სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილმა ივანიშვილის მთავრობის მოსმენის მონოპოლია შეინარჩუნა
სააკაშვილმა ივანიშვილის მთავრობის მოსმენის მონოპოლია შეინარჩუნა

რო­დე­საც 5 ოქ­ტომ­ბერს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ყვე­ლა საკ­ვან­ძო უწყე­ბას, მათ შო­რის შსს-ს და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­და­ა­ბა­რებ­და, ზო­გი­ერ­თმა ექ­სპერ­ტმა გაკ­ვირ­ვე­ბა გა­მოთ­ქვა - რო­გორ დათ­მო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ეს უწყე­ბე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ან "ვაჭ­რო­ბის" გა­რე­შეო. თუმ­ცა ამ ექ­სპერ­ტებს ალ­ბათ, და­ა­ვი­წყდათ, რომ 2013 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე ჯერ კი­დევ ძა­ლა­შია ის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა" რო­მე­ლიც პრე­ზი­დენტს გა­ნუ­ზო­მელ უფ­ლე­ბებს ანი­ჭებს.

ამ გა­ნუ­ზო­მე­ლი უფ­ლე­ბე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი "ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი" პრე­ზი­დენ­ტი უკვე ამოქ­მედ­და. რო­გორც ჩანს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აპი­რებს, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის(სდსს) ბა­ზა­ზე შექ­მნას რა­ღაც ჰიბ­რი­დუ­ლი პა­რა­ლე­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც ერ­თდრო­უ­ლად სხვა­დას­ხვა უწყე­ბე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბით იქ­ნე­ბა აღ­ჭურ­ვი­ლი.

ბოლო ბრძა­ნე­ბით სა­ა­კაშ­ვილ­მა შსს-დან გა­მო­ყო სა­ხელ­მწი­ფი სპე­ცი­ა­ლუ­რი კავ­ში­რე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ა­გენ­ტო და და­უქ­ვემ­დე­ბა­რა სდსს-ს, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ, უშუ­ა­ლოდ პრე­ზი­დენტს ემორ­ჩი­ლე­ბა. ზე­მოხ­სე­ნე­ბულ სა­ა­გენ­ტოს სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მა­გა­ლი­თად, ახალ მთავ­რო­ბა­ში სამ­თავ­რო­ბო ხა­ზით პრე­მი­ე­რი ივა­ნიშ­ვი­ლი შს მი­ნის­ტრ ღა­რი­ბაშ­ვილს რომ და­უ­რე­კავს, სწო­რედ ამ სა­ა­გენ­ტომ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს კავ­ში­რის და­ხუ­რუ­ლო­ბა და ის, რომ ივა­ნიშ­ვილ-ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სა­უ­ბა­რი უცხო­ურ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა არ მო­ის­მი­ნონ. გარ­და ამი­სა, სწო­რედ ეს სა­ა­გენ­ტო ას­რუ­ლებ­და მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის "ყუ­რე­ბის" როლს და უს­მენ­და ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს.

სდსს-სთვის ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სა­ა­გენ­ტოს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბას ვე­რა­ნა­ი­რი ფორ­მა­ლუ­რი მი­ზე­ზით ვერ აიხ­სნე­ბა, რად­გან ასე­თი სტრუქ­ტუ­რა ამ სამ­სა­ხურ­ში უკვე არ­სე­ბობ­და. ოღონდ, ეს სტრუქ­ტუ­რა ში­და­მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლის როლს ას­რუ­ლებ­და და ძი­რი­თა­დად, "მი­ყუ­რა­დე­ბუ­ლი" იყო მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­მი­ნის­ტრო­ებ­ზე და სტრუქ­ტუ­რებ­ზე, ვინ­მეს "კურ­სის­თვის" რომ არ გა­და­ეხ­ვია.

