პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენს შორის რჩება ფუნდამენტური განსხვავებები ძალიან ბევრ ეროვნულ საკითხზე
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენს შორის რჩება ფუნდამენტური განსხვავებები ძალიან ბევრ ეროვნულ საკითხზე

ჩვენს შო­რის რჩე­ბა ფუნ­და­მენ­ტუ­რი გან­სხვა­ვე­ბე­ბი ძა­ლი­ან ბევრ პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხზე, ძა­ლი­ან ბევრ ეროვ­ნულ სა­კი­თხზე, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ა­კე­თა.

მი­სი­ვე თქმით, მი­უ­ხე­და­ვად ფუნ­და­მენ­ტუ­რი გან­სხვა­ვე­ბე­ბი­სა, ის, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი, უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ გა­დას­ვლა მთავ­რო­ბის ფუნ­ქცი­ებს შო­რის მოხ­დეს ექ­სცე­სე­ბის გა­რე­შე.

"ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გა­ა­კე­თა თა­ვი­სი არ­ჩე­ვა­ნი. ჩვენ ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დით და ვი­ტყვით მო­მა­ვალ­ში, რომ ჩვენ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვანს ვცემთ პა­ტივს. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არის ის უზე­ნა­ე­სი მოქ­მე­დი პირი ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს. ჩვენ ვი­სა­უბ­რეთ და რა თქმა უნდა, არა­ვის­თვის არ არის მო­უ­ლოდ­ნე­ლი, რომ ჩვენს შო­რის რჩე­ბა ფუნ­და­მენ­ტუ­რი გან­სხვა­ვე­ბი ძა­ლი­ან ბევრ პო­ლი­ტი­კურ სა­კით­ზე, ძა­ლი­ან ბევრ ეროვ­ნულ სა­კი­თხზე. მაგ­რამ, ჩვენ რო­გორც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მე რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც არის კონ­სტი­ტუ­ცი­ის გა­რან­ტი, უზ­რუნ­ველ­ვყოფ, რომ გა­დას­ვლა მთავ­რო­ბის ფუნ­ქცი­ებს შო­რის მოხ­დეს ყო­ველ­გვა­რი ექ­სცე­სე­ბის გა­რე­შე, მოხ­დეს ისე რო­გორც არას­დროს მომ­ხდა­რა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში", - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პირ­ვე­ლად რე­გი­ონ­ში, პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცის ამ ნა­წილ­ში, ხდე­ბა აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმე­ტე­სი ფუნ­ქცი­ე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად გა­და­ცე­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კო­მენ­ტა­რე­ბი შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მიხეილ სააკაშვილი - ჩვენს შორის რჩება ფუნდამენტური განსხვავებები ძალიან ბევრ ეროვნულ საკითხზე

მიხეილ სააკაშვილი - ჩვენს შორის რჩება ფუნდამენტური განსხვავებები ძალიან ბევრ ეროვნულ საკითხზე

ჩვენს შორის რჩება ფუნდამენტური განსხვავებები ძალიან ბევრ პოლიტიკურ საკითხზე, ძალიან ბევრ ეროვნულ საკითხზე, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისივე თქმით, მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებებისა, ის, როგორც პრეზიდენტი, უზრუნველყოფს, რომ გადასვლა მთავრობის ფუნქციებს შორის მოხდეს ექსცესების გარეშე.

"ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვიტყვით მომავალში, რომ ჩვენ ქართველი ხალხის არჩევანს ვცემთ პატივს. ქართველი ხალხი არის ის უზენაესი მოქმედი პირი ქვეყანაში, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ პროცესებს. ჩვენ ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა, არავისთვის არ არის მოულოდნელი, რომ ჩვენს შორის რჩება ფუნდამენტური განსხვავები ძალიან ბევრ პოლიტიკურ საკითზე, ძალიან ბევრ ეროვნულ საკითხზე. მაგრამ, ჩვენ როგორც პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება, მე როგორც პრეზიდენტი, რომელიც არის კონსტიტუციის გარანტი, უზრუნველვყოფ, რომ გადასვლა მთავრობის ფუნქციებს შორის მოხდეს ყოველგვარი ექსცესების გარეშე, მოხდეს ისე როგორც არასდროს მომხდარა საქართველოს ისტორიაში", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, პირველად რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცის ამ ნაწილში, ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების უმეტესი ფუნქციების მშვიდობიანად, დემოკრატიულად გადაცემა.

იხილეთ ვიდეო: ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის კომენტარები შეხვედრის დასრულების შემდეგ

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა