ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი გადაიხედება - ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
მისი აზრით, კანონი უნდა არსებობდეს, თუმცა სანქციები მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. ამავდროულად, მოსახლეობის, ტვირთებისა და უცხოელების გადაადგილებას მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი.
"ფაქტია, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. ზოგიერთი ორგანიზაცია, ამბობდა, რომ ეს კანონი მათ გადაადგილებას ზღუდავს. ეს გადაადგილებას მაგალითად, გალში მცხოვრებ გლეხსაც უზღუდავს, რომელიც ზუგდიდში გადმოდის და თხილს ჰყიდის, ის ამით კანონს უკვე არღვევს. ზოგადად ეს კანონი უსამართლო პოზიციებით სავსეა", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა "მაესტროს" ეთერში.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, კანონი საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად გადაიხედება.