მოკ­ლედ, პრე­ზი­დენტს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბის შემ­დეგ შე­ეძ­ლე­ბა, აკონ­ტრო­ლოს ახა­ლი მთავ­რო­ბის შიდა სა­უბ­რე­ბი და­წყე­ბუ­ლი პრე­მი­ე­რით და ელ­ჩით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. შსს-მ კი მძი­მე დარ­ტყმა მი­ი­ღო და წმინ­და კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­ლე­ბე­ბი დარ­ჩა. ფორ­მა­ლუ­რად, ღა­რი­ბაშ­ვილს და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტი, რო­მე­ლიც ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გა­რე­შე, რბი­ლად რომ ვთქვათ, ნაკ­ლე­ბა­დე­ფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სდსს ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც "გა­აძ­ლი­ე­რა". მან ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა სა­ხელ­მწი­ფო უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო და სდსს-ს გა­დას­ცა.

სა­ხელ­მწი­ფო უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ხუ­რუ­ლი სტრუქ­ტუ­რა იყო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში. სწო­რედ ამ სა­ა­გენ­ტოს გა­და­ე­ცე­მო­და ხოლ­მე ამა თუ იმ ბიზ­ნეს­მე­ნის­თვის ჩა­მორ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბა; ბი­უ­ჯე­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, სწო­რედ ამ სა­ა­გენ­ტოს ეგი­დით ფი­ნანსდე­ბო­და ბევ­რი ისე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდ კი­თხვის ნიშ­ნებს აჩენ­და. რაც მთა­ვა­რია - ამ სა­ა­გენ­ტო ხარ­ჯე­ბის გა­შიფვ­რით, ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­ი­შიფ­რე­ბა, თუ რა უჯ­დე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფოს ქარ­თუ­ლი სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცი­ე­ბის ვი­ზი­ტი, რამ­დენს ხარ­ჯავ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ფა­რულ თუ აშ­კა­რა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, სად წა­ვი­და ის ქო­ნე­ბა, პრო­კუ­რა­ტუ­რის "რჩე­ვით" რომ "ჩუქ­ნიდ­ნენ" ხოლ­მე ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს და ა.შ.

თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე ვე­რა­ფერ­საც ვერ გა­ვი­გებთ - ეს სტრუქ­ტუ­რა პრე­ზი­დენ­ტმა უშუ­ა­ლოდ და­იქ­ვემ­დე­ბა­რა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა იქ­ნე­ბა შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი და რა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბით აღი­ჭურ­ვე­ბა პა­რა­ლე­ლუ­ლი მთავ­რო­ბა სდსს-ს სა­ხით. ამ ლო­გი­კით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ამ სამ­სა­ხურს და­ექ­ვემ­დე­ბა­როს მა­გა­ლი­თად, გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ან თბი­ლი­სის მე­რი­ის ტენ­დერე­ბის სამ­სა­ხუ­რი, რად­გან ამ სტრუქ­ტუ­რებ­თა­ნაც და­კავ­ში­რე­ბი­თაც უამ­რა­ვი კი­თხვაა.

ვნა­ხოთ, რას გა­და­წყვეტს უზარ­მა­ზა­რი უფ­ლე­ბე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პრე­ზი­დენ­ტი.

გი­ორ­გი კვი­ტაშ­ვი­ლი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

სააკაშვილმა ივანიშვილის მთავრობის მოსმენის მონოპოლია შეინარჩუნა

სააკაშვილმა ივანიშვილის მთავრობის მოსმენის მონოპოლია შეინარჩუნა

როდესაც 5 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მოქმედი ხელისუფლება "ქართულ ოცნებას" ყველა საკვანძო უწყებას, მათ შორის შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს გადააბარებდა, ზოგიერთმა ექსპერტმა გაკვირვება გამოთქვა - როგორ დათმო მიხეილ სააკაშვილმა ეს უწყებები წინააღმდეგობის ან "ვაჭრობის" გარეშეო. თუმცა ამ ექსპერტებს ალბათ, დაავიწყდათ, რომ 2013 წლის ოქტომბრამდე ჯერ კიდევ ძალაშია ის კანონმდებლობა, , რომელიც პრეზიდენტს განუზომელ უფლებებს ანიჭებს.

ამ განუზომელი უფლებებით აღჭურვილი "ოპოზიციონერი" პრეზიდენტი უკვე ამოქმედდა. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი აპირებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის(სდსს) ბაზაზე შექმნას რაღაც ჰიბრიდული პარალელური სტრუქტურა, რომელიც ერთდროულად სხვადასხვა უწყებების უფლებამოსილებით იქნება აღჭურვილი.

ბოლო ბრძანებით სააკაშვილმა შსს-დან გამოყო სახელმწიფი სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტო და დაუქვემდებარა სდსს-ს, რომელიც თავის მხრივ, უშუალოდ პრეზიდენტს ემორჩილება. ზემოხსენებულ სააგენტოს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ახალ მთავრობაში სამთავრობო ხაზით პრემიერი ივანიშვილი შს მინისტრ ღარიბაშვილს რომ დაურეკავს, სწორედ ამ სააგენტომ უნდა უზრუნველყოს კავშირის დახურულობა და ის, რომ ივანიშვილ-ღარიბაშვილის საუბარი უცხოურმა სპეცსამსახურებმა არ მოისმინონ. გარდა ამისა, სწორედ ეს სააგენტო ასრულებდა მოქმედი ხელისუფლების "ყურების" როლს და უსმენდა ყველას და ყველაფერს.

სდსს-სთვის ზემოხსენებული სააგენტოს დაქვემდებარებას ვერანაირი ფორმალური მიზეზით ვერ აიხსნება, რადგან ასეთი სტრუქტურა ამ სამსახურში უკვე არსებობდა. ოღონდ, ეს სტრუქტურა შიდამაკონტროლებელის როლს ასრულებდა და ძირითადად, "მიყურადებული" იყო მნიშვნელოვან სამინისტროებზე და სტრუქტურებზე, ვინმეს "კურსისთვის" რომ არ გადაეხვია.

მოკლედ, პრეზიდენტს ზემოხსენებული განკარგულების შემდეგ შეეძლება, აკონტროლოს ახალი მთავრობის შიდა საუბრები დაწყებული პრემიერით და ელჩით დამთავრებული. შსს-მ კი მძიმე დარტყმა მიიღო და წმინდა კრიმინალური პოლიციის უფლებები დარჩა. ფორმალურად, ღარიბაშვილს დაექვემდებარება კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც ზემოხსენებული სააგენტოს გარეშე, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებადეფექტური იქნება.

მიხეილ სააკაშვილმა სდსს ეკონომიკური მიმართულებითაც "გააძლიერა". მან ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებიდან გამოიყვანა სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო და სდსს-ს გადასცა.

სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო ერთ-ერთი ყველაზე დახურული სტრუქტურა იყო "ნაციონალური" ხელისუფლების პირობებში. სწორედ ამ სააგენტოს გადაეცემოდა ხოლმე ამა თუ იმ ბიზნესმენისთვის ჩამორთმეული ქონება; ბიუჯეტის პარალელურად, სწორედ ამ სააგენტოს ეგიდით ფინანსდებოდა ბევრი ისეთი ღონისძიება, რომელიც საზოგადოებაში დიდ კითხვის ნიშნებს აჩენდა. რაც მთავარია - ამ სააგენტო ხარჯების გაშიფვრით, ავტომატურად გაიშიფრება, თუ რა უჯდებოდა სახელმწიფოს ქართული სამთავრობო დელეგაციების ვიზიტი, რამდენს ხარჯავდა ხელისუფლება ფარულ თუ აშკარა ღონისძიებებში, სად წავიდა ის ქონება, პროკურატურის "რჩევით" რომ "ჩუქნიდნენ" ხოლმე ბიზნესმენები სახელმწიფოს და ა.შ.

თუმცა ამ ეტაპზე ვერაფერსაც ვერ გავიგებთ - ეს სტრუქტურა პრეზიდენტმა უშუალოდ დაიქვემდებარა.

საინტერესოა, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი და რა უფლებამოსილებებით აღიჭურვება პარალელული მთავრობა სდსს-ს სახით. ამ ლოგიკით, არ არის გამორიცხული, რომ ამ სამსახურს დაექვემდებაროს მაგალითად, გზების დეპარტამენტი ან თბილისის მერიის ტენდერების სამსახური, რადგან ამ სტრუქტურებთანაც დაკავშირებითაც უამრავი კითხვაა.

ვნახოთ, რას გადაწყვეტს უზარმაზარი უფლებებით აღჭურვილი ოპოზიციონერი პრეზიდენტი.

გიორგი კვიტაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა