პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგონამ თხევადი აზოტის შემცველი სასმელის დალევის შედეგად კუჭი დაკარგა
გოგონამ თხევადი აზოტის შემცველი სასმელის დალევის შედეგად კუჭი დაკარგა

დიდი ბრი­ტა­ნე­თის ქა­ლაქ ლან­კას­ტე­რის მკვიდრმა, 18 წლის გაბი სკან­ლან­დმა და­ბა­დე­ბის დღე­ზე თხე­ვა­დი აზო­ტის შემ­ცვე­ლი სას­მე­ლი და­ლია, რის შე­დე­გა­დაც ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის ძლი­ე­რი დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო.

გაბი და­ბა­დე­ბის დღეს ერთ-ერთ ად­გი­ლობ­რივ ბარ­ში აღ­ნიშ­ნავ­და. გო­გო­ნამ ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კოქ­ტე­ი­ლი "პორ­ნო­ვარ­სკვლა­ვი მარ­ტი­ნი" შე­უკ­ვე­თა, რო­მე­ლიც თხე­ვად აზოტს შე­ი­ცავს.

კოქ­ტე­ი­ლის და­ლე­ვის შემ­დეგ იუ­ბი­ლარ­მა თავი შე­უძ­ლოდ იგ­რძნო და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მუც­ლის ტკი­ვი­ლი­თა და სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბით მო­ა­თავ­სეს. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ირ­კვა, რომ თხე­ვად­მა აზოტ­მა გო­გო­ნას მუც­ლის ღრუ და­უ­ზი­ა­ნა, ექი­მებ­მა გა­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად კუ­ჭის ამოკ­ვე­თა გა­და­წყვი­ტეს.

ბარი "ოს­კა­რი", სა­დაც ბრი­ტა­ნელ­მა გო­გო­ნამ სას­მე­ლი გა­სინ­ჯა, და­ზა­რა­ლე­ბულ­სა და მის ოჯახს ბო­დიშს უხ­დის. და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ კოქ­ტე­ი­ლი გა­ყიდ­ვი­დან ამო­ი­ღო.

"შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბით ყვე­ლა­ნი შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვართ. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ გაბი გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა, მზად ვართ მას ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის დამ­ხა­რე­ბა შევ­თა­ვა­ზოთ", - გა­ნა­ცხა­და ბა­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ.

თხე­ვად აზოტს ნა­ყი­ნის მო­სამ­ზა­დებ­ლად და კვე­ბის პრო­დუ­ტე­ბის გა­ყინ­ვის მიზ­ნით იყე­ნე­ბენ. კუ­ლი­ნა­რი­ის ახა­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა - მო­ლე­კუ­ლუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო ასე­ვე დიდი წარ­მა­ტე­ბით იყე­ნებს თხე­ვად აზოტს.

თუმ­ცა აზო­ტი სა­ხი­ფა­თოა. კან­ზე ან ლორ­წო­ვან გარსში აზო­ტის ორ­თქლის მოხ­ვედ­რის შე­დე­გად ძლი­ე­რი დამ­წვრო­ბა ვი­თარ­დე­ბა, რაც სე­რი­ო­ზულ ტრავ­მებს იწ­ვევს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lifenews.ru-ის მი­ხედ­ვით.

გოგონამ თხევადი აზოტის შემცველი სასმელის დალევის შედეგად კუჭი დაკარგა

გოგონამ თხევადი აზოტის შემცველი სასმელის დალევის შედეგად კუჭი დაკარგა

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლანკასტერის მკვიდრმა, 18 წლის გაბი სკანლანდმა დაბადების დღეზე თხევადი აზოტის შემცველი სასმელი დალია, რის შედეგადაც შინაგანი ორგანოების ძლიერი დამწვრობა მიიღო.

გაბი დაბადების დღეს ერთ-ერთ ადგილობრივ ბარში აღნიშნავდა. გოგონამ ქალაქში ყველაზე პოპულარული კოქტეილი "პორნოვარსკვლავი მარტინი" შეუკვეთა, რომელიც თხევად აზოტს შეიცავს.

კოქტეილის დალევის შემდეგ იუბილარმა თავი შეუძლოდ იგრძნო და საავადმყოფოში მუცლის ტკივილითა და სუნთქვის პრობლემებით მოათავსეს. საავადმყოფოში გაირკვა, რომ თხევადმა აზოტმა გოგონას მუცლის ღრუ დაუზიანა, ექიმებმა გაბის გადასარჩენად კუჭის ამოკვეთა გადაწყვიტეს.

ბარი "ოსკარი", სადაც ბრიტანელმა გოგონამ სასმელი გასინჯა, დაზარალებულსა და მის ოჯახს ბოდიშს უხდის. დაწესებულების ხელმძღვანელობამ კოქტეილი გაყიდვიდან ამოიღო.

"შექმნილი ვითარებით ყველანი შეშფოთებული ვართ. ვიმედოვნებთ, რომ გაბი გამოჯანმრთელდება, მზად ვართ მას ნებისმიერი სახის დამხარება შევთავაზოთ", - განაცხადა ბარის ადმინისტრაციამ.

თხევად აზოტს ნაყინის მოსამზადებლად და კვების პროდუტების გაყინვის მიზნით იყენებენ. კულინარიის ახალი მიმდინარეობა - მოლეკულური სამზარეულო ასევე დიდი წარმატებით იყენებს თხევად აზოტს.

თუმცა აზოტი სახიფათოა. კანზე ან ლორწოვან გარსში აზოტის ორთქლის მოხვედრის შედეგად ძლიერი დამწვრობა ვითარდება, რაც სერიოზულ ტრავმებს იწვევს.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს