Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტის სპიკერატში "ნაცმოძრაობა", სავარაუდოდ, ორი ვიცე-სპიკერით იქნება წარმოდგენილი
პარლამენტის სპიკერატში "ნაცმოძრაობა", სავარაუდოდ, ორი ვიცე-სპიკერით იქნება წარმოდგენილი

ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რატ­ში "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", სა­ვა­რა­უ­დოდ, ორი ვიცე-სპი­კე­რით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­სულ პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში უმ­ცი­რე­სო­ბის ფორ­მი­რე­ბას გეგ­მავს, რეგ­ლა­მენ­ტი აძ­ლევს.

ზო­გა­დად, რეგ­ლა­მენ­ტის თა­ნახ­მად, ოპო­ზი­ცი­ის­თვის სპი­კე­რატ­ში სამი ად­გი­ლია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. კერ­ძოდ, აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რის თითო კან­დი­და­ტუ­რის, მაგ­რამ არა უმე­ტეს 3-ის წარ­დგე­ნის უფ­ლე­ბა აქვს იმ სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის მიერ შექ­მნილ ფრაქ­ცი­ებს, რომ­ლებ­მაც სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხეს და უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში არ არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი.

შე­სა­ბა­მი­სად, 2012 წლის მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­რეთ დარ­ჩე­ნი­ლი "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" სპი­კე­რატ­ში ვიცე-სპი­კერს სა­კუ­თა­რი რი­გე­ბი­დან აუ­ცი­ლებ­ლად წა­რად­გენს. ამას­თან, თუკი "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" მხარ­და­ჭე­რით პარ­ლა­მენ­ტში გა­სუ­ლი მა­ჟო­რი­ტა­რე­ბი ცალ­კე ფრაქ­ცი­ად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბი­ან, ვიცე-სპი­კე­რის და­სა­ხე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მა­თაც ექ­ნე­ბათ.

გარ­და ამი­სა, ოპო­ზი­ცი­ას უფ­ლე­ბა აქვს ყვე­ლა სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტეტ­ში, კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის თითო-თითო სა­კუ­თა­რი მო­ად­გი­ლე წა­რად­გი­ნოს.

თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი უმ­ცი­რე­სო­ბი­დან, რაც თა­ვის მხრივ ვიცე-სპი­კე­რის, ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის და უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დე­რის პოს­ტებს შე­ე­ხე­ბა, წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­რო­ში.

"ნაც­მოძ­რა­ო­ბა­ში" ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ პარ­ლა­მენ­ტში მათ­თვის გან­კუთ­ვნილ კვო­ტებ­ზე წარ­სად­გენ კონ­კრე­ტულ კან­დი­და­ტუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლან. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პარ­ლა­მენ­ტის ერთ-ერ­თმა ყვე­ლა­ზე სტა­ჟი­ან­მა ვიცე-სპი­კერ­მა გიგი წე­რე­თელ­მა გა­ნუ­ცხა­და, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ჯერ არ გა­მარ­თუ­ლა. აქვე წე­რე­თელ­მა ხაზი გა­უს­ვა, რომ ოპო­ზი­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სათ­ვის პარ­ლა­მენ­ტმა თა­ვის დრო­ზე კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა და უმ­ცი­რე­სო­ბა ყვე­ლა პო­ზი­ცი­ა­ზეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლიც ადას­ტუ­რებს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ ვინ და­სა­ხელ­დე­ბა მათი მხრი­დან ვიცე-სპი­კე­რად და ვის წა­რად­გე­ნენ კო­მი­ტე­ტებ­ში, ჯერ გარ­კვე­უ­ლი არ არის. ცის­კა­რიშ­ვი­ლი ასე­ვე ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ჯერ კი­დევ გა­ურ­კვე­ვე­ლია, ვინ გახ­დე­ბა უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დე­რი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

პარლამენტის სპიკერატში "ნაცმოძრაობა", სავარაუდოდ, ორი ვიცე-სპიკერით იქნება წარმოდგენილი

პარლამენტის სპიკერატში "ნაცმოძრაობა", სავარაუდოდ, ორი ვიცე-სპიკერით იქნება წარმოდგენილი

ახალი პარლამენტის სპიკერატში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", სავარაუდოდ, ორი ვიცე-სპიკერით იქნება წარმოდგენილი. ამის შესაძლებლობას ოპოზიციაში გადასულ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც პარლამენტში უმცირესობის ფორმირებას გეგმავს, რეგლამენტი აძლევს.

ზოგადად, რეგლამენტის თანახმად, ოპოზიციისთვის სპიკერატში სამი ადგილია გათვალისწინებული. კერძოდ, აღნიშნული კანონის გათვალისწინებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერის თითო კანდიდატურის, მაგრამ არა უმეტეს 3-ის წარდგენის უფლება აქვს იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ შექმნილ ფრაქციებს, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს და უმრავლესობაში არ არიან გაერთიანებული.

შესაბამისად, 2012 წლის მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის გარეთ დარჩენილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სპიკერატში ვიცე-სპიკერს საკუთარი რიგებიდან აუცილებლად წარადგენს. ამასთან, თუკი "ნაცმოძრაობის" მხარდაჭერით პარლამენტში გასული მაჟორიტარები ცალკე ფრაქციად ჩამოყალიბდებიან, ვიცე-სპიკერის დასახელების შესაძლებლობა მათაც ექნებათ.

გარდა ამისა, ოპოზიციას უფლება აქვს ყველა საპარლამენტო კომიტეტში, კომიტეტის თავმჯდომარის თითო-თითო საკუთარი მოადგილე წარადგინოს.

თანამდებობის პირები უმცირესობიდან, რაც თავის მხრივ ვიცე-სპიკერის, ფრაქციის თავმჯდომარის და უმცირესობის ლიდერის პოსტებს შეეხება, წარმოდგენილი იქნება პარლამენტის ბიუროში.

"ნაცმოძრაობაში" ირწმუნებიან, რომ პარლამენტში მათთვის განკუთვნილ კვოტებზე წარსადგენ კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ ჩამოყალიბებულან. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის ერთ-ერთმა ყველაზე სტაჟიანმა ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა განუცხადა, ამ მიმართულებით კონსულტაციები ჯერ არ გამართულა. აქვე წერეთელმა ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციის გაძლიერებისათვის პარლამენტმა თავის დროზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგა და უმცირესობა ყველა პოზიციაზეა წარმოდგენილი.

პეტრე ცისკარიშვილიც ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვინ დასახელდება მათი მხრიდან ვიცე-სპიკერად და ვის წარადგენენ კომიტეტებში, ჯერ გარკვეული არ არის. ცისკარიშვილი ასევე ირწმუნება, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვინ გახდება უმცირესობის ლიდერი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა