პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვარსკვლავების ყველაზე სულელური მოთხოვნები
ვარსკვლავების ყველაზე სულელური მოთხოვნები

ვერც ერთი გუ­ლახ­დი­ლი ინ­ტერ­ვიუ ვერ და­ა­ხა­სი­ა­თებს არ­ტისტს ისე, რო­გორც მისი პერ­სო­ნა­ლუ­რი რა­ი­დე­რი. ეს არის იმ მო­თხოვ­ნე­ბის სია, რო­მელ­საც ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი უყე­ნებს სხვა ქა­ლაქ­ში გას­ვლი­სას მას­პინ­ძელ მხა­რეს.

რა­ი­დე­რე­ბი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი არ­სე­ბობს, ტექ­ნი­კუ­რი და ყო­ფი­თი. შე­იძ­ლე­ბა იყოს ერ­თსტრი­ქო­ნი­ა­ნი ან 67-გვერ­დი­ა­ნი (რო­გო­რიც, მა­გა­ლი­თად, სე­ლინ დი­ონს აქვს). არის მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, არა­მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი და გი­ჟუ­რიც კი.

სხვა­თა შო­რის, სრუ­ლი­ად უპ­რე­ტენ­ზი­ო­ე­ბი არი­ან 1980-ია­ნე­ბის ვარ­სკვლა­ვე­ბი - ტო­მას ან­დერ­სი, "ბონი ემი", რომ­ლე­ბიც დღე­საც სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სტუმ­რო­ბი­სას ბევ­რს არა­ფერს ითხო­ვენ, ალ­კოჰოლ­ზეც უარს ამ­ბო­ბენ - ჯან­მრთე­ლო­ბას უფრთხილ­დე­ბი­ან.

სა­ოც­რად თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი სურ­ვი­ლე­ბი აქვს ბრიტ­ნი სპირ­სს. მას უნდა მხო­ლოდ ჩიპ­სე­ბი და პიტ­ნის კან­ფე­ტე­ბით სავ­სე თასი. ეგ არის და ეგ.

ელ­ტონ ჯო­ნიც არ ყო­ფი­ლა მეწვრილ­მა­ნე და ხარ­ბი. მას სჭირ­დე­ბა მხო­ლოდ უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბი, დი­ვა­ნი და ყვა­ვი­ლე­ბი ნო­მერ­ში (ნე­ბის­მი­ე­რი, ქრი­ზან­თე­მე­ბის გარ­და).

მო­თხოვ­ნე­ბით არ ბრწყი­ნავს მე­რი­ლინ მენ­სო­ნიც. გას­ტრო­ლებ­ზე სრუ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის სჭირ­დე­ბა ბევ­რი შო­კო­ლა­დი, ჩიპ­სე­ბი და რძე. შე­სას­რუ­ლებ­ლად ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პუნ­ქტი მარ­მე­ლა­დის და­თუ­ნი­ე­ბია, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ აშშ-ში იშო­ვე­ბა. თუმ­ცა იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ 2001 წელს "ანარ­ქის­ტმა" მო­ი­თხო­ვა მე­ლო­ტი მე­ძა­ვი, რო­მელ­საც წინა კბი­ლე­ბი არ ექ­ნე­ბო­და.

ფუ­ფუ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ძი­რი­თა­დად რე­პე­რე­ბი არი­ან. მა­გა­ლი­თად, პი დიდი ნო­მერ­ში ითხოვს ყვე­ლა­ზე ძვირ­ფას ალ­კოჰოლს, უამ­რავ პირ­სა­ხოც­სა და სა­პონს. ქუ­ჩა­ში გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად - მხო­ლოდ ტყვი­ა­გა­უმ­ტა­რი მი­ნე­ბით აღ­ჭურ­ვილ "მა­ი­ბახს".

ყვე­ლა­ფე­რი ზე­მო­ჩა­მოთ­ვლი­ლი შე­იძ­ლე­ბა ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად ახ­სნა­დია. ზო­გი­ერ­თი მო­თხოვ­ნა საღი აზ­რის ფარ­გლებს სცდე­ბა. ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი ითხოვს, რომ მას თან ახ­ლდნენ გო­გო­ნე­ბი გარ­დე­ნი­ე­ბით. მას შე­უძ­ლია ლო­გი­ნის თეთ­რე­უ­ლი ხე­ლით მო­სინ­ჯოს და მისი გა­მოც­ვლა მო­ი­თხო­ვოს.

ბი­ონ­სეს შე­უძ­ლია სკან­და­ლი მო­ა­წყოს და გას­ტრო­ლე­ბი გა­ა­უქ­მოს, თუ ნო­მერ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა 26 გრა­დუს­ზე ოდ­ნავ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

ახი­რე­ბუ­ლი სე­ლინ დი­ო­ნის გი­გან­ტუ­რი რა­ი­დე­რის რამ­დე­ნი­მე მო­თხოვ­ნა კი ასე­თია: ფრან­გუ­ლი ალუბ­ლის გარ­და, ის ითხოვს შპა­ლე­რის კონ­კრე­ტულ ფერს, კონ­კრე­ტუ­ლად მო­წყო­ბილ ინ­ტე­რი­ერს, ასე­ვე მო­ი­თხოვს, მი­ა­მაგ­რონ ექ­სტრაკ­ლა­სის სტო­მა­ტო­ლო­გი, რო­მე­ლიც გვერ­დი­დან არ უნდა მოს­ცილ­დეს. ისე­ვე, რო­გორც თერ­თმე­ტი პი­რა­დი მცვე­ლი.

მე­დი­კო­სე­ბი ოზი ოს­ბორნ­საც დას­დე­ვენ. რო­კის მა­მას აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა გვერ­დით ექიმ-ოტო­ლა­რინ­გო­ლო­გი­სა და მედ­დის ყოფ­ნა, რო­მე­ლიც დრო­უ­ლად გა­უ­კე­თებს ვი­ტა­მი­ნე­ბის ინი­ექ­ცი­ას.

მა­დო­ნა არ წავა გას­ტრო­ლებ­ზე, თუ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არ და­ახ­ვედ­რე­ბენ მი­ნე­რა­ლურ წყალს მა­ღალმთი­ა­ნი კა­ბა­ლის­ტუ­რი წყა­რო­ე­ბი­დან.

ჩემ­პი­ო­ნი კი იგი პო­პია. მომ­ღე­რალს სურს, რომ მისი საგ­რი­მი­ო­რო ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლებ­მა მო­ა­წყონ. მა­გი­და­ზე უნდა ელა­გოს გა­ზე­თე­ბი ავად­მყო­ფუ­რად მსუ­ქა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ფო­ტო­ე­ბით. საგ­რი­მი­ო­რო­ში ასე­ვე უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ამე­რი­კე­ლი კო­მი­კო­სის ბობ ჰო­უ­პის მსგავ­სი სა­მო­სი ეც­მე­ვა.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ვარსკვლავების ყველაზე სულელური მოთხოვნები

ვარსკვლავების ყველაზე სულელური მოთხოვნები

ვერც ერთი გულახდილი ინტერვიუ ვერ დაახასიათებს არტისტს ისე, როგორც მისი პერსონალური რაიდერი. ეს არის იმ მოთხოვნების სია, რომელსაც ცნობილი ადამიანი უყენებს სხვა ქალაქში გასვლისას მასპინძელ მხარეს.

რაიდერები სხვადასხვაგვარი არსებობს, ტექნიკური და ყოფითი. შეიძლება იყოს ერთსტრიქონიანი ან 67-გვერდიანი (როგორიც, მაგალითად, სელინ დიონს აქვს). არის მოკრძალებული, არამოკრძალებული და გიჟურიც კი.

სხვათა შორის, სრულიად უპრეტენზიოები არიან 1980-იანების ვარსკვლავები - ტომას ანდერსი, "ბონი ემი", რომლებიც დღესაც სხვადასხვა ქვეყანაში სტუმრობისას ბევრს არაფერს ითხოვენ, ალკოჰოლზეც უარს ამბობენ - ჯანმრთელობას უფრთხილდებიან.

საოცრად თავშეკავებული სურვილები აქვს ბრიტნი სპირსს. მას უნდა მხოლოდ ჩიპსები და პიტნის კანფეტებით სავსე თასი. ეგ არის და ეგ.

ელტონ ჯონიც არ ყოფილა მეწვრილმანე და ხარბი. მას სჭირდება მხოლოდ უალკოჰოლო სასმელები, დივანი და ყვავილები ნომერში (ნებისმიერი, ქრიზანთემების გარდა).

მოთხოვნებით არ ბრწყინავს მერილინ მენსონიც. გასტროლებზე სრული ბედნიერებისთვის სჭირდება ბევრი შოკოლადი, ჩიპსები და რძე. შესასრულებლად ყველაზე რთული პუნქტი მარმელადის დათუნიებია, რომლებიც მხოლოდ აშშ-ში იშოვება. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ 2001 წელს "ანარქისტმა" მოითხოვა მელოტი მეძავი, რომელსაც წინა კბილები არ ექნებოდა.

ფუფუნების მოყვარულები ძირითადად რეპერები არიან. მაგალითად, პი დიდი ნომერში ითხოვს ყველაზე ძვირფას ალკოჰოლს, უამრავ პირსახოცსა და საპონს. ქუჩაში გადასაადგილებლად - მხოლოდ ტყვიაგაუმტარი მინებით აღჭურვილ "მაიბახს".

ყველაფერი ზემოჩამოთვლილი შეიძლება ძვირად ღირებული, მაგრამ რაციონალურად ახსნადია. ზოგიერთი მოთხოვნა საღი აზრის ფარგლებს სცდება. ჯენიფერ ლოპესი ითხოვს, რომ მას თან ახლდნენ გოგონები გარდენიებით. მას შეუძლია ლოგინის თეთრეული ხელით მოსინჯოს და მისი გამოცვლა მოითხოვოს.

ბიონსეს შეუძლია სკანდალი მოაწყოს და გასტროლები გააუქმოს, თუ ნომერში ტემპერატურა 26 გრადუსზე ოდნავ განსხვავებული იქნება.

ახირებული სელინ დიონის გიგანტური რაიდერის რამდენიმე მოთხოვნა კი ასეთია: ფრანგული ალუბლის გარდა, ის ითხოვს შპალერის კონკრეტულ ფერს, კონკრეტულად მოწყობილ ინტერიერს, ასევე მოითხოვს, მიამაგრონ ექსტრაკლასის სტომატოლოგი, რომელიც გვერდიდან არ უნდა მოსცილდეს. ისევე, როგორც თერთმეტი პირადი მცველი.

მედიკოსები ოზი ოსბორნსაც დასდევენ. როკის მამას აუცილებლად სჭირდება გვერდით ექიმ-ოტოლარინგოლოგისა და მედდის ყოფნა, რომელიც დროულად გაუკეთებს ვიტამინების ინიექციას.

მადონა არ წავა გასტროლებზე, თუ ორგანიზატორები არ დაახვედრებენ მინერალურ წყალს მაღალმთიანი კაბალისტური წყაროებიდან.

ჩემპიონი კი იგი პოპია. მომღერალს სურს, რომ მისი საგრიმიორო ჰომოსექსუალებმა მოაწყონ. მაგიდაზე უნდა ელაგოს გაზეთები ავადმყოფურად მსუქანი ადამიანების ფოტოებით. საგრიმიოროში ასევე უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ამერიკელი კომიკოსის ბობ ჰოუპის მსგავსი სამოსი ეცმევა.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება