იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, იუსტიციის ამჟამინდელი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ავსტრიაში იმყოფება. "მან მიატოვა უამრავი ხალხი თავის უწყებაში და უამრავი საქმე. ეს ბევრ მინისტრს არ გაუკეთებია. რაც მან გააკეთა, არის უპასუხისმგებლობა როგორც ქვეყნის, ასევე საკუთარი თანამშრომლების წინაშე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თქმით, იმას, თუ რა ბედი ეწევა ადეიშვილს სამართლებრივად, ქართული საზოგადოება და სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტს, რომელიც ახალი იუსტიციის მინისტრის პირობებში ჩამოყალიბდება.