევარდნაძე იყო პრეზიდენტი, რომ გავიღვიძე, ოპერაციის შემდეგ უკვე სააკაშვილი იყო მოსული ქვეყნის სათავეში. ამჯერადაც ასე განმეორდა, ახალ საქართველოს ახალგაღვიძებული და ნაოპერაციები შევხვდი. ეს უმძიმესი წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში, გარდა იმისა, რომ ამხელა ტრავმა მივიღეთ და პრაქტიკულად ორივემ სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში, მინდოდა, იმ დიდი ეპოპეის გამარჯვებით დაგვირგვინების სიტკბო პირადად მეგრძნო, რასაც "ქართული ოცნების" ტრიუმფალური გამარჯვება ჰქვია. ჩემს ტელეფონზე მოსალოცი ზარები ისეთი ინტენსივობით შემოდიოდა, როგორც 1945 წლის 9 მაისს მისალოცი ზარები სტალინთან კრემლში (იცინის), ანუ "რასკლადი" ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: 1) თუ მოტეხილი ხელი გტკივა, ესე იგი ამინდი იცვლება; 2) თუ დათო გოგიშვილს ფათერაკი შეემთხვა, ესე იგი ხელისუფლება იცვლება.

- თემო მჟავიას მდგომარეობაც გვაინტერესებს, რჩება საავადმყოფოში?

- თემო შედარებით მძიმედ იყო, ის 2 დღით გვიან გამოწერეს. სარეაბილიტაციო კურსს სახლში გადის. სანამ ოპერაციაზე შეგვიყვანდნენ, ერთმანეთს ვამხნევებდით. მე საუკეთესო სახაშეების ზუსტი კოორდინატები მივუთითე. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა იმასაც და მეც, ვცდილობდი, მოტივაცია და მხიარული განწყობა არ დამეკარგა. ერთ-ერთი პირველი, ვინც შეშინებული მოვარდა, ჩემი ბავშვობის მეგობარი კობა კოპალეიშვილი იყო. გაფითრებულმა მკითხა, ავარია სად მოგივიდაო. მე ვუპასუხე: რა შეკითხვებს სვამ, სოფლელი კისერს სად იტეხს? - რა თქმა უნდა, ვაკეში!.. გაოგნებული მიყურებდა, იფიქრა, გავიდა "გაღმაო". კამიკაძეების რჩეული სარძლოსავით ვიყავი გადაფურჩქნილი. საერთოდ, თერაპიული პროცესების ეფექტურად წარმართვისას განწყობილებასა და სიმხნევეს დიდი მნიშვნელობა აქვს, მორალურად არ უნდა გატყდე.

გარდა ამისა, გამოჯანმრთელების შემდეგ პირობა დავდეთ, რომ ეკლესიაში წავიდეთ და მადლობა შევწიროთ უფალს გადარჩენისათვის.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"