საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბედუკაძე: "ნეტა არ გადამედგა ეს ნაბიჯი, ვნანობ"
ბედუკაძე: "ნეტა არ გადამედგა ეს ნაბიჯი, ვნანობ"

ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას ნა­ნობს და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რას ითხოვს. ამის შე­სა­ხებ მან "რე­ზო­ნანსს" გა­ნუ­ცხა­და.

ამას­თან, ბე­დუ­კა­ძე ამ­ბობს, რომ გა­სულ კვი­რას გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ბრი­უ­სელ­ში სა­მეგ­რე­ლო ზემო-სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე და ბაჩო ახა­ლა­ი­ას მარ­ჯვე­ნა ხელი, მე­გის ქარ­და­ვა ჩა­ვი­და, მას­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბრი­უ­სელ­ში­ვე იმ­ყო­ფე­ბა ბე­დუ­კა­ძეც. ამა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მე­გის ქარ­და­ვა ბრი­უ­სელ­ში ბე­დუ­კა­ძის მე­გო­ბარ­თან, დაზ­ვერ­ვის ყო­ფილ ოფი­ცერ ვიქ­ტორ ჭე­ლი­ძეს­თან შე­სახ­ვედ­რად ჩა­ვი­და.

ბე­დუ­კა­ძე "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ ვიქ­ტორ ჭე­ლი­ძეს უკვე წლე­ბია იც­ნობს, ის მისი მე­გო­ბა­რია და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ბელ­გი­ა­ში წა­სუ­ლი მე­გის ქარ­და­ვა ჭე­ლი­ძეს უნდა შეხ­ვდეს, მხო­ლოდ სიც­რუ­ეა და ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რომ იგი სა­კუ­თარ მე­გო­ბარს ჩა­მო­ა­შო­რონ.

ბე­დუ­კა­ძის თქმით, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ჟა­მად სტამ­ბულ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და რო­დე­საც ისი­ნი უკვე ბრი­უ­სელ­ში იქ­ნე­ბი­ან, სა­ზო­გა­დო­ე­ბა სი­მარ­თლეს მა­შინ გა­ი­გებს. "ჩემი ოჯა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბა არის პი­რო­ბა ყვე­ლაფ­რის გამ­ხე­ლი­სა", - უთხრა მან "რე­ზო­ნანსს".

"ინ­ტერ­პო­ლის" მიერ ძებ­ნი­ლი ბე­დუ­კა­ძე თავ­და­პირ­ვე­ლად ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ მე­გის ქარ­და­ვა ბელ­გი­ა­ში შეს­ვლას ვერ შეძ­ლებ­და...

"იმი­ტომ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ხებ საქ­მის კურ­სში ჩა­ვა­ყე­ნე ბელ­გი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მო­ვი­თხო­ვე ქარ­და­ვას და­კა­ვე­ბა - ეს ერთი. მე­ო­რეც - ქარ­და­ვა იმ­დე­ნად კურ­დღე­ლია, აქ ვერ გა­ბე­დავს ჩა­მოს­ვლას. მე­სა­მე და მთა­ვა­რი - ეს ინ­ფორ­მა­ცია არის სიც­რუე, გა­მიზ­ნუ­ლია ჩემ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის მო­სახ­დე­ნად და ჩემი მე­გობ­რის, ვიქ­ტორ ჭე­ლი­ძის ჩა­მო­სა­შო­რებ­ლად. იცით, ვინ ავ­რცე­ლებს ამ ჭო­რებს? ის ძა­ლე­ბი, ვი­საც არ აწყობს სი­მარ­თლის ბო­ლომ­დე დად­გე­ნა", - ამ­ბობს ბე­დუ­კა­ძე.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვის ბელ­გი­ელ ად­ვო­კატ ამ­რა­ნის­თან, რომ­ლის სა­ხე­ლიც ვერ გა­იხ­სე­ნა, ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბის შემ­დეგ გვი­თხრა, რომ "მე­გის ქარ­და­ვა ბრი­უ­სელ­ში 4 ოქ­ტომ­ბერს ჩა­მო­სუ­ლა". ამას­თან, იგი გა­მო­რი­ცხავს ჭე­ლი­ძე­სა და ქარ­და­ვას შო­რის რამე ურ­თი­ერ­თო­ბას. "არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ აქვთ, რა სი­სუ­ლე­ლეა. ქარ­და­ვა არის მკვლე­ლი და ჯა­ლა­თი. ქარ­და­ვას­თან ჭე­ლი­ძის სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა მკრე­ხე­ლო­ბაა", - ამ­ბობს იგი.

"ათას­ნა­ირ სი­ბინ­ძუ­რეს ვკი­თხუ­ლობ და ვი­გებ. და­მი­ჯე­რეთ, სი­მარ­თლე გა­სარ­კვე­ვია კი­დევ. ამი­ტო­მაც ვი­თხოვ­დი ბ-ნ ბი­ძი­ნას­თან შეხ­ვედ­რას. აბა სა­ა­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რას ხომ არ მო­ვი­თხოვ­დი? გა­სარ­კვე­ვია, ვინ გას­ცა ინ­ფორ­მა­ცია, ხო? ეს რომ შიდა წრი­დან იყო, ფაქ­ტია. გა­სარ­კვე­ვია, რა­ტომ ჭი­ა­ნურ­დე­ბო­და ჩემი ოჯა­ხის გა­მოყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­დან.

ფაქ­ტე­ბი მაქვს და ეს იცის ად­ვო­კატ­მა. ამის შე­სა­ხებ მას შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, რაც ად­ვო­კა­ტი გარ­კვე­ულ პრო­ცესს და­ას­რუ­ლებს, ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­და­ა­მოწ­მებს და ა.შ. არაა ყვე­ლა­ფე­რი ისე, რო­გორც ჩანს.

ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის დრო ჯერ არაა. ყვე­ლა­ფე­რი უნდა და­ლაგ­დეს ქვე­ყა­ნა­ში. არ მინ­და, კი­დევ რამე ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვი­ოს. ისიც ვიცი, რა­ტომ გა­ურ­ბი­ან ჩემ­თან შეხ­ვედ­რას. მე ვთქვი, ჩემი ოჯა­ხი მძევ­ლა­დაა-მეთ­ქი. მძევ­ლად ყოფ­ნა არ ნიშ­ნავ­და ია­რა­ღით თავ­ზე დგო­მას. მძევ­ლად ყოფ­ნაა ჩემ­თვის, როცა ვერ ვამ­ბობ სი­მარ­თლეს. მძევ­ლად არი­ან ჩემი მე­გობ­რე­ბი - ფა­რუ­ლა­ვა და აკო­ბია ცი­ხე­ში, ვინც დღეს აქ უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ და ერ­თად უნდა გვემ­ხი­ლე­ბი­ნა რე­ჟი­მი. ამი­ტომ ვამ­ბობ­დი, მო­მის­მი­ნეთ-მეთ­ქი. არა­ვის მივ­ცემ უფ­ლე­ბას ქარ­თვე­ლი ერის ტრა­გე­დი­ით იმა­ნი­პუ­ლი­რონ და ქუ­ლე­ბი და­ი­წე­რონ".

ბე­დუ­კა­ძე "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას ნა­ნობს.

- მე­ზი­ზღე­ბა სა­კუ­თა­რი თავი. ნეტა არ გა­და­მედ­გა ეს ნა­ბი­ჯი. ვნა­ნობ. ეკ­ლათ და ეხო­ცათ. სიზ­მარ­ში მგო­ნია თავი. არა­ნა­ი­რად არ ვა­რი­დებ თავს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. მეც სის­ტე­მის ნა­წი­ლი ვი­ყა­ვი, რო­გორც ყვე­ლა 4 500 თა­ნამ­შრო­მე­ლი. არაა აქ ყვე­ლა ჯა­ლა­თი, მაგ­რამ ის 20 პრო­ცენ­ტი, ვი­საც ბრა­ლი ედე­ბა ბი­ჭე­ბის წა­მე­ბა­ში, უნდა გა­სა­მარ­თლდეს სა­მა­გა­ლი­თოდ. სა­კუ­თარ დე­დას გა­მოჭ­რიდ­ნენ ყელს, ოღონდ სა­ა­კო­ვის ქება და­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ნათ. ავად­მყო­ფო­ბაა ეს. ჯერ კი­დევ აგო­ნი­ა­ში ვარ.

- სა­ა­კო­ვის?

- აბა რაა. ვინ შექ­მნა სის­ტე­მა? ვინ და­ნიშ­ნა ახა­ლა­ია? როცა თინა ქე­ი­დე­ნაუ (ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წის მო­ად­გი­ლე, ევ­რო­პი­სა და აზი­ის სა­კი­თხებ­ში) 2009 წელს შეშ­ფო­თე­ბუ­ლი იყო ჯა­ლა­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნით, რა პა­სუ­ხი გას­ცა სა­ა­კოვ­მა? არ ეს­მო­და თურ­მე შეშ­ფო­თე­ბის მი­ზე­ზი. ახლა ხომ იხი­ლა ერმა "მი­ზე­ზი".

და კი­დევ ერთი. როცა ბა­ჩოს ნიშ­ნავ­და პო­ლი­ცი­ის მი­ნის­ტრად, ნა­ხეთ ის კად­რე­ბი, იქაა სი­მარ­თლე, ნა­ხეთ სა­ა­კო­ვის სი­ტყვე­ბი. რას ამ­ბობს არ გა­ინ­ტე­რე­სებთ? – "აბა, ნა­ხეთ ქურ­დე­ბი რო­გორ გვი­ან საკ­ნებს ცო­ცხით. ამ კაც­მა გა­ა­კე­თა ის, რაც მე ვერ გა­ვა­კე­თე", - ხოდა, ეს ცო­ცხი დამ­თხვე­ვა იყო? რო­გორ გგო­ნი­ათ? არ იცო­და, ხო?

- თქვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი და­ცუ­ლია?

- მე მი­ცავს ბელ­გი­ის პო­ლი­ცია ისე, რო­გორც ყვე­ლა თა­ვის მო­ქა­ლა­ქეს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი.

თე­ო­ნა გი­გა­უ­რი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბედუკაძე: "ნეტა არ გადამედგა ეს ნაბიჯი, ვნანობ"

ბედუკაძე: "ნეტა არ გადამედგა ეს ნაბიჯი, ვნანობ"

ვლადიმერ ბედუკაძე პატიმრების წამების ამსახველი კადრების გავრცელებას ნანობს და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ მან "რეზონანსს" განუცხადა.

ამასთან, ბედუკაძე ამბობს, რომ გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც ბრიუსელში სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის უფროსის მოადგილე და ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელი, მეგის ქარდავა ჩავიდა, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელშივე იმყოფება ბედუკაძეც. ამავე ინფორმაციის თანახმად, მეგის ქარდავა ბრიუსელში ბედუკაძის მეგობართან, დაზვერვის ყოფილ ოფიცერ ვიქტორ ჭელიძესთან შესახვედრად ჩავიდა.

ბედუკაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ვიქტორ ჭელიძეს უკვე წლებია იცნობს, ის მისი მეგობარია და გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბელგიაში წასული მეგის ქარდავა ჭელიძეს უნდა შეხვდეს, მხოლოდ სიცრუეა და ემსახურება იმას, რომ იგი საკუთარ მეგობარს ჩამოაშორონ.

ბედუკაძის თქმით, მისი ოჯახის წევრები ამჟამად სტამბულში იმყოფებიან და როდესაც ისინი უკვე ბრიუსელში იქნებიან, საზოგადოება სიმართლეს მაშინ გაიგებს. "ჩემი ოჯახის უსაფრთხოება არის პირობა ყველაფრის გამხელისა", - უთხრა მან "რეზონანსს".

"ინტერპოლის" მიერ ძებნილი ბედუკაძე თავდაპირველად ირწმუნებოდა, რომ მეგის ქარდავა ბელგიაში შესვლას ვერ შეძლებდა...

"იმიტომ, რომ აღნიშნული ინფორმაციის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენე ბელგიის ხელისუფლება და მოვითხოვე ქარდავას დაკავება - ეს ერთი. მეორეც - ქარდავა იმდენად კურდღელია, აქ ვერ გაბედავს ჩამოსვლას. მესამე და მთავარი - ეს ინფორმაცია არის სიცრუე, გამიზნულია ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად და ჩემი მეგობრის, ვიქტორ ჭელიძის ჩამოსაშორებლად. იცით, ვინ ავრცელებს ამ ჭორებს? ის ძალები, ვისაც არ აწყობს სიმართლის ბოლომდე დადგენა", - ამბობს ბედუკაძე.

მოგვიანებით თავის ბელგიელ ადვოკატ ამრანისთან, რომლის სახელიც ვერ გაიხსენა, ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გვითხრა, რომ "მეგის ქარდავა ბრიუსელში 4 ოქტომბერს ჩამოსულა". ამასთან, იგი გამორიცხავს ჭელიძესა და ქარდავას შორის რამე ურთიერთობას. "არანაირი ურთიერთობა არ აქვთ, რა სისულელეა. ქარდავა არის მკვლელი და ჯალათი. ქარდავასთან ჭელიძის სახელის ხსენება მკრეხელობაა", - ამბობს იგი.

"ათასნაირ სიბინძურეს ვკითხულობ და ვიგებ. დამიჯერეთ, სიმართლე გასარკვევია კიდევ. ამიტომაც ვითხოვდი ბ-ნ ბიძინასთან შეხვედრას. აბა სააკაშვილთან შეხვედრას ხომ არ მოვითხოვდი? გასარკვევია, ვინ გასცა ინფორმაცია, ხო? ეს რომ შიდა წრიდან იყო, ფაქტია. გასარკვევია, რატომ ჭიანურდებოდა ჩემი ოჯახის გამოყვანა საქართველოდან.

ფაქტები მაქვს და ეს იცის ადვოკატმა. ამის შესახებ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ადვოკატი გარკვეულ პროცესს დაასრულებს, ინფორმაციას გადაამოწმებს და ა.შ. არაა ყველაფერი ისე, როგორც ჩანს.

ხმამაღალი განცხადებების დრო ჯერ არაა. ყველაფერი უნდა დალაგდეს ქვეყანაში. არ მინდა, კიდევ რამე ვნებათაღელვა გამოიწვიოს. ისიც ვიცი, რატომ გაურბიან ჩემთან შეხვედრას. მე ვთქვი, ჩემი ოჯახი მძევლადაა-მეთქი. მძევლად ყოფნა არ ნიშნავდა იარაღით თავზე დგომას. მძევლად ყოფნაა ჩემთვის, როცა ვერ ვამბობ სიმართლეს. მძევლად არიან ჩემი მეგობრები - ფარულავა და აკობია ციხეში, ვინც დღეს აქ უნდა ყოფილიყვნენ და ერთად უნდა გვემხილებინა რეჟიმი. ამიტომ ვამბობდი, მომისმინეთ-მეთქი. არავის მივცემ უფლებას ქართველი ერის ტრაგედიით იმანიპულირონ და ქულები დაიწერონ".

ბედუკაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელებას ნანობს.

- მეზიზღება საკუთარი თავი. ნეტა არ გადამედგა ეს ნაბიჯი. ვნანობ. ეკლათ და ეხოცათ. სიზმარში მგონია თავი. არანაირად არ ვარიდებ თავს პასუხისმგებლობას. მეც სისტემის ნაწილი ვიყავი, როგორც ყველა 4 500 თანამშრომელი. არაა აქ ყველა ჯალათი, მაგრამ ის 20 პროცენტი, ვისაც ბრალი ედება ბიჭების წამებაში, უნდა გასამართლდეს სამაგალითოდ. საკუთარ დედას გამოჭრიდნენ ყელს, ოღონდ სააკოვის ქება დაემსახურებინათ. ავადმყოფობაა ეს. ჯერ კიდევ აგონიაში ვარ.

- სააკოვის?

- აბა რაა. ვინ შექმნა სისტემა? ვინ დანიშნა ახალაია? როცა თინა ქეიდენაუ (ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ევროპისა და აზიის საკითხებში) 2009 წელს შეშფოთებული იყო ჯალათის თავდაცვის მინისტრად დანიშვნით, რა პასუხი გასცა სააკოვმა? არ ესმოდა თურმე შეშფოთების მიზეზი. ახლა ხომ იხილა ერმა "მიზეზი".

და კიდევ ერთი. როცა ბაჩოს ნიშნავდა პოლიციის მინისტრად, ნახეთ ის კადრები, იქაა სიმართლე, ნახეთ სააკოვის სიტყვები. რას ამბობს არ გაინტერესებთ? – "აბა, ნახეთ ქურდები როგორ გვიან საკნებს ცოცხით. ამ კაცმა გააკეთა ის, რაც მე ვერ გავაკეთე", - ხოდა, ეს ცოცხი დამთხვევა იყო? როგორ გგონიათ? არ იცოდა, ხო?

- თქვენი უსაფრთხოების ზომები დაცულია?

- მე მიცავს ბელგიის პოლიცია ისე, როგორც ყველა თავის მოქალაქეს. განსაკუთრებული არაფერი.

თეონა გიგაური

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა